განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
080210019001264136
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019001264136

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-177-2019 2 აპრილი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - კ---- კ-----–---ი, თ------- ბ-------–---–ი, რ----- ბ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ლ-------- ბანკი

დავის საგანი - სესხი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის, ნაწილობრივ, დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ლ-------- ბანკის სარჩელი. შეწყდა კ---- კ-----–---თან დადებული 2011 წლის 05 ნოემბრის N4-- ხელშეკრულება. სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს - კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბ-------–---–ს სს ლ-------- ბანკის სასარგებლოდ 23.293.04 აშშ დოლარის (ძირი - 13.614.04 (ცამეტი ათას სამას ექვსას თოთხმეტი და 04 აშშ), სარგებელი - 9678.21 აშშ დოლარი) გადახდა. სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს - კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბ-------–---–ს სს ლ-------- ბანკის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი - 1735.75 ლარის, ყადაღის გამოყენებისათვის გადახდილი 300 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისთვის - 42 ლარის გადახდა. უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დარჩა უცვლელი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს რ----–---------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ლ-------- ბანკი. 2.2. შპს რ----–---------ს და მოპასუხე კ---- კ-----–---ს შორის 2011 წლის 05 ნოემბერს დადებული იქნა №4-- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კ---- კ-----–---მა შპს რივალ კრედიტისგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი წლიური 24%-ის დარიცხვით 72 თვის ვადით. 2.3. 2011 წლის 05 ნოემბერს №4-- ხელშეკრულებით კ---- კ-----–---მა შპს მისო რ----–---------იდან’’ სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი წლიური 24.0%-ის დარიცხვით 72 თვის ვადით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულება (№4-- შეთანხმება თავდებობის შესახებ) გაფორმდა რ----- ბ--------ესა და თ------- ბ-------–---–თან. 2.4. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა დავით ბზიკაძემ, განმარტა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგან ბოლო გადახდიდან გასულია 39 თვე ანუ 3 წელი და 3 თვე. შესაბამისად, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას შესრულებაზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო. 2.5.1. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2.5.2. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ 2011 წლის 05 ნოემბერს №4-- ხელშეკრულებით კ---- კ-----–---მა შპს მისო რ----–---------იდან სესხის სახით მიიღო 15000 აშშ დოლარი, წლიური 24.0 %-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 72 თვით. 2.5.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების წარმომადგენელის განმარტება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მხარეებს შორის დადებული იქნა ვადიანი სესხის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა 72 თვის ვადით. 2.5.4. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოთხოვნის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და მოქმედებდა სამი წლის განმავლობაში. 2.5.5. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრული იქნა 2011 წლის 05 ნოემბერის №4-- ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (ხელშეკრულების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 აპრილი ს.ფ. 20-21). სარჩელი აღიძრული იქნა 2016 წლის 29 თებერვალს. შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმული არ იყო. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. 2.6.1. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. 2.6.2. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. 2.6.3. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს - კ---- კ-----–---ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. 2.7. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება. 2.8. დადგენილი იქნა, რომ ვალდებულებაზე პასუხისმგებლობა (თავდებობა) ასევე იკისრეს თ------- ბ-------–---–მა და რ----- ბ--------ემ. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 2.10. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული 2011 წლის 05 ნოემბრის №4-- სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ იქნა.

2.11. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

2.11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

2.11.2. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სოლიდარული ვალდებულება.

 

2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

 

2.12.1. ამდენად, სარჩელი ძირი თანხის - 13.614.04 (ცამეტი ათას ექვსას თოთხმეტი და 04 აშშ დოლარი) აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული სარგებელის - 9678.21 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანი იყო.

 

2.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, 1184.34 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, გაასაჩივრა კ---- კ-----–---ის, თ------- ბ-------–---–ის და რ----- ბ--------ის წარმომადგენელმა, დავით ბზიკაძემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდაზმულობის საკითხი. 3.1.1. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა. შესაბამისად. ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მომხდარიყო. 3.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასესხო ვალდებულების ბოლო გადახდა მოვალემ განახორციელა 05.12.2012 წელს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 26.02.2016 წელს, ე.ი. ბოლო გადახდიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 3 წელი და 3 თვე. ეს გარემოება სამართალწარმოებისას არც მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ. 3.1.3. მოცემულ შემთხვევაში, მოვალეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა გადაეხადა 05.01.2013 წელს, 05.02.2013 წელს, 05.03.2013 წელს, რაც მას არ შეუსრულებია. 3.1.4. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, თანხის ყოველი გადახდის მიმართ უნდა აითვალოს დამოუკიდებლად. 3.1.5. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 25.02.2013წ. გადასახდელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. ხოლო 2013 წლის 26 თებერვლიდან სარჩელის შეტანამდე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს რ----–---------ს და კ---- კ-----–---ს (მოვალე) შორის 2011 წლის 05 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კ---- კ-----–---მა შპს რივალ კრედიტისგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი წლიური, 24%-ის დარიცხვით, 72 თვის ვადით. 4.2. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა რ----- ბ--------ესთან და თ------- ბ-------–---–თან. 4.3. მოვალეს ყოველი თვის 5, ზოგ შემთხვევაში - 4 რიცხვში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა - 394.78 აშშ დოლარი. 4.4. ბოლოს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მოვალემ გადაიხადა 2012 წლის 5 დეკემბერს. 4.5. 2016 წლის 29 თებერვალს შპს მისო რ----–---------მა სარჩელი აღძრა კ---- კ-----–---ის, თ------- ბ-------–---–ის, რ----- ბ--------ის მიმართ და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 23293.04 აშშ დოლარის (ძირი - 13614.04 აშშ დოლარი, სარგებელი - 9678.21 აშშ დოლარი) დაკისრება მოითხოვა. 4.5.1. აღნიშნული დავალიანება დაანგარიშებული იქნა მოვალის მიერ ბოლო გადახდის განხორციელების შემდგომ ანუ 05.01.2013 წლიდან სარჩელის შეტანამდე ანუ 29.02.2016 წლამდე. 4.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს მისო რ----–---------ის უფლებამონაცვლედ სს ლ-------- ბანკი იქნა ცნობილი. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.7.1. აპელანტებმა გადაწყვეტილება 1184.34 აშშ დოლარის, ე.ი. 2013 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეში გადასახდელი თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს. 4.7.2. ამის შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს. 4.8. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 4.9. უდავოა, რომ მოვალეს სასესხო ვალდებულება ყოველთვიური გადახდებით, ე.ი. პერიოდულად უნდა შეესრულებინა. 4.9.1. ამის შესაბამისად, მისი ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. 4.10. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).... ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}... როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018)“ – (სუსგ. საქმე №ას-902-2018, 6 ნოემბერი, 2018 წელი, პ. 37-42). 4.11. უდავოა, რომ მოვალემ ბოლოს თანხა გადაიხადა 2012 წლის 5 დეკემბერს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 29 თებერვალს. 4.12. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის იმ ნაწილში, რომლითაც იგი 2013 წლის 29 თებერვლის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. 4.13. ხოლო 2013 წლის 29 თებერვლამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში მისი მოთხოვნა ხანდაზმულია. 4.14. „საკრედიტო დავალიანების დაფარვის გრაფიკით“ დგინდება, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის შემდეგ 2013 წლის 29 თებერვლადე მოვალეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ორჯერ - 2013 წლის 5 იანვარს და 2013 წლის 5 თებერვალს და, თითოეულ შემთხვევაში, 394,78 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.15. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია 394,78X2=789,56 აშშ დოლარის გადახდაზე უარი თქვას. 4.16. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებისათვის ზემოხსენებული თანხის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული არ არის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში, იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბ-------–---–ს სს ლ-------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრათ 23293,04 აშშ დოლარიდან 789,56 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 1735,75 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. სს ლ-------- ბანკის სარჩელი კ---- კ-----–---ის, რ----- ბ--------ის, თ------- ბ-------–---–ის მიმართ 789,56 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის 23293,04 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, 1735,75 ლარი. 6.1.1. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 23293,04-789,56=22503,48 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ. 6.1.2. ამრიგად, გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის 22503,48/23293,04X100=96,6% დაკმაყოფილდა. 6.1.3. ამის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბ-------–---–ს სს ლ-------- ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 1735,75X96,6%=1676,73 ლარის ანაზღაურება მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. 6.2. თავის მხრივ, აპელანტებმა გადაწყვეტილება 1184,34 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს და გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი. 6.2.1. ამ გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის 789,56/1184,34X100=66,6% დაკმაყოფილდა. 6.2.2. ამის შესაბამისად, სს ლ-------- ბანკს კ---- კ-----–---ის, რ----- ბ--------ის, თ------- ბ-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკიროს აპელანტების მიერ სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 150X66,6%=99,9 ლარის ანაზღაურება, მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. კ---- კ-----–---ის, რ----- ბ--------ის, თ------- ბ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბ-------–---–ს სს ლ-------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისრათ 23293,04 აშშ დოლარიდან 789,56 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 1735,75 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

4. სს ლ-------- ბანკის სარჩელი კ---- კ-----–---ის, რ----- ბ--------ის, თ------- ბ-------–---–ის მიმართ 789,56 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. კ---- კ-----–---ს, რ----- ბ--------ეს და თ------- ბ-------–---–ს სს ლ-------- ბანკის სასარგებლოდ დაეკისროთ 1676,73 ლარის გადახდა;

6. სს ლ-------- ბანკს კ---- კ-----–---ის, რ----- ბ--------ის, თ------- ბ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკიროს 99,9 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა