განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002585298
საქმე №1/ბ-463-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,ადვოკატ: ი--------------–---–ის,მსჯავრდებულ: ზ----------–------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ----------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, ა---––---ში, საქართველოს მოქალაქე, პ--------------------, რეგისტრირებულის: ა-------------------------–---------------–-------------------––-------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით ზ----------–------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - სამი დღე და დანიშნული სასჯელი 150 საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შემცირდა 15 საათით.
საბოლოოდ, მსჯავრდებულ ზ----------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 საათის ვადით.
ზ----------–------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ-----––---–--------------------------–- მცხოვრები ზ-----------–------ე 2018 წლის 22 ივნისს დაახლოებით 23:00 საათზე მივიდა სახლში და მეუღლეს მ-------------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში დაუწყო ცემა, რის შედეგადაც მ-------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ----------–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ზ----------–------ის უდანაშაულოდ ცნობა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო მოსამართლის შინაგანი რწმენა, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, იმ ფონზე როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და მოწმეების ნ-------------–--ის და ზ---------------–---–ის ჩვენებებით გამოირიცხა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დარჩა მხოლოდ მოწმეები ა----------–-----------ეები, რომლებიც ირიბი ჩვენებით შემოიფარგლება, რაც არ შეიძლება იქნეს გაზიარებული.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ზ----------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმე ნ-------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ა---––---ში კ---------------------------ში ზ----------–------ის მეზობლად. 2018 წლის 22 ივნისს გვიან ღამით, სახლში ყოფნის დროს მოესმა ხმაური. როდესაც დაინტერესდა, შემოესმა მ--------------ის ყვირილი. გავიდა ეზოში სადაც ასევე დახვდა მეზობელი ზ--------------–---–ი. ზ----------–------ე მ-------------ეს უყვიროდა თუ სად ჰქონდა ტელეფონი, თან იწევდა მ--------------ისკენ ლანძღვა- გინებით. ზ--------------–---–ი ეუბნებოდა ზ------ს, რომ ნასვამი იყო და როდესაც გამოფხიზლდებოდა შემდეგ გაერკვია. ზ------ი აგინებდა მ---ს, რომელიც იდგა მისგან ცოტა მოშორებით ეზოს კარებისკენ და მეუღლეს სთხოვდა ტელეფონს. ზ--------------–---–ი ზ------ს ელაპარაკებოდა და ამშვიდებდა. კონფლიქტის დროს მ-------------ე წავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ შეხვედრია. ზ----------–------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში.
მოწმე ზ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, ცხოვრობს ა---––---ში კ---------------ზე ზ----------–------ის მეზობლად. 2018 წლის 22 ივნისს გვიან ღამით იმყოფებოდა სახლში. ხმაური შემოესმა მეზობლისგან. გავიდა გარეთ ზ------ის სახლის შესასვლელისკენ და დაინახა, რომ მისი მეუღლე მ-------------ე იდგა დაახლოებით 10-15 მეტრში ზ------ისგან ეზოს კარების მხარეს, ზ----------–------ე კი იდგა სახლის კართან და აგინებდა მ-------------ეს. მან ურჩია ზ------ს, რომ გაჩერებულიყო და მომდევნო დღეს გაერკვიათ. ზ------ი გაჩერდა. მან ჩხუბის ხმა გაიგო და იმიტომ გავიდა გარეთ. არ ჩათვალა საჭიროდ გაერკვია რა ხდებოდა და ზ------ი რის გამო აგინებდა მეუღლეს. გინების და ხმაურის ხმა რომ გაიგო სახლში იმყოფებოდა, სახლის კარები ღია იყო და ისმოდა ჩხუბის ხმა. ნასვამი იყო თუ არა არ შეუმჩნევია. ზ------ი აგრესიული იყო მეუღლის მიმართ, აგინებდა და იწევდა მისკენ. მ-------------ეს რაიმე დაზიანება ჰქონია თუ არა არ შეუმჩნევია, კონფლიქტის შემდეგ სად წავიდა არ ახსოვს.
მოწმე ბ--–--------------–----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის მ--------------ის ბიძაშვილი. 2018 წლის 23 ივნისს დილის 7 საათზე მ-------------ე მივიდა მასთან, ნამტირალევი იყო. ეგონა ავადმყოფი დედის გამო ტიროდა, მაგრამ მ---მ აუხსნა, რომ კამათი მოუვიდა მეუღლესთან და ტირილი დაიწყო. უთხრა, რომ ნასვამი იყო და ეკითხებოდა თუ ვინ მიიყვანა სახლში, ამის გამო ეჭვიანობის ნიადაგზე დაარტყა. ამის შემდეგ სახლიდან გამოქცევას ცდილობდა ზ------მა კი მოჰკიდა ხელი და დაითრია, რადგან არ უშვებდა გარეთ. ჰქონდა სილურჯე ხელზე. საბოლოოდ მ-------------ემ დააღწია თავი და გამოვიდა სახლიდან მთელი ღამე ქუჩაში გაატარა და გამთენიისას მივიდა ბიძაშვილთან. მ-------------ემ უთხრა, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო ზ------ კ--–------ის ეჭვიანობა, რომ ვითომ მეუღლე ვიღაცამ მიიყვანა სახლში, რეალურად კი სამსახურში (ფურნეში) იყო და თავად ზ------მა წაიყვანა სახლში. მოწმე მ-------------ეს აწყნარებდა და ეუბნეოდა, რომ ოჯახი ჰყავდა, შვილები და ოჯახი არ დაენგრია. მას ნამდვილად უამბო მ-------------ემ, რომ ზ----------–------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებას რა ინფორმაციაც მისცა სწორია.
მოწმე ა------------ის ჩვენებით დადგენილია, 2018 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში მან რამდენჯერმე დაურეკა თავის დას მ--------------ეს და რომ არ უპასუხა სახლში მიაკითხა, სახლშიც არ დახვდა. ბოლოს გაარკვია, რომ მ--------------ე იმყოფებოდა ბიძაშვილთან ბ--–-----------ესთან. მას ა------------ემ გამოჰკითხა ბიძაშვილთან ყოფნის მიზეზი, მ-------------ემ განუმარტა, რომ მისი მეუღლე ზ----------–------ე ნასვამი მივიდა სახლში, უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, სახეში ხელი გაარტყა და სახლიდან ამის გამო წამოვიდა. მოწმე ასევე განმარტავს, რომ მისი დის გადმოცემით არაერთხელ ჰქონია მსგავს შემთხვევას ადგილი, თუმცა მ--------------ე აქამდე არაფერს ამბობდა ასეთი ფაქტების შესახებ, ვინაიდან არ სურდა ოჯახის დანგრევა.
დაზარალებულმა მ--------------ემ უარი განაცხადა მეუღლის ზ------ კ--–------ის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვნებმა საბა კ--–------ემ და ს------- კ--–------ემ უარი განაცხადეს მამის მიმართ ჩვენების მიცემაზე.
ზ----------–------ემ გამოიყენა დუმილის უფლება.
2018 წლის 28 ივნისის შემაკავებელი ორდერის N0-----–ის თანახმად, 2018 წლის 28 ივნისს ზ----------–------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს მ-------------ეს. ზ----------–------ეს აეკრძალა მ-------------ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 28 ივნისის N474/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-------------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. კონკრეტულად, მ-------------ეს მარცხენა მხრის შუა მესამედის გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4X6 სმ-ზე. მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X2,0 სმ-ზე, მარცხენა მხრის ქვემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1.5 X2,0 სმ-ზე, მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გვერდით ზედაპირზე მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X3,5, სმ-ზე. ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა ახალციხის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე 28 ივნისს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 22 ივნისს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო მოსამართლის შინაგანი რწმენა, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს. მოწმე ზ--------------–---–ისა და ნ-------------–--ის ჩვენებებით ფაქტიურად დადგენილია ძალადობის ფაქტი, რომელთაც განმარტეს, რომ 2018 წლის 22 ივნისს გვიან ღამით შემოესმათ ლანძღვა-გინების ხმა. გაარკვიეს, რომ მეზობლად მცხოვრები ზ----------–------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მ-------------ეს. ეზოში გასულებმა დაინახეს, რომ მ-------------ე იდგა ეზოს გასასვლელთან, ხოლო ზ----------–------ე იდგა მისივე სახლის კართან, აგინებდა მეუღლეს, გამოხატავდა აგრესიას და იწევდა მისკენ. მეზობლებმა დაამშვიდეს ზ----------–------ე, მ-------------ე კი წავიდა სახლიდან. მოწმე ბ--–--------------–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის მ-------------ის ბიძაშვილი. 2018 წლის 23 ივნისს გამთენიისას მასთან მივიდა მ-------------ე ატირებული და მოუყვა, რომ მეუღლემ იძალადა მასზე, იგი ცდილობდა სახლიდან გამოქცევას, ხოლო ზ----------–------ე არ უშვებდა და ითრევდა ხელებიდან, რის გამოც ეტყობოდა ხელებზე ჩალურჯებები. მ-------------ემ ასევე განუმარტა, რომ ძალადობის შემდეგ შესძლო სახლიდან გამოქცევა, შუაღამისას ვერსად ვერ მივიდა, ღამე გაათენა ქუჩაში, ხოლო გამთენიისას მიაკითხა ბიძაშვილს. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს 2018 წლის 22 ივნისს. ექსპერტის მიერ აღწერილი დაზიანებები ემთხვევა მოწმე ბ--–--------------–----------ის მიერ აღწერილ დაზიანებებს, რომელიც მან ნახა მ-------------ის სხეულზე და მისივე განმარტებით მიაყენა მეუღლემ ზ----------–------ემ ძალადობის დროს. მ-------------ის განმარტების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მისივე გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ საფუძვლად დაედო საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ოჯახური ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულის თავისებურებიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტი არ გამოირჩევა მოწმეთა და სხვა მტკიცებულებების სიუხვით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. პალატას, მიაჩნია, რომ მოწმეების ზ--------------–---–ისა და ნ-------------–--ის ჩვენებები შესაძლებელია მივიჩნიოთ პირდაპირ მტკიცებულებად ძალადობასთან მიმართებაში, ვინაიდან, მათ სასამართლოს გადმოსცეს ინფორმაცია, რომელიც დაინახეს უშუალოდ ძალადობის დროს - ზ----------–------ე სახლიდან გამოქცეული მსხვერპლის მიმართ განაგრძობდა ძალადობას, აგრესიას გამოხატავდა მის მიმართ იწევდა საცემად, აგინებდა უცენზურო სიტყვებით, მსხვერპლი თავის დასაღწევად განერიდა მას და იდგა საცხოვრებელი სახლის ეზოს კართან, როდესაც დარწმუნდა, რომ მეზობლებმა იგი შეაჩერეს წავიდა სახლიდან. მომხდარი ფაქტის შემდეგ დაზარალებული ატირებული მივიდა ნათესავთან, მოუყვა მას მომხდარი ძალადობის შესახებ, აჩვენა დაზიანებები რომელთა წარმომავლობაც ძალადობასთან იყო დაკავშირებული და რამოდენიმე დღის განმავლობაში არ ბრუნდებოდა სახლში, რათა თავიდან აეცილებინა ძალადობა. ეს გარემოებაც პირდაპირ ადასტურებს ზ----------–------ის მიერ მ-------------ეზე განხორციელებული ძალადობას. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას - დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგება ქმედების ჩადენის დროს 2018 წლის 22 ივნისს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები ასევე ადასტურებენ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტს. ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს მისი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა იძლევა შესაძლებლობას დადასტურებულად იქნეს მიჩნეული გარემოება, რომ დაზიანების მიყენებისას დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის გამო გამოიქცა სახლიდან და მეზობლების ჩარევის შემდეგაც არ დაბრუნდა მოძალადე მეუღლესთან. ეს ობიექტური გარემოებები ერთობლიობით ადასტურებენ ფაქტს, რომ მსხვერპლი გაექცა მოძალადეს და თავი შეაფარა ნათესავს, რის შემდეგაც მიუხედავად განვლილი დროისა არათუ შეურიგდა ზ----------–------ეს, არამედ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ობიექტური მსჯელობის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ არ სურდა ძალადობის განმეორება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის (როგორც ყველა სხვა დანაშაულის) ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მაგრამ ამ ფაქტის არსებობის მტკიცების შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დაზარალებულის ნებაზე, ვინაიდან, მისი მხრიდან მოძალადე მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემამ შესაძლოა გაართულოს მისი მდგომარეობა. ამავე დროს დაზარალებულის ეს უფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული იარაღად ბრალდებულის ხელში, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ----------–------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ზ----------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულს საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ უუარყვია, რომ დაზიანებები მის მეუღლეს მისი ხელის მოკიდებით ჰქონდა მიღებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ ზ----------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი ზ----------–------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ----------–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ზ----------–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - სამი დღე და დანიშნული სასჯელი 150 საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შემცირდეს 15 საათით.
საბოლოოდ, მსჯავრდებულ ზ----------–------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 საათის ვადით.
ზ----------–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი-ს------ კ--–------ე პ/ნ 0----------, თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 30 ივნისს ლიბერთი ბანკში, საგადასახადო დავალება N1-------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი