განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119002839248
საქმე №1/ბ-670-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----------------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი - 5----------) ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------------------–-----ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:
ბ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ბ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო, - 2019 წლის 22 იანვრიდან, 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ბ---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმდა;
ბ---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბ---------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე ხ-–------------------------–-----ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბ---------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ი--------------ის მიმართ. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში და ხელებზე, ხოლო მას შემდეგ რაც დაზარალებული შეეცადა მისგან თავის დაღწევას და მის დამშვიდებას, ბ---------–-–---–მა ზურგის არეში ხელის ორჯერ დარტყმით განაგრძო მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ---------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბ---------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ი--------------ის და მოწმე - გ---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ
პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
რაც შეეხება აპელირებას იმის შესახებ, რომ ბ---------–-–---–მა იძალადა მეუღლეზე, - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიციდა ფიზიკური ტკივილი – აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, როგორც სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ხსენებული გარემოებები წარმოადგენს ბ---------–-–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბ---------–-–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბ---------–-–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საგულისხმოა აგრეთვე დაზარალებულ ი--------------ის პოზიცია, დაზარალებული ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბ---------–-–---–თან შერიგებულია, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ბ---------––---–ი არის მათი ოჯახის მარჩენალი და ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები. აქვე პალატა
აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი ბ---------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენი ბ---------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ბ----------–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულ ბ---------–-–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ბ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 22 იანვრიდან, 2019 წლის 04 მარტის ჩათვლით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ---------–-–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი