განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
010210019002118737
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210019002118737

საქმე №2/ბ-263-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე- ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი-მ--- ჭ------

მოწინააღმდეგე მხარე - ა----- გ----------ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 05 ოქტომბერს ბ------ის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი მხარე) მოპასუხე ა----- გ----------ის მიმართ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხეზე ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

 

2.1.სარჩელის საფუძვლები

 

2.1.1. 2----–-–----------------–ს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორე მხრივ ა----- გ----------ს შორის გაფორმდა ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის - ბ------ის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბ------ის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირ №2--ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა----- გ----------ის სასარგებლოდ 82.62 კვმ საერთი ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით ა----- გ----------ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირი №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 16 524 ლარი.

ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით. კერძოდ, ა----- გ----------ი ვალდებული იყო 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე -1652,4 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი. აღნიშნული თანხიდან 2017 წლის ივლისამდე ა. გ----------ს გადახდილი აქვს 11 566,80 ლარი. ქ. ბ------ის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ გადახდილი და გადასახდელი თანხების დაანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ ა. გ----------ს ქ. ბ------ის მერიის წინაშე დარჩენილი აქვს ძირი თანხის სახით 4957.20 ლარი. ჯამურ დავალიანებას კი დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად წარმოადგენს 14 479. 98 ლარი აღნიშნულ პერიოდში მოპასუხე მხარეს მერიის მიმართ არსებული დავალიანება არ გადაუხდია.(იხ. ს.ფ. 1-6)

მოსარჩელის მიერ დაზუსტებული (შემცირებული) იქნა რა ზემოხსნებული სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა, ასეთი 9522.78 (ცხრა ათას ხუთასოცაორი ლარი და 78 თეთრი)ლარის ოდენობით იქნა განსაზღვრული.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე ა----- გ----------მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ განმარტა, რომ მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებობა განპირობებულ იყო იმ გარემოებით, რომ იგი მსჯავრდებული იყო თავისუფლების აღკვეთის სახით და 2 წლისა 3 თვის განმავლობაში განთავსებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო როცა მსჯავრდებიდან გათავისუფლდა, გარკვეული პერიოდი არ ქონდა თანხის გადახდის შესაძლებლობა. ამასთან აღნიშნა, რომ დაანგარიშებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 200 (ორასი) ლარამდე. (იხ.ს.ფ.21-29)

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით

1. ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ა----- გ----------ზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. ა----- გ----------ს ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 952.27 (ცხრაასორმოცდათორმეტი ლარი და 27 თეთრი) ლარის ოდენობით.

1.2. ა----- გ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. 2----–-–----------------–ს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორე მხრივ ა----- გ----------ს შორის გაფორმდა ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის - ბ------ის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბ------ის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირი №2--ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა----- გ----------ის სასარგებლოდ 82.62 კვმ საერთი ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით ა----- გ----------ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირი №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 16 524 ლარი. ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით. კერძოდ, ა----- გ----------ი ვალდებული იყო 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე -1652,4 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 12 თებერვლის ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტი დანართითურთ. (იხ.ს.ფ.7-11).

2.4.2. მხარეები 2----–-–----------------–ს გაფორმებული ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა----- გ----------ის მიერ წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–---------------–----------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტი და დანართი.(იხ.ს.ფ.7-11).

2.4.3. ა----- გ----------ის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. კერძოდ, მის მიერ 2017 წლის ივლისამდე გადახდილი იქნა 11566,80 ლარი, ხოლო დარჩენილი ძირი დავალიანების დაფარვა მოპასუხის მიერ განხორციელდა სარჩელს აღძვრის შემდეგ 2018 წლის 11 დეკემბერს. შეთანხმებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 9522.78 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებსს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2010 წლის 12 თებერვლის ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტი დანართითურთ.(იხ.ს.ფ.7-11);

- პირგასამტეხლოს დაანგარიშების სქემა(იხ.ს.ფ.41-70).

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებზე , სახელდობრ:

2.5.1. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე -317-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

2.5.2. სასამართლომ ზემოთ მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, მიუთითა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2----–-–----------------–ს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორე მხრივ ა----- გ----------ს შორის გაფორმდა ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის - ბ------ის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბ------ის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირი ქ 2--ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა----- გ----------ის სასარგებლოდ 82,62 კვმ საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით ა----- გ----------ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზრი ქ №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 16 524 ლარი. ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით. კერძოდ, ა----- გ----------ი ვალდებული იყო 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე -1652,4 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი. ამავე აქტის 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა----- გ----------ის მიერ წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ ა----- გ----------ის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი და აღნიშნა, რომ მართალია, მის მიერ საბოლოოდ სრულად იქნა გადახდილი ძირი დავალიანება, მაგრამ ასევე მხარეებს შორის სადაო არ არის ის, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა გადახდის ვადები და მის მიერ ძირი დავალიანება დაიფარა ფაქტიურად სარჩელის აღძვრის შემდეგ - 2018 წლის 11 დეკემბერს.

2.5.3 სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ ზემოაღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოსარჩელეს პასუხეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი-ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა კი იწვევს ვალდებულების დარღვევას.

ზემოხსენებულთან ერთად სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლი, რომლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

2.5.4. სასამართლომ მიუთითა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში ა----- გ----------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.

2.5.5.სასამართლომ მოუხმო განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ, სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე 419 მუხლებს და ასეთი შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, სახეზე იყო მოპასუხეზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

2.5.6. სასამართლომ ხაზგასმა გააკეთა იმაზე, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, თუმცა პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

სადავო საკითხის სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ განმარტა, რომ ,მართალია, სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას და ასეთის გამოხატულებასაც წარმოადგენს ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ ამასთან სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, სცილდებოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებს და რომ ამდენად, ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს.

2.5.7.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა, დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების დარღვევის ხასიათი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებები. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

2.5.7. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე,რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას და განმარტა, რომ სასამართლო მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც ინფორმაციული და არა არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0,1 %-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მოცემულ შემთხვევაში შეადგინა 9522,78 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მისი შემცირება 10-ჯერ, ანუ 0,01 %-მდე. შესაბამისად დაადგინა, რომ მოპასუხე ა----- გ----------ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო ნაცვლად 9522.78 ლარისა უნდა განისაზღვროს 952.27 ლარის ოდენობით.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ზემოხსნებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა რა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგზე მითითებით:

 

3.1.აპელანტის წარმომადგენლის თვალსაზრისით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განხორციელებული პირგასამტეხლოს შემცირება არის უსწორო, ვინაიდან მხარისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მას პრეტენზია არ გამოუთქვამს ხელშეკრულების პირობებზე, ამასთან ქ. ბ------ის მერიის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდისათვის ქ. ბ------ის მერიის მხრიდან შედგენილი იქნა გრაფიკი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა პირობა იყო შექმნილი მოპასუხისათვის გადასახდელი თანხის შეღავათიან პირობებში გადახდისათვის. ამდენად, სასამართლოს მხრიდან უპირობოდ მისი შემცირება იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია დადგენილ სტანდარტებთან მიმართებაში, ამასთან იგი მხარეებს აყენებს არათანაზომიერ პირობებში, რომ ქ. ბ------ის მერია ამ ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდით მიიღებს არათანაზომიერად დიდი სარგებელს, არ მიაჩნია გამართლებულად.

3.2. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, შეთანხმებაში მითითებული თანხის გადახდა მოპასუხე მხარეს შეეძლო 5 წლის განმავლობაში ისე, რომ არანაირად მას ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დამატებით რაიმე თანხის გადახდა არ დაეკისრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ქ. ბ------ის მერია და მოპასუხე ისედაც არ იყვნენ თანაბარ პირობებში, ვინაიდან ქ. ბ------ის მერიის მხრიდან ბიუჯეტიდან, ამ პროექტის ფარგლებში წარმოებული მშენებლობისათვის, გახარჯული იქნა სოლიდური თანხა სამომავლო ამოღების პირობით, მაშინ როცა სიკეთე მოპასუხე მხარის უკვე მიღებული ქონდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუშვა ეს მოცემულობა ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობიდან გამომდინარე, გაითვალისწინა რა მოსახლეობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში კონტრაქტორისათვის სიკეთის მიღებიდან თითქმის 5 წლის შემდგომ უნდა მომხდარიყო ქ. ბ------ის მერიის მხრიდან ამ თანხის ამოღება, რაც ასეთი მოცემულობით ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს თანაბარ პირობებში ყოფნად. ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ქ. ბ------ის მერია არა სარგებლის მიღებას, არამედ ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის მიღებას გულისხმობდა 5 წლიან განწილვადებულ პირობებში. ამ მხრივ სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად არ გაუთვალისწინებია ის რისკებიც, რაც ბიუჯეტმა მიიღო ამ თანხის სწრაფი და ეფექტური ამოღების შეუძლებლობის გამო თითოეული კონტრაქტორიდან, რადგან ბიუჯეტი სწორედ ამგდაგვარი შემოსულებებით გეგმარდება. შესაბამისად ამ თანხის მიუღებლობა ბიუჯეტის დანაკლისს გულისხმობს. გამომდინარე აქედან მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრა, სწორედ მითითებული გადაუხდელობით გამოწვეული რისკების საკომპენსაციოდ არის განსაზღვრული და არა გაუთვალისწინებლად დიდი სარგებლის მიღებისათვის.

3.3. აპელანტის წარმომადგენლის თვალსაზრისით, საგულისხმოა, ის გარემოებაც რომ სასამართლოები თანხებთან დაკავშირებულ დავებში ერთმნიშვნელოვნად ღებულობენ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებას, მაშინ როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება თითოეულ საქმეზე არის ინდივიდუალური, შესაბამისად შესაფასებელია თითოეული ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს კონტრაქტორის პასუხისმგებლობის შეფასება ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ, რაც განსახილველ შემთხვევაში სრულყოფილად არ იქნა შეფასებული.

ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე 2019 წლის 22 აპრილს, 15:00 საათზე.

დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აპრილს სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე, ა----- გ----------ი გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე იგი არ გამოცხადა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტ ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4. დაყენებულ შეუმადგომლობაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო აპელანტი მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა–განმარტებას და დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართლებულია.

ამდენად, ზემოხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით პალატა განმარტავს, რომ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული, თუკი აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია.

4.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების 2.4.1-2.4.3 პუნქტებში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ამავე განჩინების 2.5.1-2.5.7 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგზე:

 

4.2.1. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

4.2.2. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო , როგორც უკვე აღინიშნა, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელდობრ დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2----–-–----------------–ს ერთის მხრივ თვითმმართველ ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორე მხრივ ა----- გ----------ს შორის გაფორმდა ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის - ბ------ის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბ------ის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირი №2--ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა----- გ----------ის სასარგებლოდ 82,62 კვმ საერთი ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით ა----- გ----------ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბ------ში, მ----- ა--–--ის გამზირი №2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 16 524 ლარი. ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით. კერძოდ, ა----- გ----------ი ვალდებული იყო 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე - 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე - 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე -1652,4 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე -1652,4 ლარი.

დადგენილია, რომ მხარეები 2----–-–----------------–ს გაფორმებული ,------–---------------–---–-----------------------–------------–-------–------------------------------- აქტით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა----- გ----------ის მიერ წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

დადგენილია, რომ ა----- გ----------ის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. კერძოდ მის მიერ 2017 წლის ივლისამდე გადახდილი იქნა 11566,80 ლარი, ხოლო დარჩენილი ძირი დავალიანების დაფარვა განახორციელად სარჩელს აღძვრის შემდეგ - 2018 წლის 11 დეკემბერს.

4.2.3..სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ (აპელანტი) მიიჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა სამართლიანი იყო და ასეთი სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად შემცირდა.

4.2.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

4.2.5.შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

4.2.6.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

4.2.7.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

4.2.8.პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

4.2.9.პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

4.2.10. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

4.2.11.პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულებისდარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად(სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

4.2.12.ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

4.2.13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხე ა----- გ----------მა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

4.2.14. სააპელაციო სასამარტლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკიდან ირკვევა, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქარტველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლში მოცემული დანაწესით.

4.2.15. ზემოხსენებულიდან გამომდინარე , სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, შესაბამისად არსებობდა მოპასუხეზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

4.2.16. სასამართლომ სწორად მიუთითა იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელე არ უარყოფდა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებდა პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევდა, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო.

4.2.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა და განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები,სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები, ამასთან სწორად განმარტა , რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა, დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

4.2.18.სადავო საკითხის სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სასამართლომ სწორად აღნიშნა იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას და ასეთის გამოხატულებასაც წარმოადგენს ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ ამასთან სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, სცილდებოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებს და რომ ამდენად, ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს.

4.2.19. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოახდინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია, სწორად მიუთითა იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ა----- გ----------ის მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში, ამასთან მხედველობაში მისაღებ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზეც, რომ მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულ იყო ობიექტური გარემოებით, სახელდობრ იმით, რომ იგი მსჯავრდებული იყო თავისუფლების აღკვეთის სახით და 2 წლისა 3 თვის განმავლობაში განთავსებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო როცა მსჯავრდებიდან გათავისუფლდა, გარკვეული პერიოდი რეალურად მოკლებული იყო თანხის გადახდის შესაძლებლობას. შესაბამისად სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0,1 %-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მოცემულ შემთხვევაში შეადგინა 9522,78 ლარი, იყო შეუსაბამოდ მაღალი და რომ მიზანშეწონილი იყო მისი შემცირება.

4.2.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტ ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ასევე სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

4.2.20. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლომ ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართევლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ დაეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს -ა----- გ----------ს, თავის მხრივ კი აპელანტი - ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტისა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

4. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, განჩინების მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე