განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002786665
საქმე №1ბ/650-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: დ---------------–-ძე (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ტ-–------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ დ---------------–-ძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების არსი:
2018 წლის 16 ნოემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, ი-----–------–----- და რ------------- კვეთაზე მდებარე საკონდიტრო „------------- დ---------------–-ძემ, ყოფილ მეუღლეს უ-–-----------–---ს სამჯერ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, დ---------------–-ძე, თანაცხოვრების პერიოდში, ყოფილ მეუღლეს - უ-–-----------–---ს აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ იყო ლოთი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, რის შედეგადაც, უ-–-----------–---მ განიცადა ტანჯვა.
2018 წლის 16 ნოემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, ი-----–------–----- და რ------------- კვეთაზე მდებარე საკონდიტრო „-------–--, დ---------------–-ძე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - უ-–-----------–---ს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 16 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ.თბილისში, ი-----–-----–----- და რ------------- კვეთაზე მდებარე საკონდიტრო „------------- დ---------------–-ძემ ყოფილ მეუღლეს უ-–------------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სამჯერ დაარტყა ფეხი, მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგად უ-–-----------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ბრალდებული, თანაცხოვრების პერიოდში, დაზარალებულს აყენებდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის შედეგადაც უ-–-----------–--- განიცდიდა ტანჯვას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა დ---------------–-ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია:
დაზარალებულ უ-–------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წელს მას და დ---------------–-ძეს შორის დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ფინანსების გამო, იგი წამოვიდა სახლიდან და იქირავა ბინა. ვინაიდან დ------ არის ძალიან კარგი მამა, მათ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, თუმცა ეს ურთიერთობა მიმდინარეობდა სკანდალების ფონზე. 2018 წლის 16 ნოემბერს, დ---------------–-ძე და უ-–-----------–--- ერთმანეთს შეხვდნენ ვაკეში, დ---------------–-ძის თხოვნის საფუძველზე, რათა განეხილათ მათი სამომავლო გეგმები და გაერკვიათ ბავშვების ცხოვრების შესახებ დეტალები. შეხვედრისას, რომელიც შედგა ი-----–-----–----- და რ------------- კვეთაზე მდებარე საკონდიტრო „-------–--, დ------ მივიდა თავიანთ უმცროს, 2 წლის ქალიშვილ ზ----სთან ერთად. ეს შეხვედრა იყო მცირეხნიანი, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო დაზარალებულისთვის, რადგანაც ბრალდებული მას დაემუქრა რომ მოკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაზარალებულისთვის იყო არასასიამოვნო მოსასმენი, ამ მუქარას იგი არ შეუშინებია და არ აღუქვამს რეალურად. დაზარალებული მზად არ აღმოჩნდა მოესმინა დ------საგან მსგავსი შინაარსის ტექსტები და მას შემდეგ რაც დაზარალებულმა დ----------------–--ეს შერიგებაზე უთხრა უარი, მან დატოვა აღნიშნული კაფე და გამოვიდა გარეთ. მას გამოჰყვა ბრალდებული და სამჯერ დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო უ-–-----------–---ს ფეხის არეში გაუჩნდა სისხლჩაქცევა. უ-–-----------–---მ მომხდარის თაობაზე განუცხადა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ სისტემატურ შეურაცყოფას და დამცირებას, ასევე, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მსგავსი ფაქტი 2018 წლის 16 ნოემბრამდეც არაერთხელ მომხდარა. კერძოდ, 2018 წლის აპრილის თვეში, დ---------------–-ძე ესტუმრა უ-–-----------–---ს, ბრალდებული იყო ძალიან აგრესიული დაზარალებულის მიმართ, ის მას ლანძღავდა, აგინებდა, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელ-ფეხი თავისა და ფეხის არეში. ამის შემდეგ იგი დააგორა მესამე სართულის კიბიდან. უ-–-----------–---მ მათი საერთო შვილების (ნ-----–--------------–--ის და ზ---- სიხარულიძის) ინტერესების გათვალისწინებით, არ მიმართა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის ივნისის თვეში, უ-–-----------–--- და დ---------------–-ძე, შვილებთან ერთად გაემგზავრნენ ბაკურიანში. სასტუმროში, დ---------------–-ძემ მიიღო ალკოჰოლის დიდი ოდენობა, რის გამოც გახდა აგრესიული, აგინებდა უ-–-----------–---ს და დახრჩობაც კი დაუპირა. დაზარალებულმა გაუწია წინააღმდეგობა, ხოლო მისგან თავის დაღწევის შემდეგ, შვილებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, სადაც მან მიმართა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ბრალდებულის მიმართ, ამ ქცევის გამო, გამოსცეს 14 დღიანი შემაკავებელი ორდერი.
ექსპეტმა თ-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწრორე.
დ---------------–-ძის მიერ მასზედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ბრალდებულ დ---------------–-ძის აღიარებით, დაზარალებულ უ-–-----------–---ს განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, შემაკავებელი ორდერით, ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ თ-------------ის ჩვენებით, მოწმეების მ----------–------------ს, დ-----–---–------ს, დ----------------ს გამოკითვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ---------------–-ძის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებულად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. კერძოდ:
პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მას ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში, საფუძვლიანი შიშის არსებობის შეფასებისას პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ უ-–------------–---ს ჩვენებაზე, რა დროსაც მან განმარტა, რომ დ---------------–-ძის მიერ განხორცილებული მუქარა, რომ მოკლავდა, მართალია არასასიამოვნო მოსასმენი იყო, თუმცა მისთვის შიშის მომგვრელი არ ყოფილა, რადგან რეალურად არ აღიქვა. გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ---------------–-ძის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს, თუმცა განსახილველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სხვა მტკიცებულებები სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც კი, როდესაც მოცემული დანაშაულისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო მუქარის დადგენის ფაქტს, არამედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმას, არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოცემული ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა დ---------------–-ძის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და დ---------------–-ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ---------------–-ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სმართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, რაც არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ---------------–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, დ---------------–-ძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ფსიქიკური მდგომარეობა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი, დ---------------–-ძის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ---------------–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---------------–-ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ---------------–-ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
დ---------------–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა (10000(ათიათასი) ლარის ოდენობით) დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დ---------------–-ძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/