განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100116001631952
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100116001631952

საქმე №1/ბ-100-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ----------–ის

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ა----------------–---–ის, დ----------------ის

მსჯავრდებულ: ს---------------–------ის

თარჯიმნის: მ-------------–--ის, ი----------------ის

 

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ ს---------------–------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს---------------–----------------–------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------–-------–-----------------–--------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

 

ს---------------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ს---------------–------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ------–--–---------------------------ის მიმდებარედ, ს---------------–------ე მოძრაობდა რა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ,,--------------–--------–-–-----------------------, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ავტომანქანა ,,ა-–-----------ს“ სახელმწიფო ნომრით O--------- რომელსაც მართავდა ტ------–---------ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ტ------–---------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა და მსჯავრდებულმა ს---------------–------ემ.

 

სახელმწიფო ბრალმდებელ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ს---------------–------ეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

მსჯავრდებულმა ს---------------–------ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ ს---------------–------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმე ტ------–----------ის განმარტებით, 2016 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, მოძრაობდა კუთვნილი ,,ა-–------------ს’’ მარკის ავტომობილით მირიან მეფის ქუჩაზე, მეორე ზოლში, დაახლოებით 50კმ/სთ. მსვლელობისას, წინ მიმავალმა „მ----------ს“ მარკის ავტომანქანამ მოულოდნელად მარჯვნიდან მარცხნივ დაიწყო მობრუნება და მას გზა გადაუჭრა. არსებული მანევრის გამო ისე, რომ დაზარალებულმა მუხრუჭის ხმარება ვერ მოასწრო, წინა ნაწილში შეეჯახა იმავე ავტომობილს, შემდეგ ინერციით გააგრძელა მოძრაობა და მარცხენა კუთხით შეეჯახა საპირისპირო მოძრაობის ზოლში საავტომობილო გზის პირას გაჩერებულ „ფ-------ს“ ავტომანქანას. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, დარეკა საპატრულო პოლიციაში. პატრულ-ინსპექტორებმა შემთხვევის ადგილზე შეადგინეს ნახაზი, ორივე მძღოლს ადგილზე გაესაუბრნენ და ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები. მანვე აღნიშნა, რომ ს---------------–------ემ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მისი ბრალეულობით მოხდა საგზაო შემთხვევა და მზად იყო ზიანი აენაზღაურებინა. შემთხევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოუძახებია. როდესაც სახლში დაბრუნებულს სუნთქვა გაურთულდა, მეუღლემ შესთავაზა ექიმთან მისვლა. მეორე დილით ავერსის კლინიკაში გადაიღო რენტგენი და მას დაუდგინდა მკერდის ძვლის მორჩის მოტეხილობა.

 

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს კუთვნილი „ფ-------ს“ მარკის ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა საცხოვრებელი კორპუსის წინ მირიან მეფის ქუჩაზე. შემთხვევის ადგილზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ავტომობილს დაეჯახა ,,ა-–-----------ს’’ მარკის ავტომანქანა. მანვე ნახა ,,მ----------ს’’ მარკის ავტომობილი, რომელიც ასევე იყო დამტვრეული. ს---------------–------ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მისი ბრალეულობით და მას აუნაზღაურა ზიანი - 220 ლარის ოდენობით, რაც საჭირო იყო მანქანის შესაკეთებლად.

 

მოწმე ნ------------–---მ განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, საღამოს დაურეკა მეუღლემ - ტ------–---------ემ და შეატყობინა მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ. ავტომომანქანით მივიდა მირიან მეფის ქუჩაზე. ს---------------–------ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან განაცხადა, რომ დამნაშავე იყო მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში და მზაობა გამოხატა ზარალის ანაზღაურებაზე. მართალია მისმა მეუღლემ იქვე უარი განაცხადა გამოეძახებინათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ იმის გამო, რომ საღამოს ტ------–ს ტკივილი გაუძლიერდა, მეორე დღესვე მივიდა ექიმთან და ჩატარებული კვლევით დაუდგინდა მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის სასახსრე კიდის მოტეხილობა.

 

მოწმე კ----------------მ განმარტა, რომ პაციენტმა ტ------–---------ემ მიმართა ტრავმის მიღებიდან 21 დღის შემდგომ და განაცხადა, რომ ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო. პაციენტი გულ-მკერდის არეში უჩიოდა ტკივილს. რენტგენით დადასტურდა გულმკერდის ძვლის მორჩის მოტეხილობა. მან დაზარალებულს დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. მანვე აღნიშნა, რომ მახვილისებრი მორჩი ძვალია და არა ხრტილი. შეხორცება შეიძლება დაიწყოს ორი კვირიდან და სრულად საჭიროა დაახლოებით ექვსიდან რვა კვირამდე პერიოდი. ავარიით მიღებული შოკის გამო, შესაძლებელია, რომ პირმა ტკივილი ვერ იგრძნოს იმავე წუთს.

 

მოწმე გ----------------–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, საღამოს რვა საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, 112-ის საშუალებით მიიღო შეტყობინება მირიან მეფის ქ--------სთან მომხდარი ავტოავარიის შესახებ. მეწყვილე - ზ-----------------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ სამი დაზიანებული მანქანა, რომელთაგან ორი მოძრავი ავტომანქანა იყო ერთმანეთს დაჯახებული, ხოლო მესამე პარკირებაზე იყო გაჩერებული. გამოკითხვისას „მ----------ს“ მძღოლმა განაცხადა, რომ მირიან მეფის ქ--------სთან, მარცხენა მხარეს აპირებდა მობრუნებას და როცა დაიწყო მოხვევა ის შეეჯახა ამავე ქუჩაზე მოძრავ „ა-–------------ს“ ფირმის ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მძღოლმა დაკარგა სვლა, გადავიდა მარცხნივ და თავის მხრივ დაეჯახა პარკირებაზე გაჩერებულ „ფ------ს“. მძღოლებს ადგილზე ჩაუტარდათ ალკოტესტით შემოწმება, ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, შედგა ავტო სქემა და არსებული გარემოებების შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ „მ----------ს“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ დარღვეული იყო საგზაო მოძრაობის წესები. ამავე ჩვენებით, ადგილზე სამედიცინო დახმარების გამოძახებზე მძღოლებმა განაცხადეს უარი.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------------მ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში მ---------------------------ის მიმდებარედ, სავალი გზა არის ასფალტირებული მშრალი უდეფექტო, ჰორიზონტალურ სავალი გზის საერთო სიგანეა

14,80 მეტრი და განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისათვის, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის მხრიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით და პირიქით. დავით აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა მხარეს არის გამწვანებული ზოლი, რომელიც არის ტექნიკურად წყვეტილი, აღნიშნული მიმართულებით გამწვანების ზოლზე განთავსებულია საგზაო ნიშნები, მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ. ფრთხილად ბავშვების გადასასვლელია და დგომა/გაჩერება აკრძალულია. დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის მხრიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით სავალი გზის მარჯვენა მხარეს არის ტროტუარი სადაც განთავსებულია საგზაო ნიშანი მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ სიჩქარე და ქვეითთა გადასასვლელი. ასევე მარჯვენა მხარეს მდებარეობს მირიან მეფის N8, ხოლო N8-ის შემდეგ მდებარეობს N6, რომლის წინაც არის შუქნიშანი, აღნიშნული შუქნიშნიდან N8-ის კიდემდე მანძილი არის 19,80 მეტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ივლისის სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილ ,,ა-–------------ს'' მძღოლის ტ------–---------ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამებოდა ,,საგზო მოძრაობის შესახებ'' კანონის 33-ე მუხლის, პირველ და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა; ავტომობილ ,,მე-------------–-ს'' მძღოლის ს-----------------–------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----------–-----მა დაადასტურა გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ,,მე-------------–-ს’’ მარკის ავტომობილი ახორციელებდა მოხვევის მანევრს, ხოლო ,,ა-–-----------ს’’ მარკის ავტომობილი მოძრაობდა გზაზე მეორე სამოძრაო ზოლში, რა დროსაც „მ----------ს“ მძღოლმა, თავის მოქმედებით საფრთხე შეუქმნა მეორე ზოლში მოძრავ ,,ა-–-----------ს’’ მძღოლს და მოხდა მათი შეჯახება. ავტომობილების საბოლოო განლაგებით, „ა-–-----------“ მოძრაობდა 40-50კმ/სთ, რადგან უფრო მაღალი სიჩქარის შემთხვევაში „მე---------“ გასწევდა კიდევ მარჯვნივ ნარჩენი ენერგიის ხარჯზე და არა მხოლოდ დაეჯახებოდა „ფ------ს“, ის კიდევ გააგრძელებდა მოძრაობას.

 

2016 წლის 29 თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტის N0-------- დასკვნით გამოკვლევის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ურთიერთკონტაქტი მომხდარია ავტომობილ ,---–-------------------------ის წინა მარჯვენა ნაწილით ავტომობილ ,,მ--------------–------------ წინა მარცხენა გვერდით ნაწილთან (წინა მარცხენა საბურავთან და ფრთასთან), როცა მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 50-60 გრადუსს. საქმის მასალებიდან ასევე ცნობილია, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მ--------------–-’’ უკანა მარჯვენა ნაწილი საავტომობილო გზის მარჯვენა კიდიდან დაშორებულია 4,6 მეტრი მანძილით. არსებულ პირობებში იმის გათვალისწინებთ, რომ ,,მ--------------–-’’ დაზიანებული აქვს წინა მარცხენა გვერდითი ნაწილი, ავტომობილ ,,მ--------------–-’’ საავტომობილო გზის მარჯვენა ნაწილიდან მოძრაობის დაწყების შემდეგ შეჯახების ადგილამდე, ავტომობილის სიგრძის, შეჯახების კუთხის და ავტომობილების საბოლოო განლაგებიდან გამომდინარე თავისი წინა ნაწილით გარკვეული რადიუსის რკალზე უნდა გაევლო მინიმუმ 7,0 მეტრი მანძილი. როგორც შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ა-–------------’’-ს მძღოლის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, იგი თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მოძრაობდა დავით აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან - დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონის მიმართულებით. მირიან მეფის ქუჩაზე მსვლელობისას მის წინ მყოფმა ,,მ---------მა“ მოულოდნელად დაიწყო მობრუნება და თავისი მანევრით გზა გადაუჭრა, კერძოდ, შეუქმნა საფრთხე მოძრაობაში, რის გამოც ,ა-–------------ს’’ მძღოლი შეეჯახა მანევრის შემსრულებელ ,,მ--------------–-“, ხოლო შემდეგ ინერციით გააგრძელა მოძრაობა და თავისი ავტომობილის წინა მარცხენა კუთხით შეეჯახა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, საავტომობილო გზის პირას გაჩერებულ ავტომობილ ,,ფ-------------------“. როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებით აღმოჩნდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 40 კმ.სთ სიჩქარით. ამავე დასკვნით დგინდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ა-–------------ს’’ მძღოლის ტ------–---------ის მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მე-------------–-ს“ მძღოლს ს---------------–------ეს, მისი მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის 29 მარტის N5---- დასკვნის თანახმად: 1) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის "A-------------- ს---------- T- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს –

3800 (სამიათასრვაასი) ლარს. 2) ვინაიდან ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანაზე "M-----------------" ს----------- ჩატარებულია სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სასაქონლო ექსპერტიზის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ-------–-----მ.

 

ექსპერტ-ტრასოლოგმა დ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპეტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა: როდესაც მივიდა საჯარიმოზე, „მ----------ს“ მარკის ავტომობილი დაშლილი და ნაწილობრივ აღდგენილიც იყო რის გამოც მან აღარ გააგრძელა კვლევა, რაც შეეხება „ა-–------------ს“ დაათვალიერა და ნახა, რომ წინა მხარე იყო დაზიანებული რაც განვითარებული იყო რაიმე მყარ საფართან შეჯახების შედეგად.

 

სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N5------ დასკვნითა და მასზე დართული ფოტოცხრილით დგინდება, რომ ავტომობილ ,,ა-–------------’’ სარეგისტრაციო ნომრით O---------ზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, ხოლო ავტომობილი ,,მ----------’’ სარეგისტრაციო ნომრით N------ აღდგენილ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი ავტომობილი ,,მ----------’’ სარეგისტრაციო ნომრით NO-----ზე აღდგენითი სამუშაოებით სახეშეცვლილია შეჯახების ადგილი, რის გამოც ავტომობილების პირველადი შეჯახების კუთხის დადგენა ტრასოლოგიური გზით შეუძლებელია. წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკიური დეპარტამენტიდან მიღებული 2016 წლის 18 მაისის ავტოტექნიკური ექსპეტიზიზის N6---- დასკვნის თანახმად: 1)მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ტ------–----------ის მოქმედება არ შეესაბამება

,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის მუხლი 33-ე მუხლი პუნქტი 1 და პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ს----------------–------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1- ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

ლ----------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა: იმის გამო, რომ შემთხვევის ადგილზე მუხრუჭის ან მოცურების კვალი არ იყო სიჩქარის გამოთვლა მოხდა მძღოლების ჩვენებებზე დაყრდნობით. მოწმის განმარტებით, „მ----------ს“ მარკის ავტომობილი დაზიანებული იყო წინა მარცხენა ფრთაში, რომელიც მოხვევას ახორციელებდა მარჯვენა ზოლიდან. ამავე ჩვენებით, მძღოლმა, რომ არ შეუქმნას საფრთხე მოძრაობის სხვა მონაწილეებს მოხვევა უნდა განახორციელოს უკიდურესი მარცხენა ზოლიდან, რასაც ადგილი არ ჰქონია ს---------------–------ის შემთხვევაში.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი, ტ------–---------ის მკერდის ძვლის რენდგენოგრამა შეისწავლა თ.ს.ს.უ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ი.ა-----–---–მა. დასკვნის თანახმად: „წარმოდგენილ რენდგენოგრამაზე აღინიშნება

მახვილისებრი მორჩს წინა ზედა კიდის მოტეხილობა ფრგმენტის მცირე ცდომით“. რენდგენოლოგიური სურათი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმეში მითითებულ თარიღს - 11.02.2016. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი– ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხული ს------------–-----ს ჩვენებით: - რენტგენოლოგიური კვლევით დადასტურებულია, რომ ტ------–----------ეს ჰქონდა მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩის კიდის მოტეხილობა. მკერდის ძვალი მონაწილეობს გულმკერდის ყაფაზში. მკერდის ძვალი შედგება ტარისგან, სხეულისგან და მახვილისებრი მორჩისგან. ასეთი ტრავმის დროს, გულ-მკერდის ყაფაზმა, რომ თავისი დატვირთვა და თავისი ფუნქცია დაიბრუნოს, მას სჭირდება ოთხ კვირაზე მეტი დრო. გამომდინარე, ზემოაღნიშნულიდან დაზიანება შეფასდა, როგორც ნაკლებად მძიმე ხანგრძლივი მოშლით. ზოგადად შეხორცების პროცესები მოტეხილობის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს ორი-სამი კვირა და უფრო მეტი, მაგრამ დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა ძვლოვანი კორძი როდის წარმოიქმნება ან მოტეხილობა რამდენ ხანში შეხორცდება, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჯანმრთლობის ფუნქციას რამდენ ხანში დაიბრუნებს ორგანიზმი. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტმა ოცდამეერთე დღეს მიმართა ტრავმატოლოგს ჩივილებით და დანიშნულება მიეცა კიდევ ათი დღით, ნიშნავს, რომ დაზარალებულს ფუნქციები ამ პერიოდში სრულად აღდგენილი არ ჰქონდა. ამასთან, ტრავმატოლოგიურ ლიტერატურაში შეხორცების ვადად მითითებულია ოთხი-ექვსი კვირა და უფრო მეტი დროც, მნიშვნელობა აქვს ასევე რა ასაკის არის პაციენტი. ბავშვებს უფრო მალე უხორცდებათ მოტეხილობა ვიდრე მოზრდილებს. ძვლოვანი კორძის წარმოქმნისათვის საჭიროა სამი კვირა, ხოლო შრომისუნარიანობის აღდგენა ხდება ოთხი-ექვსი კვირის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩი გარკვეულწილად მაინც მონაწილეობს სუნთქვის პროცესში. წოლით რეჟიმი არ არის აუცილებელი, თუმცა სრული ფიზიკური დატვირთვისას ადამიანი ვერ იმუშავებს. ტკივილი ძლიერია თუ არა, არა აქვს მნიშვნელობა. მსუბუქიც რომ ჰქონდეს, პაციენტს მაინც აეკრძალება სრული დატვირთვით მუშაობა. მახვილისებური მორჩიც ისეთივე ნაწილია მკერდის ძვლის, როგორც ტარი და სხეული. ლიტერატურაში ისინი განიხილება ერთობლიობაში და არა ცალკ-ცალკე.

 

ავერსის კლინიკის ამბოლატორიული სამედიცინო ბარათიდან (ს------------) ირკვევა, რომ პაციენტ ტ------–---------ეს 2016 წლის 12 თებერვალს შპს ,,ავერსის კლინიკა“-ში ჩატარებული აქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხოლო პირველ მარტს ორთოპედ- ტრავმატოლოგის კონსულტაცია. მასვე დაუდგინდა დიაგნოზი: ,,მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტრალური სასახსრე კიდის მოტეხილობა კონსოლიდაციის სტადიაში“.

 

ავერსის კლინიკიდან მიღებული, 2016 წლის 1 დეკემბრის N3------ წერილის თანახმად, პაციენტმა ტ------–---------ემ (პ/ნ 3----------- შპს ,,ავერსის კლინიკა''-ს მიმართა 2016 წლის 12 თებერვალს. მას ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია (რეგისტრაციის დრო 10:20სთ). პაციენტმა კლინიკას განმეორებით მიმართა 2016 წლის 1 მარტს. ჩაუტარდა ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია (რეგისტრაციის დრო 13:33სთ).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაზარალებულ ტ------–---------ის რენტგენოფირი, რომლის თანახმად: - 2016 წლის 12 თებერვალს, რენტგენის გადაღების შედეგად მას დაუდგინდა მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა მნიშვნელოვანი ცდომის გარეშე.

 

ექიმ-რადიოლოგ ვ----–---------ის განმარტებით, პაციენტ ტ------–---------ეს რეტგენი გადაღებულია მის მიერ გვერდით პროექციაში, რადგან წინა პროექცია მკერდის ძვალზე არ კეთდება.

 

ავერსის კლინიკიდან გადმოგზავნილი, ამბულატორიული სამედიცინო ბარათის თანახმად, ტ------–---------ემ, რომელსაც აღენიშნებოდა ჩივილები, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ფიზიკური დატვირთვის დროს, 2016 წლის 1 მარტს მიმართა კლინიკას კონსულტაციისთვის. პაციენტის განმარტებით, ტრავმა მიიღო 2016 წლის 11 თებერვალს ავტოავარიის შედეგად. ამავე სამედიცინო ბარათის თანახმად, ტ------–---------ეს გაეწია კონსულტაცია და დაენიშნა მკურნალობა დიაგნოზით მკერდის ძვლის მოტეხილობა, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა კონსოლიდაციის სტადიაში. სამედიცინო ისტორია შედგენილია ავერსის კლინიკის ექიმ კ----------------ს მიერ.

 

ს-------------------–------ემ განმარტა, რომ 2016 წლის 11 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში იმყოფებოდა ქალიშვილის მასწავლებელთან დიდ დიღომში. წამოსვლისას, ის დაჯდა კუთვნილ ავტომანქანაში „მ---------------------------------- და 5-10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო მოძრაობა მირიან მეფის ქუჩაზე. გაიარა დაახლოებით 20-30 მეტრი და მოუხვია მარცხნივ, სადაც ის შეეჯახა ტ------–---------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „ა-–-------------------------------------. ს---------------–------ის განმარტებით მანევრი დაიწყო ტროტუარის მხარეს არსებული პირველი ზოლიდან, მას არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები და მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.

 

დაცვის მხარის მიერ დაკითხულმა ალ---------------------------–---------–----–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ტ------–---------ის დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რაც დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩი პასიურად გადაადგილდება მკერდის დანარჩენ ნაწილებთან ერთად და მისი ნაწილის ჩამოტეხვის შემდგომ პერიოდში ტკივილი უმნიშვნელოა. მახვილისებური მორჩის ვენტილარული ზედაპირის ზემოაღნიშნული ჩამოტეხვის შეხორცების ვადა შეადგენს ორ კვირას.

 

დაცვის მხარის მოწმემ რ----------–------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტზის დასკვნა, რომლითაც მიჩნეულია, რომ ავტომობილ ,,მ--------- - ბ--–--’’ ს----------------- მძღოლის ს---------------–------ის მანევრი, აღნიშული გზის მონაკვეთზე მოხვევა-მობრუნება, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნებს. ამასთან, ავტომობილ ,,ა-–---------------------------------- მძღოლს, ტ------–---------ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მან უგულებელყო საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტი, 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ს---------------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

დაცვის მხარე, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ს---------------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საკითხის გასარკვევად, ჩაიდინა თუ არა ს---------------–------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სავალდებულოა დაადგინოს ს---------------–-----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას და დადგა თუ არა შედეგი, - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამავე დროს არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. თავის მხრივ ექსპერტიზის კომპეტენციაა წარმოადგენს - ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი ავალდებულებს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ს---------------–------ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითეთებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ,,საგზრაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია. შემთხვევის დროს, მანევრის უფლება ჰქონდა, რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით შეასრულა, საპირისპირო მოძრაობის ზოლში შეეჯახა ავტომობილი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რომელსაც თავისუფალი ჰქონდა მოძრაობის მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლი. სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილ ,,მე-------------–-ს'' მძღოლ ს---------------–------ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. ასევე, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკიური დეპარტამენტიდან მიღებული 2016 წლის 18 მაისის ავტოტექნიკური ექსპეტიზიზის N6---- დასკვნის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ს----------------–------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ლ--------------–---–ის ჩვენებაზე, მისი განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში „მ----------ს“ მარკის ავტომობილი დაზიანებული იყო წინა მარცხენა ფრთაში, რომელიც მოხვევას ახორციელებდა მარჯვენა ზოლიდან. მისივე განმარტებით, მძღოლმა, რომ არ შეუქმნას საფრთხე მოძრაობის სხვა მონაწილეებს მოხვევა უნდა განახორციელოს უკიდურესი მარცხენა ზოლიდან, რასაც ადგილი არ ჰქონია სტეფანე მიფისწვერიძის შემთხვევაში.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტ------–---------ეს მომხდარის შედეგად არ მიუღია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ის გარემოება, რომ ტ------–---------ემ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან მეორე დღესვე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და შემდგომში დაუდგინდა მკერდის ძვლის მახვილისიბერი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა დადასტურდა ავერსის კლინიკიდან მიღებული, წერილით, რომლის თანახმად, პაციენტმა ტ------–---------ემ შპს ,,ავერსის კლინიკა''-ს მიმართა 2016 წლის 12 თებერვალს. მას ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია (რეგისტრაციის დრო 10:20სთ). პაციენტმა კლინიკას განმეორებით მიმართა 2016 წლის 1 მარტს. ჩაუტარდა ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია (რეგისტრაციის დრო 13:33სთ). დაზარალებულ ტ------–---------ის რენტგენოფირით, ირკვევა, რომ 2016 წლის 12 თებერვალს, რენტგენის გადაღების შედეგად მას დაუდგინდა მკერდისძვლის მახვილისებრი მორჩის ვენტილარული სასახსრე კიდის მოტეხილობა მნიშვნელოვანი ცდომის გარეშე.

 

აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოწმე კ----------------ს ჩვენებაზე, რომლის განმარტებით, ტ------–---------ემ მიმართა ტრავმის მიღებიდან 21 დღის შემდგომ და განაცხადა, რომ ტრავმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო. პაციენტი გულ-მკერდის არეში უჩიოდა ტკივილს. რენტგენით დადასტურდა გულმკერდის ძვლის მორჩის მოტეხილობა. ტ------–---------ეს დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. მანვე აღნიშნა, რომ მახვილისებრი მორჩი ძვალია და არა ხრტილი. შეხორცება შეიძლება დაიწყოს ორი კვირიდან და სრულად საჭიროა დაახლოებით ექვსიდან რვა კვირამდე პერიოდი. გარდა ამისა, მოწმის სახით დაკითხული ს------------–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ რენტგენოლოგიური კვლევით დადასტურებულია, რომ ტ------–---------ეს ჰქონდა მკერდის ძვლის მახვილისებური მორჩის კიდის მოტეხილობა. ასეთი ტრავმის დროს, გულ-მკერდის ყაფაზმა, რომ თავისი დატვირთვა და თავისი ფუნქცია დაიბრუნოს სჭირდება ოთხ კვირაზე მეტი დრო. გამომდინარე, ზემოაღნიშნულიდან დაზიანება შეფასდა, როგორც ნაკლებად მძიმე ხანგრძლივი მოშლით. მისივე განმარტებით, ზოგადად შეხორცების პროცესები მოტეხილობის ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება გაგრძელდეს ორი-სამი კვირა და უფრო მეტი, მაგრამ დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისთვის არა აქვს მნიშვნელობა ძვლოვანი კორძი როდის წარმოიქმნება ან მოტეხილობა რამდენ ხანში შეხორცდება, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჯანმრთლობის ფუნქციას რამდენ ხანში დაიბრუნებს ორგანიზმი. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტმა ოცდამეერთე დღეს მიმართა ტრავმატოლოგს ჩივილებით და დანიშნულება მიეცა კიდევ ათი დღით, ნიშნავს, რომ დაზარალებულს ფუნქციები ამ პერიოდში სრულად აღდგენილი არ ჰქონდა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ს---------------–------ის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს-გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს ს---------------–------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკაშირებით, - ასეთს პალატა არ ეთანხმება. აპელანტი ხსენებულ მოთხოვნას საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს---------------–------ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს---------------–------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ის გარემოება რომ ტ------–---------ეს ნაწილობრივ, ხოლო მ-----------------ეს სრულად აუნაზღაურა ზიანი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის და მსჯავრდებულ ს---------------–------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ს---------------–-----ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ს---------------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ს---------------–------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ს---------------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაეკისროს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს----------------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

ყადაღა მოეხსნას 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დადებულ ა----------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ------–-----–-------–-----------------------------–------------------------------------------–--------------------------------------–----------------------------------------------------------------

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

რენტგენოფირი და ტ------–---------ის მიერ წარმოდგენილი დისკი ჩაწერილი ფოტოსურათებით, ორი ვიდეოფაილით და ერთი აუდიოფაილით, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი