განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002731173
საქმე №2ბ/1929-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ზ------ ა------ე
წარმომადგენელი - კ--------------–-----–---
მოწინააღმდეგე მხარე - თ------- დ----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ------- დ----–---–ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ზ------ ა------ის (პირადი №0----------) მიმართ და მოპასუხე ზ------ ა------ეს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის ი----- ა------ის (დაბადებული 2006 წლის 1 ივნისს) და დ----- ა------ის (დ----------–--------–-–----------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად 150-150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე თ------- დ----–---–ი და მოპასუხე ზ------ ა------ე 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
2.2. თ------- დ----–---–ი დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი----- ა------ესთან და დ----- ა------ესთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა და მამიდა არიან პენსიის მიმღები პირები; არასრულწლოვანი დ----- ა------ე გადის წვრთნას საფეხბურთო კ-–------------------–------–-- და ყოველი თვის გადასახადია 50 (ორმოცდაათი) ლარი;
2.3. მოსარჩელე თ------- დ----–---–ი არის ი---–------------ თ-----------------------, თუმცა იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი; ს----–--------–-----------------------------–------------–--------- დაყრდნობით, მოსარჩელე თ------- დ----–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება;
2.4. მოპასუხე ზ------ ა------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ---- ი------ესთან. იგი ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან ლ---- ა------ესთან ერთად;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. თ------- დ----–---–ს და ზ------ ა------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------ს ი----- ა------ე და 2----–-–---------------ს დ----- ა------ე;
2.6. ზ------ ა------ეს და ნ---- ი------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–------------------ს შეეძინათ შვილი ლ---- ა------ე;
2.7. მოპასუხე ზ------ ა------ე წარმოადგენდა შ-- ,,ვ----------ს“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თ----–-------------ს. შ-- ,,ვ----------ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შ-- ,,ნ----“;
2.8. ს----–--------–----------------- გ-----------------------------------------------–-------------------–----ზე დაყრდნობით, ზ------ ა------ის მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს;
ს----–--------–-----------------------------–------------–--------- დაყრდნობით, 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ზ------ ა------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 4.38 ლარს, თებერვლის თვეში - 18.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 62.5 ლარს, 8.75 ლარს და 25 ლარს;
2.9. ზ------ ა------ის ფინანსური ვალდებულება სს ,------------–------------- გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2----–-–-------------- მდგომარეობით N------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს;
2.10. მოპასუხე ზ------ ა------ეს ს-----–-------------–-- ერიცხება პენსია 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარს;
2.11. ზ------ ა------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ანოფთალმი H05,4 და მაღალი ხარისხის მიოპია H52,1. მას ეკრძალება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, საჭიროებს ოფთამოლოგის მეთვალყურეობას. მას ამჟამად მარჯვენა თვალბუდეში აქვს თვალის პროთეზი;
2.12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად სჭირდებათ 300 (სამასი) ლარი;
სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება არასრულწლოვანი ი----- ა------ის დამატებით გერმანულსა და ქართულში მომზადებისა და მის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულებას თავისი შინაარსის გამო არ წარმოადგენს ლ---------–-–---–ის და ხ-------------------ის სახელით 18.09.2018 წლის თარიღით, წარმოდგენილი სახით შედგენილი ხელწერილები (ს.ფ. 20-21);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მ--–--თა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე თ------- დ----–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2----–-–----------ს დაბადებული ი----- ა------ე და 2----–-–---------------ს დაბადებული დ-----ი ა------ე (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------- დ----–---–ი და მოპასუხე ზ------ ა------ე 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. თ------- დ----–---–ი დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი----- ა------ესთან და დ----- ა------ესთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა და მამიდა არიან პენსიის მიმღები პირები. (3.1.2). მოსარჩელე თ------- დ----–---–ი არის ი---–------------ თ-----------------------, თუმცა იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. ს----–--------–----------------- ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოსარჩელე თ------- დ----–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ა------ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ზ------ ა------ე წარმოადგენდა შ-- ,,ვ----------ს“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თ----–-------------ს. შ-- ,,ვ----------ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შ-- ,,ნ----“. ს----–--------–----------------- გ-----------------------------------------------–-------------------–----ზე დაყრდნობით, ზ------ ა------ეს მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს (3.2.4). მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ შეუძლია მუშაობა. საქმეს ერთვის ზ------ ა------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვითაც, მისი დიაგნოზია ანოფთალმი H05,4 და მაღალი ხარისხის მიოპია H52,1. მას ეკრძალება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, საჭიროებს ოფთამოლოგის მეთვალყურეობას. მას ამჟამად მარჯვენა თვალბუდეში აქვს თვალის პროთეზი (3.2.6).
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭება ხორციელდება ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამ--–--ბის ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არ ერთვოდა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (კომპეტენტური ორგანოს დასკვნა), რომ მოპასუხე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია მუშაობა და მატერიალური შემოსავლის მიღება. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის საკმარისი დადგინდეს მხარის ჯანმრთელობის მდგომაროების იმგვარი გართულება, რაც მისი შრომის უნარის შეზღუდვას (თუნდაც ნაწილობრივ) გამოიწვევდა. ამასთან, მოპასუხე მხარე თავადვე ადასტურებს, რომ იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა მატერიალური კუთხით ვეღარ შესძლო ამ საქმიანობის გაგრძელება და სხვა პირზე გაასხვისა საწარმოში კუთვნილი წილი.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------ ა------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ---- ი------ესთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–------------------ს შეეძინათ შვილი ლ---- ა------ე. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება არამხოლოდ არასრულწლოვანი ი----- ა------ის და დ----- ა------ის რჩენის ვალდებულება, არამედ გასათვალისწინებელია ასევე არასრულწლოვანი ლ---- ა------ის კანონით დაცული უფლებები - მიიღოს თავისი მშობლებისაგან რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს საბანკო შეუსრულებელ ვალდებულებებზე. ზ------ ა------ეს სს ,------------–------------- გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–-------------- მდგომარეობით N------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს. მოპასუხე ზ------ ა------ეს ს-----–-------------–-- ერიცხება პენსია 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს.
სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ზ------ ა------ე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რაც შეუძლია ალიმენტის სახით გადაუხადოს არასრულწლოვანი შვილებს. სასამართლომ განუმარტა მხარეებს, რომ ორივე მშობელს აქვს თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან, თ------- დ----–---–თან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ არასრულწლოვანი შვილებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად სჭირდებათ 300 (სამასი) ლარი (3.2.7). მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება არასრულწლოვანი ი----- ა------ის დამატებით გერმანულსა და ქართულში მომზადებისა და მის მიერ მითითებული ოდენობით თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულებას თავისი შინაარსის გამო არ წარმოადგენს ლ---------–-–---–ის და ხ-------------------ის სახელით 18.09.2018 წლის თარიღით, წარმოდგენილი სახით შედგენილი ხელწერილები (ს.ფ. 20-21). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც არასრულწლოვანი ი----- ა------ის აღნიშნულ საგნებში დამატებით მომზადების საჭიროებას დაადასტურებდა. არასრულწლოვანი დ----- ა------ე გადის წვრთნას საფეხბურთო კ-–------------------–------–-- და ყოველი თვის გადასახადია 50 (ორმოცდაათი) ლარი.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო (კვებისა და სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (, გამოხმობის თარიღი 05.02.2019წ.) და განმარტა, რომ სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ნოემბრის თვისათვის - 154.4 ლარს, ნოემბრის თვისათვის - 155 ლარს, სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველჰყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, თითოეული არასრულწლოვანის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელოობიდან გამომდინარე ითვალისწინებს საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას და ასევე, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას თითოეულ არასრულწლოვან ბავშვისათვის მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის საჭიროების შესახებ. მშობლებს თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე და თანაბრად გაიღონ მათი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მატერიალური ხარჯი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდი არასრულწლოვანი ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთ აქტივობაში მაინც უნდა იღებდეს მონაწილეობას. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ი----- ა------ის და დ-----ი ა------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო თითოეულისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, რამდენადაც მოსარჩელის მტკიცება, თითქოს ზ------ ა------ე უარს აცხადებს ბავშვებისთვის დახმარების აღმოჩენაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. აპელანტის მითითებით, როდესაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, ყოველთვის უწევდა შვილებს ფინანსურ დახმარებას. ზ------ ა------ე დღესდღეობით არ მუშაობს, წარსულში იგი ფლობდა შ-- ,,ვ----------ს", რომლიდანაც მცირე შემოსავალს იღებდა და ამ თანხით ბავშვებს შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა, ამასთან, ზ------ ა------ეს სს ,,საქართველოს ბანკიდან“ აღებული აქვს ბიზნეს სესხი 5 000 ლარის ოდენობით, ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო კი დაკარგული აქვს მარჯვენა თვალი და აქვს თვალის პროთეზი, მარცხენა თვალში მხედველობა მკვეთრად აქვს დაქვეითებული. მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკრძალული აქვს მძიმე ფიზიკური დატვირთვა და საჭიროებს ოფთალმოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას, რის გამოც ისეთ სამუშაოზეც ვერ მუშაობს, სადაც ფიზიკურად დაიტვირთება. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და ამ სტატუსის გამო ერიცხება პენსია 100 ლარის ოდენობით, რომელიც წინსწრებით აქვს აღებული და 50 ლარი ყოველთვიურად მიემართება ს-----–-------------–-- სესხის დასაფარად. ზემოაღნიშნული 5 000 ლარიანი სესხის კი მას ეხმარება მეუღლე.
აპელანტის შეფასებით, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა ზ------ ა------ის მდგომარეობა, ყურადღება არ მიაქცია მის ახსნა-განმარტებას და მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, ზ------ ა------ეს თითო შვილზე 150 ლარის გადახდა დააკისრა, რაც ჯამში 300 ლარს შეადგენს, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ ზ------ ა------ე კრედიტის თანხას 100 ლარიანი პენსიიდან ფარავს და ამ ისედაც მიზერული პენსიის გარდა სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნია. გარდა ამისა, ზ------ ა------ეს ჰყავს მეორე მეუღლე და 4 თვის შვილი, 20---–-–------------------ს დაბადებული ლ---- ა------ე, რომლებთან ერთად ამჟამად ქირით ცხოვრობს. ზ------ ა------ეს არ გააჩნია არავითარი უძრავ-მოძრავი ქონება და არის მეუღლის კმაყოფაზე, რომელიც ასევე მათ შვილს არჩენს.
აპელანტი მიუთითებს, რომ მას დაკისრებული თანხის გადახდის არავითარი შესაძლებლობა არ გააჩნია და მის გადახდას ფიზიკურად ვერ შეძლებს. ზ------ ა------ისთვის თითო ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარის ალიმენტის დაკისრება არის არარეალური და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მას არ აქვს შემოსავლის სხვა წყარო და თუ ვერ გადაიხდის ალიმენტის ამ ოდენობას, სასამართლოს გადაწყვეტილებას აზრი ეკარგება, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და უნდა გამომდინარეობდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამ--–--ბს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემ--–--ბისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე თ------- დ----–---–ი და მოპასუხე ზ------ ა------ე 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
თ------- დ----–---–ი დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი----- ა------ესთან და დ----- ა------ესთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის დედა და მამიდა არიან პენსიის მიმღები პირები; არასრულწლოვანი დ----- ა------ე გადის წვრთნას საფეხბურთო კ-–------------------–------–-- და ყოველი თვის გადასახადია 50 (ორმოცდაათი) ლარი;
მოსარჩელე თ------- დ----–---–ი არის ი---–------------ თ-----------------------, თუმცა იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი; ს----–--------–-----------------------------–------------–--------- დაყრდნობით, მოსარჩელე თ------- დ----–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება;
მოპასუხე ზ------ ა------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ---- ი------ესთან. იგი ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან ლ---- ა------ესთან ერთად;
თ------- დ----–---–ს და ზ------ ა------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------ს ი----- ა------ე და 2----–-–---------------ს დ----- ა------ე;
ზ------ ა------ეს და ნ---- ი------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–------------------ს შეეძინათ შვილი ლ---- ა------ე;
მოპასუხე ზ------ ა------ე წარმოადგენდა შ-- ,,ვ----------ს“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თ----–-------------ს. შ-- ,,ვ----------ს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შ-- ,,ნ----“;
ს----–--------–----------------- გ-----------------------------------------------–-------------------–----ზე დაყრდნობით, ზ------ ა------ის მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს;
ს----–--------–-----------------------------–------------–--------- დაყრდნობით, 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ზ------ ა------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 4.38 ლარს, თებერვლის თვეში - 18.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 62.5 ლარს, 8.75 ლარს და 25 ლარს;
ზ------ ა------ის ფინანსური ვალდებულება სს ,------------–------------- გაფორმებული საკრედიტო ან/და საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის ფარგლებში შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2----–-–-------------- მდგომარეობით N------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს;
მოპასუხე ზ------ ა------ეს ს-----–-------------–-- ერიცხება პენსია 100 (ასი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარს;
ზ------ ა------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ანოფთალმი H05,4 და მაღალი ხარისხის მიოპია H52,1. მას ეკრძალება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, საჭიროებს ოფთამოლოგის მეთვალყურეობას. მას ამჟამად მარჯვენა თვალბუდეში აქვს თვალის პროთეზი;
მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვებს ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის, მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვიურად სჭირდებათ 300 (სამასი) ლარი;
4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მ--–--თა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები. პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვების ასაკი, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა და ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა და მათი ურთიერთშეჯერებით მიიღო დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ არასრულწლოვნები - ი----- და დ----- ა------ეები ცხოვრობენ დედასთან ერთად, ამასთან, მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააჩნია სასესხო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
პალატა დამატებით შენიშნავს იმასაც, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს, თუნდაც საპენსიო დახმარების თანხიდან, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, რაც ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირების და მით უფრო - მისი გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. ამდენად, აპელანტის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. პალატა შენიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გაითვალისწინა სარჩენი ბავშვების ასაკის, მათი საჭიროებები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და თანაბრად, შუაზე გაყოფით გაანაწილა მშობლებზე მათი რჩენის ხარჯები, რის საფუძველზეც გამოიანგარიშა აპელანტისთვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა. აქვე პალატა მხარეს განუმარტავს იმასაც, რომ იგი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში - საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. პალატა მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნათ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას, ამ თვალსაზრისით კი ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ ა------ეზე არასრულწლოვანი შვილებისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - ჯამში 300 ლარის ოდენობით - სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, არასრულწლოვანთა ინტერესების და აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან კი პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ------ ა------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი