განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-186-2019 წელი
№010100118002609297
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
5 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ----- ა-–-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ----- ა-–-------ი, დაბადებული 1----–-–-----------, ი----------- მოქალაქე, საშუალო გა-ნათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ი-----------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილია დამნა-შავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120 მუხლით და შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ----- ა-–-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
– ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ივლისს, ბ----- ა-–-------მა, ქ---------–----------–----------------ში მდებარე პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, თავის ოჯახის წევრს - ყოფილ მეუღლეს ჰ----- ა-–-------ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორ-წინებაში, მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის განზრახ მსუ-ბუქი დაზიანება მიაყენა მარცხენა ყვრიმალის არეში ჭრილობის სახით, რამაც ამ უკანასკ-ნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, ქ. ბათუმში, ე. წ. „ძ---–-----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში, ბ----- ა-–-------მა, თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ჰ----- ა-–-------ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით.
2018 წლის 16 ივლისს, ქ---------–------–----------------ში მდებარე სასტუმრო „რ---–------ში“, ბ----- ა-–-------მა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ჰ----- ა-–-------ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაც-ხყოფა და მას მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით.
2018 წლის 19 ივლისს, ქ---------–----------------------------–----------ში მდებარე სას-ტუმროში, ბ----- ა-–-------მა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ჰ----- ა-–-------ს, რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაც-ხყოფა და მას მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით. ბ----- ა-–-------ის მიერ გან-ხორციელებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ, ჰ----- ა-–-------ის ტანჯვა გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ბ----- ა-–-------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120 მუხლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ----- ა-–-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-120 მუხლით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ როგორც ფ------–---იური ექსპერ-ტიზის დასკვნით დგინდება, ყველა გარემოების შეფასებით უტყუარად დასტურდება, რომ ჰ----- ა-–-------ი ბ----- ა-–-------ის ქმედებებიდან გამომდინარე განიცდიდა სისტე-მატიურ შეურაცხყოფას, ფ------–---იურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რომელმაც გამოიწვია მისი ტანჯვა.
ექსპერტმა ქ------- დ-------ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩა-ტარებული ექსპერტიზის ნამდვილობა, ამასთან მან მიუთითა, რომ ისე მკაფიოდ გამო-ხატული ტანჯვის ელემენტები, როგორიც ჰ----- ა-–-------ის შემთხვევაში იყო გამოკვე-თილი, მას პრაქტიკაში არ ჰქონია.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე, ბ--------------–-----------------–--------–-–---------- განყოფილების უბნის ინს-პექტორ-გამომძიებლის, რ---- ა-------–--ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 16 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით, ქ---------–----------------------------–----------ში მდებარე სასტუმროში ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებას. შეტყობინება კონკრეტულად ვისგან მიიღო სამორიგეომ არ იცის. გამოძახების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა მ------ ბ-----ესთან და გ-- ბ-----ესთან ერთად. ადგილზე დაახლოებით 5 წუთ-ში მივიდნენ. ფოიეში იმყოფებოდნენ უცხოელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ხმამაღლა საუ-ბრობდნენ. მამაკაცი აგრესიული იყო და ხმამაღლა უყვიროდა ქალბატონს მათთვის გა-უგებარ ენაზე, ხოლო ქალბატონი მათთან მივიდა იძახდა „პოლის პოლისო“ და ჟესტი-კულაციით ცდილობდა აეხსნა, რომ სჭირდებოდა დახმარება. მათთან გასაუბრება სცა-დეს, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან საუბრობდნენ არაბულ ენაზე. გ-- ბ-----ემ რაღაც დო-ნეზე იცის ინგლისური ენა და შეძლო კომუნიკაციის დამყარება. მამაკაცს ინგლისური არ ესმოდა, ქალბატონმა ცოტა იცოდა. ვინაიდან მან არ იცის ინგლისური ენა, ვერ აზუსტებს რა დონეზე იცის გ-- ბ-----ემ ინგლისური ენა და რა მიახვედრა ქალბატონს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარი პოლიციის მე-- განყოფილებაში წაიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს, დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ბ----- ალ-ფარესმა ჰ----- ა-–-------ს სახის არეში. აღმოჩნდა, რომ ხელში „ბრიტვა“ ეჭირა. გამოი-ძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოვიდა თარჯიმანი. ბ----- ა-–-------ი დააკავეს, რის შემდეგაც მოხდა მისგან სამართებლის ნატეხის ამოღება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, ბ--------------–-----------------–--------–-–---------- განყოფილების უბნის ინ-სპექტორ-გამომძიებლის, გ-- ბ-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს ასრუ-ლებდა სამსახურებრივ მოვალეობას განრიგის შესაბამისად. დაახლოებით 16 საათზე გან-ყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ---------–----------------------------–--------------ში მდებარე სასტუმროდან. სავარაუდოდ, ჰოსტელის ადმინისტრაციიდან დარეკეს. გამოძა-ხების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა მ------ ბ-----ესთან და რ---- ართ-მელაძესთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ ორი უცხოელი მოქალაქე, რომლე-ბიც არაბულ ენაზე საუბრობდნენ. კაცი აგრესიული იყო ქალის მიმართ, რაც ყვირილში გამოიხატა. ქალი კი ამბობდა, რომ „პოლის პოლისო“. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა არ იცოდნენ არც არაბული და არც ინგლისური ენა და ენის ბარიერის გამო ადგილზე ვერ გაიგეს ვერაფერი. ჟესტებით აუხსნეს, რომ უნდა წაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს დაინახა თუ როგორ მოუქნია ხელი ბ----- ა-–-------მა ჰ----- ა-–-------ს სახის არეში. მანდილოსანს სისხლი წამოუვიდა სახიდან. ბ-----ს ბასრი საგანი ეჭირა ხელში. მაშინვე ერთი ხელი დაუკავა, ხოლო ის ხელი კი, რო-მელიც ცოლს მოუქნია, მ------ ბ-----ემ დაუკავა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან დაზარალებულს ლოყაზე ჰქონდა ჭრილობა და საჭიროებდა დახ-მარებას. ამ შემთხვევის დროს მოვიდა თარჯიმანიც. ბ----- ა-–-------ს გამომძიებელმა უფლებები განუმარტა და დააკავეს. ჯ---–----- ნ----ემ ჰ----- ა-–-------ს გაუწია პირველადი დახმარება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, ბ--------------–-----------------–--------–-–---------- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ------ ბ-----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 16 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობი-ნება მასზედ, რომ დ-----------------------–--------------ში მდებარე სასტუმროში ად-გილი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებას. გამოძახების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა გ-- ბ-----ესთან და რ---- ა-------–--ესთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ ი----------- რესპუბლიკის მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც არაბულ ენაზე საუბრობდნენ და ერთმანეთზე მიუთითებდნენ, რითაც მიხვ-დნენ, რომ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ პრეტენზიები. მათთან გასაუბრება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან საუბრობდნენ არაბულ ენაზე და ვერაფერი გააგებინეს. ორი საათი დასჭირდათ იმისათვის, რომ ჟესტებით მიეხვედრებინათ ცოლ-ქმრისათვის, რომ გაყოლოდნენ განყოფილებაში. საბოლოოდ, როგორც იქნა მიახვედრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გაყოლოდნენ. ავტომანქანაში მანდილოსანი დასვეს წინ, ხოლო მამაკაცი უკანა სალონში. პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე, გამომძიებელმა გამოიძახა არაბული ენის თარჯიმანი და სანამ ის მოვიდოდა, ცოლ-ქმარი დასვეს ცალ-ცალკე ოთახში. გ-- ბ-----ე და რ---- ა-------–--ე იყვნენ ოთახში მამაკაცთან ერთად, ხო-ლო თვითონ იმ ოთახში, სადაც დივანზე იჯდა ქალბატონი. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, დაინახა რომ გ-- ბ-----ესთან ერთად ბ----- ა-–-------ი გამოვიდა ოთახიდან, მათ უკან მოჰყვებოდა რ---- ა-------–--ე. მათ უთხრეს რომ რაღაცას საუბრობს, მაგრამ რას ვერ გაიგეს და ამ დროს სრულიად მოულოდნელად ბ----- ა-–-------ი მივარდა დივანზე მჯდომ ცოლს და სახის არეში ხელი მოუქნია. თავიდან მას ეგონა, რომ ხელი გაარტყა, მაგრამ როცა ქალბატონს სახიდან სისხლი წამოუვიდა სასწრაფოდ დაუჭირა ის ხელი, რომლითაც დაარტყა. მეორე ხელი გ-- ბ-----ემ გაუკავა. ამ დროს დაინახა, რომ მამაკაცს ხელში ეჭირა სამართებლის ნატეხი, რომელზეც მწებავი ლენტი ჰქონდა მოხვეული. ბ----- ა-–-------ი ცდილობდა თავის გათავისუფლებას და ხმამაღლა ყვიროდა და თან თავის ცოლისკენ მიიწევდა, რომელიც ტიროდა და მთელი სახე სისხლით ჰქონდა მოსვ-რილი. ამ დროს სამორიგეო ნაწილიდან გამოვიდა ჯ---–----- ნ----ე, რომელიც ცდი-ლობდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას. მანვე გამოიძახა სასწრაფო დახმა-რება. მომხდარი ფაქტისთანავე მოვიდა მოწვეული თარჯიმანი. ბ----- ა-–-------ს განუ-მარტეს უფლებები. გამომძიებელმა თემურ ნაკაიძემ შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ის სამართებლის ნატეხი, რომლითაც ბ----- ა-–-------მა თავის ცოლს მიაყენა ჭრილობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულ ჰ----- ა-–-------ის გამოკითხვის ოქმის (გამოქვეყნდა პირველი ინსტან-ციის სასამართლოში) თანახმად, 2014 წელს ცოლად გაჰყვა ბ----- ა-–-------ს და ერთად იცხოვრეს 2 წელი. 2016 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ და ერთად აღარ ცხოვ-რობდნენ, თუმცა ბ----- ა-–-------ი არ ანებებდა თავს, ცდილობდა მის ნახვას, აგრძელებ-და დამცირებას და შეურაცხყოფას. რაღაც პერიოდულობით რიგდებოდნენ და ერთად იყვნენ. 2018 წლის 27 იანვარს, თავის ყოფილ მეუღლესთან ბ----- ა-–-------თან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. დაბინავდნენ ქ. ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. რამდენიმე დღეში ბ----- ა-–-------მა დაიწყო თავისი ცუდი ხასიათის გამოვლენა. არ მოსწონდა მისი ქცევა და მუდმივად ამცირებდა. ერთ დღესაც, თებერვლის დასაწყისი იქნებოდა, სრუ-ლიად უმიზეზოდ გაბრაზებული მივარდა ხელში სამართებლით და ლოყაზე დაუსვა, თან უყვიროდა თუ არ დაემორჩილებოდა და ისე არ გააკეთებდა ყველაფერს როგორც მას უნდოდა, ყელს გამოჭრიდა. ლოყაზე ჭრილობა ჰქონდა, სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ისე მოირჩინა ექიმთან არ მოსულა, რადგან იორდანელმა ნაცნობებმა უთხრეს, რომ უცხო ქვეყანაში იყო და თუ პოლიცია ამ ამბავს გაიგებდა პრობლემები შეექმნებოდა. შემდეგ მალევე საქართველოდან წავიდა, ა-–-------ი კი აქ დარჩა. 2018 წლის 01 ივლისს საქარ-თველოში დაბრუნდა, რადგან აქედან დაუკავშირდა ბ----- ა-–-------ი, პატიება და შერი-გება სთხოვა. უთხრა, რომ თუ ჩამოვიდოდა იმ ჭრილობაზე პლასტიკურ ოპერაციას გაუ-კეთებდა. ჩამოსვლის შემდეგ მართლაც შერიგდნენ, დაბინავდნენ პ--–----- ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რ---–-----ში“. ექიმთან მართლაც მიიყვანა და ოპერაცია მეორე დღეს დანიშნეს, თუმცა უკან მობრუნდნენ თუ არა ა-–-------მა დაუწყო ფულის მოთხოვ-ნა, რაზეც უთხრა, რომ ფული მას არ ჰქონდა. დაემუქრა, თუ ფულს არ მოუტანდა მოკ-ლავდა. აქ ყველა მისი ნაცნობი იყო, ის კი არავის იცნობდა და არავინ დაეხმარებოდა. მოსთხოვა წასულიყო უცხო მამაკაცებთან და მათთან დაწოლილიყო, ისინი რომ ფულს გადაუხდიდნენ, მისთვის მიეტანა. მან ამაზე უარი განუცხადა, რის გამოც განრისხებულ-მა ა-–-------მა ბინიდან გამოაგდო. დარჩა ქუჩაში სრულიად დაუცველად. პოლიციის თანამშრომლები შეხვდნენ და მათ მოუყვა თავისი პრობლემების შესახებ. შემდეგ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამის შემ-დეგ ის თბილისში წავიდა და ა-–-------თან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. ბათუმ-ში ჩამოვიდა 2018 წლის 19 ივლისს და მივიდა ქ---------–-----------------–--------------ში მდებარე ჰოსტელში, სადაც მისთვის მოულოდნელად დახვდა ბ----- ა-–-------ი. მან კვლავ ფულის მოთხოვნა დაუწყო. უხსნიდა, რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ მას არ ესმო-და. სთხოვდა სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა უცხო მამაკაცებთან და ფული ეშოვა. ამ დროს მოუვიდათ ხმამაღალი შელაპარაკება. რამდენიმე წუთში მოვიდნენ პო-ლიციელები, რომლებიც როგორც ჩანს გამოიძახა სასტუმროს ადმინისტრატორმა. პოლი-ციელებმა სცადეს მათთან გასაუბრება, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება ვერ მოახერხეს. ძირითადად ჟესტების ენაზე საუბრობდნენ. ინგლისური საერთოდ არ იცის და შესაბამისად ვერაფერი ვერ მიახვედრა, ქმარი კი ინგლისურად რაღაც სიტყვებს იძახ-და. აბრალებდა ფულის და ტელეფონის მოპარვას. თითქმის ორი საათის განმავლობაში ჰოსტელში იმყოფებოდნენ. ბოლოს პოლიციელებმა ჟესტების დახმარებით მიახვედრეს, რომ მათთან ერთად უნდა წასულიყვნენ და პოლიციის სამსახურებრივი მანქანით გაყვ-ნენ პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მისვლისას, ის და ბ-----ი ცალ-ცალკე ოთახებში დასვეს და როგორც მას მიახვედრეს ელოდებოდნენ თარჯიმნის მოსვლას. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, დაინახა, რომ ოთახიდან გამოვიდა მისი ყოფილი ქმარი. ბ-----ს გვერდით ერთი პოლიციის თანამშრომელი მოყვებოდა, ხოლო უკნიდან - მეორე. იმ დივნის გვერდით, სადაც იჯდა იყო ვიწრო გასასვლელი, ხოლო წინ კი იდგა სკამი და მაგიდა. მის სიახლოვეს იმყოფებოდა პოლიციის ერთი თანამშრომელი. როდე-საც ბ-----ი მიუახლოვდა და გაუსწორდა იმ ადგილს, სადაც თვითონ იჯდა, მოულოდნე-ლად გამოიწია და მარჯვენა ხელი მოუქნია სახეში. დაინახა, რომ ხელში ეჭირა სამართებ-ლის ანუ „ბრიტვის“ ნატეხი, რომლითაც მარცხენა ლოყა გაუჭრა. საშინელი ტკივილი იგრძნო, სიმწრისგან ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. მაშინვე პოლიციის თანამ-შრომლები მივარდნენ ბ-----ს და დაუჭირეს ხელები. ის ხმამაღლა ყვიროდა, რომ არ გაახარებდა და არ აცოცხლებდა. პოლიციის თანამშრომლებს ის ისე ეჭირათ, რომ ვერ ახერხებდა გადაადგილებას. ამ დროს მოვიდა თარჯიმანი. ბ-----ი დააკავეს და „ბრიტ-ვის“ ნატეხი ჩამოართვეს. პოლიციის მანდილოსანმა თანამშრომელმა გაუწია პირველადი დახმარება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა------- მ--------ის (სასტუმროს მფლობელი) გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქ---------–----------------------------–--------------ში აქვს სასტუმრო და ყოველდღე თით-ქმის იქ იმყოფება. 2019 წლის 16 ივლისს, სასტუმროში დაბინავდა ი----------- მოქალა-ქე, ბ----- ა-–-------ი, რომელიც ყოველდღიურად იხდიდა სასტუმროს ფულს და ცხოვ-რობდა მარტო. რამდენი დღით ჩერდებოდა და როდის მიდიოდა არ უთქვამს. 2018 წლის 19 ივლისს, სასტუმროში მოვიდა ი----------- მოქალაქე, ჰ----- ა-–-------ი, რომელმაც გა-დაიხადა სამი დღის ფული და დაიძინა. დაახლოებით 16-17 საათი იქნებოდა სამზარეუ-ლოში შეხვდნენ ერთმანეთს ეს პირები და დაუწყეს ერთმანეთს ხმამაღლა ყვირილი არა-ბულ ენაზე. არ სურდა მათ კონფლიქტში ჩარევა, ვინაიდან ერთი გვარი ჰქონდათ და მიხ-ვდა, რომ იყვნენ ცოლ-ქმარი. მათი ურთიერთობა, რომ არ გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, დაურეკა 112-ის ოპერატორს. ბ----- ა-–-------ი და ჰ----- ა-–-------ი საუბრობდნენ არაბულ ენაზე და მათ პოლიციის თანამშრომლებმა ვერ გააგებინეს ვერა-ფერი. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ აუცილებლად წასასვლელები იყვნენ პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ მათ არაბუ-ლი ენის გარდა სხვა ენაზე საუბარი არ შეეძლოთ და ვერც გებულობდნენ პოლიციის თანმშრომლების საუბარს. ასევე ვერ გაერკვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუ რა იყო მათი კონფლიქტის მიზეზი. პოლიციის თანამშრომლები ურეკავდნენ სხვადასხვა პიროვ-ნებას, ვინც არაბული იცოდა, რომ ტელეფონის საშუალებით დაელაპარკებინათ აღნიშ-ნულ მოქალაქეებთან თარჯიმანი. ბოლოს მოხერხდა და წაიყვანეს აღნიშნული პიროვნე-ბები პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის მოსვლამდე აღნიშნული პიროვნებები ერთ-მანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ არაბულ ენაზე. მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
მსჯავრდებულმა ბ----- ა-–-------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 111-120 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედი-ცინო საბუთებისა და პირადი მონაცემების მიხედვით, ჰ----- ა-–-------ს აღენიშნებოდა ხაზოვანი ნაჭდევები მარცხენა წინამხრისა და სახის არეში, ჭრილობა მარცხენა ყვრიმა-ლის მიდამოში. ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის არეში განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხოლო ხაზოვანი ნაჭდევები მარ-ცხენა წინამხრისა და სახის არეში განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლე-სილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანე-ბათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზულობით არ ეწინა-აღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ფ------–---ის, ქ-------- დ-------ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენების თანახმად, ბათუ-მის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, კ------- კ-------იძის მომართვის საფუძველზე, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩატარებულ იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჰ----- ა-–-------ის მიმართ. წარდგენილი საქმის მასალებისა და გამოსაკვლევ პირთან გასაუბრების შედეგად, გაცემულ იქნა დასკვ-ნა, რომლის თანახმად, ჰ----- ა-–-------ი, ბ----- ა-–-------ის მხრიდან მასზე განხორციე-ლებული შეურაცხყოფის გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამ-ცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ბ----- ა-–-------ის საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 111-120 მუხლით გათვალის-წინებულ დანაშაულთან ერთად ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბ----- ა-–-------ის ბრალდება სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც და-ზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. მხო-ლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ძალადობის სისტემატურობა ვერ დად-გინდება, თუ არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ნათქვამს დაადასტურებს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ფ------–---ის დასკვნაც, თუმცა აღნიშნული დასკვნაც ძირითადად დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორ-მაციას ეყრდნობა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ ნა-წილში დაზარალებულის ჩვენებას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამა-ჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ბ----- ა-–-------ის საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და-ნაშაულის ჩადენაში გამართლების ნაწილში.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ----- ა-–-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ----- ა-–-------ს შეუფარდა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენში მსჯავრდებულისათვის საუარესო რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დე-კემბრის განაჩენი ბ----- ა-–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ----- ა-–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ----- ა-–-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდე-ბაში.
ბ----- ა-–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-120 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
ბ----- ა-–-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯე-ლის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივლისის განჩინებით, ბ----- ა-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები – ბ----- ა-–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამართებ-ლის ნატეხი, დაზარალებულ ჰ----- ა-–-------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში, განად-გურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ტანისამოსის ამოღების ამსახველი ფოტოსურათების დისკი და ჭრი-ლობების დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები ერთ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili