განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/37-19
N330310018002420586
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ--------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება; დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ--------------ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ნ-------------- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს თბილისი, ს--------, მ---------------------–-------------------------- (ს.ფ. 15).
1.2.2. ნ--------------მ, თავდაპირველად, 2013 წელს მოითხოვა საცხოვრებელ ფართი, რისთვისაც მან შეავსო შესაბამისი კითხვარი. ამ უკანასკნ--–-თ დგინდება, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა დ-----ში, ს----------------–-, მეუღლესთან - ზ-----------–-–---–თან ერთად, რომელიც არადევნილია. მან განსახლების ადგილად აირჩია გარდაბანი, ს----------. ჰყავს შვილი - დ---------–-–---–-, რომელიც დევნილია და შვილიშვილი - დ---------–-–---–-. ისინი ცხოვრობენ ქ-------–--–----------------------------------------
კითხვარის შევსების დროისთვის ნ-------------- იყო უმუშევარი, ხოლო ზ-----------–-–---–ი შემთხვევით და/ან ერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული. ოჯახს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება საკუთრებაში, ასევე, მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი შეადგენდა 210 ლარს, მათ შორის, 150 ლარი - სურსათზე, სასმელზე, 10-10 ლარი - საოჯახო მოხმარების საქონელზე, სათბობსა და ელექტროენერგიაზე, ტრანსპორტზე, 30 ლარი - ჯანმრთელობის დაცვაზე. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენდა 178 ლარი, კერძოდ, დაქირავებული შრომიდან (ხელფასი) – 150 ლარი და დევნილთა შემწეობა - 28 ლარი.
მითითებული პერიოდისათვის ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ისინი ცხოვრობდნენ სხვის საცხოვრებელ ფართში ბინაში (თხოვების საფუძველზე), 3 და მეტი წლის მანძილზე. ბოლო 5 წლის მანძილზე არცერთხელ არ შეუცვლიათ საცხოვრებელი (ს.ფ. 42--55).
1.2.3. ნ-------------- პერიოდულად მიმართავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, ვინაიდან არ გააჩნდა არანაირი საცხოვრებელი ფართი და ცხოვრება უწევდა სხვადასხვა მისამართზე ხან ქირით, ხან მის გარეშე ნათესავთან (ს.ფ. 56, 58, 69, 71).
1.2.4. 2017 წლის 21 ნოემბერს, ნ--------------მ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის საცხოვრებელი ფართის მიღება მოითხოვა.
წინასწარი მონაცემებით ნ--------------ს, რომელიც დამისამართებულია დ------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: დ------, ს------–------------ი, ქულა განისაზღვრა 4 ერთეულით, კერძოდ, მან სოციალურ კრიტერიუმში: „ქირა“ მიიღო 1,5 ქულა და „სიღარიბის მაჩვენებელი“ - 2,5 ქულა (ს.ფ. 41).
1.2.5. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2018 წლის 31 იანვრის ქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა განმცხადებლის - ნ--------------ს მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე: ქ-------–-----------------------–------------–----------------------------------------. საცხოვრებლის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. შემდგომ განხორციელდა ზარი ნომერზე: 5-----------. განმცხადებელმა მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ ორი თვეა იმყოფება დასთან, მ----- დ----------თან, მისამართზე: დ------, ვ----------------- და შესაძლებელია წასულიყო შვილთან - ვ--------–-–---–---ნ, ს----------------–- (ს.ფ. 86).
1.2.6. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ნ--------------ს განცხადების (ვ-----------) საფუძველზე, 2018 წლის 7 თებერვალს განხორციელდა მისი ოჯახის მონიტორინგი და შეივსო მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმადაც, ნ-------------- მეუღლესთან - ზ-----------–-–---–თან და გერთან - ვ--------------–-–---–---- ერთად ცხოვრობს დ---------------–----------–-----------–-, 1997 წლიდან, ქირის გარეშე. მონიტორინგის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ნ-------------- და ზ-----------–-–---–ი, ხოლო ვეფხვია მ-----–-–---–ი გასული იყო სოფელში. ოჯახის შემოსავალი შეადგენდა 280 ლარს, კერძოდ, 50-50 ლარს - სოციალური შემწეობა და 180 ლარს - ნ--------------ს სახელმწიფო პენსია.
ამასთან, ნ--------------ს ოჯახი (წევრები: ნ--------------, ზ-----------–-–---–ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია სარეიტინგო ქულით: 31 190, მისამართზე: თბილისი, ვ---------------–-----------------------------–-------------------------------9.
განმცხადებლის განმარტებით, მისი მშობლები გარდაცვლილები არიან, დედმამიშვილი არ ჰყავს, იზრდებოდა ბავშვთა სახლში. იგი დამისამართებას ითხოვდა, ქ---------–-------------------------–-. ნ-------------- ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ზ-----------–-–---–თან, რომელიც არის არადევნილი, კ---------------------------–------------------------. მას მშობლები გარდაცვლილები ჰყავს, ხოლო ძმა - მ------------–-–---–- ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ------–-. ზ-----------–-–---–ის მამა-პაპისეული საცხოვრებელი სახლი დანგრეულია.
მონიტორინგის შედეგად, მონიტორინგის ჯგუფმა გააკეთა დასკვნა: 1. სოციალური აქვს ბაგებში; 2. მოსატანი აქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მინიჭებულ კრიტერიუმში ქულის შესანარჩუნებლად; 3. მათი განცხადებით, სახლი ეკუთვნის ვ--------------–-–---–ს, მანამდე სახლი ეკუთვნოდა ბერძენს (ს.ფ. 18, 64, 80-85).
1.2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიამ 2018 წლის 12 თებერვალს განიხილა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ვ-------ს ს---------- დასახლებაში მდებარე №6 რ-----–-----------–----------–ი არსებული 40 ბინის განაწილების საკითხი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის №7 სხდომის ოქმის თანახმად, ნ--------------ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, „არასაკმარისი ქულების“ გამო. კერძოდ, დააკლდა ქირა -1,5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2,5 ქულა (ს.ფ. 87-93).
1.2.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების (ოქმი №7) საფუძველზე, ვ-------ს ს---------- დასახლებაში მდებარე №6 რ-----–-----------–----------–ი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ნ--------------ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა განსახლებისათვის არასაკმარისი ქულების გამო (ს.ფ. 16).
1.2.9. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 10 აპრილს გაცემული ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №I-------) თანახმად, ნ--------------მ 5 წლის წინ ტრამვის შედეგად მიიღო D8 მალის კომპრესიული მოტეხილობა, ერთი წლის წინ L1 მალის კომპრესიული მოტეხილობა, რის შემდეგადაც ტკივილები მოემატა მარჯვენა წელის მიდამოში, ირადიაციით მარჯვენა ქვედა კიდურისკენ. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ გამოიღო ნაწილობრივი შედეგი, საჭიროებს კომპლექსური, ფიზიოთერაპიული მკურნალობის კურსის გავლას (ს.ფ. 17).
1.2.10. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ნ--------------ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 16 აპრილის მდგომარეობით, ზ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 103-104).
1.2.11. ნ-------------- სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებული იქნა ბინიდან, მდებარე: ქ. დ------------------------------
დ------ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ს---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაადასტურა, რომ ნ--------------ს სოფელ ს---------ში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. იგი მეუღლესთან, ზ-----------–-–---–თან ერთად ცხოვრობს სხვის კუთვნილ სახლში, სოფელ ს---------ში.
დ------ს რაიონის სოფელ ს---------ში მცხოვრებმა გ--- უ--------მა და ნ--–- მ--------–---მა დაადასტურეს, რომ ნ-------------- და ზ-----------–-–---–ი დროებით ცხოვრობენ ნ----–-- ფ--------ის საცხოვრებელ სახლში, დ---------------–----------–-----------–-.
კასპის რაიონის, სოფელ ბ----------------–- ზ---- ლ---ს ძე მ-----–-–---–ის ბინა საცხოვრებლად უვარგისია, სახურავი ჩამონგრეულია, ჭერი ჩამოქცეული, კედლები დანგრეული. ის აშენებულია 1918 წელს (ს.ფ. 62-63, 65, 72-74).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალ---ბებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც ნ-------------- უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალ---ბებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სადავო აქტის გამოცემის პეროდისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - ნ-------------- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - ქ. თბილისი, ს--------, მ---------------------–--------------------------, შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალ---ბებს განსაზღვრავს.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
1.3.4. სასამართლომ განმარტა, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მითითებული რედაქციის მე-6 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამინისტრომ ნ--------------ს დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 4 ქულა, კერძოდ, ეს ქულები მან მიიღო სოციალურ კრიტერიუმში, საიდანაც ქირას მიენიჭა 1,5 ქულა და სიღარიბის მაჩვენებელს - 2,5 ქულა. ასევე დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 12 თებერვალს განიხილა ნ--------------ს გრძელვადიანი საცხოვრებლის უზრუნველყოფის თაობაზე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წინასწარი შეფასებით მიღებული ქულები შეუმცირდა 4 ქულით და საბოლოოდ მისი ქულა განისაზღვრა 0 ერთეულით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 1 ქულა.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში მინიჭებული ქულის გაუქმებასთან დაკავშირებით და მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1,5 ერთეულით ქულის მისანიჭებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახი ცხოვრობდეს სხვის სახლში, მიუხედავად იმისა იგი იხდის თუ არა ქირას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ--------------ს ოჯახი შედგება ორი წევრისაგან და არცერთ მათგანს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ--------------ს და ზ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. უფრო მეტიც, ნ-------------- სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებული იქნა ბინიდან, მდებარე: ქ. დ----------------------------- და იგი მეუღლესთან, ზ-----------–-–---–თან ერთად ცხოვრობდა დროებით, სხვის კუთვნილ სახლში, მდებარე: დ------, ს------–------------ი. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურეს როგორც დ------ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ს---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე, სოფელში მცხოვრებმა პირებმა. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2005 წლის 16 სექტემბრის №--- ცნობა, რომლის თანახმადაც, კასპის რაიონში, სოფელ ბ----------------–- ზ---- ლ---ს ძე მ-----–-–---–ის ბინა საცხოვრებლად უვარგისია, სახურავი ჩამონგრეულია, ჭერი ჩამოქცეული, კედლები დანგრეული. ის აშენებულია 1918 წელს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ნ--------------ს მითითებულ კრიტერიუმში ქულის დაკლების საფუძველი არ არსებობდა.
ამასთან, რაც შეეხება სოციალურ კრიტერიუმს, ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ნ--------------ს ორწევრიანი ოჯახი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–-----------------------------–-------------------------------9, სარეიტინგო ქულით: 31 190. შესაბამისად, №7 დანართის „ა.ბ.“ პუნქტის გათვალისწინებით ოჯახის ამ კრიტერიუმს უნდა მინიჭებოდა 2,5 ქულა.
სასამართლომ აქვე მიუთითა №7 დანართის №2 შენიშვნაზე, რომლის მიხედვითაც, სოციალურ პროგრამაში მონაწილ---ბის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 31 იანვარს მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა განმცხადებლის - ნ--------------ს მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე: ქ-------–-----------------------–------------–----------------------------------------. საცხოვრებლის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. შემდგომ განხორციელდა ზარი ნომერზე: 5-----------. განმცხადებელმა მონიტორინგის ჯგუფს განუცხადა, რომ ორი თვეა იმყოფება დასთან, მ----- დ----------თან, მისამართზე: დ------, ვ----------------- და შესაძლებელია წასულიყო შვილთან - ვ--------–-–---–---ნ, ს----------------–-. ამდენად, იმის გათვალიწინებით, რომ სადავო არ არის პერიოდულად მოსარჩელის დ-----ში ცხოვრების ფაქტი და ამავე დროს საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება საწინააღმდეგო გარემოება სადავო პერიოდში მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მითითებულ კრიტერიუმში ქულის შეცვლას, გაუქმებას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით შეუძლებელია დადგინდეს სადავო პერიოდში კონკრეტულად სად მდებარეობდა ნ--------------ს ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ვინაიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ქულა, რომელიც განცხადების განხილვის დროისათვის ძალაში მყოფ ერთეულს წარმოადგენდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოჯახს უნდა მინიჭებოდა შესაბამისი ქულა და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
1.3.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლ---ბის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილ---ბა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ--------------ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო თვითონვე ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების 3.4 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია დ-----ში, ვ------------------–-, ხოლო ფაქტიურად მცხოვრებია დ-----ში, სოფელ ს---------ში, ამდენად, ნათელია, რომ მოსარჩელის ფაქტიური საცხოვრებელი და სოციალურ პროგრამაში რეგისტრაციის მისამართები სხვადასხვაა, ხოლო სასამართლო სამოტივაციო ნაწილში განმარტავს, რომ ოჯახის დ-----ში პერიოდული ცხოვრების ფაქტი არ ეწინააღმდეგება ოჯახის სოციალურ პროგრამაში მითითებულ მისამართზე ბაგებში ცხოვრების ფაქტს, რაც არალოგიკურია და ეწინააღმდეგება მინისტრის 320-ე ბრძანების N7 დანართის N2 შენიშვნას, რომლის თანახმად, ოჯახს ქულა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტიურ და სოციალურ პროგრამაში მითითებული საცხოვრებელი ემთხვევა ერთმანეთს, სასამართლომ არასწორად მიუთითა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, არასწორად განმარტა ნორმატიული აქტის შინაარსი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს დაავალა ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად განმარტა მთელი რიგი ნორმები, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არასწორია სასამართლოს განმარტება, თითქოს სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელეს ოჯახის საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით და ის არგუმენტები, რომელიც სასამართლოს მოჰყავს გადაწყვეტილების მიღებისას, უსაფუძვლოა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, შეფასებისა და მოქმედების თავისუფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუმცა განაცხადა უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლოს მოცემული მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ასევე აქვს უფლება განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი. აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას. სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც ამ შემთხვევაში დაცულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, ვთვლით რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით, რომელიც მოითხოვს აქტის სრულფასოვან დასაბუთებას და რომელი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს, რომ ნ--------------მ, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, შეავსო განაცხადი ვ-------ს ს---------- დასახლებაში მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად. კრიტერიუმების გათვალისწინებით და მისი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მის ოჯახს მიენიჭა 4 ქულა (ქირით ცხოვრების კრიტერიუმში - 1.5 ქულა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელში-2.5 ქულა). ნ--------------ს განაცხადი განხილულ იქნა კომისიის მიერ, თუმცა მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის შედეგად, მას დააკლდა 1.5 ქულა ქირის მაჩვენებელში, ხოლო 2.5 ქულა - სიღარიბის მაჩვენებელში, შესაბამისად, კომისიამ მას ამ ეტაპზე უარი უთხრა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო. მოსარჩელე დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია დ-----ში, ვ------------------–-, ხოლო ფაქტიურად მცხოვრებია დ-----ში, სოფელ ს---------ში. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის ფაქტიური საცხოვრებელი და სოციალურ პროგრამაში რეგისტრაციის მისამართები სხვადასხვაა, მისთვის ქულის ჩამოკლება სამართლიანია და არ ეწინააღმდეგება კანონს.
აპელანტის განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, დევნილთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებების და დევნილთა უფლება-მოვალ---ბის მომწესრიგებელი ნორმაა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. მინისტრის 2013 წ. 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ და „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და განხილვის წესი“. ამავე ბრძანებით რეგულირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელშიც განსახლების სხვადასხვა ეტაპებია გათვალისწინებული, რადგან იგი მორგებულია დევნილთა საჭიროებებზე. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. სამინისტრო თავის მხრივ დადგენილი ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს, რადგან „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, ხოლო 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი და სავალდებულოა შესასრულებლად. მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი. მინისტრის N320 ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულება). იგი ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილი საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები ითვალისწინებს განაცხადის (აპლიკაციების) შევსებას, კითხვარის შედეგების გათვალისწინებით განმცხადებლებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები. მითითებული ნორმის მე-4 მუხლი ითვალისწინებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით (16.09.2015 N1532). „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლის ,,პ" ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. კანონის მე-3 მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ. „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს უფლება აქვს, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა (ქულები) გაზარდოს, მხოლოდ დევნილი ოჯახის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მე-12 პუნქტის თანახმად, კი შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით. სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. უნდა განვმარტო, რომ საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი, ხოლო ქირას, რომელსაც სამინისტრო ურიცხავს უხდიან რეგულარულად, რათა კმაყოფილი იყოს მესაკუთრე და სამინისტროს თანამშრომლების მისვლაზე ყოველ ჯერზე დაადასტურონ ცხოვრების ფაქტი, ამ შემთხვევაში - ქირის არსებობის შემთხვევაში- აპლიკაციის შევსებისას მათ ემატებათ ქირის ქულა, რაც ემატება რეალურად არსებულ ქულებს, როგორც ყველასათვის ცნობილია რაც უფრო მაღალია ქულა მით მეტია ბინის მიღების შანსი. ასევე ხშირია შემთხვევები მათივე საკუთრების გასხვისების ან გაჩუქებისა ისევ ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, რაც ასევე ქულის მომატების მიზეზია. ახლახანს გამოიკვეთა კიდევ ერთი საგულისხმო ტენდენცია - პირები, რომლებიც სხვის საკუთრებაში ცხოვრობენ, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, შეიტანონ სარჩელი გამოსახლების მოთხოვნით (გამოსახლების შემთხვევაში, აპლიკანტი იღებს 3 ქულას), ხოლო სასამართლო პროცესის პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები - დევნილები ცნობენ სარჩელს. ძალიან ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იქცევიან ამდაგვარად, რადგან წლების წინ, როდესაც არ არსებობდა განსახლების პერსპექტივა, გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოში წარმოებულ დავებში მოპასუხე მხარე - დევნილები ბოლო წუთამდე არ თმობდნენ პოზიციებს და წაგების შემთხვევებში ასაჩივრებდნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში. ასევე ხშირია ოჯახის ხელოვნურად გაყოფის მცდელობებიც, დევნილი ავსებს მარტო განაცხადს, თითქოსდა მისი შვილები არ ცხოვრობენ მასთან და გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მის შვილებთან ერთად, ერთ ოჯახად, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მსგავსი მაგალითები ხელოვნურად იწვევს ქულის მომატებას და ამის გათვალისწინება შეუძლებელი იყო, როდესაც განსახლების წესი იქმნებოდა. ამ პირობებში, სააგენტო ცდილობს, ინდივიდუალურად გაარკვიოს არსებული მდგომარეობა და ხელი არ შეუწყოს ოჯახების ხელოვნურ გაზრდას, ამასთან, საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა მის მართებულობაში, დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე საცხოვრებლით არ დააკმაყოფილა პირი, რომელიც ცდილობს, უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი, სხვა მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალ---ბებს. აღნიშნული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა გულისხმობს, ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
ზემოაღნიშნული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. დანართი №6 და დანართი №7 განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა, ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 1 ქულა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ--------------ს დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 4 ქულა, ეს ქულები მიღებულ იქნა სოციალურ კრიტერიუმში, საიდანაც ქირას მიენიჭა 1,5 ქულა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელს - 2,5 ქულა. ასევე დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 12 თებერვალს განიხილა ნ--------------ს გრძელვადიანი საცხოვრებლის უზრუნველყოფის საკითხი და მიღებული გადაწყვეტილებით, წინასწარი შეფასებით მიღებული ქულები შეუმცირა 4 ქულით. საბოლოოდ, მისი ქულა განისაზღვრა 0 ერთეულით.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში მინიჭებული ქულის გაუქმება არასწორია, 1,5 ერთეულით ქულის მისანიჭებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის ცხოვრებას სხვის სახლში, მიუხედავად იმისა, იხდის თუ არა იგი ქირას. დადგენილია, რომ ნ--------------ს ოჯახი შედგება ორი წევრისაგან და არცერთ მათგანს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება -უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ--------------ს და ზ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. უფრო მეტიც, ნ-------------- სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებულ იქნა ქ---------–-------------------------–- მდებარე ბინიდან და იგი მეუღლესთან - ზ-----------–-–---–თან ერთად, დროებით ცხოვრობდა სხვის კუთვნილ სახლში (დ-----ში, სოფელ ს---------ში). აღნიშნული დაადასტურეს როგორც დ------ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ს---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისე სოფელში მცხოვრებმა პირებმა. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2005 წლის 16 სექტემბრის №--- ცნობა, რომლის თანახმად, კასპის რაიონში, სოფელ ბ----------------–-, ზ---- ლ---ს ძე მ-----–-–---–ის ბინა საცხოვრებლად უვარგისია, სახურავი ჩამონგრეულია, ჭერი ჩამოქცეული, კედლები დანგრეული, აშენებულია 1918 წელს. ამდენად, ნ--------------სთვის მითითებულ კრიტერიუმში ქულის დაკლების საფუძველი არ არსებობდა.
პალატის მოსაზრებით, სოციალურ კრიტერიუმთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით ნ--------------ს ორწევრიანი ოჯახი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–-----------------------------–-------------------------------9, სარეიტინგო ქულით: 31 190, №7 დანართის „ა.ბ.“ პუნქტის გათვალისწინებით, ოჯახის ამ კრიტერიუმს უნდა მინიჭებოდა 2,5 ქულა. ამასთანავე, №7 დანართის №2 შენიშვნის მიხედვით, სოციალურ პროგრამაში მონაწილ---ბის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 31 იანვარს მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა განმცხადებლის - ნ--------------ს მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე: ქ-------–-----------------------–------------–----------------------------------------. საცხოვრებლის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. შემდგომ განხორციელდა ზარი ნომერზე: 5-----------. განმცხადებელმა მონიტორინგის ჯგუფს განუცხადა, რომ ორი თვეა იმყოფება დასთან, მ----- დ----------თან, მისამართზე: დ------, ვ----------------- და შესაძლებელია წასულიყო შვილთან - ვ--------–-–---–---ნ, ს----------------–-. ამდენად, ვინაიდან სადავო არ არის პერიოდულად მოსარჩელის დ-----ში ცხოვრების ფაქტი და ამავე დროს საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება საწინააღმდეგო გარემოება სადავო პერიოდში მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია მითითებულ კრიტერიუმში ქულის შეცვლა, გაუქმება. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით შეუძლებელია დადგინდეს სადავო პერიოდში კონკრეტულად სად მდებარეობდა ნ--------------ს ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ვინაიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ქულა განცხადების განხილვის დროისათვის ძალაში მყოფ ერთეულს წარმოადგენდა, ოჯახს უნდა მინიჭებოდა შესაბამისი ქულა და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ბრძანება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ--------------ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე