განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310018002254895 (3/ბ-395-2018 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ-----------–--ას წარმომადგენლის ბ-------------–---–ის განცხადება (შუამდგომლობა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 11 იანვარს ნ-----------–--ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის და მესამე პირების ტ------–-------ასა და ა---------ს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.11.2015 წლის რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ნ-----------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, _ ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.11.2015 წლის №8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების ½ ნაწილში ტ------–-------ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ტ------–-------ამ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა ( ტომი 1, ს.ფ 261-284).
სააპელაციო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოსვლის თარიღია: 05.09.2018წ.).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა (მოპასუხე) და ტ------–-------ას (მესამე პირი) სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
2018 წლის 24 ოქტომბერს ნ-----------–--ას მიერ წარმოდგენილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მიღებულ იქნა განსახილველად.
2019 წლის 26 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა ნ-----------–--ას (მოსარჩელე, აპელანტი შეგებებული სააპელაციო საჩივრით) წარმომადგენლის ბ-------------–---–ის (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი სანოტარო აქტი N1--------, 22.10.2018წ.) განცხადება (შუამდგომლობა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით სარჩელის გამოხმობის შესახებ, იმ მოტივით რომ მხარეები მორიგდნენ, სადავო უძრავი ქონება მთლიანად რეგისტრირებულია მოსარჩელე ნ-----------–--ას სახელზე, რის გამოც მათ დავის მიმართ იურიდიული ინტერესი აღარ გააჩნია.
2019 წლის 26 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილ იქნა ასევე ტ------–-------ას (აპელანტი, მესამე პირი) და ა---------ს (მესამე პირი) წარმომადგენლის ნ------------ას (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სანოტარო აქტები: №1--------, 02.11.2018წ და №1--------, 29.10.2018წ.) განცხადება სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ განცხადებაზე (შუამდგომლობაზე) თანხმობის შესახებ.
ნ-----------–--ას, ტ------–-------ას და ა---------ს წარმომადგენლების განცხადებები, სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა მოპასუხე (აპელანტ) მხარეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს.
2019 წლის 06 და 10 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის უფროსის მალხაზ ნადარაიას 2019 წლის 02 მაისის №1----- განცხადება, რომლითაც სამეგრელოს რეგიონული ოფისი დაეთანხმა სარჩელის გამოხმობას.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.11.2015 წლის რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც 4----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ნ--------ში საკუთრების უფლებით რეგისტირებული იყო ტ------–-------ას (პ/ნ 1----------) სახელზე.
2019 წლის 19 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 8-----------) N4----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება აღრიცხულია ნ-----------–--ას (პ/ნ 1----------) საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა პოზიციებს, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ნ-----------–--ს წარმომადგენლის ბ-------------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და ნ-----------–--ას სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო :
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. იმავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო – მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე იცნობს სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტს, რაც მისი სპეციფიკით განსხვავდება სარჩელზე უარის თქმისაგან, რომელსაც უფრო მკაცრი შედეგები მოჰყვება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით ითხოვს სარჩელის გამოხმობას, რისი საპროცესო უფლებაც მხარეს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, - გააჩნია. სარჩელის გამოხმობას ეთანხმებიან საქმეში მონაწილე სხვა სუბიექტები - ტ------–-------ა (აპელანტი, მესამე პირი) და ა---------ს (მესამე პირი), ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი (მოპასუხე აპელანტი).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის, ნ-----------–--ას წარმომადგენლის ბ-------------–---–ის განცხადება (შუამდგომლობა) სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს საჩივარის (სარჩელს), თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ. იმავე კოდექსის 831 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას საჩივრის (სარჩელის) გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი. ამასთანავე მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 831, 275-ე, 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ-----------–--ას (მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) წარმომადგენლის ბ-------------–---–ის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ნ-----------–--ას სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. ტ------–-------ას (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს სს „საქართველო ბანკის“ მეშვეობით, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 18 3150. საგადასახადო დავალება N1, 26.09.2018წ.
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №GE24NB033100200165022, სახაზინო კოდი 300 18 3150, საგადასახადო მოთხოვნა N26265, 27.08.2019წ.
6. ბ-------------–---–ს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს ნ-----------–--ას შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სს „ბაზის ბანკის“ მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 18 3150, საგადასახადო დავალება 1, 23.10.2018წ.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე