განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001170257 (№3ბ/252-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა, შ----- გეწაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ქ-----“;
წარმომადგენელი - ა-----– კ----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - თ----- გ--------–--ე;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.2.) - სსიპ „ს-----–---------------------–-----------–-------–------ი“;
წარმომადგენლები - გ-----------------ე, ც----------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნ-------ის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტის მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნ-------ის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნ-------ის გადაწყვეტილებით, შპს ,,ქ-----ს’’ სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, მესამე პირი სსიპ ,,ს-----–-----------------------–-----------–-------–------ი“, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან ამონაწერის თანახმად დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 09 დეკემბერს დარეგისტრირებულ იქნა შპს ,,ქ-----'', რომლის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მისი დირექტორი შ--------------–---–-.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.10.2015 წ. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რესტრიდან ამონაწერი;
სსიპ ს-----–---------------------–-----------–-------–------ის 2015 წლის 06 იანვრის N0--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 30 ივნისის N1 სხდომის ოქმის თანახმად, სატენდერო კომისიამ დაადგინა: სსიპ სო---–---------------------–-----------–---------–-------სათვის ქსელური მოწყობილობების შესყიდვის მიზნით (კოდი 3-------) განსახორციელებლი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის საერთო სავარაუდო ღირებულება განისაზღრა 20 000 ლარით, ამავდროულად დამტკიცდა ერთიან ელექტრონულ სისტემაში განსათავსებელი სატენდერო განცხადება და თანდართული სატენდერო დოკუმენტაცია.
სსიპ ს-----–---------------------–-------------–-------–------ისათვის ქსელური მოწყობილობების შესაძენად გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი SPA 3-------. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შესყიდვის ობიექტებს შეადგენდა: 1). UPS cable (5cat) არანაკლებ 60% სპილენძის შეცველობის, რაოდენობა 5185; 2) საკაბელო არხი 110 X 34 შიგა კედლებზე მონტაჟისათვის, რაოდენობა 140; 3) მოდული 2xRJ45 თავსებადი მე-2 და მე-3 პოზიციასთან, რაოდენობა 100, გარანტიის ვადა არანაკლებ 6 თვე; 4). საკაბელო არხი 40 X 25 თავსებადი მე-2 და მე-3 პოზიციასთან, რაოდენობა 160; 5). ჩამოსაკიდი საკომუნიკაციო კარადა 9U, რაოდენობა 2; 6). patch cord 0.5 m თავსებადი მე-3 პოზიციასთან; 7) დასადგმელი საკომუნიკაციო კარადა 16U, რაოდენობა 1; 8). patch cord 2m თავსებადი მე-3 პოზიციასთან; 9). patch panel 24 port თავსებად მე-2, მე-5 და მე-7პოზიციასთან, რაოდენობა 8, გარანტია არანაკლებ 06 თვე; 10). PDU 8 port თავსებადი მე-5 და მე-7 პოზიციასთან, რაოდენობა 3, გატრანტია არანაკლებ 6 თვე; 11). UPS 1000 rack mount თავსებადი მე-5, მე-7 და მე-9 პოზიციასთან, რაოდენობა 3, გარანტია არანაკლებ 1 წელი; 12). გოფრირებული მილი და 13) მონტაჟი. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღრა 20 000 ლარი, ხოლო საქონლის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე.
სსიპ ს-----–-----------------------–------------–--------–------ის 2015 წლის 06 იანვრის N0--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 29 ივლისის N 3 სხდომის ოქმის მიხედვით, დადგინდა, რომ სსიპ ს-----–---------------------–-----------–-------–------ისსათვის, ქსელური მოწყობილობების შესყიდვის მიზნით (CVP კოდი 3-------) განხორციელებული ელექტრონული ტენდერის (სატენდერო განცხადება SPA 15--------) ფარგლებში შპს ,,ქ-----ს'' მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც ელექტრონული ტენდერის გამარჯვებულად გამოვლიდა შპს ,,ქ-----''.
2015 წლის 05 ა--------ს ერთის მხრივ სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–------–------სა'' (შესმყიდველი) და მეორეს მხრივ შპს ,,ქ-----ს'' (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი 3-----) ფარგლებში შემსყიდველისათვის ქსელური მოწყობილობების მიწოდება/მონტაჟი (CVP კოდი 3-------) შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადების N SPA 1--------). ხელშეკრულებას ერთვის დანართი N2, სადაც მითითებულია მისაწოდებელი პროდუქცია და მომსახურება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ს-----–---------------------–-----------–-------–------ის კომისიის 2015 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი N1.
- სატენდერო დოკუმენტაცია SPA 3-------.
- სსიპ ს-----–---------------------–-----------–-------–------ის კომისიის 2015 წლის 29 ივლისის სხდომის ოქმი N 3.
- 05.08.2015 წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 1--.
2015 წლის 09 სექტემბერს, ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ შედგა მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ 2015 წლის 5 ა--------ს N1-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ქ-----მ'' ჩააბარა, ხოლო სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–-------–------ის'' სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საწყობის მენეჯერმა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ჩაიბარა 7676,50 ლარის ღირებულების საქონელი. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული საქონლის (დანართი N2) მიწოდების პერიოდში მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ, მიწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება, ამასთან არ იქნა მიწოდებული 03 ცალი UPS 1000 RECK Mount (დანართი N2-ში მე-11 ნომრად მითითებული პროდუქცია), მთლიანი ღირებულებით 1500 ლარი, რის გამოც ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი 4321,50 ლარის ღირებულებით.
2015 წლის 9 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს ,,ქ-----''-ს დირექტორის შ--------------–---–-ს (დამოწმებულია ასევე შპს-ს ბეჭდით), სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–-------–------ის'' სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საწყობის მენეჯერის ი-----–----–--სა და სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–-------–------ის'' ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის გა-----------ის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 9 სექტმებრის მიღება ჩაბარების აქტი;
2015 წლის 06 ოქტომბერს, შპს ,,ქ-----ს'', საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სო---–---------------------–-------------–-------–------ის N0----- მიმართვით, ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 5 ა--------ს გაფრომებული N1-- ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ევალებოდა შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ქსელური მოწყობილობები მონტაჟით ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (2015 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით). მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეული იქნა მიწოდების ვადები, რაზედაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების 14.2 პუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. ამავე მიმართვით, შპს ,,ქ-----ს'' ეცნობა, რომ მიწოდების ვადა დარღვეულ იქნა 32 კალენდარული დღით, შესაბამისად დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1123,36 ლარი და ეთხოვა მიმართვის ჩაბარებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფა.
2015 წლის 06 ოქტომბერს, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს-----–--------------------–------------–-------–------ის N 0----- მიმართვით ეცნობა, რომ შპს ,,ქ-----ს'' და სსიპ ს-----–---------------------–-----------–------–------ს შორის 2015 წლის 5 ა--------ს გაფორმდა N1-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ქსელური მოწყობილობები მონატაჟით გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა შეთანხმებულ ფარგლებში მიმწოდებლის მიერ არ განხორციელდა საქონლის სრული მიწოდება, რის გამოც ხელშეკრულება არაჯეროვნად იქნა შესრულებული. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ'' სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 0--------–ი სნ 9 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის'' 06.10.2015 წ. მიმართვა N 0-----;
- სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის'' 06.10.2015 წ. მიმართვა N 0-----;
2015 წლის 02 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის N8-- განკარგულებით შპს ,,ქ-----ს'' 2015 წლის 03 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 2 ნ-------ის განკარგულება N 8--.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლი რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. მიუთითა ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. მიუთითა, რომ აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2015 წლის 05 ა--------ს, ერთის მხრივ, სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–------–------სა'' (შესმყიდველი) და მეორეს მხრივ, შპს ,,ქ-----ს'' (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი 3-----) ფარგლებში შემსყიდველისათის ქსელური მოწყობილობების მიწოდება/მონტაჟი (CVP კოდი 3-------) შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადების N SPA 1--------). შესყიდვის ობიექტებს შეადგენდა: UPS cable (5cat) არანაკლებ 60% სპილენძის შეცველობის, საკაბელო არხი 110 X 34 შიგა კედლებზე მონტაჟისათვის, მოდული 2xRJ45 თავსებადი, საკაბელო არხი 40 X 25, ჩამოსაკიდი საკომუნიკაციო კარადა 9U, patch cord 0.5 m, დასადგმელი საკომუნიკაციო კარადა 16U, patch cord 2m, patch panel 24 port, PDU 8 port, UPS 1000 rack mount, გოფრირებული მილი და მონტაჟი.
სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული, მუხლით ასევე განსაზღვრულია სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 05 ა--------ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 1-- ხელშეკრულებით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქონლის მიწოდების (თანმდევი მომსახურებით) თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში (2015 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით), რაც დათქმულ ვადაში ვერ იქნა შესრულებული. 2015 წლის 09 სექტემბრის მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით მხარეები თანხმდებიან იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმებული საქონლის მიწოდების პერიოდში მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ დაფიქსირდა 5 დღიანი ვადაგადაცილება, ამავდროულად არ იქნა მიწოდებული 3 ცალი UPS 1000 RECK Mount, რის გამოც ვერ განხორციელდა სრული მონტაჟი (ღირებულება 4321,50 ლარი), რაც ხელშეკრულების დანართი N2-ის მიხედვით ერთ - ერთ პირობას წარმოადგენდა (მე-13 პოზიცია). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინდარე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ცალმხრივად შეწყვიტა რა ხელშეკრულება, დააკისრა პირგასამტეხლო და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტირება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განიხილა რა, განცხადება დისპოზიციური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება შპს-ს გაფრთხილების თაობაზე, რა დროსაც გათვალსწინებულ იქნა 2--------- წ. N 19 ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ქ-----ს’’ მიმართ გამოეყენებინა გაფრთხილება, რა დროსაც გათვალისწინებული იქნა დარღვევის სიმძიმე, ასევე მის მიმართ შესყიდვებთან დაკავშირებით მანამდე არსებული ფაქტები.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გაფრთხილება მიეცა 2015 წლის 03 ნ-------იდან, რომლის მოქმედება კანონმდებლობის მიხედვით გასაზღვრულია ერთი წლის ვადით და მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას არ ითვალისწინებს გარკვეული უფლებების შეზღუდვას, რაც შესაბამისად ზიანის მომტანი შესაძლოა არ აღმოჩნდეს, რამეთუ სამართლებრივი შედეგის მიხედვით ასეთ სუბიექტს არ ერთმევა/არ ეზღუდება უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში და განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ შპს ,,ქ-----ს’’ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, განმარტა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან და მიუთითა, რომ არ არსებობს შპს ,,ქ-----ს’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ხოლო მოთხოვნაზე - დაევალოს მოპასუხე მხარეს შპს ,,ქ-----ს'' გაფრთხილებულ პირთა სიიდან ამოღება, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მავალდებულებელი სარჩელის (ქმედების განხორციელების დავალება) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობს, რამეთუ მოთხოვნები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, კუმულაციურია და პირველის დაკმაყოფილებაზე უარი გამორცხავს მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებასაც.
3. შპს „ქ-----ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარის სასარჩელო მოთხოვნები კანონის არასწორი განმარტებით შეაფასა. არ გაითვალისწინა აპელანტის იურიდიული ინტერესი და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება განსაზღვრა იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საქმეზე, ხელშეკრულების შესრულების კეთილსინდისიერების საკითხზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და სამოქალაქო დავაზე მისაღებ გადაწყვეტილებას უნდა განესაზღვრა ტენდერში მონაწილე კომპანიის კეთილსინდისიერებისა და ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხიც.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მოხდა სადავო ადმინისტარციული აქტის გამოცემის პროცესში იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევა, რომლითაც კომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამდენად, მიიჩნევს, რომ მხარის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს, დავის საგნის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთქმედების საფუძველზე, სამართლიანად შეფასდეს კომპანიის სამართლებრივი პრეტენზიები და სასამართლომ სწორად შეაფასოს მოპასუხის ქმედება, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების ფარგლები. აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მხარეთა ახსნა - განმარტებების ეტაპზე დავის საგანთან გამოთქმულ შეხედულებებს, ფაქტებს, არგუმენტაციას, რომელიც კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე მსჯელობას.
აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეს გააჩნდა მაღალი მოლოდინი, რომ სადავო საგანზე სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იქნებოდა გაცილებით კონკრეტული. მოსარჩელეს, ასევე გააჩნდა მაღალი მოლოდინი იმისა, რომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მხარეთა ახსნა - განმარტებების დროს გამოთქმული არგუმენტებისა და ფაქტების შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა უფრო მკაფიო და ფაქტობრივ გარემოებებთან მეტად შესატყვისი ვიდრე ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მოცემული. მიაჩნია, რომ პირველი ისნტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მხარის იმ უზენაეს, კანონიერ ინტერესებზე საუბრის გარეშე, რომელიც პირველ ყოვლისა გამომდინარეობს, როგორც კონსტიტუციიდან, ასევე იმ საერთაშორისო კონვენციებიდან, რომელზედაც თავად სასამართლო მიუთითებს, კერძოდ პირის (მათ შორის იურიდიული პირის) პატივისა და რეპუტაციის, როგორც ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციურ - სამართლებრივი სიკეთისა და პირის ერთ - ერთი ძირითადი უფლების შესახებ სათანადო მსჯელობის გარეშე.
სააპელაციო საჩივარში წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე წარმოადგენს ერთგვარ შუამავალს შემსყიდველსა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის, რომელიც ახორციელებს ორივე მხარის მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განხორციელების მონიტორინგს. უთანხმოების შემთხვევაში, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ობიექტურად, მიუკერძოებლად, კანონის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და შესაბამისად, გამოიკვლიოს ორივე მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები და ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მიიღოს კანონშესაბამისი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე და არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება თითქოსდა კანონიერია, იქიდან გამომდინარე, რომ აპელანტის მხრიდან სახეზე იყო ვადაგადაცილება, როდესაც შპს "ქ-----მ" შემსყიდველს 2015 წლის 19 სექტემბერს არ მიაწოდა საქონელი, რაც წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის Nო9 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ჩატარების წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
აპელანტი წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლო განხილვის დროს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ მიმართვის შინაარსზე განმარტა, რომ - „დაუყოვნებლივ ნიშნავს ერთ ან ორ თვეს“. აღნიშნულს არ იზიარებს აპელანტი, მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოიკვლია სასამართლომ საკითხი, თუ რატომ არ მიმართა სსიპ ს-----–------------------------------------–-----------–--------–------მა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეალურად დაუყოვნებლივ დროში. საინტერესოა და სასამართლოსათვის ყურადსაღები ამ გარემოებასთან მიმართებაში ის ფაქტი, რომ „ს-----–---------------------–-----------–-------–------ის“ 2015 წლის 6 ოქტომბრის 0----- წერილით, ცენტრი სააგენტოს აცნობებს, შპს „ქ-----სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას და ითხოვს შავ სიაში მის რეგისტრაციას.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზიანის მომტანი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ ზღუდავს პრეტენდენტის უფლებებსა და ინტერესებს. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნულ ნაწილში დასკვნის სახით მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 02 ნ-------ის №8-- განკარგულება შპს ქ-----ს გაფრთხილების შესახებ მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულზე აპელანტი განმარტავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია სამართალგამოყენებითი, ნორმათშეფარდებითი საქმიანობაა. მმართველობის ორგანოების კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის ნორმატიული აქტი, რომლის აღსრულებასაც ეს ქმედება ისახავს მიზნად. სამართლის ნორმა ორი ნაწილისგან შედგება: ნორმის ამოქმედების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები. სამართლის შეფარდება - სუბსუმცია სამართლის სათანადო ნორმების მოძიებასა და ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, რის შედეგადაც შესაძლებელია სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტების შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები იმდენად, რამდენადაც ორ ან რამენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა, განახორციელოს, თუ არა რაიმე ღონისძიება კონკრეტულ შემთხვევაში ან რომელი ღონისძიება გამოიყენოს.
დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაიაზროს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი უფლების შეზღუდვა. წარმომადგენელს ცალსახად მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის კანონით და საერთაშორისო შეთანხმებებით (რომლის მონაწილე საქართველოა) დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით გამყარდა, არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოსცა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი აპელანტის გაფრთხილების და გაფრთხილებული პრეტენდენტის/მიმწოდებლების სიაში რეგისტრაციის თაობაზე.
წარმომადგენლის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შპს „ქ-----“ ამოღებულია გაფრთხილებული მიმწოდებლების სიიდან, კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ მხარის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 02 ნ-------ის (შპს ,,ქ-----ს’’ გაფრთხილების შესახებ) განკარგულების ბათილად ცნობა.
საქმის განხილვის დროს, აპელანტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება შპს ,,ქ-----სთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. შპს „ქ-----ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 861,25 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
აპლანტის განმარტებით, სამოქალაქო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქონლის მიწოდების პერიოდში მომწედებლის მიერ დაირღვა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები და პირობები, კერძოდ, მოწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება. ხოლო 1500 ლარის ღირებულის საქონელზე და მონტაჟზე 22.09.2015წ-დე დაფიქსირდა 18 დღის ვადაგადაცილების ფაქტი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
აღნიშნული კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. მე-3 პუნქტში კი, მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
პალატა აქვე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო მეორე მუხლის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას.
ზემოაღნიშნული მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები.
განსახილველ საქმეზე სადავო გარემოებას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 02 ნ-------ის განკარგულების (შპს ,,ქ-----ს’’ გაფრთხილების შესახებ) კანონიერება.
პალატა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და მიუთითებს მასზედ:
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 05 ა--------ს ერთის მხრივ სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–------–------სა'' (შესმყიდველი) და მეორეს მხრივ შპს ,,ქ-----ს'' (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი 3-----) ფარგლებში შესმყიდველისათის ქსელური მოწყობილობების მიწოდება/მონტაჟი (CVP კოდი 3-------) შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადების N SPA 1--------). ხელშეკრულებას ერთვის დანართი N2, სადაც მითითებულია მისაწოდებელი პროდუქცია და მომსახურება.
დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ოქტომბერს, შპს ,,ქ-----ს'' საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სო---–---------------------–-------------–-------–------ის N0----- მიმართვით, ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 5 ა--------ს გაფორმებული N1-- ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ევალდებოდა შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ქსელური მოწყობილობები მონტაჟით ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალდენდარული დღის ვადაში (2015 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით). მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დარღვეული იქნა მიწოდების ვადები, რაზედაც შესმყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების 14.2 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. ამავე მიმართვით, შპს ,,ქ-----ს'' ეცნობა, რომ მიწოდების ვადა დარღვეულ იქნა 32 კალენდარული დღით, შესაბამისად დარიცხულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1123,36 ლარი და ეთხოვა მიმართვის ჩაბარებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფა.
2015 წლის 06 ოქტომბერს, სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ს-----–--------------------–------------–-------–------ის N 0----- მიმართვით ეცნობა, რომ შპს ,,ქ-----ს'' და სსიპ ს-----–---------------------–-----------–------–------ს შორის 2015 წლის 5 ა--------ს გაფორმდა N1-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ქსელური მოწყობილობები მონატაჟით გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა შეთანხმებულ ფარგლებში მიმწოდებლის მიერ არ განხორციელდა საქონლის სრული მიწოდება, რის გამოც ხელშეკრულება არაჯეროვნად იქნა შესრულებული. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ'' სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 0--------–ი სნ 9 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირება. 2015 წლის 02 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის N8-- განკარგულებით შპს ,,ქ-----ს'' 2015 წლის 03 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება.
პალატა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ეტაპზე მნიშვნელოვანდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ სამოქალაქო დავის ფარგლებში შპს „ქ-----ს“ მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ ,,ს-----–---------------------–-------------–------–------ს” დაკისრებოდა მოსარჩელე შპს ,,ქ-----ს” სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 821,5 (ხუთი ათას რვაას ოცდაერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით და ასევე 2015 წლის 05 ა--------ს #1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშკრულების 14.4 პუნქტის შესაბამისად, სსიპ ,,ს-----–---------------------–-----------–--------–------ის“ მიერ შპს ,,ქ-----“-სათვის 1123.36 ლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ქ-----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებული იქნა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ. თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მისაწოდებულ საქონელზე და მის მონტაჟზე 05 დღიანი ვადაგადაცილებისა და 1500 ლარის ღირებულის საქონელზე და მონტაჟზე დაფიქსირებული 18 დღის ვადაგადაცილების გამო, შპს ქ-----ს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 861,25 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ და შესულია კანონიერ ძალაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემობებზე, რომლითაც სამოქალაქო საქმეთა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს ,,ქ-----ს“ მიერ მიწოდებული ქსელური მოწყობილობები, მათ შორის UPS-ები სრულად უზრუნველყოფდა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნის შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულების N2 დანართში მოცემულ სასაქონლო მახასიათებლებს და ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს. შესაბამისად, მოსარჩელემ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ მის მიერ სრულად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა დამატებით მიწოდებული საქონლის მიღება-მონტაჟზე უარის თქმის მართებულობა, რაც მისთვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.
სამოქალაქო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ქ-----მ“ სრულად შეასრულა 2015 წლის 05 ა--------ს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მან მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი და განახორციელა მისი მონტაჟი, ხოლო მოპასუხეს, მოსარჩელესათვის არ გადაუხდია მოწოდებული 3 ცალი UPS 1000 RECK Mount ღირებულება 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და მონტაჟის ღირებულება - 4321.50 ლარი, სულ 5821,5 ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრა მოპასუხეს (აპელანტს).
ამასთანავე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მისაწოდებულ საქონელზე და მის მონტაჟზე თავდაპირველად დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება, ხოლო 1500 ლარის ღირებულის საქონელზე და მონტაჟზე 22.09.2015წ-დე დაფიქსირდა 18 დღის ვადაგადაცილების ფაქტი.
სამოქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის ცხადყოფს, რომ შპს ,,ქ-----მ“ სრულად შეასრულა 2015 წლის 05 ა--------ს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო საქონლის მიწოდების პერიოდში მომწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, კერძოდ, მოწოდებულ საქონელზე დაფიქსირდა 05 დღიანი ვადაგადაცილება, ხოლო 1500 ლარის ღირებულის საქონელზე და მონტაჟზე 22.09.2015წ-დე დაფიქსირდა 18 დღის ვადაგადაცილების ფაქტი. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე რომ, სადავოდ გამხდარი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 02 ნ-------ის N8-- განკარგულებას შპს ,,ქ-----ს’’ გაფრთხილების შესახებ საფუძვლად უდევს მიწოდების ვადაგადაცილებისა და 4321.50 ლარის პროდუქციის მიუწოდებლობის გარემოებები, რაც ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ნაწილში უარყოფილია სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, ის ფაქტობრივი გარემოებები რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას- შპს ,,ქ-----ს’’ გაფრთხილების შესახებ, შეცვლილია აპელანტის სასარგებლოდ, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია რომ შპს ,,ქ-----ს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული 2015 წლის 05 ა--------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, აპელანტს დარღვევა დაუდგინდა მხოლოდ მისაწოდებელი საქონლის ვადაგადაცილების ნაწილში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შპს „ქ-----ს“ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კანონიერ ძალაში შესული სამოქალაქო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შპს „ქ-----ს“ საქმესთან დაკავშირებით.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ქ-----ს“ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ქ-----ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ქ-----ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნ-------ის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ქ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 02 ნ-------ის N8-- განკარგულება შპს ,,ქ-----ს’’ გაფრთხილების შესახებ.
5. დაევალოს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი შპს „ქ-----ს“ საქმესთან დაკავშირებით.
6. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ქ-----ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები : ილონა თოდუა
შ----- გეწაძე