განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/611-18 10 დეკემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი
აპელანტი – თ---–-------------------–-----------------ი
წარმომადგენელი – გ-------------ა, გ--------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ----------------–--ე
წარმომადგენელი - მ---------–-----–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. თ---–-------------------–-----------------ისათვის მ-----------------–--ის სასარგებლოდ, 18 837.77 ლარის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე - თ---–-------------------–-----------------ს - მოსარჩელე მ----------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა - 18 837.77 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილდებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც საბოლოოდ, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ 2014 წლის 13 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, მხარეებს სესხის პროცენტის გადახდა შესაბამისი აქტის შედგენით უნდა დაედასტურებინათ.
5.2. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2015 წლის 9 იანვარს მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ვინმე ფატი ოჩიგავასთან, რომლითაც გაყიდა იპოთეკით დატვირთული ბინა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენიდან 10 თვეში დაფარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ სესხის სარგებელი 2.5% კოოპერატივს 30 თვის პერიოდზე დაანგარიშებით დააკისრა და არ მოახდინა მისი კორექტირება, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შეთანხმებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. თ---–-------------------–-----------------ის გამგეობის წევრთა 2014 წლის 10 მარტის N2 ოქმით დასტურდება, რომ გამგეობის კრებას ესწრებოდნენ მ-------–----------–---------------------–----------------–-----–---–-----------------------------------------------------–-------------–-----------------------–-–---–---------------------------------------–-–---–-- კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულებების ასანაზღაურებლად მ-------–--ის მიერ 6200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში სესხის აღებისა და მიზნობრივად კოოპერატივის ანგარიშზე განთავსების შესახებ.
9.2. 2014 წლის 13 მარტს, მ----------------–--ესა და ნ-------------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მ----------------–--ემ ნ-------------ისაგან ისესხა 6200 აშშ დოლარი, 30 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებლის 2.5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 18 837.77 ლარს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ-----------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბ--–---------------–--------------------–-----------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------------------
9.3. მ-----------------–--ის მიერ 2014 წლის 13 მარტს, თ---–-------------------–-----------------ის საბანკო ანგარიშზე სს „საქართველოს ბანკში“ შეტანილ იქნა - 9 947.50 ლარი (6200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საკომისიოს და სესხის პირველი თვის პროცენტის თანხის გამოკლებით).
9.4. 2015 წლის 8 მაისის თ---–-------------------–-----------------ის წარმომადგენელთა კრების დადგენილებით დასტურდება, რომ კრებამ აღიარა 2014 წლის მარტის თვეში, თბილისის აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ბ--------“ და შპს „ღ--------–ეს“, ოთ----–---–-----------------ს სასარგებლოდ დავალიანების დასაფარად მ-------–--ის მიერ კოოპერატივის ანგარიშზე თანხის - 9948 ლარის ოდენობით შეტანა და გამოთქვა აღნიშნული დავალიანების დაფარვის მზადყოფნა მას შემდეგ, რაც ამოღებული იქნებოდა შესაბამისი თანხა კონკრეტული პირებისაგან. იგივე პოზიცია არის დაფიქსირებული თანხის მ-------–--ისათვის დაბრუნების შესახებ 2015 წლის 30 ოქტომბრის N3 სხდომის ოქმშიც.
10. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას და მიაჩნია, რომ მოპასუხე თ---–-------------------–-----------------ის მიერ მ----------------–--ისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა 2014 წლის 13 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებით - 18 837.77 ლარით უნდა განისაზღვროს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ მოსარჩელე მხარემ მოპასუხის ანგარიშზე 6200 აშშ დოლარის ოდენობით თანხის შეტანა განახორციელა სარგებლიანი სესხის სახით მიღებული თანხით, რასაც მოპასუხე მხარე დაეთანხმა და მიიღო იგი. მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და ყოველთვიურად - 2.5%-ს შეადგენდა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად კრედიტორისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა - 10850 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, რაც იმ პერიოდისათვის ეროვნულ ვალუტაში 18 837.77 ლარს შეადგენდა.
10.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლი, რომელიც უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირის გამკაცრებული პასუხისმგებლობის წინაპირობებს ადგენს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
10.3. პალატა განმარტავს, რომ გამკაცრებული პასუხისმგებლობა მიღებული ნივთით სარგებლობისას იმაში მდგომარეობს, რომ მიმღები ვალდებულია არა მარტო ფაქტობრივად მიღებული სარგებელი დააბრუნოს (979-ე მუხ. პირველი ნაწ.) ან აანაზღაუროს საერთო ღირებულება (979-ე მუხ. მე-2 ნაწ.), არამედ მან 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიუღებელი სარგებელიც უნდა აანაზღაუროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ეს სარგებელი არ მიუღია. მითითებული ნორმა ამ შემთხვევაში არაორაზროვნად ამბობს, რომ პროცენტი უნდა განიხილოს, როგორც ფულის გამოყენება. სხა მიუღებელი სარგებლისგან განსხვავებით აქ არ არის დაწესებული შეზღუდვები როგორებიცაა „მეურნეობის სათანადო გაძღოლა“ და „ბრალეულობა“. საგულისხმოა უზენაესი სასამართლოს მოსაზრება, რომლითაც იგი პროცენტის დაწესების ვალდებულებას ზოგიერთ თავის გადაწყვეტილებებში უკავშირებს „ქონების (ფულის) განსაკუთრებულ თვისებას, ყოველთვის სარგებელი მოუტანოს მესაკუთრეს“ (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 11.07.2011, საქმის ნომერი: 188-177-11). ფულის მიმღებმა იმ შემთხვევაშიც უნდა გადაიხადოს პროცენტები, თუ მან ეს ფული არ დააბანდა და ამ დაბანდებით არ მიუღია სარგებელი პროცენტის სახით - როგორც ეს ამ შემთხვევაში გონივრული ქმედება იქნებოდა.
10.4. წარმოდგენილ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხე თ---–-------------------–-----------------ის ვალდებულება (რომელიც მას ეკისრებოდა თბილისის აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ბ--------“ და შპს „ღ--------–ეს“, ოთ----–---–-----------------ს სასარგებლოდ) დავალიანების დაფარვის შესახებ შესრულებულ იქნა მოსარჩელე მ----------------–--ის მიერ სარგებლიანი სესხის აღების და მოპასუხის ანგარიშზე შეტანის გზით, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე. თავის მხრივ, ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოსარჩელეს გამსესხებლის წინაშე წარმოეშვა ვალდებულება გაესტუმრებინა სესხის ძირითადი თანხა - 6200 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელთან ერთად, საერთო ჯამში ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა - 10850 აშშ დოლარით (ხელშეკრულების დადების დროს არსებული კურსის შესაბამისად - 18 837.77 ლარით), რასაც ითხოვს კიდეც მოსარჩელე.
10.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა მოპასუხის მიმართ წარმოშობს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე სესხის სარგებლის მოთხოვნის უფლებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
12. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ---–-------------------–-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე