განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002566941
N1/ბ-129-2109წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ დ-----ის ძე კ-----–---–ის მიმართ, დაბადებული 3---------წ. პირადი №1----------, უმაღლესი განათლებით, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ქ. ზესტაფონი, ა----–-----–ის პირველი შესახვ. N3/6;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ------ კ-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამიოწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2014 წლიდან, შ---- კ------- ო-----ი ქორწინებაში იმყოფება ზ------ კ-----–---–თან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. ზესტაფონში, დ.ა----–-----–ის ქუჩა, პირველი შესახვევი, N3/6-ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები ე-–--ე კ-----–---–ი (დაბ. 0---------) და დ----- კ-----–---–ი (დაბ. 0---------). 2017 წლიდან (ზუსტი თარიღები დაუდგენელია) 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით, ზ------ კ-----–---–ი, მეუღლეს, შ---- კ------- ო-----ის, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ---- კ------- ო-----ი განიცდიდა ტანჯვას.
- 2018 წლის აპრილის თვეში, დილის საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზესტაფონში, დ.ა----–-----–ის ქუჩა, პირველი შესახვევი, N3/6-ში, სახლში ყოფნისას, ზ------ კ-----–---–მა, ბავშვებისათვის საკვების მომზადების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს, შ---- კ------- ო-----ის ძლიერად მოქაჩა თმებში, რის შემდეგაც ზურგის არეში ერთხელ დაარტყა ხელი ძლიერად, რასაც შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ე-–--ე კ-----–---–ი (დაბ. 0---------) და დ----- კ-----–---–ი (დაბ. 0---------). ზ------ კ-----–---–ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, შ---- კ------- ო-----იმ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენით ზ------ კ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ზ------ კ-----–---–ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით; ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ზ------ კ-----–---–ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად დასტურდება ზ------ კ-----–---–ის ბრალეულობა.
გამართლებულ ზ------ კ-----–---–ს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ კ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შ---- კ------- ო-----იმ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. მცირეწლოვანმა მოწმემ ე-–--ე კ-----–---–მა ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე;
მოწმის სახით დაკითხულმა ჯ------ კ----მა განმრტა, რომ არის შ---- კ------- ო-----ის მეგობარი. შ----ისგან იცის, რომ იმყოფებოდა მძიმე ოჯახურ მდგომარეობაში, როგორც ფსიქოლოგიურში, ასევე, ფიზიკურში. შ----თან ვიზიტის დროს, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დაძაბული და მძიმე ურთიერთობა ჰქონდა როგორც მეუღლესთან, ასევე, მეუღლის მშობლებთანაც. იმყოფება კონტროლის ქვეშ და შეზღუდული ჰქონდა ზ------ისგან სოციალური ქსელებით და მანქანით სარგებლობა. არ აძლევდა მოგზაურობის საშუალებას. ასევე, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, იღებდა მოულოდნელ დარტყმებს მეუღლისგან. ასევე, მოქაჩა თმებში. შ----თან სატელეფონო კონტაქტი პირველად ჰქონდა 2017 წლის დეკემბრის თვეში, რა დროსაც, შ----მა უთხრა ოჯახში არსებული დაძაბულობის შესახებ. 2018 წლის მარტის თვეში კი, ეწვია ზესტაფონში შ----ს, რა დროსაც, შ----მა, მას მოუყვა არსებული მდგომარეობის შესახებ და უთხრა, რომ მეუღლე აყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო დედამთილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. დედამთილი ეუბნებოდა მადლობელი ყოფილიყო მისმა შვილმა რომ შეირთო ცოლად. 2018 წლის აპრილის თვეში კი, ტელეფონზე დაუკავშირდა შ----ი და უთხრა, რომ მეტის გაძლება აღარ შეეძლო და მიდიოდა სახლიდან. მისი დახმარებით, შ----ს დაუკავშირდნენ დახმარების ცენტრიდან და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, ხოლო შემდეგ თავშესაფარში. მოწმის განმარტებით, როდესაც შ----ი ნახა, მას დაზიანებები არ ემჩნეოდა, ხოლო როდესაც მოუყვა ზ------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, თარიღები არ უთქვამს.
მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ც---–----მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიბელად. 2018 წლის 15 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მისამართზე გასულს, სოფელ დილიკაურში დახვდა მოქალაქე შ---- კ------- ო-----ი, რომელიც იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში და განუცხადა, რომ მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას. თან ჰქონდა ბარგი და ითხოვა თავშესაფარში გადაყვანა. აღნიშნულის საფუძველზე შ---- კ------- ო-----ი გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვის მიზნით. ასევე, მის მიერ მოხდა ბრალდებულის სახით ზ------ კ-----–---–ის დაკავება და გადაყვანა სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–----ა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. ზ.კ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ე-–--ე კ-----–---–ი. ასევე, ზ------ კ-----–---–ს გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ და გამოკითხა მოწმის სახით.
მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--ე გ--–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. იყო ზ.კ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ზ.კ-----–---–ის მიმართ.
2018 წლის 23 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ე-–--ე გ--–--ის მიერ, მოწმე ჯ------ კ----ის და თარჯიმან ს--–---- კ----–---–ის თანდასწრებით, დათვალიერებული იქნა ჯ------ კ----ის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებული იყო მაგთიკომის ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 5----------. მობილურ ტელეფონში ნომრიდან 5----------, 2018 წლის 30 მარტს 09:28 საათზე შესულია მოკლე ტექსტური შეტყობინება ინგლისური ტექსტით შესრულებული და მისი შინაარსი ქართლად არის შემდეგი: „ბოდიში ვერ დაგირეკე ერთი წუთიც არ მქონდა, დღეს არ შემიძლია რუსთავში ის იქნება კვირას მთელი დღე. არ მიპასუხო, იმიტომ რომ ამოწმებს ჩემს ტელეფონს და გუშინ ნახა აქამდე ჩვენი მიმოწერა. დაგირეკავ დღეს, როგორ კი ამის შანსი მექნება“.
გამართლებულმა ზ------ კ-----–---–მა, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ზ------ კ-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა შინავ კ------- ო-----მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ზ------ კ-----–---–ის წინააღმდეგ, ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მცირეწლოვანმა მოწმემ ე-–--ე კ-----–---–მა. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზ------ კ-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზ------ კ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრლადების ორივე ეპიზოდში დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე ჯ------ კ----ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, ასევე ირიბი მტკიცებულებებია საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა (პოლიციის თანამშრომლები) ჩვენებები, ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ არ დაუნახავთ ზ------ კ-----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობა, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------ კ-----–---–ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზურფაბ კ-----–---–ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ კ-----–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განაჩენი ზ------ კ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ზ------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ზ------ კ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ზ------ კ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
გამართლებულ ზ------ კ-----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე