განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210018002430360
საქმე №2ბ/448-19
განჩინება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–--
წარმომადგენლები - ო-–--ი გ-----–--ე, მ------ რ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ--ა“
წარმომადგენლები - ა------------, თ------------ე
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს „კ--ას" სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა შპს „ჩ-------------------------------------------“ ს/კ 5-------------- სრულად გაიტანოს შპს „კ--ას“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ლიცენზიით განსაზღვრული 4-- ჰა უბნიდან მის მიერ დაყრილი გ-------ი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2--- წლის 2- სექტემბერს ს----------–-----------------–---------------------------------------------- N 1--- ბრძანებით შპს „კ--ას“ სასარგებლოდ გაიცა ლიცენზია N 0----.
2.2. შპს „კ--ას“ 2--- წლის 2- სექტემბერს მიეცა უფლება, რომ 2--–-–-- განმავლობაში, ლიცენზიით განსაზღვრული უბნებიდან, ეწარმოებინა სასარგებლო წიაღისეულის (ქ--–------–-) მოპოვება, წელიწადში არაუმეტეს 9--- კუბური მეტრის ოდენობით.
2.3. N 0---- ლიცენზიის თანახმად, შპს „კ--ასათვის“ გადაცემული პირველი უბნის, რომლის ფართობია 4-- ჰა, შემაერთებელი წერტილების კოორდინატებია: (------------------------------------------------------------------------------------
2.4. 2--- წლიდან შპს „ჩ-------------------------------------------------------------------–---–-ა“ ლიცენზიით განსაზღვრულ პირველ ნაკვეთზე დაიწყო გ--------- დაყრა, რომლის შედეგადაც, 2--- წლის 8------ს მდგომარეობით, მოპასუხის მიერ დაყრილი მიწით დაიფარა 1---------- მიწის ფართობი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დასახელებულ უბანზე დაყრილი მიწის ფართობი არის კიდევ უფრო გაზრდილი.
განსახილველ დავაში მოპასუხე უთითებს, რომ ტერიტორია რომელიც გ--------- დასაყრელად გამოიყენა შპს „ჩ----------------------------------------------------------–---–--“ შესაბამისი ნებართვით მიიღო ხაშურის მ----–----–-------------------–--- მიერ. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების საკითხზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აბსოლუტური შესაძლებლობა აქვს, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო, უმთავრესად, ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მესამე ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და წარმოუდგენს სასამართლოს საიჯარო ხელშეკრულებას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
ამავე კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 2- სექტემბერს ს----------–-----------------–---------------------------------------------- N 1--- ბრძანებით შპს „კ--ას“ სასარგებლოდ გაიცა ლიცენზია N 0----.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. შპს ,,ა----------------–--------“ მიერ 2----–-–--------------- გაცემულია N----- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხაშურის რაიონის სოფელ ქ--–------ ტერიტორიაზე შ-------------------------------------------------------------------------–---–--------- გამოყოფილი ტერიტორია - N-----------------------------------------–-- (ფარავს) შპს ,,კ--ა“-სთვის გამოყოფილი ტერიტორიის კოორდინატებს და ხაშურის მ----–----–-------------------–--- 2--- წლის 2--------–-- განკარგულება, რომლის თანახმადაც ზ----------------------–-- სა-----------------------–-- მ------------–--- პროექტის ფარგლებში, საქართველოს რ--------- კონტრაქტორ კომპანიას, შპს ,,ჩ-------------------------------------------" მიეცა თანხმობა სოფელ ქ--–------ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული N- გ-------- მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ინერტული მასალების შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე. ზემოხსენებული დოკუმენტებით კი, დადასტურებულია, რომ N------------ ტერიტორია და შპს ,,კ--ასთვის“ გამოყოფილი ტერიტორია ერთსა და იმავე კოორდინატებშია მოქცეული.
ყოველივე ზემოხსენებული, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ჩ-----ის რ--------- 2--- ბ-------ს“ ჯ-----ს სადავო ტერიტორიაზე გ-------დან გამოტანილი გამონამუშევარი ქანები თავისი ინიციატივით, უნებართვოდ არ დაუყრია. აღნიშნული ქმედების შესრულებაზე მათ გააჩნდათ ნებართვა ხ-–-----------------–--- შესაბამისი განკარგულებით და თანხმობა მაშინდელი გ--------------------------------------- დაცვის სამინისტროდან. გარდა ამისა, ცნობილი არ იყო რომ ადგილი ჰქონდა ზედდებას და როცა აღნიშნული გახდა ცნობილი, უკვე ქ------ მაქსიმალური ოდენობა დაყრილი იყო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეჯიბრებითობის პრინციპზე, მაგრამ არ ასაბუთებს თუ რატომ გაითვალისწინა ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და რატომ არ გაითვალისწინა მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლო აპელირებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე და მიუთითებს რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადსტურდეს გარკვეული სახის მტკიცებუილებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით და მიუთითებს მხარის მიერ წარმოდგენილ საიჯარო ხელშეკრულებაზე, მაგრამ არ მსჯელობს მოპასუხის მიერ წარდგენილ N-- განკარგულებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. დავის საგანი არის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და არა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ჩნდება კითხვა - აქვს თუ არა, შპს „ჩ-----ის რ--------- 2--- ბ-------ს ჯ-----ის მ--------------- ფ--–---–ს“ სადავო ფართის ფლობისა თუ სარგებლობის უფლება.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2--- წლის 2- სექტემბერს ს----------–-----------------–---------------------------------------------- N 1--- ბრძანებით შპს „კ--ას“ სასარგებლოდ გაიცა ლიცენზია N 0----. შპს „კ--ას“ 2--- წლის 2- სექტემბერს მიეცა უფლება, რომ 2--–-–-- განმავლობაში, ლიცენზიით განსაზღვრული უბნებიდან, ეწარმოებინა სასარგებლო წიაღისეულის (ქ--–------–-) მოპოვება, წელიწადში არაუმეტეს 9--- კუბური მეტრის ოდენობით. N0---- ლიცენზიის თანახმად, შპს „კ--ასათვის“ გადაცემული პირველი უბნის, რომლის ფართობია 4-- ჰა, შემაერთებელი წერტილების კოორდინატებია: (------------------------------------------------------------------------------------ 2--- წლიდან შპს „ჩ-----ის რ--------- 2--- ბ-------ს ჯ-----ის მ---------------მა ფ--–---–მა“ ლიცენზიით განსაზღვრულ პირველ ნაკვეთზე დაიწყო გ--------- დაყრა, რომლის შედეგადაც, 2--- წლის 8------ს მდგომარეობით, მოპასუხის მიერ დაყრილი მიწით დაიფარა 1---------- მიწის ფართობი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დასახელებულ უბანზე დაყრილი მიწის ფართობი არის კიდევ უფრო გაზრდილი.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს.
სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. მოვალე ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეშლის აღკვეთა. 161-ე მუხლი წარმოადგენს ნივთის მფლობელის პოსესორულ მოთხოვნას, რომელიც არა მფლობელობის ჩამორთმევით, არამედ მის სხვაგვარად ხელშეშლით გამოიხატება. ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს. მაგალითად: დამქირავებელი, მოიჯარე ან მონათხოვრე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, შპს „კ--ას“ მფლობელობის უფლება, რომელსაც ხელჰყოფს მოპასუხის ქმედება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჩ-----ის რ--------- 2--- ბ-------ს ჯ-----ის მ---------------ი ფ--–---–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი