განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
080210019002411150
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-163-19 17 აპრილი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - მ-----------------ე თ----- ფა----–-ა ააიპ ქ--------- მ----–-------- ს---–- გ------ გ---–--ე, თ----- ბ--------ე (დირექტორი)

დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ააიპ ქუ----ის მ----–-------- ს---–-ს დირექტორის 2018 წლის 27 მარტის N18 ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას - ააიპ ქუ----ის მ----–-------- ს---–-ს უფროსი ს--–---–------------------------------------- აღდგენა და გათავისუფლების დღიდან-სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის აგვისტოდან მუშაობდა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 550 ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში, კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და მისი მხრიდან არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში დაინიშნა ახალი დირექტორი, იგი მუდმივად ახდენდა მის შევიწროებას, ცდილობდა სამსახურიდან მის გათავისუფლებას და 2018 წლის 27 მარტის ბრძანების საფუძველზე, სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა კიდეც სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ თითქოს მოხდა მთავარი სპეციალისტის თანამდებობის შემცირება. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება-შტატების შემცირება რეალობას არ შეესაბამება, პირიქით, მოხდა სხვადასხვა შტატების დამატება. გარდა ამისა, დირექტორმა თავისი შეხედულებით გაანაწილა ფუნქციები და ის საქმიანობა, რომელსაც იგი ახორციელებდა, დაავალა სხვა თანამშრომლებს.

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის საშტატო განრიგით, 2017 წელთან შედარებით, 3 საშტატო ერთეულით და ყოველთვიურად 1200 ლარით ნაკლები ხელფასია განსაზღვრული.

გარდა ამისა, ააიპ ქ. ქ--------- მ----–-------- სახლში რეორგანიზაცია დაიწყო ქ--------- მ----–----–-------------ის წერილობითი თანხმობით, რომლის საფუძველზე, ააიპ ქ. ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორმა, 2018 წლის 08 იანვარს გამოსცა ბრძანება სტრუქტურული რეორგანიზაციის და დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების თაობაზე. აღნიშნული წერილობითი გაფრთხილება მ-----------------ეს ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს.

2018 წლის 21 მარტს დამტკიცდა ააიპ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს წესდების ახალი რედაქცია, რომლითაც მოსარჩელის ფუნქციები გადანაწილდა სხვადასხვა თანამშრომლებზე.

მოპასუხის მტკიცებით, ააიპ ქ. ქ--------- მ----–-------- სახლში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რადგან რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები და შტატების შემცირება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე მ-----------------ე, ააიპ ქ.ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში მუშაობდა 2012 წლის 01 აგვისტოდან უფროს სპეციალისტად, ხოლო 2013 წლის 02 თებერვლიდან-2018 წლის 27 მარტამდე მთავარ სპეციალისტად და მისი ხელფასი შეადგენდა 550 ლარს. 2.2. 2013 წლის 21 მარტის №7 ბრძანებით, შეიქმნა მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფი, უფასო სასადილოს სამზარეულოს და სასადილო დარბაზის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ააიპ ქ. ქ--------- მ----–-------- ს---–-ს მთავარი სპეციალისტი მ-----------------ე. მ-----------------ის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა ბენეფიციართა სიების მონიტორინგი, ასევე უზრუნველყოფდა მ----–-------- სახლში შესული განცხადებების და მიმართვების გაკომისიებას, ბენეფიციართა სიების დადგენას, ბენეფიციართა განცხადებაზე პასუხის მომზადებას. 2.3. ააიპ ქალაქ ქუ----ის მ----–-------- ს---–-ს ბენეფიციართა შერჩევის წესის 4.1. და 4.2. პუნქტის თანახმად, უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, პირი განცხადებით მიმართავდა ააიპ მ----–-------- სახლს. ააიპ მ----–-------- ს---–-ს დირექტორი 30 დღის ვადაში განიხილავდა განცხადებას და იღებდა გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. 2.4. 2017 წლის 22 მარტის საშტატო განრიგის თანახმად, ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში განსაზღვრული იყო თანამშომელთა 33 საშტატო ერთეული. თანამშრომელთა წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 171 300 ლარს, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეადგენდა წლიურად-15 600 ლარს. 2.5. 2018 წლის 08 იანვრის №3 ბრძანებით დადგინდა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში სტრუქტურული რეორგანიზაცია. ამ ბრძანების საფუძველზე დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაძლო შემცირების შესახებ გაფრთხილება (წერილი) მ-----------------ეს ჩაბარდა 2018 წლის 08 იანვარს. 2.6. ქ. ქ--------- მ----–----–-------------ის 2018 წლის 21 მარტის №569 ბრძანებით დამტკიდა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს წესდების ახალი რედაქცია. ამ წესდების შესაბამისად, ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 20 აგვისტოს №35 ბრძანებაში, ბენეფიციართა შერჩევის წესში და მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები დაეკისრა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორს. აღნიშნული წესის 5.3. პუნქტის თანახმად, ბენეფიციართა შერჩევის მიზნით, ააიპ მ----–-------- ს---–-ს დირექტორი განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოსაკვლევად უგზავნის ქალაქ ქ--------- მ----–----–-------------ის წარმომადგენელს, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იკვლევს და აწვდის ინფორმაციას ააიპ მ----–-------- ს---–-ს დირექტორს, ხოლო დირექტორი ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრირების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ბრძანება, შერჩევის წესი, ს/ფ 183-186) ამდენად, ის ფუნქციები, რასაც მოსარჩელე მ-----------------ე ახორციელებდა, კერძოდ, ბენეფიციართა სიების მონიტორინგი გადაეცა ქ--------- მ----–----–-------------ის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ ვითარების გათვალისწინებით, ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №15 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორის 2013 წლის 21 მარტის ბრძანება მონიტორინგის და ინსპექტირების ჯგუფის შექმნის შესახებ. 2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–-- ფ-----ემ აჩვენა: მ----–-------- სახლში მუშაობს 2014 წლიდან მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის მარტის თვიდან არის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. მ-----------------ე იყო მონიტორინგის ჯგუფის უფროსი, ახორციელებდა ბენეფიციარების მიღება-შემოწმებას. მონიტორინგის ჯგუფი აწარმოებდა ბენეფიციართა ყოველდღიურად გამოცხადების აღრიცხვას, სიების შედგენას. ბენეფიციართა მონიტორინგის ფუნქციას ამჟამად ახორციელებს მ----–----–-------------იის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. მოწმის განმარტებით, რეორგანიზაციის დაწყების და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობათ თანამშრომლებს, მათ შორის მ-----------------ეს. დირექტორის თ----- ბ--------ის მხრიდან, რომელიმე თანამშრომლის შევიწროებას ადგილი არ ჰქონია და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერით არავისთვის არ მიუმართავს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მ-----------------ემ მონაწილეობა არ მიიღო, სხვა თანამშრომლის სასარგებლოდ. 2.8. ააიპ ქ.ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორის 2018 წლის 26 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცდა ქალაქ ქ--------- მ----–----–-------------ის 2018 წლის 26 მარტის №01/7754 წერილით შეთანხმებული ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს 2018 წლის ახალი საშტატო განრიგი და დასრულდა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული, ასევე მთავარი სპეციალისტის 1, უფროსი სპეციალისტის 1 და სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. ახალი საშტატო განრიგით საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 29 ერთეულით, მათ შორის განსაზღვრული იქნა 2 განყოფილების უფროსის თანამდებობა-ადმინისტრაციული განყოფილების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამდებობა. საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე შემცირდა 2018 წლის შრომის ანაზღაურების წლიური სახელფასო ფონდი. ყოველწლიური შრომის ანაზღაურების ოდენობა 2017 წელთან შედარებით, ნაცვლად 171 300 ლარისა განისაზღვრა 165 550 ლარით. შტატგარეშე მოსამსახურეთა ყოველწლიური ანაზღაურება განისაზღვრა ნაცვლად 15 600 ლარისა-4 100 ლარით. 2018 წლის ხარჯთაღრიცხვით გაიზარდა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯები (ტ.1.ს.ფ.220, 224). 2.9. 2018 წლის 08 იანვრის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ააიპ ქ. ქ--------- მ----–-------- ს---–-ს 2018 წლის 27 მარტის №18 ბრძანების საფუძველზე, ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს მთავარ სპეციალისტს, მ-----------------ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტის საფუძველზე და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2.10. 2018 წლამდე, ააიპ ქ--------- მ----–-------- სახლში ცალკეულ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები რაიმე სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელე მხარემ. 2018 წლის 08 ივნისის №42, №43 და №44 ბრძანებებით დამტკიცდა ააიპ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს შრომის შინაგანაწესი, ასევე კონკრეტულად განისაზღვრა თანამშრომელთა და შტატგარეშე თანამშრომელთა შორის ფუნქციონალური მოვალეობები, რომლის მიხედვითაც, მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, ყოველთვიური ბენეფიციართა სიის დადგენა და დირექტორისათვის წარდგენა დაევალა სპეციალისტს (საქმის მწარმოებელი, კადრები) ც------ გ-----ეს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე (1,4); საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 (1), 32-ე (1), 37-ე (1ა), 38-ე (2), სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლებზე და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს ეკონომიკური გარემოებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 08 იანვარს გამოცხადებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების და სამუშო ძალის შემცირება, ასევე 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით შემცირდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის შედეგად, ნაცვლად 33 შტატისა, დარჩა 29 შტატი. შრომის ანაზღაურების შემცირებული ხარჯი კი მიმართული იქნა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯებში. ამდენად, ეკონომიური ვითარების გაუარესების გამო, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ზოგიერთი საშტატო ერთეულის შემცირება სასამართლომ მართლზომიერად ჩათვალა. 2.12. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2018 წლის 26 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა ბენეფიციართა შერჩევის წესში და მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები დაეკისრა ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორს. გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფის ის ფუნქციები რასაც მოსარჩელე მ-----------------ე ახორციელებდა გადაეცა ქ--------- მ----–----–-------------ის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ თანამდებობის (მთავარი სპეციალისტი) გაუქმებით, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს კანონი არ დაურღვევია, ასევე, მ-----------------ის სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დაცულ იქნა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების პროცედურები, რაც გამორიცხავდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 2.13. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეს მოთხოვნა იძულებითი განაცდურის (მიუღებელი ხელფასის) ანაზღაურების თაობაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული პირდაპირ დაკავშირებულია პირის სამუშაოზე აღდგენასთან, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. 2.14. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გაზიარებული არ იქნა მოსარჩელის განმარტება, რომ დამსაქმებელი ცდილობდა მის შევიწროებას და სამსახურიდან გათავისუფლებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი არ ყოფილა დისკრიმინაციული ხასიათის ქმედება, იგი განპირობებული იყო რეორგანიზაციის შედეგად შტატების და სამუშო ძალის შემცირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა, მხოლოდ ბენეფიციართა სიების მონიტორინგი. მის ფუნქციებში ასევე შედიოდა მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე შესასრულებელი სამუშაო კერძოდ: 1) იგი უზრუნველყოფდა მ----–-------- სახლში შესული განცხადებების და მიმართვების გაკომისიებას; 2) ბენეფიციართა სიების დადგენას და ბენეფიციართა განცხადებებზე პასუხის მომზადებას; 3) ბენეფიციართა ყოველდღიური გამოცხადების აღრიცხვისა და მათზე კუთვნილი სადილის გაცემის კონტროლს; 4) იმ ბენეფიციართა დადგენას, რომლებიც საჭიროებდნენ ბინაზე მომსახურეობის სერვისს; 5) დღის ბოლოს დარჩენილი პროდუქტის გადანაწილებას იმ ბენეფიციართათვის, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ მ----–-------- ს---–-ს ბენეფიციართა სარეზერვო სიაში; 6) ყველა ბენეფიციარისათვის უფასო მგზავრობის უზრუნველყოფის კონტროლს; 7) ბენეფიციართათვის სადღესასწაულო დღეებში ერთჯერადი საჩუქრების გაცემას (სიების დადგენა); 8) ბენეფიციართა დასახმარებლად საქველმოქმედო საქმიანობისთვის სპონსორების მოძიებას; 9) ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას, რომელიც დავალებული იქნებოდა ადმინისტრაციისაგან. 3.2. სასამართლომ არ გაიზიარა მისი მსჯელობა, რომ მისი განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან გამოწვეული იყო მასსა და მ----–-------- ს---–-ს დირექტორს შორის მომხდარი კონფლიქტიდან, რაც ეხებოდა ბენეფიციართა სიიდან 121 ბენეფიციარის ამორიცხვას. ამ პერიოდისათვის რეორგანიზაციის პროცესი უკვე დაწყებული იყო, სადაც მისი შტატი შემცირებული არ იყო. დირექტორი გააღიზიანა რა მისმა ქმედებამ, 2018 წლის 26 მარტს დაწესებულების მიერ მომზადებული და მოთხოვნილი იქნა 2018 წლის ახალი საშტატო განრიგი, რაც იმავე დღეს იქნა განხილული და დამტკიცებული მერის მიერ, სადაც უკვე მონიტორინგის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები უკვე გათვალისწინებული აღარ ყოფილა. 3.3. სასამართლომ გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 29 მარტს, იგი გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილზე ითხოვდა დანიშვნას. 2018 წლის 5 აპრილს კი ადმინისტრაციამ აცნობა, რომ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდებოდა კონკურსი, სადაც ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა. ეს მაშინ, როდესაც კანონი პირდაპირ ავალდებულებდა დამსაქმებელს ასეთი შეთავაზების გაკეთებას. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნამდვილად შემცირებულ იქნა შრომის ანაზღაურების ოდენობა და გათავისუფლების პროცედურები იქნა დაცული, რაც არასწორი და არაკანონიერია. შტატგარეშე ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა რაოდენობას მიმატებული ის გაზრდილი ხელფასები, რომლითაც მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ შექმნა განყოფილებები, არანაირად არ გულისხმობს ეკონომიური გარემოებების გამო, შტატების შემცირებას. მითუმეტეს, რომ შტატგარეშე ხელშეკრულებით დანიშნულ თანამშრომლებთან დაკავშირებითაც გაზრდილი იქნა, როგორც მათი რაოდენობა, ასევე ხელფასების ოდენობაც. 3.5. განსახილველ დავაში, დამსაქმებლის მიერ მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები შინაარსობრივად არ გულისხმობდა რეორგანიზაციას, რადგან დამსაქმებელი არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შესაბამისად, არ დასტურდება მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ-----------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.10 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.11-2.14 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, მ-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტი-ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. სააპელაციო პალატის შეფასებით, რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის განთავისუფლების აუცილებლობის წინაშე. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2018 წელს, ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-“-ში მთავარი სპეციალისტის შტატის გაუქმების საჭიროება, განაპირობა თუ არა, საწარმოს ფინანსურმა სიძნელეებმა-2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდის შემცირებამ, სამუშაო ფუნქციების გაუქმებამ, თუ ეს ემსახურებოდა დისკრიმინაციული ნიშნით არასასურველი პირის, მ-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლებას. 4.5. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მ-----------------ის ფუნქცია-მოვალეობები ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში რაიმე დოკუმენტით გაწერილი არ ყოფილა. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმის ჩვენების გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- სახლში მ-----------------ის ძირითად ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა: ბენეფიციართა სიების მონიტორინგი, რაც გულისხმობდა მ----–-------- სახლში შემოსული ბენეფიციართა განცხადებების განხილვა და შესწავლა, შესწავლის შემდგომ განცხადებებზე დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენას; ბენეფიციართა კვების კონტროლი; ბენეფიციართა სიების შედგენა, აღრიცხვა და მათი გამოცხადების კონტროლი. (იხ. 10.04.2019წ. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - აპელანტი მხარის ახსნა-განმარტება 11:55-12:27 სთ.; მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება 12:27-12:42 სთ.). 4.6. დადგენილია, რომ, მხოლოდ ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-ს დირექტორის 2018 წლის 08 ივნისის №43 ბრძანებით განაწილდა თანამშრომელთა ფუნქციონალური მოვალეობები, მათ შორის: პუნქტი 11 - სპეციალისტს (საქმის მწარმოებელი, კადრები) ც------ გ-----ეს დაევალა: მიღებული კორესპოდენციის ელექტრონულად რეგისტრაცია და გაგზავნა დირექტორთან, რეზოლუციის შემდგომ განაწილება შემსრულებელზე; მიღებულ განცხადებებსა და მომართვებზე პასუხის პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში კონტროლზე აყვანა; დირექტორის დავალებების რეგისტრაცია; საქმისწარმოების დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ყოველთვიურად ბენეფიციართა სიის დადგენა, მისი დირექტორისათვის წარდგენა და სხვა; პუნქტი 13 - ა----------------------–-----------------–---–----------------- ქ------- მ–---------ეს დაევალა ა-------------------------------–--- გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. პუნქტი 14 - ა----------------------–--- (მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ავტოქარხნის სასადილო წარმოადგენს მ----–-------- ს---–-ს ფილიალს) სპეციალისტს ე-–------ შ----–--ეს დაევალა: ბენეფიციართა გამოცხადების კოტროლი; ბენეფიციართა ჟურნალის წარმოება და ინფორმაციის მიწოდება საქმის მწარმოებელზე; (იხ. ბრძანება, ს/ფ 245-249). 4.7. საქმეზე წარმოდგენილი, ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-“-ს წესდებით ირკვევა, მოპასუხე დაწესებულება არ წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ მეწარმე სუბიექტს. იგი არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტის მიერ და რომლის მიზნები და ამოცანებია: ქალაქ ქუთაისში მცხოვრები განსაკუთრებით გაჭირვებული, უმწეო პირების კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ამ პირებისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვის ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა. 4.8. საქმეში განთავსებული 2017-2018წ. ხარჯთაღრიცხვებით დადგენილია, რომ დამფუძნებელი პარტნიორის-ქ. ქ--------- მერიის თანხმობით, შემცირდა შრომის ანაზღაურების წლიური სახელფასო ფონდი, ხოლო საშტატო ერთეულების და შრომის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე 2018 წლის ხარჯთაღრიცხვით გაიზარდა ბენეფიციართა კვების და სხვა ხარჯები. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია, რის შედეგადაც შემცირდა ოთხი საშტატო ერთეული, გაუქმდა მ-----------------ის შტატი და როგორც წესდებით განისაზღვრა, მისი ფუნქციების ნაწილი გადაეცა ორგანიზაციის დირექტორს და ამავე ორგანიზაციაში დასაქმებულ სპეციალისტებს, ხოლო ბენეფიციართა სიების მონიტორინგი გადაეცა ქ--------- მ----–----–-------------იის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამდენად, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნია, რომ ააიპ ქალაქ ქ--------- მ----–-------- ს---–-“-ში რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის სახელფასო ფონდის შემცირება. 4.9. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის შედავება იმ საკითხზე, რომ დამსაქმებელმა დაარღვია შრომის კოდექსის მოთხოვნები და არ შესთავაზა ტოლფას სამუშაოზე დანიშვნა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მ-----------------ის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის-2018 წლის 27 მარტს ორგანიზაციაში თავისუფალი შტატი, მათ შორის აპელანტის მიერ მითითებული მენეჯერის საშტატო ერთეული არ არსებობდა, დამსაქმებელი ორგანიზაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეთავაზებინა მისთვის სხვა ტოლფასი სამუშაო ადგილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს, იყო კანონიერი, დასაბუთებული და გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც არ არსებობს მ. გი-------ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან, გათავისუფლების შესახებ ბრძანება სააპელაციო პალატას კანონიერად მიაჩნია, აღნიშნული გამორიცხავს ტოლფას სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც მ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ მ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის მ-----------------ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე