განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
130100119002806592
ინსტანცია
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119002806592

საქმე №1ბ/511-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ბ----------------–---–ის,მსჯავრდებულ: ლ-–-----–-–---–ის,ადვოკატ: ვ--–----------------ის

 

მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–-----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–----------------------------------------------–-----–-------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ლ-–-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2018 წლის 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ლ-–-----–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ლ-–-----–-–---–მა ხ-–------------------------------–----------------–-----–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არასრულწლოვანი შვილის - ბ------------–-–---–ის თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ---------------ის მიმართ; ხელის სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით).

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომატებული საფრთხე. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლის მხრიდან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს და ოჯახში კონფლიქტს, ბოლო რამდენიმე წელია ხშირად აქვს ადგილი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-–-----–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ლ-–-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის N0-------- დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი

 

სასჯელის განსაზღვრის თაობაზე (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით), პალატა ვერ

 

გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა პატიმრობიდან (25.12.2018), მისი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, დასაქმებულია და მატერიალურად ეხმარება ოჯახს, იგი უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომელია და მას სამმართველოს ხელმძღვანელობა ახასიათებს დადებითად, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მომხდარ ფაქტამდე ლ-–-----–-–---–ს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, საქმეს ერთვის დაზარალებულის წერილობითი პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ მას მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე გათალისწინებული იქნა, ის გარემოება, რომ ოჯახში ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, ლ-–------–-–---–ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებით მას ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ-–-----–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ლ-–-----–-–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს

 

ჩადენილს, მისი განმარტებით, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-–-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ-–-----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა, დაუბრუნდეს მის შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი