განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100116001651293
ინსტანცია
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001651293

საქმე #1/117-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე

 

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქე-------------ნი;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მა-------–---ძე;

 

გამართლებული - მა-----------------ი, დაბადებული 19-- წლის 6------, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–-------–-–--------------------–---------------.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: მა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) გათვალისწინებული ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–-–-------–-- კ-------–----- ქუჩის N8--ში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მა-----------------მა, არაერთგზის, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზე-------–---ას და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ, 500 ლარად ღირებულ საყურეებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაზარალებულს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მა-----------------ი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მა-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეში წარმოდგენილია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს ზე-------–---ას ძარცვის დროს, მისი დისშვილი მა-----------------ი ორ პირთან ერთად იმყოფებოდა მასთან სახლში, მდებარე, თბილისი, ვაშლიჯვარი, კ-------–----- ქ.#8-. ამასთან, სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა ლე--–----–---ამ დაადასტურა, რომ ზე-------–---ასგან გაიგო, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, მა-----------------ი ორ მეგობართან ერთად შევიდა მის სახლში, ზე-------–---ას პირზე ხელი ააფარა და გასტაცა ოქროს საყურეები. მისი ჩვენება გამოქვეყნებული იქნა სასამართლო პროცესზე. სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა ზე-------–---ამ და მა-–---------–---ამ უარყვეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი ადასტურებდნენ მა-----------------ის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტს, რაზეც მათ მიმართ დაიწყო გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემისათვის. მათი გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნებულ იქნა. დაზარალებულ ზე-------–---ას გამოკითხვისას აშკარად იგრძნობოდა ბრალდებულის მიერ მის მიმართ ზემოქმედება ჩვენების შესაცვლელად. სასამართლოში გამოიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და-------------–ია, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე და განმარტა, რომ შემოწმებაზე მისული ზე-------–---ასგან შეიტყო, რომ მისმა დისშვილმა მა-----------------მა და ორმა უცხო პირმა საყურეები მოხსნეს, თვალებზე ხელი ააფარეს და კისერზე მოუჭირეს, რაც ასახა თავის დასკვნაში. აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან ერთად განმსაზღვრელი როლი აქვს შინაგან რწმენას, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას. მოცემულ შემთხვევაში, ზე-------–---ას მიერ მიცემული ჩვენება და მის მიერ მოყვანილი არგუმენტები სცილდება ყოველგვარი ლოგიკის ჩარჩოებს და აშკარად მიუთითებს მის სიცრუეზე.

 

გამართლებულ მა-----------------ის ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. მა-----------------ის ბრალის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები. ერთადერთმა თვითმხილველმა მოწმემ, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად განაცხადა, რომ მისი ძარცვის დროს მა-----------------ი იქ არ ყოფილა. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მა-----------------ი შემთხვევის დღეს იყო მისული ზე-------–---ას სახლში, ყავა დალია და წავიდა. ამასტან, ნივთიერი მტკიცებულება საყურე არ არის ამოღებული.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:

დაზარალებულ ზე-------–---ას ჩვენებით დადგინდა, რომ მა-----------------ი მისი დისშვილია. როდესაც საყურე წაართვეს, მა-–----- ეძახდა დასახმარებლად, ვინაიდან ავადმყოფია და დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მა-–----- იქ არ იყო. მა-–-------- რაიმე პრობლემა არ აქვს. გამოძიების დროს ვინ გამოკითხა ზუსტად არ ახსოვს, რადგან ცუდად იყო ასთმის გამო, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმზე არსებული, მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა არ იცის ვის ეკუთვნის. ცრუ დასმენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილებაზე ხელმოწერა მისი არის თუ არა, არ ახსოვს. არც დაზარალებულად ცნობის ფაქტი ახსოვს. არც ის ახსოვს, მოაწერა თუ არა ხელი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას და უფლებების განმარტების ოქმს. გამოძიების ეტაპზე მასზე არავის უძალადია, არც არავინ აშინებდა. მას საყურეები წაართვეს, თუმცა მა-----------------ს ეს არ გაუკეთებია. 2016 წლის 4 სექტემბერს, მის სახლში დღისით მივიდა მა-–-----, ყავა დალია და წავიდა. დანამდვილებით ახსოვს, რომ უშუალოდ ძარცვის დროს მა-----------------ი იქ არ ყოფილა.

მოწმე ლე--–----–---ას ჩვენებით დადგინდა, რომ თვე და რიცხვი არ ახსოვს, გვიან ღამით დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც რამდენიმეჯერ ყვირილი შემოესმა. გარეთ გასვლისას დაინახა, რომ მა-–---------–---ა გარბოდა და თვითონაც გაჰყვა. დაინახა გარეთ გამოსული, მიწაზე მჯდომი ზე----ი, რომელიც ყვიროდა „მა-–-----! მა-–-----!“. ზე----ის მითითებით, მა-–---------–---ამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლის მოსვლის შემდეგაც სახლში წავიდა. თავად გზასთან უფრო ახლოს ცხოვრობს, ხოლო ზე----ი გზიდან დაახლოებით 5-- მეტრის მოშორებით. ზე----ს ოქროს საყურეები, რომელიც ბრილიანტის თვალი არ ჰქონია და ბაღჩის სტილში იყო ნამუშევარი მუდმივად ეკეთა, რადგან მისი ქმრის ნაჩუქარი იყო. ზე-------ან იცის, რომ მახო და ვიღაცეები იყვნენ მასთან. მახომ პირზე ხელი ააფარა, ხოლო სხვებმა საყურე წაიღეს. ამ ფაქტის შემდეგ, ზე----ის ყურზე საყურე არ შეუმჩნევია. როგორც იცის, ზე----ს მახოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არასდროს ჰქონიათ შუღლი ან ჩხუბი. მალიექას და მისი ზე----თან მისვლისას, იქ იყვნენ მეზობლები, რომლებიც მალევე წავიდნენ, თუმცა კონკრეტულად ვინ იყო, არ ახსოვს. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვისას მასზე რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ზე----ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იცის, რომ აქვს ასთმა და აწუხებს წნევა, რის გამოც ხშირად იძახებს სასწრაფო დახმარებას. მხედველობასთან დაკავშირებით აქვს თუ არა პრობლემა, არ იცის, თუმცა ახსოვს, რომ ადრე სათვალეს ხმარობდა. გამოძიებისას გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად მისია. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მა-–----- ვინმესთვის რამე დაეშავებინოს, ან მოეპაროს, ან რაიმე მსგავსი. ზე-------–---ამ კარგად არ იცის ქართული, გარშემოც არ არიან ქართველები, შესაბამისად, იგი აზერბაიჯანულად ყვიროდა, როდესაც დახმარებას ითხოვდა.

მოწმე მა-–---------–---ას ჩვენებით გაირკვა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, სახლში გვიან მივიდა სამსახურიდან. მოგვიანებით აივანზე გავიდა სარეცხის გასაფენად, რა დროსაც შემოესმა ზე----ის ყვირილი. საკმაოდ გვიან იყო, წავიდა ზე----ისკენ და ტელეფონით ინათებდა გზას. ამ დროს ესმოდა, რომ ზე----ი დახმარებას ითხოვდა და თან მახოს ეძახდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მახო არ იყო. ზე----ი მიწაზე იჯდა, მაგრამ რატომ, არ იცის. მას ტუჩზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, ტუჩი ჰქონდა დაზიანებული, რაც შეეძლო თავადაც დაეზიანებინა კბილით. ლე--–----–---აც გაჰყვა ზე----თან. ადგილზე მისულებს კიდევ ერთი მეზობლის ქალი დახვდათ. მამაკაცი იქ არ ყოფილა. შესაძლოა, ზე----ს მახოს იქ არსებობა მოეჩვენა. ზე----ი ამბობდა, რომ არ ახსოვდა სად იყო. სასწრაფოს მისვლის შემდეგ, სახლში წავიდა. ზე----ის ყურზე ხშირად ხედავდა საფირისთვლიან ოქროს საყურეს, თუმცა, ეს საყურეები აღარ უკეთია, შეიძლება დამალა ან რაიმე მსგავსი. ზე----ს მისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. ზე----ი 70 წლის ასაკს მიახლოებულია. მთელი ცხოვრება აწუხებს ასთმა და ამდენი წამლების, ჟანგბადისა და სხვა მედიკამენტების გამო შესაძლოა ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდეს. ზე----ს სახლში, არც გარეთ და არც შიგნით შუქი არ აქვს. მა-–-----ა და ზე----ს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ხშირად ეხმარებოდნენ და ზრუნავდნენ ერთმანეთზე. ზე----ი მა-–----- როგორც საკუთარ შვილს ისე უვლიდა. 2016 წელს პოლიციაშიარავის გამოუძახებია, მხოლოდ ზე----ი წაიყვანეს შემთხვევის ღამეს საგამოძიებო ორგანოში. მოწმემ უარყოფ მის მიერ ისეთი ჩვენების და ინფორმაციის მიცემა, როდესაც იგი თითქოს ასახელებს, რომ შემთხვევის ადგილას იყო ორი თუ სამი მამაკაცი. პოლიციელებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია და შესაბამისად, ვერ იტყვის რაიმე ზეგავლენა მოახდინეს თუ არა მასზე. მხოლოდ პოლიციელი ზაქრო ნახა სამზარეულოში, სხვა პოლიციელი არ უნახავს. სასამართლოში ჩვენების მიცემამდე, ერთი კვირით ადრე იყო პროკურატურაში პროკურორთან, სადაც დაზუსტებით აღნიშნა, რომ შემთხვევის საღამოს არავინ არ უნახავს და მიაწოდა ინფორმაცია ზე----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. პროკურატურაში ყოფნისას საშვზე მოაწერა ხელი, თუმცა გამოკითხვის ოქმზე ან სხვა რაიმე ფურცელზე ხელი არ მოუწერია. ზე----ს საკმაოდ ცუდი მხედველობა აქვს, შემთხვევის დღეს კიდევ უფრო ცუდი მხედველობა ჰქონდა. ახლა ოპერაცია გაიკეთა და მხედველობა შედარებით გამოუსწორდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე ზა--------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მა-----------------ის მიერ ზე-------–---ას მიმართ განხორციელებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. კინოლოგიის ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. საგამოძიებო მოქმედებას ასევე ესწრებოდა თარჯიმანი ილ--- ნო----------იც, ვინაიდან ზე-------–---ამ ქართულად საუბარი იცოდა კარგად, თუმცა არ ფლობდა ქართულ ენაზე წერა-კითხვის უნარებს. საქმეში ჩართული თარჯიმანი შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდა თავიდან ბოლომდე. სწორედ მან წაუკითხა ზე-------–---ას შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რაც დაზარალებულმა ხელმოწერით დაადასტურა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებებისას ამოიღეს სუნის ნიმუშები და ანაწმენდები. აღნიშნულის შემდეგ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში გამოკითხა ზე-------–---ა. დაკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. დაზარალებულის მიერ მოყოლილი თითოეული დეტალი შეიტანა გამოკითხვის ოქმში. დაკითხვის დასრულებისთანავე თარჯიმანმა სრულად წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ზე----ს უთარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე. დაზარალებული დაეთანხმა ტექსტის სისწორეს, რაც დაადასტურა ხელმოწერით, ასევე დაადასტურა თარჯიმანმაც ხელმოწერით. გამოკითხვა ხდებოდა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში. ხელწერილის დაწერაც მშვიდ გარემოში მოხდა. გამოკითხვამდე გაფრთხილდა ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. დაზარალებულის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მან ნებაყოფლობით, თავად მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გამოიტანა პროკურორმა, რის შემდეგაც თავად გააცნო ზე-------–---ას დაზარალებულის უფლება-მოვალეობები და კვლავ უთარგმნა თარჯიმანმა. მასზეც ორივემ ხელი მოაწერა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას დაზარალებული, რა თქმა უნდა, აღელვებული იყო, თუმცა საგამოძიებო ორგანოში მისი გადაყვანისა და გამოკითხვის პერიოდში იყო დამშვიდებული. იმ ეტაპისთვის ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. ზე-------–---ა აღნიშნავდა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელზე წაუჭირეს, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებული პირადად იქნა წარდგენილი ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა. დაკავების მომენტში მა-----------------მა განაცხადა, რომ არ ფლობდა სრულყოფილად ქართულ ენას, რის გამოც იგი მოთავსდა იზოლატორში თარჯიმნის დანიშვნამდე. მას ასევე დაენიშნა ადვოკატიც. ბრალის წარდგენას ესწრებოდნენ უშუალოდ მა-----------------ი, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი და თარჯიმანი. მას გააცნეს ბრალდების შესახებ დადგენილება, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სუნის ნიმუშები, მსგავსი ნიმუშები აღებულ იქნა იზოლატორში მოთავსებულ მა-----------------ისგანაც. ნიმუშებზე ჩატარდა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და გაიცა შესაბამისი დასკვნა.

მოწმე ირ---–--------–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2016 წლის 4 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კინოლოგიის სამსახურში, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე, გ-----–---–-- ქუჩის N8--ში, გამოცხადდა მეწყვილესთან - პა-------------ესთან ერთად. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შემთხვევის ადგილზე, შენობაში, პატარა მაგიდის გვერდით მდგარი სკამის ზედაპირიდან და მეორე მაგიდის გვერდით მიწის ზედაპირიდან, აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, აიღეს სუნის კვლის ნიმუშები. ორივე ნიმუში მოთავსდა 0.5 ლიტრის გამჭვირვალე მინის ქილებში. ნიმუშები დაილუქა ცალ-ცალკე, მასზე დაფიქსირდა კინოლოგების, გამომძიებლისა და დაზარალებულის ხელმოწერები. ნიმუშები შემდგომ მოათავსეს სპეციალურ პაკეტში, რომელზეც ასევე დააფიქსირეს ხელმოწერები. გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 100-150 მეტრის დაშორებით გ-----–---–-- ქუჩაზე არსებულ ორსართულიან სახლთან გაჩერდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო თავად და დაადასტურა ხელმოწერით.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე პა-------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ ოთახში რამდენიმე პირის ყოფნის შემდეგ სუნის ნიმუშის აღებისას მხოლოდ ძაღლს შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა პიროვნების სუნის ნიმუშები, ადამიანს ამის უნარი არ შესწევს.

მოწმე რე--------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2016 წლის 4 სექტემბერს, სამმართველოში შევიდა შეტყობინება ვაშლიჯვარში მომხდარი საყურეების ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც იყო ხის სახლი. სახლში შუქი იყო თუ არა, არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ დადიოდა პირადი ფანრით. ადგილზე იყვნენ ასევე ოდოროლოგები. მისმა მეწყვილემ - სა--------------მა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. უშუალოდ მან, სახლის შესასვლელი კარის სახელურიდან აიღო დნმ-ის ანაწმენდები. აღებული ნიმუში შეფუთა სპეციალურ პაკეტში, შემდგომ კი სპეციალურ კონვერტში, რაც გაფორმდა წესების მიხედვით. სამუშაო ადგილს რაც შეეხება, იყო პატარა მიწურივით ოთახი, ჭურჭელი იყო მიყრილი. რეალურად არ არსებობდა კვალმიმღები ობიექტი, რაზეც ანაბეჭდი უნდა დაფიქსირებულიყო. ამის გამო მათ კარგად ვერ იმუშავეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მხოლოდ დნმ-ის ნიმუშები იქნა აღებული. თავად გაეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რაზეც მოაწერა ხელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტის მოწმე სა--------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის 4 სექტემბერს, ძარცვის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, გამოცხადდა თბილისში, გ-----–---–-- ქუჩის N8--ში მდებარე შემთხვევის ადგილზე. მეწყვილე რე--------------–---–თან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ვიზუალურად და დააფიქსირა ფოტოგადაღების გზით, ასევე ამოიღეს კონკრეტული კვალი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებელი, კინოლოგი და დაზარალებული, სხვა პირები არ ახსოვს. კინოლოგმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღო სუნის ნიმუში. სწორედ ამის შემდეგ შევიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებული ქალბატონის მდგომარეობა არ ახსოვს. მის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება დაფიქსირებულ იქნა ოქმში, რასაც ხელი მოაწერა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მოწმე ზუ-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე იცნობს დაზარალებულ ზე-------–---ას და ბრალდებულ მა-----------------ს. 2016 წლის 4 სექტემბერს, ზე-------–---ა გამოკითხა მეექვსე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი. ქალბატონ ზე----ზე კონკრეტული პირის დასახელებასთან დაკავშირებით ძალდატანება არ ყოფილა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე ან-----------–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მან გამოკითხა დაზარალებულ ზე-------–---ას მეზობლები - მა-–---------–---ა, ლე--–----–---ა და ემ--------------ი. მა-–---------–---ა და ლე--–----–---ა გამოკითხა განყოფილებაში, საკმაოდ მშვიდ გარემოში. ორივე მათგანი შეწუხებული იყო მომხდარის გამო. ზე----ი წუხდა, როგორ გაუკეთა მა-–------ ეს ყველაფერი. მა-–---------–---ა გამოკითხა 2016 წლის 4 სექტემბერს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან თავის ნებით მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. თავის ნებით მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს ლე--–----–---ამაც. არცერთ მათგანს არ სჭირდებოდა თარჯიმანი, შესანიშნავად ფლობდნენ ქართულ ენას.

მოწმე პა-----–-----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის სექტემბერში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 4 სექტემბერს, პირადი ინფორმატორის მეშვეობით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ვ-–-–-------–-- კ-------–----- ქუჩის N8--ში მცხოვრები მოქალაქე ზე-------–---ას საყურეები უნდა ინახებოდეს თბილისში, თემქაზე, კერძოდ, მე-3 მიკრო-რაიონის, მე-5 კვარტლის, მე-3 კორპუსის ბინა N---ში. აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ის---------–--------ის ჩვენების თანახმად, როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა ზე-------–---ას გამოკითხვას, რომლის მიმართ გამომძიებლების მხრიდან, რაიმე კონკრეტული ტექსტის დაწერასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. გამოკითხვა მიმდინარეობდა საკმაოდ წყნარ ვითარებაში. მან გადათარგმნა ზე-------–---ას საუბრები, ხოლო შემდგომ გამომძიებლის მიერ წაკითხული გამოკითხვის ოქმი უთარგმნა ზე-------–---ას, რაზეც ორივემ მოაწერეს ხელი. დაზარალებულს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ აღენიშნებოდა.

მოწმე ალ------–---ას ჩვენებით დადგინდა, რომ იგი გამოიძახეს პოლიციაში, სადაც მხოლოდ ზე-------–---ა დახვდა. ზე----ის თქმით, მასთან იმყოფებოდა სამი პიროვნება, რომლებსაც ყავა დაალევინა. როგორც ახსოვს, ამის შემდეგ მას საყურეები მოხსნეს და წავიდნენ. დარტყმის ფაქტზე ქალბატონ ზე----ს არაფერი უთქვამს და რასაც ამბობდა, დეტალურად თარგმნა. ასევე დეტალურად აღიწერა გამომძიებლის მიერ შედგენილ დოკუმენტში, რაზეც ხელი ორივემ მოაწერა. მისი საგამოძიებო ორგანოში ყოფნისას ზე-------–---აზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

მოწმე ვი----–-------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა როგორც თარჯიმანი. პოლიციის განყოფილებაში ესწრებოდა ზე-------–---ასთვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების წარდგენას და მისთვის უფლებების განმარტებას. აღნიშნული სწორედ მან უთარგმნა დაზარალებულს. ქალბატონ ზე----ს ტექსტთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, შესაბამისად, მითითებულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს თავად და დაზარალებულმა. ქალბატონ ზე----ს გაჰყვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თარჯიმნად. აღნიშნული მოქმედებები მიმდინარეობა მშვიდ გარემოში. ესწრებოდა ასევე მა-----------------ისთვის ბრალის წარდგენას და მტკიცებულებათა გაცვლის პროცესს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც იყვნენ ბრალდებულის ადვოკატი და პროკურორი. 2016 წლის 05 სექტემბერს, მა-----------------ისგან სუნის ნიმუშის აღების დროს ბრალდებულს უთარგმნა ყველაფერი და შესაბამის ოქმზე ხელმოწერაც არის მისი.

მოწმე მა---------------ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, გაირკვა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ მა-----------------ისგან, მოწმე და-----–-----–---–---ან და მოწმე ემ--------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების ზოგადად, სუნის კვალი რამდენი ხანი დარჩება ოთახში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ნიავდება ოთახი, როგორი მეტეოროლოგიური პირობებია. თუ ოთახი დაკეტილია, სუნი უფრო დიდხანს ნარჩუნდება.

მოწმე და-------------–იას ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადგინდა, რომ პირადი შემოწმებით ზე-------–---ას მარჯვენა ყბის კუთხეში აღენიშნებოდა დაზიანება: სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ზოგადად შემოწმების დროს, ოთახში იმყოფება მხოლოდ შესამოწმებელი პირი და ექსპერტი, თუ ვინმე სხვა პიროვნება იმყოფება ოთახში ხდება აღნიშნულის მითითება. სამედიცინო ექსპერტიზა პიროვნების თანხმობის გარეშე ვერ ჩატარდება, როდესაც პიროვნება უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე, ის არ ტარდება.

მოწმე ქე-------–----------ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადგინდა, რომ მა-----------------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი - F70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, მა-----------------ს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მა-----------------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მა-----------------ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც, ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მა-----------------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მა-----------------ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მა-----------------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მა-----------------ს შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის.“ მისივე ჩვენებით, მა-–-----სთვის ადრეც ჩაუტარებია ანალოგიური სახის ექსპერტიზა, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იგივე. წინა ექსპერტიზის დროს ხშირად იდიოდა დეიდა - ზე-------–---ა. შესაძლოა ამ ექსპერტიზის ჩატარების დროსაც ყოფილიყო მისული, ზუსტად არ ახსოვს.

ბრალდებულმა მა-----------------მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ ზა--------------ის მიერ, ექსპერტების - პა-------------ის, ირ---–--------–--ის, სა--------------ის, რე--------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში, ვ-–-–-------–-- კ-------–----- ქუჩის N8--ში მდებარე შემთხვევის ადგილი - ზე-------–---ას საცხოვრებელი ბინა, რომელსაც აქვს ბეტონის იატაკი. შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს არის სათავსო, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ნივთი. მარჯვენა მხარეს არს ხის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და საიდანაც შევდივართ ოთახში, სადაც კედელთან, მარცხნივ დგას ხის სკამი, მის გვერდით - ხის პატარა მაგიდა, რომელზეც დევს სანთელი, სათვალე, ჭიქა და პოლიეთილენის ბოთლები. კედელთან მარჯვნივ დევს ხის პატარა სკამი, მის გვერდით კი გრძელი ხის სკამი, პირდაპირ დგას მაგიდა, რომელზეც განთავსებულია გაზქურა, მასზე მდგარი თეთრი ფერის ჩაიდნით. მითითებული ოთახიდან გავდივართ სხვა ოთახში, რომელსაც არ აქვს კარი. კედელთან მარჯვნივ დგას სკამები, გვერდით - ხის მაგიდა, სადაც დევს სხვადასხვა პირადი ნივთი. მის გვერდით დგას პატარა კარადა, შემდგომ კი საწოლი. მარჯვენა მხარეს, კედელთან დგას მხოლოდ საწოლი. გაზქურასთან, მარცხენა მხარეს, კედელთან განთავსებულია დიდი და პატარა ზომის ჭიქები. შემთხვევის ადგილზე კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა აიღეს სუნის კვლის ნიმუშები, კერძოდ, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, პატარა მაგიდის გვერდზე სკამის ზედაპირიდან, მეორე - ამავე მაგიდის წინ მინის ზედაპირიდან, რომლებიც ცალ-ცალკე მოთავსდა 0.5 ლიტრის ტევადობის მინის ქილებში. სუნის კვალზე გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი „ჯესი“, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გამოვიდა ეზოში, უკანა მხრიდან გავიდა გარეთ, ხელმარცხნივ გაიარა დაახლოებით 100 მეტრი, გ-----–---–-- ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი კორპუსის შენობის პირველ სართულზე დერეფანში შევიდა და გაჩერდა. სუნის ნიმუშები დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N4---- ლუქებით და შეიფუთა სპეციალურ პაკეტებში, შტრიხკოდით FCI 5------ შემთხვევის ადგილზე, ექსპერტების მიერ, სახლში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან ამოღებულ იქნა დნმ-ის ორი ნიმუში, სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, რომლებიც დაილუქა პაკეტში FCD 8-----. შემთხვევის ადგილზე ექსპერტებმა გადაიღეს 73 ფოტოსურათი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა: სუნის კვლის ნიმუშები 02 (ორ) ქილად, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში, შტრიხკოდით FCI 5------ შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა დნმ-ის 02 (ორი) ნიმუში სველ და მშრალ ჩხირზე, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში - FCD 8-----.

დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2016 წლის 04 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებელ ზა--------------ის მიერ, მოწმე ზე-------–---ას და თარჯიმან ალ------–---ას მონაწილეობით, დათვალიერდა ზე-------–---ას მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი, მისი კუთვნილი, ღია ფერის, კუბოკრული, იასამნისფერი და ნაცრისფერი ყვავილების მსგავსი რგოლებით გაწყობილი ხალათი. დათვალიერების დასრულების შემდგომ ხალათი იქნა ამოღებული, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების N 2------ ლუქით.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2016 წლის 04 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტების - ირ---–- ზუ----ის და ნი-----------ის მიერ სტერილური წყლით დანამული დოლბანდით, ასევე მშრალი დოლბანდით ზე-------–---ასგან, კისრის და სახის არედან აღებულ იქნა ანაწმენდები (დნმ). აღნიშნული დოლბანდები ნიმუშებით შეიფუთა ცალ-ცალკე კონვერტებში და დაილუქა სპეციალურ პაკეტებში FCD 8------

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების უფროსის სახელზე შედგენილი, იმავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძებელ პა-----–-----------–---–ის პატაკის თანახმად, თბილისში, ვ-–-–-------–-- კ-------–----- ქუჩის N8--ში, ზე-------–---ას ძარცვის ფაქტზე მხილებული მა-–------------–---------–--–--ვი იმყოფებოდა თბილისში, თ-------------------------------------–-------------------------------ში, სადაც ასევე უნდა ყოფილიყო ზე-------–---ასგან გატაცებული ოქროს საყურეები. ბა-–--–---თან ერთად იმყოფებოდა ემ--------------იც.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 04 სექტემბერს, 20:05 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ზა--------------ის და გიორგი ქი-----–---–ის მიერ, თბილისში, თ-------------------------------------–------------------------------ში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა მა-----------------ი, რომლის პირადი ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2016 წლის 04 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ზუ-----------------ის მიერ ჩატარდა თბილისში, თ-------------------------------------–------------------------------ში მდებარე ან------–---ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტ გი-----------------ის მიერ ემ--------------ისგან, გააქტიურებული ნახშირისა და სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც შემდგომ მოთავსდა 0.5 ლ. ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N4---- ლუქით. ქილა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში შტრიხკოდით FCI5------ რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დათარიღდა.

ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტ გი-----------------ის მიერ და-----–-----–---–---ან, გააქტიურებული ნახშირისა და სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რაც შემდგომ მოთავსდა 0.5 ლ. ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის N4---- ლუქით. ქილა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში შტრიხკოდით FCI5------ რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დათარიღდა.

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტების - და---------–---ის და გვ--–---------ის მიერ და---- ში----–---–ის პირის ღრუდან სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა შტრიხკოდით FCD8------

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ექსპერტების - და---------–---ის და გვ--–---------ის მიერ ემ--------------ის პირის ღრუდან სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა შტრიხკოდით FCD8------

ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, 2016 წლის 05 სექტემბერს, ექსპერტ ლე-------–-–---–ის მიერ მა-----------------ისგან, გააქტივებული ნახშირისა და სტერილური დოლბანდის გამოყენებით, აღებულ იქნა სუნის ნიმუში. დოლბანდი და გააქტივებული ნახშირი ერთად მოთავსდა 0,5 ლიტრის მოცულობის მინის ქილაში, დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით 4----. ქილა მოთავსდა სპეციალურ პაკეტში შტრიხკოდით FCI 5------

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 05 სექტემბერს, ექსპერტ გიორგი ურდულაძის მიერ ემ--------------ის პირის ღრუდან სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა შტრიხკოდით FCD8------

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „... ამოღებულია დნმ-ის ორი ნიმუში სველ და მშრალ ბიოლოგიურ, სტერილურ ჩხირებზე სახლში შესასვლელი კარის სახელურიდან....“ მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „.... ანაწმენდები დოლბანდზე (შესველებული) აღებული ზე-------–---ას სახის მიდამოდან და კისრის მიდამოდან. ასევე აღებული მშრალ დოლბანდზე....“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. N2 და ობ. N3) აღმოჩნდა მხოლოდ მდედრობითი სქესის პირის ბირთვული დნმ.

ამოღების ოქმის თანახმად, 2016 წლის 12 ოქტომბერს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე სამსახურის კანცელარიის უფროს თე--------–---–---ან ამოღებულ იქნა მა-----------------ის სამედიცინო ბარათის ისტორიის ქსეროასლი, სულ 36 ფურცლად, რომელსაც თან ერთვის მიმართვის, N0------------ წერილი.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ მა-----------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ფაქტი დადასტურებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ.ბა-–--–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება):

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავსი დათქმაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლშიც - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v.s TYRKEY განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება, 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ძარცვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რა დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ როგორც იმ პირისათვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს მა-----------------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მა-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუქნტებით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, უტყუარად არ ადასტურებს მა-----------------ის ბრალეულობას, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან დანაშაულის ფაქტის თვითმხილველები. მა-----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ერთადერთი თვითმხილველი მოწმე იყო მხოლოდ დაზარალებული ზე-------–---ა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაავადებულია ასთმით და ხშირად ხდება ცუდად. მა-----------------ს, რომელიც მისი დის შვილია, მაშინ უხმობს ხოლმე როდესაც ცუდად არის და ძარცვის შემდეგ სწორედ ამიტომ ეძახდა მა-–------ მაგრამ იგი იქ არ იყო. მა-–-------- მას რაიმე პრობლემა არ აქვს. 2016 წლის 4 სექტემბერს, მის სახლში დღისით მივიდა მა-–-----, ყავა დალია და წავიდა. დანამდვილებით ახსოვს, რომ უშუალოდ ძარცვის დროს მა-----------------ი იქ არ ყოფილა. მა-–---------–---ამ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით ზე-------ან არაფერი გაუგია. შემთხვევის ადგილზე - ზე----ის სახლში მივიდა ლე--–----–---ასთან ერთად, ვინაიდან ესმოდა ზე-------–---ას ყვირილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა და მახოს ეძახდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მახო არ იყო. რაც შეეხება მოწმე ლე--–----–---ას ჩვენებას, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს, ზე-------ან მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის დღეს მასთან იყვნენ მა-–----- და კიდევ სხვა პირები, მას მახომ პირზე ააფარა ხელი, ხოლო მასთან ერთად მყოფებმა წაართვეს ოქროს საყურე. აღნიშნული ჩვენება არ დასტურდება არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, პაკეტში, წარწერით: „....ანაწმენდები დოლბანდზე (შესველებული) აღებული ზე-------–---ას სახის მიდამოდან და კისრის მიდამოდან, ასევე აღებული მშრალ დოლბანდზე....“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე აღმოჩნდა მხოლოდ მდედრობითი სქესის პირის ბირთვული დნმ“. ეს მაშინ, როდესაც მოწმე ლე--–----–---ას ჩვენების მიხედვით, ძარცვის მომენტში მა-----------------მა პირზე ხელის ააფარა ზე-------–---ას. შესაბამისად ლე--–----–---ას ჩვენება ირიბი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ეფუძნება სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტებაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მა-----------------ის ბრალეულობა დადასტურებულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მართალია ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-----409 დასკვნის თანახმად, 2016 წლის 03 სექტემბერს, თბილისში, ვ-–-–-------–-- კ-------–----- ქუჩის N8--ში, ზე-------–---ას მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ მა-----------------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის, მაგრამ როგორც დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, ვ-–-–-------–-- კ-------–----- N8--ში მდებარე, მის სახლში, 2016 წლის 4 სექტემბერს, დღისით მივიდა მა-----------------ი, რომელმაც ყავა დალია და წავიდა. აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. შესაბამისად, დაზარალებულ ზე-------–---ას ბინაში მა-----------------ის სუნის კვალის აღმოჩენა საეჭვო არაა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან ერთად განმსაზღვრელი როლი აქვს შინაგან რწმენას, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბრალდების მხარის ღრმა რწმენა ვერ გამოდგება მა-----------------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბრალდების მხარის პოზიცია შესაძლოა, გაზიარებული ყოფილიყო, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნებოდა სხვა, სარწმუნო პირდაპირი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე არ ყოფილა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, მსჯავრდებულის როგორც პირადი, ისე ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. ამასთან, არ დაუკავებიათ დანაშაულის ჩადენაში თუნდაც ერთი თანამონაწილე, რომელიც ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, მაშინ როდესაც, ბრალდების მხარე მა-----------------ს ედავება ძარცვის ჯგუფურად ჩადენას. ამდენად, ამ მოცემულობაში სასამართლოს მიიჩნია, რომ მა-----------------ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული მ.ბა-–--–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ახალი მტკიცებულება, რაც გამოიწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის გათვალისწინებით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-- მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქე-------------ნის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი მა-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-- ნაწილით, 29--ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქე-------------ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი მა-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

მა-----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მა-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.

გამართლებულ მა-----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ზე-------–---ას მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ხალათი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ზე-------–---ას ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

ზე-------–---ას დნმ-ის ნიმუში; ემ--------------ის სუნის ნიმუში; და---- ში----–---–ის სუნის და ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუშები; მა-----------------ისგან აღებული სუნის და ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუშები ორ ქილად; დნმ-ის ორი ნიმუში, გადატანილი სველ და მშრალ ჩხირებზე, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი მასალა, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე