განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002295718
საქმე №1ბ/1456-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის: ვა---–-----------ს
მსჯავრდებულების: კო-------------ს და დ-----------------ს
ადვოკატების: რ------------–------------–-–---–---–----------–--------–------
მონაწილეობით,მსჯავრდებულების კო-------------ს და დ-----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების: კო------------------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’, „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
და-------------------------------ს მიმართ,დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, კო------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით;
მსჯავრდებულ კო------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 6 იანვრიდან.
და---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა ვადით;
მსჯავრდებულ და---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 6 იანვრიდან.
კო------------ეს და და---------------ეს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, და---------------ემ და კო------------ემ, უკანონოდ შეაღწიეს თ---–--–---–-------------------–---------------------------- სალაროში, სადაც პისტოლეტისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, მოლარე-ოპერატორებს: მ---------–-------------------------–---- სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 165 000 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით სასჯელის განსაზღვრა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულების, კო-------------ს და დ-----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებეათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის მ---------–-------- ჩვენებით, ასევე, მოწმეების: ზ--------------–---–---------------------------------–--------------------–---–-----–---------–---–-------------------------------–-–--------–---–-------------------–---–-------------------------------------–------------------------–---- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კო-------------სა და დ-----------------ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების, ასევე მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ვინაიდან მართალია, მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განასაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, ქმედების ჩადენის ხერხი , დამდგარი შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ასევე მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების: კო-------------ს და დ-----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების კო-------------ს და დ-----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. კო------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.მსჯავრდებულ კო------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 6 იანვრიდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ კო-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
6. და---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.მსჯავრდებულ დ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 6 იანვრიდან.
8.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
9.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ფულადი თანხა, რომლის ნაწილი გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში;-------------------, დ-----------------ს და კო-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა; ფულადი თანხა 42 460 ლარისა და 550 ევროს ოდენობით; ფულადი თანხა 68 300 ლარისა და 100 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში; მობილური ტელეფონები; საფულეები; პირადობის მოწმობები; ბარათები; მობილური ტელეფონი დამტენით; საკიდი; მოტოციკლის სარეგისტრაციო მოწმობა; სეიფის გასაღები; დ------------------- საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: „სამსუნგის“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონების ყუთები, „ქენონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი დამტენით, „LG“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, ხელჩანთა და სამი მინის გამჭვირვალე ქილა; კ----------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: სპორტული ზურგჩანთა და ტომრის მსგავსი ჩანთა, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში; მოტოციკლი, რაც ინახება დ-----------------ს საცხოვრებელი სახლის დამხმარე ფართში და ლ----------–-–---–----- ამოღებული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: C--------- რაც ინახება ლ----------–-–---–----- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
- ანაწმენდები; დაქტილოფირები; შ---------------------------------–--------------–----–---- და მ---------–-------- ხელის კვლების ნიმუშები; ხელის კვლების და ნერწყვის ნიმუშები; რ---–---------------- ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე; სუნის ნიმუშები;-------------------, კო-------------ს და დ-----------------ს სუნის ნიმუშები; კო-------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი და სამი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- კო-------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: შავი პისტოლეტის მსგავსი საგანი, ერთი მჭიდითა და შვიდი ვაზნისმაგვარი საგნით, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- ლ----------–-–---–----- ამოღებული დ-----------------ს სახელზე გაცემული პირადობისა და მართვის მოწმობის ქსეროასლები; ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულებები; შპს „ჩ--------------“-ს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ორ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს–-----------------ს“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „კ------–----ს“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ი/მ გო---------–-–---–-- ლომბარდის სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „მ-----------------------–-ს“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, ერთ კომპიუტერულ დისკზე; და---------------ესთან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი კომპიუტერული დისკი; კო------------ესთან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი კომპიუტერული დისკი; შპს „ლ-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ჩუღურეთის რაიონის სამხედრო განყოფილებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ვ-----–----------–---------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ფ-------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ჯ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „პ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ვ-----–----------–--------------ადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ი/მ ბ----------------------- გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს------------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ი-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; ჯ---–-------------------- გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ე-----დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; საცხოვრებელ კოპლექს „კი-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ს-------------------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; შპს „ო-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე და სსიპ „112“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით;
- ფოტოილუსტრაცია, ორ კომპიუტერულ დისკზე; დ-----------------ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ფართის ჩხრეკის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; კო-------------ს საცხოვრებელი სახლის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე; და---------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე და კო------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია, ერთ კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
10. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე