განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
330100116001217028
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001217028

საქმე №1ბ/06-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის, ანა ჩიკვაიძის მდივნობით,პროკურორ - გ------- გ-----ის,ადვოკატების - ლ---- ზ------ის, გ------- ტ--------–---–ის, რ-------- გ------–-–---–ის და გ------- ყ---–-–---–ის;

გამართლებულების - გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ გ------- გ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-----------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------- სადარბაზო, სხვენი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

ზ-----ბ ოთ----- ძე ე-----–---ს მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჩ-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

დ----- რ------ს ძე შ----ას მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 6-----------------------–-----------------------------------–-------------------–-------–-------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

მ--–---- თ------- ძე კე------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------–-------------------–----–ი გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ-------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპ---------------------------------------------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), რომელიც 2009 წლის 31 ივლისიდან, 2011 წლის 09 სექტემბრამდე პერიოდში და 2013 წლის 16 აგვისტოდან დღემდე, იკავებდა შპს „ჯ----------------------ას“ დირექტორის თანამდებობას.

 

შპს „ჯ----------------------ას“ 2008-2013 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის, გ-------------ის დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენის შესახებ, საერთო მოცულობით 13180,5 მეტრ კუბი.

 

გ-------------ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა, დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ-------------ემ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით გ-------------ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად, უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.

 

აღნიშნული ხერხით გ-------------ე ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 1 148 655 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ზ-----ბ ე-----–---ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპ---------------------------------------------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), 2008 წლის 01 იანვრიდან, 2009 წლის 31 ივლისამდე პერიოდში შპს „ჯ----------------------ას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა ზ-----ბ ე-----–---.

 

შპს „ჯ----------------------ას“ 2008-2013 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის ზ-----ბ ე-----–---ს დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენის შესახებ, საერთო მოცულობით 4443,7 მეტრ კუბი.

 

ზ-----ბ ე-----–---მ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა, დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ზ-----ბ ე-----–---მ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ - 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით ზ-----ბ ე-----–--- შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას; შესაბამისად, უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.

 

აღნიშნული ხერხით ზ-----ბ ე-----–--- ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 149 700 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

დ----- შ----ას ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპ---------------------------------------------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), 2013 წლის 27 თებერვლიდან, 2013 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში შპს „ჯ----------------------ას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა დ----- შ----ა.

 

შპს „ჯ----------------------ას“ 2008-2013 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის დ----- შ----ას დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენაზე, საერთო მოცულობით 3260 მეტრ კუბი.

 

დ----- შ----ამ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დ----- შ----ამ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით დ----- შ----ა შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას; შესაბამისად, უთითებდა და იღებდა გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.

 

აღნიშნული ხერხით დ----- შ----ა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 149 258 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

მ--–---- კე------–--ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპ---------------------------------------------) რეგისტრირებულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, 2005 წლის 28 ოქტომბერს. საზოგადოების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გზების მშენებლობა და რემონტი, კერძოდ: ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. საზოგადოების 50% წილის მფლობელია გ-------------ე (პ/ნ 0----------), 2011 წლის 09 ნოემბრიდან, 2013 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში შპს „ჯ----------------------ას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა მ--–---- კე------–--ე.

 

შპს „ჯ----------------------ას“ 2008-2013 წლებში, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებული აქვს ქ. თბილისში, სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. მათ შორის მ--–---- კე------–--ის დირექტორობის პერიოდში გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რამოდენიმე ხელშეკრულება ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენაზე, საერთო მოცულობით 7003 მეტრ კუბი.

 

მ--–---- კე------–--ემ, როგორც საზოგადოების ხელმძღვანელმა და დირექტორმა დანაშაულებრივად განიზრახა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მ--–---- კე------–--ემ დაარწმუნა ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდებოდა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. ამ მიზნით მ--–---- კე------–--ე შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა #2-ში უთითებდა ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას, შესაბამისად გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდა.

 

აღნიშნული ხერხით მ--–---- კე------–--ე ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის ნაწილს - 298 036 ლარს, რითაც სახელმწიფომ განიცადა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

 

გ-------------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ-----ბ ე-----–--- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ----- შ----ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ--–---- კე------–--ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ გ-------------ემ, ზ-----ბ ე-----–---მ, მ--–---- კე------–--ემ და დ----- შ----ამ ნამდვილად ჩაიდინეს ბრალადშერაცხული ქმედება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა გ------- გ-----ემ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად ადასტურებდა გამართლებულების მიერ მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს. პროკურორი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------------–---–მა დაადასტურა, რომ როგორც მისთვის ცნობილი გახდა, შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებს საბიუჯეტო დაწესებულებების დაკვეთით შესრულებული სამუშაოებისას მიღებული ჰქონდა ფორმა N2-ებში მითითებულ გეგმიურ დაგროვებაზე - 8% ზე მეტი მოგება. ასევე, მოწმეებმა კ--------------–-–--ლმა და პ-----------–---მ დაადასტურეს, რომ მათ დაიანგარიშეს კომპანიის მიერ შეძენილი ემულსიით რა მოცულობის სამუშაოების შესრულება შეეძლო კომპანიას დამკვეთისთვის. დადგინდა, რომ 1 მ3 სამუშაოს შესრულებაზე ემულსიის ხარჯის მინიმალური ოდენობა იყო 100 ლირტი. კომპანიას კი დამკვეთისთვის წარდგენილ ფორმა N2-ებსა და მიღება ჩაბარების აქტებში იმაზე მეტი სამუშაოს მიწოდება ჰქონდა ნაჩვენები, ვიდრე შესყიდული ემულსიის საერთო რაოდენობით შეიძლებოდა შეესრულებინა. შპს „ჯ------------ის“ ხელმძღვანელების მიერ თბილისის მერიისთვის დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტურა თბილისის მერიის წარმომადგენელმა ს---–-------------აც და განმარტა, რომ დღემდე ზიანი ანაზღაურებული არ არის.

 

სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ შპს „ლაბორატორიის“ გზების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტ გ------- მახარაძის განმარტებით, სეზონის ნებისმიერ დროს ემულსიის მინიმალური ხარჯვადობა არის 100 ლიტრი 1 მ3 ბაზალტის ქვასთან შერევისას, ხოლო ხარჯვადობა ტემპერატურის დაცემისას, კერძოდ ზამთარში არის 160 ლიტრი 1 მ3 ბაზალტის ქვასთან შერევისას. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა თ--------------------–---მ და თ------------–-----მა დაადასტურეს, რომ შპს „ჯ------------ის“ მიერ ბაზალტისა და ემულსიის ნარევით გზების შეკეთებისას იხარჯება 100-დან, 150 ლიტრამდე ემულსია 1 მ3 სამუშაოს შესრულებისას. ასევე, ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების თანამშრომლებმა ლ---- სონაძემ და მ--------------მ განაცხადეს, რომ როგორც შპს „ჯ------------ის“ თანამშრომლებისგან იცოდნენ, ემულსიის ხარჯი იყო 150-200 ლიტრი და დამოკიდებული იყო ამინდსა და ტემპერატურაზე. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს შპს „ჯ------------ის“ ბუღალტრების - მ-------------–---–ის და ლ-----–-------ის ჩვენებებზეც, რომელთა განმარტებითაც, კომპანიას მხოლოდ იმ რაოდენობის ემულსია აქვს შეძენილი, რაც დაფიქსირებულია შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტებში; მათ საბუთის გარეშე ემულსია არასოდეს შეუძენიათ. ამასთან, როგორც შპს „ვ-------------ს“ წარმომადგენელმა ლ---- გ-----მ განაცხადა, საბუღალტრო დოკუმენტების გარეშე ემულსია შპს „ჯ------------ისათვის“ არასოდეს მიუწოდებია.

 

ბრალდების მხარის მითითებით, მათ პოზიციას გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის ბრალეულობის თაობაზე ასევე ადასტურებს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული, კანონის სრული დაცვით მოპოვებული და წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები - ხელშეკრულებების მიღება ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები, ანგარიშფაქტურები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის აქტები, სხვა წერილობითი მასალები და შპს „ჯ------------ის“ საბუღალტრო დოკუმენტაცია. რაც შეეხება მოწმეების - ლ---- ა-----–---–ის, მ-------------ის და მ-------------–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებებს, აპელანტი მიუთითებს, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასანდოა, ისინი არიან მიკერძოებული მოწმეები, რის გამოც არასწორია მათი ჩვენების მტკიცებულებად შეფასება და გაზიარება. ასევე, არასანდოა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 25 ივნისის ე.წ საფინანსო ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნა. იგი ეყრდნობა შპს „ჯ------------ის“ 2008 წლის ე.წ „შიდა სტანდარტს“, რომლის ნამდვილობაც საეჭვოა და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე დაკითხული სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების სამსახურის უფროსის - მოწმე ა---------–-------ძის ჩვენებით, ცალსახაა აღნიშნული დოკუმენტის სიყალბე. პროკურორის განმარტებით, დოკუმენტი 2008 წელს რომ შედგენილიყო, მაშინ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, ის საჭიროებდა რეგისტრაციას, თუმცა დოკუმენტი არაა რეგისტრირებული და შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ ის შედგენილია ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემის შემდეგ. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობა ზ-----ბ გ---–-----ის ჩვენებასა და მის მიერ ჩატარებული ე.წ ექსპერტიზის დაკვნას, რომ თითქოს მან ჩაატარა ექსპერტიზა, რა დროსაც 1 მ3 სამუშაოს შესრულებისას დაიხარჯა 72,5 ლიტრი ემულსია. აღნიშნული ჩვენება დამაჯერებლობას მოკლებულია და არ შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოწმე მ-------------–---–--ლის ჩვენებასა და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნას, ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებას წარმოადგენს აღნიშნული დოკუმენტი, მაშინ, როდესაც გამოძიების ეტაპზე თითოეული მოწმე გაეცნო დაკითხვის ოქმს, წაიკითხა შინაარსი და ხელმოწერით დაადასტურა მისი სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ------- გ-----ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას და ვერ მიიჩნევს მას საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–---–მა განაცხადა, რომ იგი 5 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. მის ფუნქციებში შედიოდა ელექტრონული ბაზების დამუშავება, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის რისკების გამოვლენა და ხელმძღვანელობისთვის მოხსენება. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, შპს „ჯ----------------------ას“ ელექტრონული ბაზების შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ კომპანიას ტენდერებში შესრულებული სამუშაოს ფორმა #2-ებში ნაჩვენები ჰქონდა მოგება 8%, ხოლო წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, კომპანიას მოგება ჰქონდა 30-35%. აღნიშნული ფაქტი მიიჩნია სისხლისსამართლებრივად სარისკოდ, ვინაიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანების მიხედვით, მეწარმეს შესრულებული სამუშაოდან მიღებული მოგება არ უნდა აღემატებოდეს 8%-ს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სამსახურებრივი პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რაც ძირითადად დაფუძნებული იყო მინისტრის აღნიშნულ ბრძანებაზე. მისი სამსახურებრივი პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გ------------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ შპს „ჯ----------------------ა“ სამუშაოებს ასრულებდა ტენდერში გამარჯვების შედეგად, ხოლო მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება ეხებოდა და არეგულირებდა მხოლოდ მარტივ შესყიდვებს. მას არ აქვს იურიდიული განათლება და ქმედებაზე კვალიფიკაციის მინიჭება მისი კომპეტენცია არ იყო. მის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი რისკის დადგენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---–------------- განაცხადა, რომ არის ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. მისი განმარტებით, შპს „ჯ----------------------ას“ ქმედების გამო მერიას მიადგა ორ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი. მოწმემ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს აქტების და თემატური შემოწმების აქტის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად გარკვეული სახის სპეციალური მასალის გამოყენებისას, შესაბამის დოკუმენტებში, კერძოდ, „ფორმა N2“-ში მოხდა არასწორი რაოდენობების მითითება, რაც მიზნად ისახავდა ხარჯების ხელოვნურად გაზრდას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- კ--–---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობდა შპს „ლაბორატორიაში“ და რამოდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ჯ----------------------ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების, კერძოდ, ორმოების ამოვსების ხარისხის კონტროლს. მის პარალელურად, სამუშაოებს მერიის წარმომადგენელიც აკონტროლებდა. მოწმის განმარტებით, აუცილებლად ესწრებოდა სამშენებლო მასალით - ღორღით დატვირთული მანქანის აწონვას და თავის წიგნში იწერდა მონაცემებს, შემდეგში კი აღრიცხავდა ნაშთებს. აკონტროლებდა ღორღის ხარჯვას, ემულსიასთან შეხება არ ჰქონია. ზეპირი გადმოცემით იცოდა, რომ 1 მ3 სამუშაოზე უნდა დახარჯულიყო 100-150 ლიტრი ემულსია. მ--–---- კ--–---–---–ის განმარტებით, თვითონ არასოდეს შესწრებია, რომ კომპანიას ღორღი გადაეყარა; იგი ხელს აწერდა „ფორმა N2“-ის ეგზემპლარებზე, რომლის ერთი ეგზემპლარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას რჩებოდა, მეორეს კი მერიაში წარადგენდნენ. „ფორმა N2“-ის ხელმოწერის დროს მის მიერ ჩაწერილ მონაცემებს ადარებდა შპს „ჯ----------------------ას“ მონაცემებს, რაც ერთმანეთს ემთხვეოდა, მისთვის არავის უთხოვია, რომ არასწორი მონაცემები შეეტანა „ფორმა N2“-ში. იგი მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს არ აწერდა. მოწმის ზედამხედველობის დროს რაიმე პრეტენზია ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ დაფიქსირებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- მ--------მ განაცხადა, რომ იგი 2012 წლის მარტიდან მუშაობს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, არის გზების ინჟინერი და ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას სამუშაოებზე. აკონტროლებს კონტრაქტორებს, უშუალოდ იკვლევს ხარისხსა და მოცულობებს. შპს „ჯ------------ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს იგი ძირითადად ესწრებოდა. თავიდან იწონებოდა ცარიელი მანქანა, ხოლო შემდეგ დატვირთული, რომელსაც აკლებდნენ ცარიელი მანქანის წონას და რჩებოდა ღორღის სუფთა წონა. მუშაობდა ორი მანქანა, რომლებსაც მოწმე შეძლებისდაგვარად აკონტროლებდა. სამუშაოების თაობაზე დგებოდა ფორმა N2. რეცეპტი იმისა, თუ რა ოდენობის ღორღს რა მოცულობის ემულსია უნდა გაზავებოდა, არ არსებობდა. ამინდებიდან გამომდინარე, მათი მოცულობა იყო სხვადასხვა. იგი ამოწმებდა მხოლოდ ღორღს, ემულსია კი მისი საქმე არ იყო. ღორღზე ემულსიის ხარჯვა სტანდარტებით არ იყო დადგენილი. როდესაც იყო ქარიანი ამინდი, მეტი ემულსია იხარჯებოდა. კონკრეტული ინფორმცია არ აქვს, თუმცა როგორც მისთვის ადგილზე მომუშავე პირებისგან არის ცნობილი, 1 მ3 ღორღზე უნდა დახარჯულიყო 100-160 ლიტრი ემულსია. სტანდარტის დამდგენი დოკუმენტი კი მოწმეს არ უნახავს და მისი ვარაუდით, ალბათ არც არსებობდა. მოწმე ხელს აწერდა დოკუმენტაციას, რომელშიც ყალბი ინფორმაცია არასდროს შეუტანია, ხოლო რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, ფორმა #2-ში გამოავლენდა და რეაგირებაც მოყვებოდა. მას შპს „ჯ----------------------ას“ ფორმა #2-ებთან დაკავშირებით ეჭვი არასდროს გაჩენია. ფორმა N2-ების მიღების შემდეგ მოწმე ადგილზე ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოს. კომპანიის მუშაობისას ღორღი იმ რაოდენობით იხარჯებოდა, რაც გაწერილი იყო დოკუმენტაციაში. კომპანიას ღორღი არსად არ გადაუყრია და რომც მოენდომებინათ გადაყრა, ის გაივლიდა იგივე პროცედურას, რაც გზის კეთებას სჭირდებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–-----მა განაცხადა, რომ მუშაობდა ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ. დაახლოებით 2008 წელს მერიის მიერ გამოცხადებულ გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ჯ------------ ჯორჯიამ“. ხსენებული კომპანიის მუშაობის მეთოდი საქართველოს რეალობაში ახალი იყო, რადგან იგი მოკლე დროში ასრულებდა დაკისრებულ სამუშაოს. მისი პირობები იყო საუკეთესო, რის გამოც გაიმარჯვა მან. რა რაოდენობის თანხაც გამოიყო ბიუჯეტიდან, ზუსტად იმ ოდენობის სამუშაოები იქნა ამ კომპანიის მიერ შესრულებული და კომპანიის მხრიდან რაიმე თანხის დამატებით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ რომც მოეთხოვა, ზედმეტ თანხას ვერ მიიღებდა. დოკუმენტებში ასახულია გაწეული სამუშაოების ოდენობა, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე რაიმე დარღვევას, ან შენიშვნას ადგილი არ ქონია. თუ რა ოდენობის ღორღი და ემულსია იხარჯებოდა, ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. მათთვის მთავარი არის შედეგი, პროდუქტის რეცეპტი კი არის კომპანიის საიდუმლო. შესარევი მასალის რაოდენობა ყოველთვის ცვალებადია - 1 მ3 ღორღზე შეიძლებოდა გახარჯულიყო 100-150-200 ლიტრი ემულსია, ან უფრო ნაკლებიც. ეს ყველფარი დამოკიდებულია ბიტუმის მარკაზეც და ამინდზეც. მისი სამსახური ამოწმებდა შედეგს და თუ შედეგი არ იქნებოდა მისაღები, კომპანიას მოუწევდა სამუშაოს თავიდან შესრულება. მისი თქმით, ღორღის გადაყრას ვერავინ გაბედავდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ--------------------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში. მისი ერთ-ერთი მოვალეობაა შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ მიერ შესრულებული სამუშაოს კურირება და ხელმძღვანელობა. მოწმის განმარტებით, იგი იძიებს ინფორმაციას, თუ სად რა არის გასაკეთებელი, შემდეგ ხდება შეთანხმება, დავალების მიცემა და დავალების შედეგად შესრულებულ სამუშაოებზე აკეთებს მონიტორინგს. უშუალოდ ხარისხის და ღორღის ხარჯის კონტროლი კი ევალება მერიის მუნიციპალურ ლაბორატორიას. ემულსიაზე ხარჯვის სტანდარტი არ არსებობს და სამსახურებრივად არ ევალება ემულსიის ხარჯის გამოანგარიშება, ხოლო დოკუმენტებში ცრუ ინფორმაციის შეტანა მისთვის არავის უთხოვია და შესაბამისად, არც შეიტანდა. მოწმემ არ იცის თუ რა ოდენობის ემულსია იხარჯება 1მ3 ღორღზე. მას ამის სტანდარტი არ გაუგია. თუ რაიმე ხარვეზი იქნებოდა კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, კომპანიას თვითონ უნდა აღმოეფხვრა მისივე ხარჯებით, რაც იყო გარანტია მის მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე. კომპანიის მიერ სამუშაოს წარმოების ტაქტიკა შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ მიერ იყო შემუშავებული. ემულსიის ხარჯვის რაოდენობა სეზონების მიხედვით სხვადასხვაა. ფორმა #2 დგებოდა გახარჯული ღორღის საფუძველზე და ემულსიის ხარჯვის რაოდენობაზე მოწმე არ დაინტერესებულა, არც მოვალეობა ჰქონდა ამის. მოწმის განმარტებით, შპს „ჯ------------ ჯორჯია“ იყო სწრაფი და ხარისხიანი შემსრულებელი, რის გამოც ტენდერში მიენიჭა უპირატესობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------მ განაცხადა, რომ იგი 2008 წლიდან 2014 წლის ბოლომდე მუშაობდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში, ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მისი უშუალო ფუნქცია იყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა. შპს „ჯ----------------------ასთან“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა საზედამხედველო სამუშაოები. კერძოდ: მოიძია დაზიანებული ქუჩების მისამართები და აკონტროლებდა სამშენებლო მასალების მოხმარების პროცესს. თითოეული სამუშაოს დასრულების შემდეგ დგებოდა „ფორმა N2“, რაც წარმოადგენდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტს და ანგარიშსწორების საფუძველს. ამ აქტს მოწმეც აწერდა ხელს. მასთან ერთად სამუშაო პროცესს აკონტროლებდა აწგარდაცვლილი გოჩა კეშელაშვილი, იგი დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა თითოეული სამუშაოს შესასრულებლად დახარჯული სამშენებლო მასალის რაოდენობის შესახებ. მოწმის განმარტებით, არ იცოდა ასფალტ-ბეტონის დაგების სამშენებლო ნორმები, თუ რა რაოდენობით მასალა იხარჯებოდა თითოეულ სამუშაოზე. იცოდა მხოლოდ ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, საუბრებიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 150-200 ლიტრამდე ემულსია იხარჯებოდა 1 მ3 ღორღზე. ასევე იცოდა, რომ ემულსია ზამთრის პერიოდში უფრო დიდი რაოდენობით იხარჯებოდა, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. თუმცა ისინი ახდენდნენ ვიზუალურ დათვალიერებას და იმის კონტროლს, სრულად იხარჯებოდა თუ არა ის მასალა, რაც მის თვალწინ თავსდებოდა მანქანაში და იწონებოდა. ხარისხზე უშუალოდ კომპანია იყო პასუხისმგებელი, თუ უხარისხოდ შეასრულებდა საქმეს, თვითონ მოუწევდა შემდეგ ამის გამოსწორება. მოწმის განმარტებით, ზედამხედველობის პროცესის მიმდინარეობისას არ გაჩენია რაიმე ეჭვი მასზედ, რომ შესრულებული სამუშაო წინააღმდეგობაში მოდიოდა მერიის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას და კომპანიას მოუწევდა შეცდომის გამოსწორება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ს------მ განაცხადა, რომ 2010 წელს მუშაობდა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობაში, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსად და კურატორობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. ქალაქში ახალი ტექნოლოგიებით საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად, ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ჯ----------------------ა“.ტენდერის ჩატარებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მოამზადა სატენდერო დოკუმენტაცია. შპს „ჯ----------------------ას“ მიერ ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების პროცესში ზედამხედველობდა სამუშაოების პროცესს, აკონტროლებდა სამშენებლო მასალების ხარჯვას. უშუალოდ ემულსიის ხარჯვის საკითხთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ზეპირად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობით უნდა დახარჯულიყო ემულსია გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ ვისგან მიიღო, ვერ გაიხსენა. როგორც ახსოვს, დაახლოებით 1 მ3 ღორღზე ემულსია უნდა გახარჯულიყო 150 ლიტრის ფარგლებში. პრევენციულად აკეთებდნენ გადამოწმებას - ხარჯავდა თუ არა კომპანია იმ რაოდენობის ემულსიას, რაც ჭირდებოდა ამ ტექნოლოგიას. თანამდებობრივად ხელს აწერდა „ფორმა N2“-ს, მასთან ერთად ამ დოკუმენტს ხელს აწერდნენ გამგებლის მოადგილე და ორი ტექნიკური ზედამხედველი. მოწმემ დაადასტურა, რომ სამუშაოების შესრულების თაობაზე ენდობოდა თანამშრომლის - გოჩა კეშელაშვილის ჩანაწერებს, რომლებიც ემთხვეოდა შპს „ჯ----------------------ას“ მონაცემებს და ამის შემდეგ აწერდა ხელს შესრულებული სამუშაოს აქტებს. რაიმე სახის ზეწოლა, რომ არასწორი მონაცემებით შევსებული აქტისთვის მოეწერა ხელი, მასზე არავის განუხორციელებია. შპს „ჯ----------------------ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ არ ყოფილა პრეტენზია. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაზეც კომპანიამ დაუყონებლივ გაუშვა საკუთარი მონიტორინგის ჯგუფი, რადგან თავადაც არ მოეწონათ ხარისხი და საკუთარი სახსრებით სასწრაფოდ აღადგინეს ხარვეზი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------–---–-ა განაცხადა, რომ 2008 წლიდან იყო შპს „ჯ----------------------ას“ ბუღალტერი. მის საქმიანობაში შედიოდა შესყიდვებთან, ზედნადებებთან და ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გატარება. მოწმის განმარტებით, კომპანიას ძირითადად უხდება ღორღისა და ემულსიის შეძენა, რომელთა ნარევითაც ხდება გზების შეკეთება. კომპანიას დოკუმენტაციის გარეშე მასალა არასდროს შეუძენია. ისეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ კომპანიას რაიმე ხარჯი, შეძენა ან გაყიდვა დოკუმენტებში არ დაეფიქსირებინოს. მერიასთან ურთიერთობაში ხელშეკრულების გაფორმებისას უფლებამოსილი პირი იყო კომპანიის დირექტორი. შპს ,,ჯ----------------------ამ“ თბილისის მერიასთან ურთიერთობა დაიწყო 2007 წლიდან. შესრულებული სამუშაოების შემდეგ კომპანიას უხდებოდა მერიაში მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და საგადასახადო ანგარიშფაქტურის ატვირთვა, რომელსაც კომპანიის დირექტორი და სამუშაოთა მწარმოებელი მენეჯერი ამზადებდნენ. ფორმა ორები ბარდებოდა მერიაში, რომელთანაც შეხება არ ქონია. ფორმა ორების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტში მხოლოდ ციფრი იწერებოდა. მუშა-მოსამსახურეები ანაზღაურებას იღებდნენ შესრულებული სამუშაოების - გახარჯული 1მ3 ღორღის მიხედვით. ისინი ინფორმირებულები იყვნენ იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის მასალა იყო გახარჯული. ისეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა, რომ მუშას ეთქვას, ბევრი ვიმუშავე და ნაკლები დამირიცხე ხელფასიო. კომპანიის დირექტორებს დ----- შ----ასა და ზ-----ბ ე-----–---ს კუთვნილი ხელფასების გარდა, სხვა თანხები არ გაუტანიათ. კომპანიიდან თანხები გადიოდა როგორც გადარიცხვით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას ძირითადად აწარმოებდა ოფისმენეჯერი ლ-----–-------ე. ოფისმენეჯერის ჩანაწერები და საბოლოო საბუღალტრო ჩანაწერები ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც ფინანსური და საგადასახადო სამსახურების შემოწმების შედეგადაც დადასტურდა. მათ არანაირი ყალბი დოკუმენტი არ ამოუღიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ რაც შეძენილი იყო, ასევე იყო გახარჯულიც. სეზონების მიხედვით ემულსიის ხარჯი მერყეობდა 70-150 ლიტრამდე 1 მ3 ღორღზე. გზის ხარისხის შენარჩუნება დამოკიდებული იყო გარემო პირობებზე. რაც უფრო ცოტა დაიხარჯებოდა, კომპანიისთვის უკეთესი იყო, ხარისხიდან გამომდინარე, ბევრის ხარჯვა ზარალი იყო, ამიტომ ყოველთვის აქცევდნენ დიდ ყურადღებას, რომ ნაკლები ემულსია დახარჯულიყო. კომპანიის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არ დაზიანებულიყო ორმოები. შემთხვევები ყოფილა, რომ ამოცვენილა ორმოები და ამ ზარალს კომპანია საკუთარი სახსრებით ანაზღაურებდა, ხსენებული ხარჯების აღრიცხვას კი უშუალოდ მ-------------–---–ი აკეთებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----–-------ემ განაცხადა, რომ იგი იყო შპს „ჯ----------------------ას“ მენეჯერი და ითავსებდა საბუღალტრო სამუშაოებს. შპს-ში მუშაობდა 2008 წლის მარტიდან, 2011 წლამდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2013 წლიდან ისევ განაგრძო მუშაობა და მუშაობდა 2014 წლამდე. მისი ფუნქცია იყო ქუჩების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების და სახარჯი მასალის აღრიცხვა. ბაზიდან ბიტუმის ემულსიისა და ღორღის გატანის დროს იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები, რასაც წერდნენ სამუშაოთა მწარმოებლები, თვითონ კი ამოწმებდა. მეორე დღეს ოფისში ახდენენ დახარჯული მასალის და ნაშთების შედარებას. სამუშაოთა მწარმოებლები გახარჯული მასალის შესახებ მონაცემებს თავიანთ ჟურნალებშიც იწერდნენ. გარკვეულ ეტაპებზე, სამუშაოების დასრულების შემდეგ დგებოდა დოკუმენტი - „ფორმა N2“, სადაც მითითებული იყო ქუჩები და გახარჯული მასალის, მაგალითად, ღორღის რაოდენობა. თვითონ არ აწერდა ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, თუმცა თავის ნამუშევარს ადარებდა შპს „ლაბორატორიის“ მონაცემებს. დოკუმენტის წარდგენამდე მის მიერ აღრიცხულ მონაცემებს ადარებდა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებს. მიღება-ჩაბარების აქტში თანხას მთავარი ბუღალტერი უთითებდა, შეიძლება მიღება-ჩაბარების აქტი თვითონაც შეედგინა, მაგრამ მთავარი ბუღალტერი ამას ამოწმებდა. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ტექნოლოგია, რომლითაც შპს ახორციელებდა სამუშაოებს, მოითხოვდა, რომ 1 მ3 საფარზე საშუალოდ 70-დან, 100 ლიტრამდე ემულსია დახარჯულიყო. ტექნიკა ახალ ზელანდიაში ჰქონდათ შეძენილი და ეს მონაცემებიც იქედან მიიღეს ელექტრონულ ფოსტაზე. ამ ნიხრს აკონტროლებდნენ; ყოფილა შემთხვევები, რომ მეტიც დახარჯულა და ნაკლებიც, ხარჯვა დამოკიდებული იყო წელიწადის სეზონზე. ზაფხულში ნაკლები ემულსია იხარჯებოდა, ზამთარში კი მეტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------–---–მა განაცხადა, რომ იგი 2007 წლიდან მუშაობდა შპს „ჯ----------------------აში“ მძღოლ-ოპერატორად. მისი განმარტებით, სამუშაოებზე მომუშავე პირები ხელფასს იღებდნენ გადამუშავებული ღორღის ოდენობით, ხოლო ემულსიის ოდენობას არანაირი კავშირი არ აქვს ხელფასებთან. კონკრეტული გამოანგარიშება არ ჰქონია შემუშავებული, თუმცა წინასწარ დაახლოებით იცოდა რა ოდენობის ხარჯი ჰქონდა ამა თუ იმ მოცულობის ორმოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიერ შესრულებული გზის მოპირკეთების სამუშაოებს ჰქონდა ხარვეზი, რაზეც კომპანია ყოველთვის კისრულობდა ვალდებულებას, საკუთარი სახსრებით, ყოველგვარი დანამატის გარეშე გამოესწორებინა. ქვიშა-ღორღის ავტომანქანაზე დატვირთვას ყოველთვის ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები. ღორღისა და ემულსიის რაოდენობა ამინდითა და თვალით განისაზღვრება. როდესაც ცივა, ემულსია უფრო მეტია საჭირო, რადგან ძნელია შეზავება. კომპანიის ოფისში იყო გარკვეული სტანდარტი, რომელიც იძლეოდა მითითებას, თუ რამდენი ემულსია იყო საჭირო წელიწადის დროების მიხედვით, მაგრამ მოწმეს ეს სტანდარტი არ უნახავს, კომპანიას ამისთვის ჩეხები და თურქები ყავდა ჩამოყვანილი, რომლებმაც დაარეგულირეს და მითითებები მისცეს. კომპანიის მიერ ღორღის გადაყრას, ან მითვისებას ადგილი არასდროს ჰქონია. შპს „ჯ----------------------ა“ ყოველთვის კეთილსინდისიერად მუშაობდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ა-----–---–მა განაცხადა, რომ იგი იყო შპს „ჯ----------------------ას“ ოპერატორი, სადაც 2013 წლიდან მუშაობდა. მისი ფუნქცია იყო ტრაქტორით ორმოს შეკეთება, რასაც ახორციელებდა ემულსიის და ღორღის შერევით. მოწმემ განმარტა, რომ ღორღი და ემულსია გამოდის დანადგარიდან, რომლის შენადენს აკეთებს თავად. იგი თვალის ზომით ხვდებოდა სამუშაოს ჩასატარებლად რა ოდენობის მასალა უნდა დაეხარჯა. ემულსიის ხარჯვის კონტროლი მას არ ევალებოდა, მაგრამ აკონტროლებდა ღორღის ხარჯვას. კომპანიას ღორღი არასდროს გადაუყრია. წელიწადის დროების მიხედვით ემულსიის ხარჯვა სხვადასხვა იყო. შპს „ჯ----------------------ამ“ ახალი ზელანდიიდან საქართველოში შემოიტანა დანადგარები, რის შემდეგაც სტანდარტი შეიმუშავა გ-------------ემ. ემულსიის ხარჯვის სტანდარტი ერთ გვერდზე იყო ასახული და იგი გააცნო მამამისმა - მ-------------–---–მა, რომელმაც კომპანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ შეასწავლა სამუშაო პროცესი. სხვა მრავალფურცლიანი სტანდარტი მას არ უნახავს. სტანდარტში მითითებული იყო, თუ რამდენი ლიტრი ემულსია უნდა დახარჯულიყო სეზონების მიხედვით. საშუალოდ ემულსიის დანახარჯი უნდა ყოფილიყო 100 ლიტრი. თუმცა სეზონის მიხედვით უფრო ნაკლებიც შეიძლება ყოფილიყო. სამუშაოს დაწყების დროს იცოდა, რამდენიც იყო ემულსიის რაოდენობა და როდესაც სამუშაო დასრულდებოდა, მაშინ ამოწმებდა, თუ რამდენი ლიტრი დარჩა. სხვაგვარად ემულსია არასოდეს გაუზომავს. მისი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1 მ3-ზე შესრულებული სამუშაოთი, ამიტომ იწერდა, თუ რა მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, 1 მ3-ზე მისი ანაზღაურება შეადგენდა 6 ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------მ განაცხადა, რომ იგი 2006 წლიდან არის შპს „ჯ----------------------ას“ სამუშაოთა მწარმოებელი. მოწმის განმარტებით, სეზონების მიხედვით ემულსიის ხარჯვა სხვადასხვანაირია: გაზაფხულზე 120 ლ, ზაფხულში 70-75ლ, ხოლო შემოდგომა-ზამთარში - 150 ლ-მდე. გზების შეკეთების ტექნიკა საქართველოში ჩამოიტანა გ-------------ემ, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. იგი სწრაფად მუშაობს. მუშების ხელფასები გაიცემოდა გადამუშავებული ღორღის ოდენობის საფუძველზე, ხოლო ემულსია ხელფასთან არანაირ კავშირში არ იყო. სამუშაოებს ესწრებოდა „ლაბორატორიის“ თანამშრომელი, რომელიც საღამომდე იყო ობიექტებზე მომუშავე ბრიგადასთან ერთად და აკვირდებოდა მუშაობის პროცესს. უხარისხო სამუშაოებისაგან გამოწვეულ ზარალს კი შპს „ჯ----------------------ა“ ანაზღაურებდა. რაც შეეხება ღორღისა და ემულსიის გაზავების სტანდარტს, ასეთი სტანდარტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი, რომელშიც ემულსიის პარამეტრები წერია. მოწმემ გამოძიებაში მიცემული განსხვავებული ჩვენება ახსნა იმით, რომ მან დაბეჭდილი ჩვენება კარგად ვერ წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი, ხოლო სასამართლოში მიცემული ჩვენება არის სიმართლე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- გ-----მ განაცხადა, რომ არის ემულსიის მწარმოებელი კომპანია „ვ-------------ს“ წარმომადგენელი. საქართველოში ბიტუმის ემულსიის სტანდარტი არის კატ - 60%. „ჯ------------ ჯორჯიას“ მოთხოვნით, „ვ-------------“ უმზადებდა და ამ კომპანიას აწვდიდა კატ 67%-იანი ბიტუმის ემულსიას. ყოველ მიწოდებაზე იწერებოდა შესაბამისი ზედნადები და კომპანიისთვის საბუთების გარეშე არასდროს არ მიუწოდებია ემულსია. ამასთანავე, კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, ამ ემულსიას ადგეზიური დანამატი დაამატა ემულსიის ხარისხის მატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის აუცილებლობა. ამით კომპანიას გაეზარდა ხარჯი, სამაგიეროდ კი ემულსიის და შესრულებული სამუშაოს ხარისხი უფრო გაუმჯობესდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------–---------მ განაცხადა, რომ მუშაობს სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ეროვნულ სააგენტოში, სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელად. მისი სამსახურის ფუნქციაა საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების მიღება, რეგისტრაცია და გავრცელება. პროდუქტის სტანდარტის შემუშავება ნებისმიერ პირს შეუძლია. შემუშავებულ სტანდარტს შემმუშავებელი სარეგისტრაციოდ წარუდგენს სტანდარტების სააგენტოს, რასაც განიხილავს სტანდარტების ტექნიკური კომიტეტი. კერძოდ ამოწმებს, აკმაყოფილებს, თუ არა იგი სტანდარტიზაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. 2012 წლის მაისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მეწარმეს შეეძლო თვითონ შეემუშავებინა სტანდარტი, ან მეწარმესთან დადებული ხელშეკრულებით - შეემუშავებინა სააგენტოსაც. იმ პერიოდში მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტის რეგისტრაცია სავალდებულო იყო. თუმცა ტექნოლოგიური სტანდარტების რეგისტრაცია მის სამსახურს არ ეხებოდა, სააგენტო არეგისტრირებდა მხოლოდ პროდუქტის სტანდარტს, რომელიც ბაზარზე განსათავსებლად გადიოდა. შპს „ჯ----------------------ას“ ტექნოლოგიური სტანდარტი სააგენტოში რეგისტრირებული არ ყოფილა. რეგისტრაციას არ ექვემდებარებოდა სტანდარტი, თუ როგორ მზადდებოდა პროდუქტი, რეგისტრირდებოდა მხოლოდ დამზადებული პროდუქტის სტანდარტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ-----------–---მ განაცხადა, რომ იგი არის ფინანსთა სამინისტროს საექსპერტო განყოფილების რევიზორი, რომელმაც გამოძიების მიერ ელექტრონულად და ფიზიკურად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ორჯერ ჩაატარა თემატური შემოწმება მოცემულ საქმეზე და გამოსცა შესაბამისი აქტი. მოწმის განმარტებით, მას ევალებოდა გახარჯული ემულსიის რაოდენობის მიხედვით დაეანგარიშებინა, შეეძლო თუ არა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას სამუშაოების იმ მოცულობით შესრულება, რაც მითითებული ჰქონდა ფორმა #2-ებში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ დაადასტურა, რომ ფორმა #2-ებში დახარჯული ემულსიის რაოდენობა მითითებული არ იყო და მას არც რაიმე ოფიციალური ტექნოლოგიური სტანდარტით უხელმძღვანელია. ექსპერტი მთლიანად დაეყრდნო მოწმეების გამოკითხვის ოქმებში მოცემულ ინფორმაციას, სადაც სეზონების მიხედვით იყო აღწერილი ემულსიის ხარჯვის რაოდენობა. მას არ სმენია, არსებობს თუ არა რაიმე სახის ოფიციალური სტანდარტი ემულსიის ხარჯვის რაოდენობასთან დაკავშირებით. ექსპერტმა მოახდინა მხოლოდ არითმეტიკული გაანგარიშება, მის მიერ შედგენილი დოკუმენტი არის გაანგარიშება და არა ექსპერტის დასკვნა. მან მხოლოდ ფორმა #2-ებში მითითებული მოგება შეადარა დეკლარაციაში მითითებულ მოგებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--------------–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი ინსპექტორი. მოცემულ საქმეზე პ-----------–---სთან ერთად, შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ მიმართ ჩაატარა თემატური რევიზია და შეადგინა თემატური რევიზიის აქტი. ამ მიზნით მას გამომძიებელმა მიაწოდა საქმის მასალები და დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებული იყო შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ საქმიანობასთან. მათი გადაცემა მოხდა ხელზე, ყოველგვარი მიმართვის გარეშე. აქტის შედგენისას იხელმძღვანელა აღნიშნული გადაცემული მასალებით. უშუალოდ დოკუმენტი არ არის ექსპერტიზის დასკვნა და რაიმე სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა მათემატიკური დაანგარიშება. ემულსიისა და წვრილმარცვლოვანი ბაზალტის ხარჯვის სტანდარტის დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, რომლებიც წარუდგინა გამომძიებელმა, სხვა სტანდარტი ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან საქართველოში მოცემული სამუშაოს სტანდარტი არ არსებობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მ-----------------–--ას და პავლე ხაჩიძის, შპს „ჯ----------------------ას“ მძღოლის მ-----–------------ის, სს „სატრანსპორტო კომპანია თბილისის“ ხელმძღვანელის გ------- ს--------–-–---–ის, ასევე, გამომძიებლების გ---–---–----ას, გ------- კვ----–---–-ას, თ------------ას და გ----- კვ----–---–-ას ჩვენებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

2014 წლის 21 თებერვლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ ოფისიდან ამოღებული იქნა: 2012 წლის ხელშეკრულებები, შიდა გადაზიდვის დოკუმენტები; გადაზიდვების დოკუმენტები, 2011 წლის შედარების აქტები; 2007-2011 წლის დეკლარაციები, სალარო, ბაკის ამონაწერი, ზედნადებები; 2011-2012 შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები; 2011 წლის შეძენა რეალიზაცია; 2012 წლის დეკლარაციები, შეძენა-რეალიზაცია; 2012 წლის სალარო, 2009-2010წ. სატენდერო დოკუმენტაცია, 2007 წლის შეძენა-რეალიზაცია; 2007-2012წწ. წერილები,2009-2012წწ. ხელშეკრულებები; ხელშეკრულებები, შიდა გადაზიდვა 2009-2010წწ., 2013 წლის მიღება-ჩაბარება, წერილები; 2009-2013 წლის შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტი; 2006-2007წწ. ხელშეკრულებები, შიდა გადაზიდვა, გასავლის ორდერები, საშტატო განრიგი; 2009 წლის შეძენა-რეალიზაცია; მ-------------–---–ის და ლ-----–-------ის მაგიდიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია; მ-------------–---–ის და ლ-----–-------ის კომპიუტერიდან გადმოწერილი სამეწარმეო და საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.

 

2014 წლის 08 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მერიიდან ამოღებული იქნა ქ.თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შპს „ჯ----------------------ას“ მიერ მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული 2007 წლიდან 2013 წლამდე დოკუმენტაცია დედნების სახით.

 

2014 წლის 20 მარტის და 2014 წლის 31 მარტის ამოღების ოქმების თანახმად, სს „თიბისი“ ბანკიდან ამოღებული იქნა გ-------------ის ამონაწერები პირადი და არაპირადი ანგარიშებიდან. ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკიდან ამოღებული იქნა “ე----------- საქართველო“ ბანკის გ-------------ის საბანკო ოპერაციების ამსახველი ამონაწერები.

 

2015 წლის 11 ივნისის და 12 ივნისის ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს საიტ ----------------------------------ს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტ -------------------სა და საძიებო პროგრამა Tsxinfo-ს მეშევობით დათვალიერებული იქნა გ-------------ის, დ----- შ----ას, მ--–---- კე------–--ისა და ზ-----ბ ე-----–---ს პიროვნებების, საზღვრის კვეთის, შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საიტ -------------------ს მეშვეობით დათვალიერებული იქნა შპს „ჯ----------------------ას“-ს ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, სადაც კომპანიის დირექტორებად სხვადასხვა პერიოდში ფიქსირდებიან: გ-------------ე, დ----- შ----ა, მ--–---- კე------–--ე და ზ-----ბ ე-----–---.

 

2015 წლის 15 იანვრის ელექტრონული მეილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა გამომძიებელ გ----- კვ----–---–-ას ელექტრონული ფოსტა ---------------------------. კერძოდ, 2015 წლის 10 იანვარს აღნიშნული ელექტრონული ფოსტით მიწერილი იქნა შეტყობინება m-------------------ზე და დასმული იქნა ორი შეკითხვა, რაზეც წერილობით პასუხი იქნა გაცემული 2015 წლის 13 იანვარს, ამასთან, გამოგზავნილი იქნა დოკუმენტები დანართის სახით. აღნიშნული მიმოწერა ამობეჭდილი იქნა და დაერთო სს საქმეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტაცია - საზოგადოების იურიდიული და საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა #2-ები, სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები; ქ. თბილისის მერიიდან ამოღებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები და სატენდერო დოკუმენტაცია; შპს „ჯ------------ის“ ინვენტარიზაციის მასალები და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, თემატური რევიზიის აქტი და ცნობა; ელექტრონულ მეილზე დათვალიერებული წერილი და თანდართული დოკუმენტები (ასევე თარგმნილი ქართულ ენაზე); ელექტრონულ ბაზებზე დათვალიერებული ინფორმაცია და საბანკო დაწესებულებებიდან ამოღებული დოკუმენტაცია.

 

2016 წლის 22 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის #00------- დასკვნით დასტურდება, რომ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ტენდერის შემთხვევაში - შესრულებულ სამუშაოთა აქტში (ფორმა #2) ნაჩვენები ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების პროცენტული მაჩვენებლები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილებით დამტკიცებულ ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების ზღვრულ მაჩვენებლებს, შესაბამისად 10%-ს და 8%-ს. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ უნდა გაწიოს და მიიღოს მხოლოდ მითითებული ოდენობით ზედნადები ხარჯი და მოგება. ფაქტიურად გაწეული ზედნადები ხარჯების და მიღებული მოგების ანგარიში არ ხდება ცალკეული ობიექტისთვის, ისინი იანგარიშება კომპანიის მიერ წინა წლის გაწეული სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე (შემოსავალი, გასავალი) და როგორც წესი, ყოველთვის იქნება განსხვავებული მაჩვენებლებთან შედარებით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ--–---- კ--–------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

2015 წლის 24 აგვისტოს და 25 სექტემბრის, ასევე 2017 წლის 06 მარტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ექსპერტმა ზ-----ბ გ---–-----მა ჩაატარა ქრონომეტრაჟი, თუ რა რაოდენობის ბიტუმის ემულსია იხარჯებოდა 1მ3 ბაზალტის ღორღზე ზაფხულის (აგვისტო), შემოდგომის (სექტემბერი) და გაზაფხულის (მარტი) სეზონებზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზ-----ბ გ---–-----მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და მიუთითა, რომ მის წინაშე დასმული ძირითადი კითხვა იყო რამდენი ლიტრი ემულსია დაიხარჯებოდა 1მ3 ბაზალტის ღორღზე. ექსპერტის განმარტებით, ემულსიის ხარჯვითი წილი დამოკიდებულია ბაზალტის ღორღის სისუფთავეზე, ემულსიის ხარისხზე, ოპერატორის პროფესიონალიზმზე და სეზონზე. 2015 წლის აგვისტოს თვეში ჩატარებული კვლევისას თავიდან აიწონა ცარიელი მანქანა, ამ პროცედურას მერიის თანამშრომელიც ესწრებოდა. შემდეგ მანქანა შეივსო ღორღით, აიწონა და გაირკვა ღორღის წონა. ბოლოს ჩატარდა დაკვირვება, თუ რა ოდენობის ემულსია დაჭირდებოდა 1მ3 ღორღზე. ამ დროს დაიხარჯა 72,5ლ. შემდგომში სექტემბრის თვეში, როდესაც განმეორდა კვლევა, გამოვიდა, რომ 1მ3 ღორღზე გაიხარჯა 74,5 ლიტრი ემულსია. ასევე, მან ანალიგიური დასკვნა გასცა 2017 წლის მარტის თვეში, როდესაც 1მ3 ღორღზე გაიხარჯა 117 ლიტრი ემულსია. ეს ბუნებრივიც იყო სიცივიდან გამომდინარე. შპს „ჯ------------ ჯორჯია“ თავისი ინიციატივით ამატებდა პროცენტულ გამძლეობას ემულსიას და 60%-დან ხდიდა 67%-მდე, რაც იყო მეტად ხარისხიანი, რადგან დანამატი აუმჯობესებს შეწებებას. შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ მეთოდი იყო ძალიან ეფექტური და სწრაფი. მოწმის განმარტებით, დაესწრო აწონვის პროცედურებს და აკვირდებოდა შემდგომ მის დახარჯვას, უყურებდა როგორ ივსებოდა ორმოები, შესრულებული სამუშაოს ხარისხი ინსტრუმენტალურად არ შეუმოწმებია.

 

2016 წლის 12 იანვრის და 2018 წლის 5 ივნისის საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ საზოგადოება - შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დადგენილი ბრალდება სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის შესახებ, წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით არ დასტურდება. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი. ამასთან, 2018 წლის 5 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანებითა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილებით „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ შესახებ დამტკიცებული მოთხოვნები ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების ზღვრული ოდენობის ნაწილში, არ ვრცელდება ტენდერის გზით განხორციელებულ შესყიდვებზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ-----–---------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ორივე შემთხვევაში მის წინაშე იყო დასმული საკითხი: ბრალდების მხარის მიერ გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩაეტარებინა საფინანსო-ეკონომიური ექსპერტიზა და გაეცა დასკვნა შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ დირექტორების მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ, რაზეც დადგინდა, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ყველა იყო სწორი და ასახავდა რეალურ მონაცემს, არც ერთი არ იყო გაყალბებული და არ ყოფილა ცრუ ინფორმაცია შეტანილი. გარდა ამისა, ფორმა #2-ზე დამკვეთსაც ჰქონდა ხელი მოწერილი და შემსრულებელსაც. შესაბამისად, გაყალბების საფუძველიც არ იყო. წარმოდგენილი იყო ფორმა #2, რომელიც ასახავს შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ მიერ შესრულებულ სამუშაოს, რაც დასტურდება იმ მომუშავე პერსონალის ხელმოწერებით, ვინც გასწია სამუშაოები. აღნიშნული ფორმა #2 გულისხმობს მასალის ხარჯვის აღწერას მომუშავეთა მიერ, რაც შესაბამისობაშია საწარმოს დამკვეთთან დადებულ მიღება-ჩაბარების აქტთან. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ მიმართ დაწერილია ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ორი ოქმი, რომლითაც დაჯარიმდა ინვენტარიზაციის აღურიცხაობის გამო, ანუ მას აღმოაჩნდა აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაზედაც ზედმეტობა ჰქონდა 383,14 ლარი, ხოლო დანაკლისი 1786,31 ლარი. შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ შემუშავებული ჰქონდა შიდა სტანდარტი ორმოულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც დამოკიდებული იყო გასახარჯი მასალის ხარისხზე, კერძოდ ღორღზე ემულსიაზე და ასევე გარემო პირობებზე. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ქრონომეტრაჟი სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ, რომლითაც დადგინდა, რომ ზაფხულში 1მ3 ღორღზე დაიხარჯა 70,5ლ ემულსია. ასევე კვლავ ჩატარდა განმეორებითი ექსპერტიზა, რა დროსაც ემულსია გაიხარჯა 74,5ლ-მდე. ანუ დადასტურდა, რომ ემულსიის ხარჯვა დოკუმენტაციაში სწორად იყო ასახული. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ხელოვნურად ხდებოდა ღორღის მასის ზრდა, არის მცდარი. რაიმე გზით თანხების დაუფლება ვერ დადასტურდა. კომპანიის მიერ ნანახი მოგება ტენდერის გზით სრულადაა დაბეგრილი და დადეკლარირებული. მეწარმის მიერ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს მოგება, ვინაიდან მოგება იანგარიშება სამეურნეო წლის ბოლოს, ხოლო როდესაც კომპანია არის ახლად შექმნილი, ის რეგისტრაციიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ანგარიშობს მოგებას. აღნიშნული დროის ზღვარს გადაცილებული კომპანია ყოველი წლის ბოლოს ანგარიშობს მოგებას, კონკრეტულად კი 31 დეკემბერს, 00:00 საათის შემდეგ. ნ-----–---------–---–ის განმარტებით, ბრალდების მხარის პრეტენზია მასზედ, რომ ტენდერის დოკუმენტაციაში ეწერა მოგება 8-10%, ხოლო რეალური მოგება იყო 30-35%, რის გამოც სახელმწიფოს მიადგა ზიანი, არაა სწორი, რადგან ტენდერი რა ფასშიც გამოცხადდა, კომპანიამ ამ თანხის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა, რაც ორივე მხარისათვის იყო მისაღები.

 

აღნიშნული მტკიცებულებები გახლავთ საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს ბრალდებულთა გამართლების ნაწილში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთაგან მინიმუმ ორი უნდა იყოს პირდაპირი მტკიცებულება და რომლებიც ნეიტრალურად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდნენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს და არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ბრალდების მტკციების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ანალოგიურ ფორმულირებას შეიცავს და უდანაშაულობის პრეზუმფციას განამტკიცებს საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლიც, რომლის თანახმადაც მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის, როგორც შპს „ჯ----------------------ას“ დირექტორების მხრიდან, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძელზე მიღებული დიდი ოდენობით თანხების მისაკუთრების მიზნის არსებობა. ასევე ის გარემოება, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მათ დაზარალებული - ქ.ბილისის მერია სპეციალური ხერხის - მოტყუების გამოყენებით შეიყვანეს შეცდომაში და მისი ნდობის ბოროტად გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „ჯ----------------------ას“ გზების სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით სწორედ იმ რაოდენობის ბიტუმის ემულსია აქვს შეძენილი, რაც დაფიქსირებულია მათგან ამოღებულ შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტაციაში. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს მოწმეებმა - მ-------------–---–-ა, ლ-----–-------ემ და ლ---- გ-----მ. კერძოდ, მ-------------–---–ის განმარტებით, შპს „ჯ----------------------ას“ დოკუმენტაციის გარეშე მასალა არასდროს შეუძენია და ნებისმიერ ხარჯი, შეძენა ან გაყიდვა ფიქსერდებოდა დოკუმენტებში. ამასთან, ხდებოდა შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და რა მასალაც იქნა შეძენილი, იგი ასევე იყო გახარჯულიც. მოწმე ლ-----–-------ემ ანალოგიურად განახცადა, რომ იგი ახდენდა ქუჩების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების და სახარჯი მასალის აღრიცხვას და აკონტროლებდა გახარჯული მასალების ურთიერთშერევის მაჩვენებლებს. რაც შეეხება მოწმე ლ---- გ-----ს ჩვენებას, მან დაადასტურა, რომ კომპანია „ვ-------------ს“ მიერ შპს „ჯ----------------------ასათვის“ ემულსიის ყოველ მიწოდებაზე იწერებოდა შესაბამისი ზედნადები და კომპანიისთვის საბუთების გარეშე არასდროს არ მიუწოდებია მასალა. ამასთან, აღნიშნული მოწმის ჩვენება ყურადსაღებია იმ თვალსარისითაც, რომ მისი განმარტებით, საქართველოში ბიტუმის ემულსიის სტანდარტი არის კატ - 60%. თუმცა, „ჯ------------ ჯორჯიას“ მოთხოვნით, „ვ-------------“ უმზადებდა და ამ კომპანიას აწვდიდა კატ 67%-იანი ბიტუმის ემულსიას, რითაც შესრულებული სამუშაოს ხარისხი გაუმჯობესებული იქნებოდა.

 

ამ უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში გ-------------ეს, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ეს ბრალდების მხარე ედავება, რომ მათ დაარწმუნეს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენისას ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევის გამოყენებაში, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მ3 ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და ასევე, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა გამართლებულების მიერ მერიის და გამგეობის თანამშრომლების დარწმუნება იმაში, რომ ისინი სწორედ 100-160 ლიტრ ემულსიას გახარჯავდნენ 1 მ3 ღორღზე. პალატა ვერ დაეთანხმება ბარლდების მხარის აპელირებას, რომ ბიტუმის ემულსიის ხარჯვის აღნიშნული მაჩვენებელი უტყუარად იქნა დადსტურებული მოწმეთა ჩვენებებით, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი არცერთი მოწმის ჩვენება არ იყო კატეგორიული ხასიათის.

 

მოწმეებმა მ--–---- კ--–---–---–მა და გ------- მ--------მ განაცხადეს, რომ ახორციელებდნენ შპს „ჯ----------------------ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას. მ--–---- კ--–---–---–ი, როგორც შპს „ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, ახორციელებდა უშალოდ ხარისხის კონტროლს. მოწმეები აკონტროლებდნენ ღორღის ხარჯვას, ემულსიასთან კი შეხება არ ჰქონიათ. მათი განმარტებით, ღორღზე ემულსიის ხარჯვა სტანდარტებით არ იყო დადგენილი. იცოდნენ, რომ ემულსიის ხარჯვა დამოკიდებული იყო ამინდის ცვალებადობაზე. ამასთან, მ--–---- კ--–---–---–მა ზეპირი გადმოცემით იცოდა, რომ 1 მ3 სამუშაოზე უნდა დახარჯულიყო 100-150 ლიტრი ემულსია. გ------- მ--------მ კი მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზოდაგი ინფორმაცია 1 მ3 ღორღზე 100-160 ლიტრი ემულსიის გახარჯვის თაობაზე. ანალოგიურად, ქ.თბილისის მერიის კეთილმოწყობის თანამშრომლებმა თ------------–-----მა და თ--------------------–---მ, ასევე ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მ--------------მ და ლ---- ს------მ განმარტეს, რომ რა ოდენობის ღორღზე რამდენი ემულსია იხარჯებოდა, ამის თაობაზე არ აქვთ ინფორმაცია, ემულსიის ხარჯვის სტანდარტი არ არსებობს. შესარევი მასალის რაოდენობა ტემპერატურის მიხედვითაა ცვალებადი და ასევე, სხვა გარემოებებზეცაა დამოკიდებული. მათ ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, საუბრებიდან გამომდინარე იცოდნენ, რომ 1 მ3 ღორღზე შეიძლებოდა გახარჯულიყო დაახლოებით 100-150-200 ლიტრი ემულსია. ამდენად, ქ.თბილისის მერიის და გამგეობის თანამშრომლებმა, მათ შორის იმ შპს-ს წარმომადგენელმა, ვინც უშუალოდ ახორციელებდა შპს „ჯ----------------------ას“ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს, ნათლად განმარტეს, რომ არ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი, თუ რამდენი ლიტრი ბიტუმის ემულსია უნდა გახარჯულიყო 1 მ3 ღორღზე. არცერთ მათგანს არ შეუძლია მიუთითოს, თუ კონკრეტულად ვისგან ჰქონდათ ზეპირი ინფორმაცია 1 მ3 ღორღზე გასახარჯი ემულსიის ოდენობასთან დაკავშირებით. ამდენად, დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის განმარტება, რომ მოწმეთა ჩვენებებით უტუარად დადასტურდა 1 მ3 ღორღზე დაახლოებით 100-150 ლიტრი ემულსიის საჭიროება. დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან არცერთ შემთხვევაში არ ვლინდება გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის მიერ მათი დარწმუნება იმაში, რომ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენას განახორციელებდნენ ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ისეთი ნარევით, რომლის შემადგენლობაში წელიწადის დროების მიხედვით იქნებოდა 1 მეტრ კუბ ღორღზე, მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 160 ლიტრი ბიტუმის ემულსია.

 

ის გარემოება, რომ 1 მ3 ღორღზე გასახარჯი ემულსიის სტანდარტი არ არსებობს, დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების კ--------------–-–--ლის და პაატა დოლიძის ჩვენებებითაც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ რევიზიის ჩატარებისას ემულსიისა და ბაზალტის ხარჯვის სტანდარტის დასადგენად იხელმძღვანელეს მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, რომლებიც წარუდგინა გამომძიებელმა, სხვა სტანდარტი ვერ იქნა მოძიებული და ფორმა #2-ებშიც არ იყო მითითებული დახარჯული ემულსიის რაოდენობა. ამდენად, თემატური რევიზიის შედეგად დადგენილი გარემოება, რომ კომპანიას იმაზე მეტი სამუშაოს შესრულება ჰქონდა ნაჩვენები დამკვეთისათვის წარდგენილ ფორმა N2-ებში და მიღება ჩაბარების აქტებში, ვიდრე შესყიდული ემულსიის საერთო რაოდენობით შეიძლებოდა რომ შეესრულებინათ, გამომდინარეობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებიდან. მათ კი, როგორც უკვე აღინიშნა, ემულსიის ხარჯვის სტანდარტის შესახებ მხოლოდ ზეპირი გადმოცემებით აქვთ სავარაუდო ინფორმაცია. ბრალდების მხარემ ვერც ამ ნაწილში უზრუნველყო სათანადო სამართლებრივი შეფასების შედეგად დაედასტურებინა, თუ რის საფუძველზე ადგენს, რომ შპს „ჯ----------------------ას“ მიერ შეძენილი ემულსიით შეუძლებებლი იყო ვალდებულებით ნაკისრი ყველა სამუშაოს შესრულება. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილმა არაერთმა მოწმემ მიუთითა, რომ შპს „ჯეთფათჩრ-ჯორჯიამ“ სამუშაოები შეასრულა იმ ოდენობის ღორღითა და ემულსიით, რაც შეიძინა და ამასთან, შეასრულა ხარისხიანად. ზაფხულის პერიოდში 1 მ3 ღორღზე 100 ლიტრზე ნაკლები ემულსის გახარჯვის ფაქტი დაადასტურეს როგორც ბრალდების მხარის მიერ სადავოდ მიჩნეულმა მოწმეებმა - ლ---- ა-----–---–მა და მ--------------მ, ასევე მოწმეებმა მარინე სამნაიშვილმა და ლ-----–-------ემა, რომელთა ჩვენებებსაც იზიარებს ბრალდების მხარე.

 

ამასთან, ექსპერტმა ზ-----ბ გ---–-----მა დაადასტურა, რომ მის მიერ შპს „ჯ----------------------ას“ მიერ ნაწარმოებ სამუშაოებზე ჩატარებული კვლევის შედეგად, 2015 წლის აგვისტოს თვეში 1მ3 ღორღზე დაიხარჯა 72,5ლ ემულსია. შემდგომში, სექტემბრის თვეში, როდესაც კვლევა განმეორდა, გამოვლინდა, რომ გაიხარჯა 74,5 ლიტრი ემულსია; ხოლო 2017 წლის მარტის თვეში, 1მ3 ღორღზე გაიხარჯა 117 ლიტრი ემულსია და ეს ბუნებრივიც იყო სიცივიდან გამომდინარე. ბრალდების მხარის განმარტებით, არ არსებობს ზ-----ბ გ---–-----ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების გაზიარების საფუძველი, ვინაიდან მას არ ჩაუტარებია ლაბორატორიული დაკვირვება და იგი მხოლოდ ვიზუალურად ნახულობდა შესრულებულ სამუშაოებს. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს და მიუთითებს, რომ ზ-----ბ გ---–-----ი ნამდვილად არ ახდენდა სამუშაოს ინსტრუმენტულ შემწმებას, თუმცა, როგორც მან განმარტა, იგი სრულყოფილად ადევნებდა თვალს შპს „ჯ----------------------ას“ მანქანის ფუნქციონირებას, მისი აწონვის პროცედურებს და აკვირდებოდა შემდგომ მალასის დახარჯვას, მიჰყვებოდა სამუშაოების შესრულებას და ხედავდა, რომ ოპერატორის მიერ ხდებოდა ორმოების ამოვსება. კომპანიის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დადასტურების მტკიცების ტვირთი კი ეკისრება ბრალდების მხარეს, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში თავი ვერ გაართვა აღნიშნულ საპროცესო ვალდებულებას. სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მათ არ ჩაუტარებიათ რაიმე სახის კვლევა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც მოწმეებმა თ------------–-----მა, თ--------------------–---მ და ლ---- ს------მ განაცხადეს, ქალაქში საგზაო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ჯ----------------------ა“. აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა იმის გამო, რომ იგი სამუშაოებს ასრულებდა ახალი ტექნოლოგიებით, სწრაფად და ხარისხიანად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008-2013 წლებში შპს „ჯ----------------------ამ“, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქ. თბილისის მერიასთან და ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც შეასრულა ქ. თბილისში სხვადასხვა ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენა ემულსიისა და ბაზალტის წვრილმარცვლოვანი ფრაქციის ნარევით. კომპანიამ სრულიად კანონიერად გაიმარჯვა ტენდერში და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებები იყო ორივე მხარის ერთობლივი ნების გამოვლენის შედეგი. როგორც, თ------------–-----მა დაადასტურა, შპს „ჯ----------------------ას“ რა რაოდენობის თანხაც გამოეყო ბიუჯეტიდან, ზუსტად იმ ოდენობის სამუშაოები იქნა მის მიერ შესრულებული და კომპანიის მხრიდან რაიმე თანხის დამატებით მოთხოვნას ადგილი არ ქონია. მ--–---- კ--–---–---–ის, მ-------------ის და ლ---- სოხაძის ჩვენებების თანახმად, მათი ზედამხედველობის დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ დაფიქსირებულა. მ-------------ის განმარტებით, სამუშაოს უხარისხოდ შესრულება თუ დაფიქსირდებოდა, ის აუცილებლად ასახავდა და კომპანიას მოუწევდა შეცდომის გამოსწორება. ლ---- ს------მ კი მიუთითა, რომ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც კომპანიას თავადაც არ მოეწონა ხარისხი და საკუთარი სახსრებით სასწრაფოდ აღმოფხვრეს დაშვებული ხარვეზი. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, არც საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება შპს „ჯ----------------------ას“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შერულების ფაქტი. როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების მხარეს სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის კვლევა არ ჩაუტარებია. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ადგილი არ ჰქონია კომპანიის თანამშრომლების მიერ დატვირთული ავტომანქანიდან ღორღის გადაყრას, რაც ქალაქში ვერც მოხდებოდა. ამასთან, კომპანიის მხრიდან საქმის ხარისხიანად შესრულების თვალსაზრისით აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მოწმეთა უმრავლესობამ განაცხადა, თუ რაიმე ხარვეზი იქნებოდა შესრულებულ სამუშაოზე, კომპანიას თვითონ უნდა აღმოეფხვრა მისივე ხარჯებით და დამატებით ანაზღაურებას ვერ მიიღებდა მერიისგან, რაც იყო გარანტია მის მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ მოწმეების: მ--–---- კ--–---–---–ის, გ------- მახარაძის, მუმუკა ჯიქიძის და ლ---- სოხაძის განმარტებით, შპს „ჯ----------------------ას“ მიერ თითოეული სამუშაოს დასრულების შემდეგ დგებოდა „ფორმა N2“, რაც წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოს აქტს და ანგარიშსწორების საფუძველს. ისინი ხელს აწერდგენ „ფორმა N2“-ებს, რომლებშიც ყალბი ინფორმაცია არასდროს შეუტანიათ, ხოლო რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო ფორმა ორებში, გამოავლენდნენ და რეაგირებაც მოყვებოდა. შპს „ჯ----------------------ას“ ფორმა ორებთან დაკავშირებით ეჭვი არასდროს გაჩენიათ, თუმცა სამუშაო ადგილზეც მოწმდებოდა. მათზე არავის განუხორციელებია ზეწოლა, რომ არასწორი მონაცემებით შევსებული ფორმა ორზე მოეწერათ ხელი. ამდენად, საფუძველსმოკლებულია გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის მიმართ წარდეგნილი ბრალდება, რომ ისინი ფორმა ორებში უთითებდნენ ყალბ მონაცემებს, კერძოდ: საზოგადოების მიერ ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დროს რეალურად გახარჯულ ემულსიისა და ბაზალტის ფრაქციის გაცილებით დიდ მოცულობას და შესაბამისად, გაზრდილ ღირებულებას, ხოლო სხვაობას მოტყუებით ისაკუთრებდნენ. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ფორმა ორებში ყალბი ინფორმაციის მითითების ფაქტები ვერ იქნა დადასტურებული. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოწმეთა მითითებით ფორმა #2 დგებოდა გახარჯული ღორღის საფუძველზე და 1 მ3 ღორღზე გასახარჯი ემულსიის სტანდარტიც არ არის დადგენილი, გაურკვეველია, რას ეფუძნება ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ბრალდებულად ცნობილი პირები ფორმა #2-ში უთითებდნენ რეალურად გახარჯული ემულსიის გაცილებით დიდ მოცულობას.

 

რაც შეეხება შპს „ჯ----------------------ას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლებას, მოწმე გ------------–---–მა განაცხადა, რომ როგორც შპს „ჯ----------------------ას“ ელექტრონული ბაზების შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, კომპანიას ტენდერებში შესრულებული სამუშაოს ფორმა #2-ებში ნაჩვენები ჰქონდა მოგება 8%, ხოლო წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით მოგება ჰქონდა 30-35%. ვინაიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანების მიხედვით, მეწარმეს შესრულებული სამუშაოდან მიღებული მოგება არ უნდა აღემატებოდეს 8%-ს, მან შპს „ჯ------------თან“ დაკავშირებით მოძიებულ ინფორმაციაზე შეადგინა სამსახურებრივი პატაკი. აღნიშნულთან ერთად მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ჯ----------------------ა“ სამუშაოებს ასრულებდა ტენდერში გამარჯვების შედეგად, ხოლო მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება ეხებოდა და არეგულირებდა მხოლოდ მარტივ შესყიდვებს. 2018 წლის 5 ივნისის ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნები ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების ზღვრული ოდენობის ნაწილში, არ ვრცელდება ტენდერის გზით განხორციელებულ შესყიდვებზე. როგორც აღნიშნულ, ასევე ექსპერტ ნ-----–---------–---–ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვენაშია მითითებული, სახეზე არ არის შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი. ექსპერტმა დაადასტურა წარდგენილი ფორმა N2-ების სისწორე; განმარტა, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები იყო სწორი და ასახავდა რეალურ მონაცემს, არცერთი არ იყო გაყალბებული და მათში შეტანილი არ ყოფილა ცრუ ინფორმაცია; გარდა ამისა, სწორად არის შედგენილი სახელფასო დოკუმენტაციაც და ისინი როგორც ერთთმანეთთან, ასევე სხვა დოკუმენტაციასთან მოდიან შესაბამისობაში; კომპანიის მიერ ნანახი მოგება ტენდერის გზით სრულადაა დაბეგრილი და დეკლარირებული. ექსპერტმა ასევე ნათლად ახსნა, რომ რა ფასშიც გამოცხადდა ტენდერი, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სწორედ ამ თანხის ფარგლებში. ამდენად, არასწორია მითითება, რომ რადგან ტენდერის დოკუმენტაციაში ეწერა მოგება 8-10%, ხოლო რეალური მოგება იყო 30-35%, ამით სახელმწიფოს მიადგა ზიანი. ამასთან, როგორც ექსპერტმა ნ-----–---------–---–მა, ასევე ექსპერტმა მ--–---- კ--–------ემაც დაადასტურეს, რომ მოგების ზუსტი ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია; ფაქტიურად გაწეული ზედნადები ხარჯების და მიღებული მოგების ანგარიში ხდება წლიურად, გასული წლის საბუღალტრო მონაცემების საფუძველზე და როგორც წესი, ყოველთვის ფიქსირდება წინასწარ განსაზღვრულისაგან განსხვავებული მაჩვენებელი.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის აპელირებაზე 2018 წლის 25 ივნისის საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან იგი ეყრდნობა შპს „ჯ----------------------ას“ 2008 წლის ე.წ „შიდა სტანდარტს“, რომლის ნამდვილობაც საეჭვოა და სავარაუდოდ შედგენილია ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემის შემდეგ. აღნიშნულ დასკვნას ბრალდების მხარე აკეთებს მოწმე ა---------–-------ძის ჩვენებიდან გამომდინარე, რომელმაც განმარტა, რომ თუკი სტანდარტების დოკუმენტი შედგენილია 2008 წელს, მაშინ ის საჭიროებდა რეგისტრაციას, იმ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, თუმცა შპს „ჯ------------ის“ სტანდარტები არ იყო რეგისტრირებული. პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ როგორც მოწმე ა---------–---------მ განაცხადა, 2012 წლის მაისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მეწარმის მიერ შემუშავებული სტანდარტის რეგისტრაცია სავალდებულო იყო, თუმცა რეგისტრაციას ექვემდებარებოდა ბაზარზე გასატანი პროდუქტის სტანდარტი და არა ტექნოლოგიური სტანდარტები. მოწმემ ნათლად ახსნა, რომ მათ სამსახურს არ აინტერესებდა სტანდარტი, თუ როგორ მზადდებოდა პროდუქტი, მათთან რეგისტრირდებოდა მხოლოდ უკვე დამზადებული პროდუქტის სტადარტი. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი 2008 წლის 17 დეკემბრის სტანდარტები კი არის შპს „ჯ----------------------ას“ ჭავლურ ინექციური მეთოდით ორმოების სწრაფი შეკეთების ტექნოლოგიური პროცესის, მასალებისა და ენერგორესურსების ხარჯვის შიდა სტანდარტი. მასში აღწერილია სრული პროცესი როგორ, რა დანადგარით და რა მასალებით ხდება ორმოების სწრაფი შეკეთება და იგი არ განსაზღვრავს მხოლოდ ცალკეული პროდუქტის ღორღის ან ემულსიის სტანდარტს. გარდა ამისა, პროკურორის არგუმენტაცია იმ კუთხითაც ვერ იქნება გაზიარებული, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება შპს „ჯ----------------------ას“ შიდა სტანდარტის სიყალბის დასადასტურებლად. რეგისტრაციის სავალდებულოობის შემთხვევაშიც კი მხოლოდ იმაზე მითითება, რომ არ მოხდა დოკუმენტის სათანადო წესით დარეგისტრირება, არ გულისხმობს მის სიყალბეს. დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმება ხდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ. განსახილველ შემთხვევაში კი შპს „ჯ----------------------ას“ შიდა სტანდარტის სიყალბესთან დაკავშირებით მიღებული რაიმე დოკუმენტი ან გადაწყვეტილება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს 2016 წლის 12 იანვრის და 2018 წლის 5 ივნისის საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნების სისწორეში, რომელთა თანახმადაც, სახეზე არ არის შპს „ჯ------------ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ-------------ის, ზ-----ბ ე-----–---ს, დ----- შ----ას და მ--–---- კე------–--ის მიერ ბარალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი - იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-------------ე, ზ-----ბ ე-----–---, დ----- შ----ა და მ--–---- კე------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი;

 

გ-------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ-----ბ ე-----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ----- შ----ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ--–---- კე------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულებს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 ივნისის განჩინების საფუძველზე გ-------------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 30 000 (ოცდაათიათასი) ლარის ნაცვლად, დ----- შ----ას მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოციათასი) ლარის ნაცვლად და ზ-----ბ ე-----–---ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოციათასი) ლარის ნაცვლად, კ------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - თბილისში, ი--------------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის - სხვენის სართულის (ს/კ 0----------------------) ეკვივალენტურ წილს.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 ივლისის განჩინებით, მ--–---- კე------–--ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 20 000 (ოციათასი) ლარის ნაცვლად, მ--–---- კე------–--ის (პ/ნ 0----------) და თ----- კე------–--ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. თ---–-------------------–------, დამხმარე ფართი 22.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით 0---------------------- ეკვივალენტურ წილს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: შპს „ჯ------------ის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და დოკუმენტაცია: ხელშეკრულებები, შიდა გადახდის დოკუმენტაცია, დეკლარაციები, სასაქონლო ზედნადებები, შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტები, წერილები, გასავლის ორდერები, საშტატო განრიგები, საზოგადოების საბუღალტრო და სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, მოთავსებული ერთ ცალ DVD დისკზე და საზოგადოების სხვადასხვა საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია სულ 19 ტომარად - დაუბრუნდეს შპს „ჯ------------ს“.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე