განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
010100115793093
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-85-2019 წელი

№010100115793093

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

13 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ალიკა დვალაშვილის,ადვოკატის – დ----- გ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზ---- ქ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ---- ქ------ე, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ-------–----------–---–-----------------ში, გამართლებულია (დაუსწრებლად) ბათუმის სა-ქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ზ---- ქ------ეს საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი დაედო განზრახ მკვლელობი-სათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, საქართველოს შსს საკუთრების დ-–--------–-–-ის აჭარის ა/რ სამმართველოს შენობის გვერდით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ---- ქ------ემ, დაუდგენელი მოტოვით, მჩხლეტავი მჭრელი საგნის გამოყენებით, პ----- დ-------ეს, განზრახ მკვლელობის მიზნით მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრი-ლობა, გულმკერდის მწვერვალის, დიაფრაგმისა და ღვიძლის კედლის მარჯვენა ნაწილის დაზიანებით, რამაც გამოიწვია სისხლის ჩაქცევა გულის პერანგში და მუცლი ღრუში, აგ-რეთვე ჭრილობა მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე კუნთის დაზიანებით, რაც სასა-მართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებას, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ზ---- ქ------ე ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ---- ქ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით. მოთხვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში დაკითხულმა დ-–--------–-–-ის თანამშრორმლებმა მ----- თ---------ემ და ლ---- შ-----ემ აჩვენეს, რომ მათთვის ცნობილი გახდა მათი სასმსა-ხურის მიმდებარედ მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ და თავადაც იხილეს დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი პ----- დ-------ე, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში. ლ---- შ-----ემ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახა ზ---- ქ------ე. გარ-დაცვლილის ძმის ზ----- დ-------ის ჩვენების თანახმად, ერთადერთი პირი, ვისაც შეეძ-ლო პ----- დ-------ისათვის დანით სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, იყო ზ---- ქ------ე, რომელსაც მომხდარ ფაქტამდე მის ოჯახთან ჰქონდა კონფლიქტური სიტუაცია. ზ------ დ-------ის ჩვენებას სრულად შეესაბამება მამამისის თ----- დ-------ის ჩვენება.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ალიკა დვალაშვილს, რომელიც ით-ხოვს ზ---- ქ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით.

– გამართლებულ ზ---- ქ------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- გ------ეს, რომე-ლიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოისმინა პროცე-სის მონაწილეთა მოტივირებანი და მოთხოვნები და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ----- დ-------ის მიერ მიცემული ჩვენებით დას-ტურდება, რომ გარდაცვლილი პ----- დ-------ე მისი შვილი იყო, რომელიც 1999 წლის 1 აპრილს მოუკლეს. დარწმუნებულია, რომ ეს ზ---- ქ------ემ ჩაიდინა, რადგან შემთხვევის დღეს პ----- სწორედ ზ----სთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ქ------ე და მისი ოჯახი საერთოდ წავიდნენ ბათუმიდან. მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი არა-ვინაა, მაგრამ შემდგომ განვითარებული მოვლენები უპირობოდ მიუთითებენ ზ---- ქ-------ეზე, როგორც მკვლელზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ზ----- დ-------ემ – გარდაცვლილი პ----- დ-------ის ძმამ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ----- შ------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგკენილი წესის შესაბამისად) თანახ-მად, პ----- დ-------ე მისი შვილია, რომელიც 1999 წლის 1 აპრილს მოუკლა ზ---- ქ------ემ. დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელი სწორედ განსასჯელი ქ------ეა, რადგან იცის, რომ ქ------ე და მისი შვილი მთელი დღე ერთად იყვნენ. ერთად წამოსულან ზ----ს მამის სახლიდან და სწორედ ამის შემდეგ მომხდარა ზ----ს მიერ პ-----ს დაჭრა. თავდაპირველად ქ------ე ამბობდა, რომ სხვა პირმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა პ----- დ-------ეს, მაგრამ შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს მისი ჩადენილი იყო. განსასჯელის ძმას, რომელიც პ-----ს ახლო მეგობარი იყო, მოწმის მეუღლისთვის - თ----- დ-------ისთვის უთქვამს, რომ მისმა ძმამ მოკლა პ-----. მომხდარის შემდეგ ქ------ეების ოჯახმა დატოვა ბათუმი და სხვაგან გა-დავიდა საცხოვრებლად, ზ----ც აღარსად გამოჩენილა და როგორც დაზარალებულის ოჯა-ხისთვისაა ცნობილი, საზღვარგარეთ იმყოფება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-------- მ----------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობ-და დ-–--------–-–--ში, 1999 წლის 1 აპრილის ღამეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვა-ლეობას. დაახლოებით 23 საათზე დ-–--------–-–-------------------–--–ში ყვირილით შე-ვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შველას ითხოვდა, ამბობდა, რომ მისი მეგობარი დაჭრილი იყო და საჭირო იყო მისი საავადმყოფოში გადაყვანა. თანამშრომლებთან - მ----- თ---------ესთან და თ----- ვ------ესთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გაჰყვა ახალგაზრდას. დაახლოებით 30 მეტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე დაინახეს ასფალტზე მწო-ლიარე დაჭრილი მამაკაცი, რომელიც დააწვინეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე და გადა-იყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იმ ახალგაზრდის ამოცნობა, რომელმაც შეატყობინა მეგობრის დაჭრის შესახებ და შველა სთხოვა დ-–--------–-–-ის თანამშრომლებს, არ შეუძ-ლია. იყო სიბნელე და სახე კარგად არ დაუნახავს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ----- თ---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ------ ბ--------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგკენილი წესის შესაბამისად) თანახ-მად, გარდაცვლილი პ----- დ-------ე მისი ნათესავია. 1999 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, სახლში მარტო იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილთან ერთად, რა დროსაც ვიღაც უცნობმა მამაკაცმა დაუკაკუნა კარზე, გარეთ გასულს კი აუწყა, რომ პ----- დ-------ე იყო რესპუბლიკურ საავადმყოში და როდესაც ბ--------ის ქმარი, თ------ ნ-------- სახლში დაბრუნდებოდა, ეთქვა მისთვის ამ ფაქტის შესახებ. მამაკაცის სახე კარგად არ დაუნახავს, იყო საშუალო ტანის, ეცვა შავი ქურთუკი. სახლში დაბრუნებულ მეუღლეს მართლაც აცნობა უცნობის დანაბარები და ისიც მაშინვე გაეშურა დ-------ეებთან ამ ამბის შესატყობინებ-ლად.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ------ ნ--------მ ჩვენების მიცემისას დაადასტურა ლ------ ბ--------ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ---- შ-----ემ ჩვენებისი მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევით შეესწრო 1999 წლის 1 აპრილს ღამის საათებში დაჭრილი ახალგზარდის გადაყვანას საავადმყოფოში დაცვის პო-ლიციის თანამშრომლების მიერ. არ შესწრებია დაჭრის მომენტს, არ იცის ვინ ჩაიდინა ეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ---- ღ--------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების (გამოქვეყნდა პირვე-ლი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგკენილი წესის შესაბამისად) თანახმად, 1999 წლის 1 აპრილს თავის მეგობრებთან პ----- დ-------ესთან და ზ---- ქ------ესთან ერთად ქე-იფობდა თავისი მეზობლის ბ------ ჩ------ის სახლში. ყველაზე ადრე თავად დატოვა სუფრა, წავიდა სახლში და დაიძინა. მეორე დღეს შეიტყო პ----- დ-------ის დაჭრის თაობაზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ------ ბ-–----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში (გამოქვეყნდა პირ-ველი ინსტანციის სასამართლოში კანონით დადგკენილი წესის შესაბამისად) განმარტა, რომ რ-------–------------------------ ექიმია. 1999 წლის 1 აპრილს იმყოფებოდა ცვლაში, რა დრო-საც სავამდყოფოში მიიყვანეს დაჭრილი ახალგაზრდა. დაჭრილს აღენიშნებოდა ჭრილო-ბები მკერდის და ბარძაყის არეში. იყო უგონო მდგომარეობაში, დაკარგული ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. საოპერაციოში გაყვანამდე გონს მოვიდა, თქვა, რომ იყო პ----- დია-სამიძე და გაუკვირდა საავადმყოფოში ყოფნის ფაქტი. ვინ მიაყენა ჭრილობები არ უთქვამს. ოპერაციის შემდეგ ის გონზე აღარ მოსულა, 4 აპრილს გარდაიცვალა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პ----- დ-------ეს აღე-ნიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები: გულმკერდის ღრუში შემა-ვალი ჭრილობა, გულმკერდის მწვერვალის, დიაფრაგმისა და ღვიძლის კედლის მარჯვენა ნაწილის დაზიანებით, რამაც გამოიწვია სისხლის ჩაქცევა გულის პერანგში და მუცლის ღრუში, აგრეთვე ჭრილობა მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე კუნთის დაზიანებით.

სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გააანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას იმის შესახებ, რომ არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ---- ქ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

საქმეზე დაკითხულია მხოლოდ რამდენიმე მოწმე, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვი-თმხილველნი და ეჭვებსა და ვარაუდებზე აგებენ დასკვნებს, ან ავრცელებენ სხვისგან მი-ღებულ ინფორმაციას. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ირიბი ჩვენებებია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით: ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა...

ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია...

ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწი-ნებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის, ირი-ბი ჩვენების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებული გადა-წყვეტილება, ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია უხარისხოდ, არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი საგამოძიე-ბო მოქმედებები მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ზ---- ქ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განა-ჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვ-ნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის გან-ხილვისა და გადაწყვეტის დროს.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტ-ყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სა-მართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყო-ველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გა-დაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დადგენილება ბრალ-დებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურ-დება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტ-ყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეული მტკიცე-ბულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშ-ვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით-დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალ-საზრისით.

ამავე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილების თანახმად ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათ-ვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცე-ბულებათა შეკრებით და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის 498-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამამართლებელი განა-ჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძი-ების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ზ---- ქ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საა-პელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით და

d a a d g i n a :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი ზ---- ქ------ის მი-მართ დარჩეს უცვლელი:

ზ---- ქ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ზ---- ქ------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

maka gorgoZe