განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
330210017002110529
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002110529

საქმე №2ბ/390-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - დ----- მ------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს-----ო ჭ--–--ე

 

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - დ----- მ------–---–ის შეგებებული სარჩელი, ალიმენტის შემცირების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელე ს-----ო ჭ--–--ე და მოპასუხე დ----- მ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 20---–-–----------------. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------–-სს, შეეძინათ შვილი - ქ---ი მ------–---–ი. ამჟამად, ს-----ო ჭ--–--ე და დ----- მ------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი ქ---ი მ------–---–ი ცხოვრობს დედასთან - ს-----ო ჭ--–--ესთან ერთად.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით #2/20990-15 ს-----ო ჭ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ----- მ------–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის - 2----–-–---------–-სს დაბადებული ქ---ი მ------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2--- წლის 1----------------ან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2.3. ს-----ო ჭ--–--ე შვილთან - ქ---ი მ------–---–თან ერთად ცხოვრობს ა---------–-----------– შტატებში, შვილის აღზრდასთან ერთად მუშაობს და გარკვეულწილად უზრუნველყოფს მის მოთხოვნილებებს.

 

2.4. საქმეში წარმოდგენილი თანხის გადახდის ქვითრების ასლების მიხედვით, მოსარჩელე ს-----ო ჭ--–--ის და არასრულწლოვანი ქ---ი მ------–---–ის ბინის ქირის გადასახადი შეადგენს 1250.00 აშშ დოლარს, უსაფრთხოების გადასახადი - 1875.00 აშშ დოლარს და ბინადრობის მოწმობა - 75.00 აშშ დოლარს, ქ----–--------------–---–----–------------------------------- ქ---ი მ------–---–ის სწავლის საფასური შეადგენს 45.00 აშშ დოლარს, კ-–--------ის გ-----------------–-------–------------–---–--------- ბავშვზე ზრუნვის გადასახადი შეადგენს 195 აშშ დოლარს, ხოლო საბაზო სკოლის და საზაფხულო სკოლის პროგრამასთან ერთად, დაახლოებით, 424 აშშ დოლრს, ამასთან წლის ბავშვზე ზრუნვის მომსახურება შეადგენს 1200 აშშ დოლარს, ო-–-------------------------------–-------------------- მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ქ---ი მ------–---–ის მომსახურების გადასახადი შეადგენს 155 აშშ დოლარს.

 

2.5. დ----- მ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი----ა დ-----------სთან 2----–-–------------–-----.

 

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით ს-----ო ჭ--–--ის და დ----- მ------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რომლის მიხედვით დ----- მ------–---–მა იკისრა ვალდებულება, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ნაწილი 2--- წლის 1----------------ან 2----–-–---------–-- ჩათვლით, ექვსი თვის საალიმენტო ვალდებულება, რაც შედგენს 2700 (ორი ათას შვიდას) ლარს, გადაიხადოს არაუგვიანეს 2----–-–------------–--ა. საალიმენტო ვალდებულების დარჩენილი ნაწილის, ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდათი) ლარის გადახდა მოხდებოდა ყოველი თვის 20-დან 25 რიცხვამდე.

 

2.7. 2----–-–-----------------ს დადებული, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების განაწილება/გაცვლის შესახებ შეთანხმების მიხედვით ს-----ო ჭ--–--ემ საკუთრების უფლებით, სრულად გადასცა დ----- მ------–---–ს ორი უძრავი ქონება ს/კ #0---------------------- და ს/კ #0-------------------------, ხოლო დ----- მ------–---–მა ს-----ო ჭ--–--ეს საკუთრების უფლებით სრულად გადასცა ხუთი უძრავი ქონება: ს-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2.8. 2----–-–------------------ს დადებული ხელწერილის მიხედვით ს-----ო ჭ--–--ის წარმომადგენელმა, ლ--–ი ა------–---–მა, დ----- მ------–---–ისგან მიიღო მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხა - 3000 აშშ დოლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.9. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------------–-- იჯარის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, დ----- მ------–---–ს და შ----------------------–--- შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 100 კვ.მ ფართზე მდებარე: ქ-------–-------------------------------------------------–---- სადაც საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.

 

2.10. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------ს მიმართვების თანახმად დ----- მ------–---–ი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

 

2.11. მოქალაქე ს-----ო ს-----------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, მას დაკავებული აქვს დ----- მ------–---–ის საკუთრებაში არსებული 4------- ფართი დროებითი სარგებლობისათვის, სამკერვალოს მოსაწყობად და დღევანდელი მდგომარეობით მას დ----- მ------–---–ისთვის ქირა არ გადაუხდია.

 

2.12. 2----–-–------------- და 20---–-–-------------- ხელოვნური განაყოფიერებისა და ემბრიონის გადატანის შესახებ ხელშეკრულებების მიხედვით შპს ,,ი-----------------------------–-------“, ი----ა დ-----------ს და დ----- მ------–---–ს შორის დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კლინიკა ოჯახურ წყვილს ჩაუტარებს უშვილობის მკურნალობას ხელოვნური განაყოფიერების და ემბრიონის გადატანის მეთოდით. აღნიშნული მკურნალობის ღირებულებამ 2---------წ. ხელშეკრულების მიხედვით შეადგინა 9------ ლარი, ხოლო 1--------- წ. ხელშეკრულებიდან დამომდინარე გადახდილი იქნა 2--- ლარი.

 

2.13. დ----- ფ-----ის მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით დ----- ფ-----ემ, 2----–-–-------–- ასესხა 7000 ლარი დ----- მ------–---–ს პროცენტის გარეშე, რაც უნდა დააბრუნოს 2----–-–------------------

 

2.14. 2----–-–------------- გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, ი/მ ს-----ო ჭ--–--ეს, დ----- მ------–---–ს და სს ,,თ-----“ ბ---- შორის დაიდო ხელშეკრულება - 2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, რომლის მიხედვით ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 165 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 2----–-–-------------ს ს-----ო ჭ--–--ესა და დ----- მ------–---–ს შორის დადებული შთანხმების მიხედვით რეგისტრირებული ქირავნობა გავრცელდა დ----- მ------–---–ის კუთვნილი ფართის 2 კვ.მ-ზე. 2----–-–--------------–-- ხელშეკრულების გაუქმების (შეწყვეტის) შესახებ შეთანხმების და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სს ,,თ----- ბ----ა“ და დ----- მ------–---–ს შორის შეწყდა არსებული ქირავნობის ხელშეკრულება.

 

2.15. 2----–-–--------------–-- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დ----- მ------–---–მა (პ/ნ 3----------) გაყიდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--------------------------------------, ს/კ/0---------------------- და იყიდა დ----- მ------–---–მა (პ/ნ 0----------), ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 34000 აშშ დოლარი. მყიდველი საჯარო რეესტრში 2---------წ. აღირიცხა მესაკუთრედ.

 

2.16. 2----–-–-----------ს დადებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით ი----ა დ-----------ს და დ----- მ------–---–ს შორის დადებული იქნა სესხის ხელშკრულება, რომლის მიხედვით ი----ა დ-----------მ დ----- მ------–---–ს სესხის სახით გადასცა ფულადი თანხა 26000 ევროს ოდენობით 20---–-–----- სექტემბრამდე ვადით, რაც 2---------წ. ი----ა დ-----------ს ხელწერილის მიხედვით, დ----- მ------–---–ის მიერ დაბრუნებული იქნა 20---–-–----- თებერვალს.

 

2.17. საქმეში 2----–-–------------ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, დ----- მ------–--–ს აღენიშნება კ-----------------------------–-–-----–--–---–-------------------------------–---------------------–-----------------------------------–----–-–---- სინდრომი.

 

2.18. საქმის მასალებით არ დასტურდება დ----- მ------–---–ის კმაყოფაზე მეუღლის - ი----ა დ-----------ს და დედის რ------ი მ------–---–ის ყოფნის ფაქტი. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ი----ა დ----------- არის სრული ქმედუნარიანობის მქონე პირი, მისი შრომისუუნარობის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც შეეხება დედას - რ-------ი მ------–---–ს, სასამართლო მიუთითებს, რომ დ----- მ------–---–ს რამე მტკიცებულება, რომ დედის რჩენა მხოლოდ მისი კანონისმიერი ვალდებულებაა და სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია, არ წარმოუდგენია. როგორც ხელწერილში განმარტავს თავად რ-------ი მ------–---–ი - ის არის პენსიონერი და იღებს კანონით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას პენსიის სახით.

 

2.19. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია დ----- მ------–---–ის მიერ მითითებული ფაქტობრივ გარემოება ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 2----–-–------------ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N-----ით არ დასტურდება, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც პერიოდული სამუშაოების შესრულების შედეგად გარკვეული შემოსავლის მიღება და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯი აუარესებს, მოსარჩელის მატერიალურ მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილი პაციენტ დ----- მ------–---–ის შესახებ შპს ,,-------------------------------–-----“ მიერ 2----–-–------------ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, დიაგნოზის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არ ქმნის ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.20. სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას კვლევის საგანია, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, ალიმენტის გადამხდელი პირის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა მნიშვნელოვნად, არ მომხდარა მდგომარეობის იმგვარი ცვლილება, რაც დ----- მ------–---–ის მიერ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის უუნარობაზე მიუთითებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ცვლილებები შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარესთან მიმართებით, არ დადასტურდა. ის გარემოება, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, დ----- მ------–---–ი დაოჯახდა და წყვილი გადის ,,ი--------------------–-----“ შვილის შეძენის მიზნით, არ შეიძლება წარმოადგენდეს, მამისთვის არასრულწლოვანი შვილის მიმართ დაკისრებული ალიმენტის შემცირების ერთ-ერთ საპატიო მიზეზს. არც შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მითითებული ის გარემოება, რომ მან სესხი აიღო საკუთარი პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად არ წარმოადგენს ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველს. შესაბამისად, იმ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, რომ მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში, ობიექტურად გამორიცხავს მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობით გადახდის შესაძლებლობას, დ----- მ------–---–ს არ წარმოუდგენია. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირება, იმ ფონზე, როდესაც არ შეცვლილა დ----- მ------–---–ის მატერიალური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

რაც შეეხება ალიმენტის გადამხდელის განმარტებას, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის კმაყოფაზე დამატებით ოჯახის ორი წევრის: მეუღლის - ი----ა დ-----------ს და დედის - რ------ი მ------–---–ის ყოფნის თაობაზე, რის დასადასტურებლადაც მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ქორწინების და დაბადების მოწმობები, ასევე ი----ა დ-----------ს და რ------ი მ------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, არ გაიზიარა სასამართლომ სათანადო დასაბუთების არარსებობის გამო. საქმის მასალებით არ დასტურდება დ----- მ------–---–ის კმაყოფაზე მეუღლის და დედის ყოფნის ფაქტი, რადგან მოპასუხემ მართალია წარმოადგინა ზემომითითებული მტკიცებულებები, მაგრამ უშუალოდ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება ოჯახის ორი წევრი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულებაა და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმედუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

სასამართლომ არ გაიზიარა დ----- მ------–---–ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 2----–-–------------ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #1----ით არ დასტურდება, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც პერიოდული სამუშაოების შესრულების შედეგად გარკვეული შემოსავლის მიღება და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯი აუარესებს, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილი პაციენტ დ----- მ------–---–ის შესახებ შპს ,,-------------------------------–-----“ მიერ 2----–-–------------ს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, დიაგნოზის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არ ქმნის ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანი ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვები დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

 

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა, ამიტომ ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტის დედა არის საპენსიო ასაკს მიღწეული და სახელმწიფოსაგან იღებ სოციალურ დახმარებას. ამასთან, ქვეყანაში შეინიშნება ინფლაციის მკვეთრი მაჩვენებელი. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ ი----ა დ-----------, რომელიც დ----- მ------–---–ის მეუღლეა, არ ფლობს ქართულ ენას და მისთვის დასაქმება სირთულეს წარმოადგენს და იგი მის კმაყოფაზე იმყოფება. სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ის ფაქტი, რომ აპელანტის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობას, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით #2/20990-15 ს-----ო ჭ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ----- მ------–---–ს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის - 2----–-–---------–-სს დაბადებული ქ---ი მ------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2--- წლის 1----------------ან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლით მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის გამო, ალიმენტის ოდენობის შეცვლის წესია გათვალისწინებული. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა – შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა უცვლელ კატეგორიას არ წარმოადგენს და ობიექტური ან სუბიექტური გარემოებების ცვლილებასთან ერთად, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეიცვალოს. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუარესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასაზიარებელი არ არის დ----- მ------–---–ის არგუმენტი, რომ მის კმაყოფაზეა დედა და მეუღლე. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულებაა და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით). განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის ვალდებულება დ----- მ------–---–ს არ უდასტურდება.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები (,,ი---------- მკურნალობისათვის“ გადასახდელი თანხა) ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ასევე საყურადღებოა, რომ მხარის ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში დაკისრებული ალიმენტის გონივრულია და სამართლიანია და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- მ------–---–ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ----- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი