განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-127-2019 წელი
№050100118002340452
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
7 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე თ-- გ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
თ-- გ----------ე, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ო------------------------------–--–-------ში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
თ-- გ----------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, ო----------–---------------------------ში მცხოვრებმა თ-- გ----------ემ, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, განაწყენებულმა იმით, რომ მეუღლის, რ----- მ--–----ის მშობელმა, მასთან ოჯახში მცხოვრებმა დედამ, თ----- ჩ-------–---–მა, საყვედური უთხრა მის მიმართ წარმოთქმული უცენზურო სიტყ-ვის გამო, იძალადა მასზე, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით ცემა მეუღლის დედა თ----- ჩ-------–---–ი, რომელსაც თ-- გ----------ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შე-დეგად განუვითარდა დაზიანებები მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე და მარცხენა წვივის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰ-ყოლია, მაგრამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით თ-- გ------------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარლდებაში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელიც ითხოვს თ-- გ----------ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებული თ----- ჩ-------–---–ი პირდაპირ მიუთი-თებს, რომ მას თ-- გ----------ემ ფეხი ჩაარტყა მუცელში და ამ უკანასკნელის მხრიდან განხორციელებული ცემის შედეგად მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. კონფლიქ-ტის დროს მათთან ერთად იმყოფებოდა ბ---- მ--–----ე, რომელმაც მყისიერად აღკვეთა თ-- გ----------ის მიერ თ----- ჩ-------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. გარდა აღნიშნულისა თ-- გ----------ე არის ახალგაზრდა სრულიად ჯანმრთელი, ხოლო თ----- ჩ-------–---–ი კი ასაკოვანია, რომელიც მისი ჯანმრთლობის მდგომარე-ობიდან გამომდინარე მუდმივად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ღებუ-ლობს მედიკამენტებს. კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ თ----- ჩ-------–---–ი გახდა ცუდად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოდინარე საჭირო გახდა სასწრა-ფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, ხოლო თ-- გ----------ე კი წავიდა სამსახურში. ამდენად თ-- გ----------ე თ----- ჩ-------–---–ის მიმართ განხორციელებუ-ლი ძალადობის დროს არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგანაც მისი მხრიდაგნ ფიზიკური ანგარიშსწორება არ იყო გამოწვეული თავდაცვითი მოქმედებით, რადგანაც დადგენილია, რომ თ-- გ----------ემ თ----- ჩ-------–---–ი ცემა არა თავდაცვის მიზნით, არამედ მათ შორის წლების განმავლობაში წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის და მისი პიროვნული ღირსების დამამცირებელი მოქმედებიდან გამომდინარე, რასაც თავადაც არ უარყოფს თ-- გ----------ე, რის გამოც სახეზე არ არის თავდაცვის სურვილი, აღნიშნული კი გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების მდგომა-რეობას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა თ-- გ----------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- გ----------ემ, რომლებიც შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ თ----- ჩ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმყოფებოდა პე-ტერბურგში, როდესაც შეიტყო თ--ს ფეხმძიმობის ფაქტი. მისი შვილი, რ----- მ--–----ე იყო 18 წლის და დიდი სტრესის შედეგად, 2007 წლის 4 აპრილს, თ-- შეიყვანა რძლად ოჯახში. თ-- ადრე ყავდა ნ---ხი თუმცა დაიწუნა. ოჯახს გააჩნია სასტუმრო და თავად გადაწყვიტა, სასტუმროს საქმიანობის თ--ს სახელზე გაფორმება. შემთხვევის დღეს კონ-ფლიქტი მოხდა მეუღლესთან, ბ---- მ--–----ესთან, რომელმაც უსაყვედურა თუ რატომ არ დაიტოვა სიგარეტის ფული. საუბრის დროს ჩაიარა თ--მ და შეაგინა დედა. არავის აპატიებს დედის მიმართ გინებას. გავარდა თ--სკენ, დაუძახა თუ ვის შეაგინა დედა, რა დროსაც თ-- მივიდა მასთან დაარტყა ფეხი, რის გამოც დაეჯახა საქანელას. თ-- ჩააფრი-ნდა თმებში, ეცა თვალებში და გამოჭრა კისერი. შემდეგ თმებში სწვდნენ ერთმანეთს და ისროლეს ჭიქები და ბოთლები. მეუღლეს უნდა დაენახა თ--ს ქმედება რადგან კონ-ფლიქტი ერთ სივრცეში მიმდინარეობდა. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ცუდად გახდა და იმკურნალა. კონფლიქტის შემდეგ, თ-- და რ----- მ--–----ე საც-ხოვრებლად გადავიდნენ თ--ს დედასთან. მოგვიანებით შეურიგდა თ--ს, თუმცა სახლში ყოფნის დროს თ-- კვლავ გამოხატავს მის მიმართ აგრესიას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ----- მ--–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივლისს ეძინა და არაფერი იცის მომხდარის შესახებ. ამჟამად შერიგდნენ და ცხოვრობენ ერთად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ------ ჭ--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს თ-- გ----------ეს და თ----- ჩ-------–---–ს. მათ ეზოში აქვს ფართი ნაქირავები და ეწევა საქმიანობას. 2017 წლის 19 ივლისს დილით მივიდა მაღაზიაში. ორი საათის შემდეგ დაინახა სასწრაფო დახმარების მანქანა. როდესაც მივიდა და იკითხა თუ რა მოხდა, თ-----მა უთხრა, რომ რძალთან იჩხუბა და ცუდად გახდა. თ-----თან ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე და სამედიცინო პერსონალი. მისი ჩვენებით არასდროს გაუგონია თ--ს მხრიდან გინების ფაქტი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ---- მ--–----ის 2017 წლის 19 ივლისის და 2017 წლის 28 სექტემბრის დაკითხვის ოქმების (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის შუამდგომ-ლობის საფუძველზე) თანახმად, ცხოვრობს ქალაქ ო----------–---------------------------ში, მეუღლესთან, თ----- ჩ-------–---–თან, შვილთაც რ----- მ--–----ესთან, რძალთან, თ-- გ----------ესთან და შვილიშვილებთან ნ-----–---- და გ------- მ--–----ეებთან ერთად. სახლში სადაც ცხოვრობენ, აქვთ ოჯახური ტიპის სასტუმრო. 2017 წლის ივნისში გარდа-ეცვალა დედა ნ--- გ------, რომელიც იყო ინდ. მეწარმე და ოჯახური ტიპის სასტუმრო რეგისტრირებული იყო მის სახელზე. თ----- ჩ-------–---–მა უარი განაცხადა სასტუმროს მის სახელზე რეგისტრაციაზე და გადაწყვიტა რძლის სახელზე სასტუმროს რეგისტრაცია. თ-- გ----------ე გახდა ინდ. მეწარმე და სასტუმრო დარეგისტრირდა მის სახელზე. 2017 წლის 18 ივლისს, მეუღლეს, თ----- ჩ-------–---–ს გადასცა ფულადი თანხა 45 ლარის ოდენობით, რომლითაც უნდა შეეძინა ოჯახისთვის საჭირო ნივთები და გადაეხადა კომუნალური გადასახადები. 19 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე, იმყოფებოდა სახლში და კითხა თ-----ს რაში დახარჯა თანხა, რაზეც უპასუხა რომ გადაიხადა კომუნალური გადასახადები და სასტუმროსთვის შეიძინა საჭირო ნივთები. ვინაიდან აღარ ქონდა დარ-ჩენილი თანხა, განაწყენებულმა უთხრა თ-----ს, რომ სიგარეტის ფული მაინც დაეტოვე-ბინა. აღნიშნულზე მათ შორის დაიწყო კამათი. თ-- გ----------ე იმყოფებოდა მეორე ოთახში და როცა კამათის ხმა გაიგონა შევიდა იმ ოთახში სადაც ისინი იმყოფებოდნენ. დაინახა რა თ-----მა ოთახში შესული თ--, დაუყვირა „შენ აქ რა გინდაო“ და გაიქცა მის-კენ, რა დროსაც ორივე ხელებით წვდა თმებში და შეანჯღრია. აღნიშნულის გამო თ--მაც მოკიდა მას ხელი თმებში და დაიწყეს ერთმანეთის ცემა. ჩადგა მათ შორის და გააშველა ისინი. თ--მ შეაგინა თუ არა თ-----ს არ გაუგონია. აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ თვითონ შეესწრო. რ----- მ--–----ეს ეძინა, ხოლო მცირეწლოვანი შვილიშვილები სახლში არ იმ-ყოფებოდნენ. თ--ს და თ-----ის გაშველების შემდეგ, თ-----ი გახდა შეუძლოდ და გამოი-ძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თ--ს და თ-----ს შორის კონფლიქტი მიმდინა-რეობს რამოდენიმე წელი, თუმცა ძალადობის ფაქტს ამ შემთხვევის გარდა ადგილი არ ქონდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
თ-- გ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ თ----- ჩ-------–---–ს თავიდანვე არ მოსწონდა იგი. თ-----ი ეუბნებოდა, რომ ოჯახ-ში ის იყო პირველი და მას უნდა დამორჩილებოდა. თ-----ი აგრესიული იყო მის მიმართ და ეუბნებოდა, რომ მის შვილს, რ----- მ--–----ეს დედაზე მეტად უყვარდა. მისი ჩვენე-ბით თ----- ჩ-------–---–ი სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და ღებულობდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ბებიას გარდაცვალების შემდეგ, მამამთილმა შეთავაზა გამხდარიყო ინდ. მეწარმე, რასაც დათანხმდა. 2017 წლის 19 ივლისს, დილით გაიგონა ხმაური. თ----- ჩხარ-ტიშვილი და ბ---- მ--–----ე კამათობდნენ 45 ლარზე. შევიდა ოთახში და ჩაილაპარაკა, რომ მათი ჩხუბის ხმა ყველას ესმოდა. მის დანახვაზე, თ----- ჩ-------–---–მა დაიძახა „შენ აქ რა გინდაო“, გაიქცა მისკენ და სწვდა თმებში. ყოველთვის გრძნობდა, რომ ეზიზღე-ბოდა დედამთილს, თუმცა მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს. თ----- ჩ-------–---–ს ვერ გააშვებინა ხელი, რის გამოც დაიწყო ფეხების ქნევა. მიუხედავად ამისა, თ----- ჩ-------–---–მა არ გაუშვა ხელი და თავადაც მოკიდა თ-----ს თმებში ხელი. ბ---- მელი-ქაძე ჩადგა მათ შორის და შეძლო მათი გაშველება. მომხდარის გამო მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა დედასთან. მას შემდეგ რაც თ----- ჩ-------–---–მა დაასრულა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება, დაბრუნდა სახლში და კვლავ ერთად ცხოვ-რობენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, ო-----------------------–--------------–--- დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–- ც---------ემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ თ-- გ----------ის ბრალდების სისხ-ლის სამართლის საქმეზე მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცე-სო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას თ-- გ----------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა, თ-- გ----------ის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულება, რომელსაც ემყარებოდა ბრალდება, იყო თ----- ჩ-------–---–ის ჩენება, რომელიც მიუთითებს, რომ მას თ-- გ----------ემ ფეხი ჩაარტყა მუცელში და ამ უკანას-კნელის მხრიდან განხორციელებული ცემის შედეგად მას სხეულზე აღენიშნება დაზია-ნებები, ხოლო კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ თ-- გ----------ე წავიდა სამსახურში. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის აპელირებას დაზარალებულის ჩვენე-ბაზე, რადგან თ----- ჩ-------–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება ბ---- მ--–----ის და თ-- გ----------ის ჩვენებებს და სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტან-ციის განაჩენის მოტივაციას აღნიშნული ჩვენებების შეფასების ნაწილში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თ-- გ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა თ-- გ------------- მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი თ-- გ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნ-და დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი გა-ნაჩენი თ-- გ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
თ-- გ----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდება-ში.
გაუქმდეს თ-- გ----------ის მიმართ გამოყენებული აღკეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
თ-- გ----------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუ-ნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili