განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002439766
N2ბ/8207-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) - ს------- ღ--------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–ა ს-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა------- კ-–--–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა------- კ-–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს------- ღ--------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ა------- კ-–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ქ-------------------------–-------------------------------------), შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 63.26 კვ.მ., შენობა №2, საერთო ფართით -205.02 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №3 საერთო ფართით - 21.63 კვ.მ. ა------- კ-–--–---–ს უარი ეთქვა მოპასუხე ს------- ღ--------–-–---–ისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით, 2018 წლის 01 იანვრიდან - ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად - 1200 ლარის დაკისრებაზე.
ამავე გადაწყვეტილებით, ს------- ღ--------–-–---–ს დაეკისრა 60 ლარის გადახდა ა------- კაციაშვლის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ს------- ღ--------–-–---–ს დაეკისრა 160 ლარის ანაზღაურება ა------- კ-–--–---–ის სასარგებლოდ, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ. ა------- კ-–--–---–ს დაუბრუნდა გოგიტა ბახტაძის მიერ, სს ,,ს----------–----------–-'' 2018 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 264 ლარიდან - ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში - 3--------, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადახდო დავალება №12). ა------- კ-–--–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 144 ლარი, ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ა------- კ-–--–---–ს უარი ეთქვა მოპასუხისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 200 ლარის დაკისრების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ქ. თბილისში, ნ--------------------------–---------------–- (ს/კ 0---------------) არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ა------- კ-–--–---–ის და გ------ კ-–--–---–ის თანასაკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 63.26 კვ.მ, შენობა №2, საერთო ფართით 205.02 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №3 საერთო ფართით - 21.63 რეგისტრირებულია ა------- კ-–--–---–ის, ხოლო შენობა №4, №5, №6 - საერთო ფართით 294.35 კვ.მ რეგისტრირებულია გ------ კ-–--–---–ის სახელზე.
2.2. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა ი-----დიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და ი-----დიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე ი-----დიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი - 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
სასამართლოს განმარტებით, საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაცი----- სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად. მართალია მოპასუხე განმარტავდა, რომ წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელს, მაგრამ აღნიშნული მითითება სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული იმ პირობებში, როდესაც მხარეს სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, მისი წინამორბედის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი და აღნიშნული ვერ გახდებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვდა მოპასუხის გამოსახლებას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაცი----- ხასიათის იყო და არსებობდა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა------- კ-–--–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება.
2.4. ა------- კ-–--–---–ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრება, 2018 წლის 1 იანვრიდან - უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, დაუსაბუთებლობის მოტივით. ამ ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ქონებაზე მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოპასუხის მიერ აშენებულ შენობა-ნაგებობაზე მოიპოვა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. აპელანტის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულებით, მოსარჩელემ მიიღო ქონება, რომელიც ირიცხებოდა გამჩუქებლის სახელზე დაშენებული ფართის გარეშე. მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ფართზე კონკრეტულად სამზარეულო 5 კვ.მ. და ოთახი 18,93 კვ.მ. მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპივა 2018 წლის 24 აგვისტოს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სადავოდ გახადა მის მშენებლობაში მონაწილეობის ფაქტი და მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლება აღნიშნულ ფართზე. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს გამჩუქებლის მიერ საკუთრება არ გადაცემია მოპასუხის მიერ აშენებულ შენობა-ნაგებობაზე. მას გადაეცა უფლება და მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სადავოდ გახადა მის მიერ ერთიანი საოჯახო მეურნეობის შედეგად მშენებლობაში მონაწილეობის ფაქტი, მოსარჩელემ დაუყონებლივ მოახდინა დაშენებული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებად უნდა შეფასდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 12.06.2014 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონებაზე (ს/კ 0---------------), მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------------------–-------------- (დაზუსტებული ფართობი: 335.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1,N2,N3,N4,N5,N6) რეგისტრირებულია ი----- კ-–--–---–ის და გ------ კ-–--–---–ის თანასაკუთრების უფლება.
აღნიშნული უძრავი ქონებიდან ½ ნაწილი რეგისტრირებულია ი----- კ-–--–---–ის სახელზე, ხოლო შენობა №4, №5, №6 - საერთო ფართით 294.35 კვ.მ. რეგისტრირებულია გ------ კ-–--–---–ის სახელზე (ტომი 1; ს/ფ 62-63);
4.2. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ი----- კ-–--–---–ი არის მოსარჩელე ა------- კ-–--–---–ის და მოპასუხე ს------- ღ--------–-–---–ის ყოფილი მეუღლის, ლ---- კ-–--–---–ის მამა;
4.3. დადგენილია, რომ ს------- ღ--------–-–---–ი და ლ----ი კ-–--–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2012 წლის 05 ივლისს (ტომი 1; ს/ფ. 59); ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 მარტის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება, კერძოდ, შეწყდა ს------- ღ--------–-–---–სა და ლ----ი კ-–--–---–ს შორის 2012 წლის 05 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება (ტომი 1; ს/ფ 138-140);
4.4. 2017 წლის 21 ნოემბერს, ი----- კ-–--–---–სა და ა------- კ-–--–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი----- კ-–--–---–მა ა------- კ-–--–---–ს საჩუქრად გადასცა, საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების ½ ნაწილი, მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------------------–-------------- (ტომი 1; ს/ფ 143-144);
4.5. 19.04.2018 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------), მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------------------–-------------- (დაზუსტებული ფართობი: 335.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1,N2,N3,N4,N5,N6) რეგისტრირებულია ა------- კ-–--–---–ის და გ------ კ-–--–---–ის თანასაკუთრების უფლება.
აღნიშნული უძრავი ქონებიდან ½ ნაწილი რეგისტრირებულია ა------- კ-–--–---–ის სახელზე, ხოლო შენობა №4, №5, №6 - საერთო ფართით 294.35 კვ.მ. რეგისტრირებულია გ------ კ-–--–---–ის სახელზე (ტომი 1; ს.ფ. 17-18);
ამონაწერის თანახმად, მითითებული უძრავი ქონების ½ ნაწილზე, ა------- კ-–--–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2017 წლის 21 ნოემბერს, ი----- კ-–--–---–სა და ა------- კ-–--–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია: 21.11.2017 წ. (ტომი 1; ს/ფ 17-18);
4.6. 24.08.2018 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონებაზე (ს/კ 0---------------), მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------------------–-------------- (დაზუსტებული ფართობი: 335.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1,N2,N3,N4,N5,N6) რეგისტრირებულია ა------- კ-–--–---–ის და გ------ კ-–--–---–ის თანასაკუთრების უფლება.
აღნიშნული უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა N1-ზე საერთო ფართით - 63.26. კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართით - 205.02 კვ.მ. შენობა N3 საერთო ფართით - 21.63 კვ.მ. რეგისტრირებულია ა------- კ-–--–---–ის სახელზე, ხოლო შენობა №4, №5, №6 - საერთო ფართით 294.35 კვ.მ. რეგისტრირებულია გ------ კ-–--–---–ის სახელზე (ტომი 1; ს/ფ 193-194);
4.7. 2018 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა ს------- ღ--------–-–---–მა ა------- კ-–--–---–ის მიმართ და მოითხოვა ა------- კ-–--–---–ისათვის, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გათვალისწინებით 20 000 ლარის დაკისრება. ს. ღ--------–-–---–ი შეგებებულ სარჩელს აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხის ძმასთან ლ---- კ-–--–---–თან, რომელთან ერთად ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში. ლ---- კ-–--–---–თან ერთად წლების მანძილზე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, სადავო უძრავ ქონებაზე ჩატარებული იქნა სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, სრულად მოხდა სახლის დაგეგმარება, საცხოვრებელ სადგომს (სახლის მეორე სართული), რომელსაც დღემდე მოსარჩელე მხარე ფლობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, აშენებულია მისი სახსრებით, რაშიც ეხმარებოდა დედა, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის წასულ იყო საზღვარგარეთ და უგზავნიდა სოლიდურ თანხებს (ტომი 1; ს/ფ 124-137).
4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით, ს------- ღ--------–-–---–ს უარი ეთქვა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე (ტომი 1; ს/ფ 156-159). აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში;
4.9. დადგენილია და სადავო არ არის, რომ ა------- კ-–--–---–ის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი 0---------------, ფლობს ს------- ღ--------–-–---–ი;
4.10. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ა------- კ-–--–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ს------- ღ--------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
4.11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა------- კ-–--–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი -2017 წლის 21 ნოემბერს, ი----- კ-–--–---–სა და ა------- კ-–--–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით). პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მართალია, 2018 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა ს------- ღ--------–-–---–მა ა------- კ-–--–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, რომლითაც მოითხოვდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე ა------- კ----–-–---–-სათვის 20 000 ლარის დაკისრებას, თუმცა დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის განჩინებით, ს------- ღ--------–-–---–ს უარი ეთქვა ამ შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
4.12. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
მოპასუხე მხარე სააპელაციო საჩივრით დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის საკუთრებად აღრიცხულ 5 კვ.მ. სამზარეულოსა და 18,93 კვ.მ. ოთახზე მის მართლზომიერ უფლებას, რის დასტურად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: 1) მოსარჩელე მხარეს გამჩუქებლის მიერ საკუთრება არ გადაცემია ამ შენობა-ნაგებობაზე, რადგან იგი აშენებული იქნა მოპასუხე მხარის მიერ; 2) მოსარჩელე მხარემ ამ ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2018 წლის 24 აგვისტოს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სადავოდ გახადა მის მიერ მშენებლობაში მონაწილეობის ფაქტი, კერძოდ, ერთიანი საოჯახო მეურნეობის შედეგად მშენებლობაში მონაწილეობის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელემ დაუყონებლივ მოახდინა დაშენებული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
ამდენად, აპელანტი სადავო ფართზე მისი მართლზომიერი უფლების დასტურად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული წილიდან 5 კვ.მ. სამზარეულოსა და 18,93 კვ.მ. ოთახის მშენებლობა მოხდა ლ---- კ-–--–---–თან თანაცხოვრების პერიოდში, მისივე სახსრებით, რაზედაც ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალიწინებული თანასაკუთრების რეჟიმი, სადავო ფართზე მართლომიერების დამადასტურებელ გარემოებად ვერ გამოდგება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება (მაგ; სასამართლო გადაწყვეტილება ...) სადავო ქონებაზე ჯერ ლ---- კ-–--–---–ის საკუთრების, ხოლო, შემდეგ, ს------- ღ--------–-–---–ის თანასაკუთრების მოპოვების შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ თავდაპირველად სადავო ნივთი წარმოადგენდა ჯერ ი----- კ-–--–---–ის საკუთრებას, ხოლო, შემდეგ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ა------- კ-–--–---–ის საკუთრებას.
რაც შეეხება 24.08.2018 წლის მდგომარეობით (მონაცემებით) უძრავი ქონებიდან (ს/კ 0---------------), მდებარე, ქ. თბილისში, ნ--------------------------–--------------, შენობა-ნაგებობა N1-ზე საერთო ფართით - 63.26. კვ.მ. შენობა N2 საერთო ფართით - 205.02 კვ.მ. შენობა N3 საერთო ფართით - 21.63 კვ.მ. ა------- კ-–--–---–ის სახელზე რეგისტრაციის ფაქტს/კანონიერებას, მასზე შესაბამის უფლებამოსილ პირს შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის/არაკანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულება.
4.13. რაც შეეხება აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ი----- კ-–--–---–სა და ა------- კ-–--–---–ს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ სადავო ქონების ა------- კ-–--–---–ის საკუთრებაში გადაფორმების სანაცვლოდ, ლ---- კ-–--–---–ის და ს. ღ--------–-–---–ის არასრულწლოვან შვილებს უყიდიდნენ საცხოვრებელ სახლს, რაც მოსარჩელე მხარის ოჯახის მიერ არ განხორციელებულა, პალატა მიუთითებს, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (ამ პირობებზე შეთანხმება) საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი თანახმად, საქართველოს სსკ-ის 102.3. მუხლისა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას კი, რასაც, მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება და სადავოდ ხდის, პალატა ვერ მიიჩნევს მითითებული გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
4.14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაცი----- სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.
4.15. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ა------- კ-–--–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ს------- ღ--------–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო ა------- კ-–--–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ქ-------------------------–-------------------------------------), შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 63.26 კვ.მ., შენობა №2, საერთო ფართით -205.02 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №3 საერთო ფართით -21.63 კვ.მ. და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემოდა მესაკუთრე ა------- კ-–--–---–ს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.2. მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, კი თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4 000 ლარით განისაზღვრება. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, რადგან ს------- ღ--------–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, იქნა გადახდილი, ამიტომ, საქმეზე 2018 წლის 19 დეკემბერს, სს „თ------------“ მეშვეობით, №----------------- დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით T-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტის წარმომადგენლის ნ-----–ა ს-------ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 70 ლარი ს------- ღ--------–-–---–ს უკან უნდა დაუბრუნდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------- ღ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. ს------- ღ--------–-–---–ს დაუბრუნდეს 2018 წლის 19 დეკემბერს, სს „თ------------“ მეშვეობით, №----------------- დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით T-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტის წარმომადგენლის ნ-----–ა ს-------ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 70 ლარი;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია