განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002623959
საქმე №2ბ/7537-18
განჩინება
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ი------------ე
წარმომადგენელი - მ--------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ტ---------------ე
წარმომადგენელი - ნ----–---------–-–---–ი, ს---------–--ე
დავის საგანი - თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: დაკმაყოფილდა ტ---------------ის სარჩელი: შეწყდა ქორწინება ტ----------------ესა და ი------------ეს შორის რეგისტრირებული 1----–-–--------–-სს, გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი N--. ცნობილ იქნა ტ----------------ე უძრავი ქონების მდებარე თ---–--–-, I ს------------ (პ---------) ქ----, N--------–---------------- ს.კ N---------------- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ტ----------------ე და მოპასუხე ი------------ე (ქორწინებამდელი გვარი ,,ხ------ა“) დაქორწინდნენ 19----–-–--------–--ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნ----------იძე (დაბადებული 0--------- წელს) და ვ----–--------ე (დაბადებული 1--------- წელს).
2.2. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის უკიდურესად დამძიმებული ურთიერთობაა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2----–-–----- აპრილს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–----------------–-------–-–--------------------------–------------------------–---------------–---------–-------------------–---------–----–------------–--------------- მიერ ტ----------------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.
2.3. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) ქ. N--------–---------------- საკადასტრო კოდი N----------------, საკუთრების უფლებით ირიცხება ი------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1----------–--–--
2.4. მოსარჩელე ტ----------------ე და მოპასუხე ი------------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. დღეის მდგომარეობით, სადავო საცხოვრებელ მისამართზე (მ-----------------–------ ს------------ (პ---------) ქ. N----- (ლ--------------)) ცხოვრობს მოპასუხე ი------------ე.
2.5. უძრავი ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შესაფასებლად წარმოდგენილი უძრავი ქონების, მ-----------------–------ ს------------ (პ---------) ქ. N--------–---------------- მთლიანი საბაზრო ფასი შეადგენს 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარს. საცხოვრებელი სახლი არის სარემონტო მდგომარეობაში.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. მოპასუხის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) ქ. N----- (ლ--------------) შეძენილია მხოლოდ მოპასუხე ი------------ის ფულადი სახსრებით და მოსარჩელეს მის შეძენაში საერთოდ არ მიუღია არანაირი მონაწილეობა. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი შეიძინა მან ნათესავების და თანამშრომლების დახმარებით. შეძენილი ქონება იყო საცხოვრებლად უვარგისი და მოპასუხემ ჩაატარა მცირედი სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ შეექმნა მინიმალურად დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აღნიშნულ პოზიციას სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან ზეპირი განმარტების გარდა, მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხოლოდ მის მიერ სადავო ქონების შეძენას და მხოლოდ მისი ფულადი სახსრებით სადავო სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ხსენებული უძრავი ნივთი შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, ერთობლივი საქმიანობის გაძღოლის შედეგად.
2.7. საცხოვრებელი სახლის შეძენის დროისათვის, მხარეები, ტ---------------ე და ი------------ე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება წარმოადგენდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის წარმოშობის ხელისშემშლელ გარემოებას. მხარეები ცხოვრობნდნენ ერთ ოჯახად შვილებთან ერთად, რა დროსაც, შეძენილი და მოპასუხის სახელზე აღრიცხული იქნა სადავო ქონება. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობით, მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. მოცემულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავო გარემოებას უძრავი ნივთის მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი სახსრებით შეძენის თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სადავო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) 1. N-----, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. მოსარჩელე ტ----------------ეს და მოპასუხე ი------------ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 19----–-–--------–--ს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: ნ----------იძე (დაბადებული 0--------- წელს) და ვ----–--------ე (დაბადებული 1--------- წელს).
მხარეებს, ტ----------------ეს და ი------------ეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა. მათი შვილები არიან სრულწლოვანები. ტ----------------ისა და ი------------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
მოპასუხე ი------------ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე.
2.9. მოსარჩელემ მოითხოვა ი------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) ქ---- N--------–---------------- საკადასტრო კოდი №----------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.
უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) ქ. N--------–---------------- საკადასტრო კოდი N----------------, საკუთრების უფლებით ირიცხება ი------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1----------–--–-- აღნიშნულ საცხოვრებელ სახლის შეძენის შემდეგ ჩატარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, სადავო სახლში ცხოვრობს მოპასუხე ი------------ე. დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელე ტ----------------ეს არ ეძლევა საშუალება ფლობდეს და სარგებლობდეს აღნიშნული ქონებით. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, მ-----------------–------ ს------------ (პ---------) ქ---- N----- (ლ--------------) შეძენილია მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი სახსრებით და ამ ქონების შეძენაში მას დაეხმარნენ ნათესავები და თანამშრომლები. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე ტ----------------ეს არ უმუშავია, არ ჰქონია შემოსავალი და მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სადავო ქონების შეძენასა და შემდგომ სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში. დადგენილია, რომ მხარეებს შორის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდშიც იყო დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან, ზეპირი განმარტების გარდა, მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხოლოდ მის მიერ სადავო ქონების შეძენას და მხოლოდ მისი ფულადი სახსრებით სადავო სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ხსენებული უძრავი ნივთი შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, ერთობლივი საქმიანობის გაძღოლის შედეგად. სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება ვერ მიიჩნევა ამ მოცემულ საქმეზე სადავო გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის ფაქტი ერთ-ერთი მეუღლის მიერ საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. იმ გარემოების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, რომ სადავო ქონების შეძენისა და გაუმჯობესების ხარჯები მხოლოდ მოპასუხე ი------------ის მიერ იქნა გაღებული, საფუძველს მოკლებულია. ვინაიდან, სამოქალაქო კანანომდებლობით დადგენილია დანაწესი, რომლის მიხედვითაც, საერთო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი (სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების არსებობის პირობებშიც კი, სადავო უძრავ ქონებაზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, შეძენილია რა მეუღლეების, ტ----------------ის და ი------------ის ერთ ოჯახად ცხოვრების და საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად.
დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად შვილებთან ერთად, რა დროსაც, შეძენილი და მოპასუხის სახელზე აღრიცხული იქნა სადავო უძრავი ქონება. მათ შორის, დაძაბული ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება წარმოადგენდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის წარმოშობის ხელისშემშლელ გარემოებას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ი------------ემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სადავო ქონებაზე განსხვავებულ საკუთრებითი რეჟიმის არსებობის თაობაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სადავო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) 1. N-----, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მეუღლეების, ტ---------------ის და ი------------ის საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის დროს, ქორწინების განმავლობაში. ამდენად, არსებობს უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) ქ. N--------–---------------- საკადასტრო კოდი N----------------, 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ მოსარჩელე ტ----------------ის აღიარების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სადავო უძრავი ნივთი შეძენილია აპელანტის სახსრებით და აღრიცხულია ი----ა გ-----ეზე. მოპასუხის სახსრებით შესრულდა სარემონტო სამუშაოები. სახლის კედლები არის არამდგრადი. გამიჯვნისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში შეიძლება ჩამოინგრეს. ამასთან, მოსარჩელე არის მოძალადე, ამჟამად, სადავო სახლში ი------------ესთან ერთად ცხოვრობს მხარეების საერთო შვილი ნ----------იძე. მოსარჩელე ტ---------------ე ნ----------იძის მიმართაც ახორციელებდა ძალადობას, რის გამოც, სასამართლოს მიერ ძალიან ხშირად გაიცემოდა შემაკავებელი ორდერები. ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას შედეგად მოჰყვება მოძალადის შემოსვლა სადავო საცხოვრებელ სახლში, რითაც საფრთხე შეექმნება აპელანტისა და მისი შვილის სიცოცხლეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ვრცელდება თუ არა ქ. თ---–--–-, I ს------------ (პ---------) ქ. N----- (ლ--------------) მდებარე უძრავ ქონებაზე, როგორც მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ნივთზე თანასაკუთრების რეჟიმი, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (შ-------------------------------------------–--–-).
უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თ---–------ ს------------ (პ---------) ქ. N--------–---------------- საკადასტრო კოდი N----------------, საკუთრების უფლებით ირიცხება ი------------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1----------–--–-- საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით კი, ირკვევა, რომ მხარეებს შორის ქორწინება 1----–-–--------–-სს შედგა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დგინდება რომ უძრავი ქონება შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ, ეს გარემოება სავსებით საკმარისი საფუძველია იმ პრეზუმფციის დაშვებისათვის, რომ ქონებაზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული რეჟიმი. პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მისი გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაცაა ეს ფაქტობრივი გარემოება მიმართული.
სასარჩელო წარმოებაში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია საქმეში მისი მხრიდან იმგვარი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე, რომელიც ხსენებულ ვარაუდს გააქარწყლებდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიები არ ყოფილა წარმოდგენილი. ამგვარ პრეტენზიად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აპელანტის ვარაუდი მასზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას შედეგად მოჰყვება მოძალადის შემოსვლა სადავო საცხოვრებელ სახლში, რითაც საფრთხე შეექმნება აპელანტისა და მისი შვილის სიცოცხლეს (ასეთ დროს, შესაძლებელია შესაბამისი კანონით დადგენილი ზომების განხორციელება, მაგ. მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისადმი და ა.შ) ამასთან, მითითებული არ ყოფილა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და შესაბამისად, არც სათანადო მტკიცებულებები ყოფილა წარმოდგენილი, რაც საფუძველს გამოაცლიდა თანასაკუთრების რეჟიმს (მაგ. სამოქალაქო კოდექსის 1161-ე, 1162-ე მუხლები).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი