განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100118002772705
საქმე №1ბ/624-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, ქვრივის, რეგისტრირებულის: დ--------–--–-------------------------–-------------------------------------–------------------------------------–---------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით დ---------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 (ერთი) წელი.
დ---------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ--–-----–-----------------------–---------------------–-–---–--ის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - 4 წლის ს-------------–-–---–ისა და 5 წლის ე-–-------------–-–---–ის თანდასწრებით, დ---------------–-–---–მა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და სახის არეში თასის დარტყმით, ძალადობა განახორციელა დედის - ე-–-----------–--ის მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი. მხედველობაში არ იქნა მირებული ის გარემოება, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არის მუდმივი კონფლიქტი, ისინი დღემდე არ შერიგებულან და არსებობს დ---------------–-–---–ის მხრიდან როგორც დედის, ისე ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობის განმეორების საფრთხე. ასევე, ის ფაქტიც, რომ დ---------------–-–---–მა ოჯახური ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ---------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ---------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით №2------ დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილებით ე-–-----------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ - ე-–-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ნ--------------–-–---–ის, პ--------------–---–ის, რ-----------------ის, რ----------–------–---–ის, გ---------------–---–ისა და ე-–-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტო-ცხრილით; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2018 წლის 20 ნოემბრის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ს-------------–-–---–ისა და ე-–-------------–-–---–ის დაბადების მოწმობის ასლებით; დ---------------–-–---–ის დაკავების ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის ქვრივი და მისი მცირეწლოვანი შვილები არიან მის კმაყოფაზე, მომხდარ ფაქტამდე იყო დასაქმებული და ფიზიკური შრომით არჩენდა როგორც მის მცირეწლოვან შვილებს ასევე, დედას, დას და დისშვილს, წარსულში არასდროს ყოფილა მხილებული არათუ რაიმე სახის დანაშაულებრვი ქმედების ჩადენაში, არამედ ადმინისტრაციული სახდელიც კი არ ყოფილა გამოყენებული მის მიმართ, აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა მსჯავრდებულის მცირეწლოვანი შვილების დამოკიდებულება მამის მიმართ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ბავშვებს უბედური შემთხვევის (ავტოსაგზაო შემთხვევის) შედეგად გარდაეცვალათ დედა და მას შემდეგ, განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვთ მამის მიმართ და განიცდიან მისგან დაშორებას, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ---------------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ არსებობს დ---------------–-–---–ის მხრიდან როგორც დედის, ისე ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობის განმეორების საფრთხე. სააპელაციო პალატა, სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ დ---------------–-–---–ის პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტარაქტული დანაშაულის სუბიექტი.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი დ---------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დ---------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით.
დ---------------–-–---–ის მიმართ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა - დ---------------–-–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ,- საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტო-სურათები, დაფიქსირებული 1 (ერთ) ცალ კომპაქტ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი თასი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი