განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001637202
3ბ/2464-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე
მოსამართლეები - მერაბ ლომიძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი-მ-------------–-;
მოწინააღმდეგე მხარე –რ---------------–----ა;
დავის საგანი –ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა:
1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით რ---------------–----ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 08 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---------------–----ას მიერ ,----------------------------------------------------------------------------–-–---------------------–ი’’ მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქ. მოსკოვის უმაღლესო პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების ,,-------------------------------------------------------------------–-–------------------------------ მიერ რ---------------–----ას სახელზე შედგენილი K-------- დიპლომის დანართის თანახმად, რ---------------–----ამ 2012 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის სრული კურსი (ექსტერნად) იურისპრუდენციის სპეციალობით. რ---------------–----ას სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
დიპლომის დანართით დგინდება, რომ რ---------------–----ამ ,,ეკ-----------------------------------------------------------------–-–---------------------–ი სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩათვლები, შუალედური და საბოლოო გამოცდები შემდეგ დისციპლინებში: უცხო ენა (ინგლისური) - ფრიადი; ფიზიკური კულტურა - ჩაეთვალა; მამულის ისტორია - დამაკმაყოფილებელი; კულტუროლოგია - ჩაეთვალა; პოლიტლოგია - ჩაეთვალა; ლოგიკა - ჩაეთვალა; რუსული ენა და მეტყველების კულტურა - ჩაეთვალა; სოციოლოგია - ჩაეთვალა; ფილოსოფია - ფრიადი; ეკონომიკა - კარგი; საბუღალტრო აღრიცხვის თეორია - ფრიადი; ფინანსები და კრედიტი - დამაკმაყოფილებელი; ლათინური ენა - კარგი; სტატისტიკა - ფრიადი; კონფლიქტოლოგია - ფრიადი; თანამედროვე ბუნებისმეტყველების კონცეფცია - ჩაეთვალა; ინფორმატიკა და მათემატიკა - კარგი; სიცოცხლის უსაფრთხოება - ჩაეთვალა; სტატისტიკის თეორია - ფრიადი; სახელმწიფოსა და სამართლის თეორია - ფრიადი; პოლიტიკური და სამართლებრივი სწავლების ისტორია - ჩაეთვალა; სამამულო სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია - ფრიადი; საზღავარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია - ფრიადი; რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სამართალი - ფრიადი; საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სამართალი - ფრიადი; სამოქალაქო სამართალი - ფრიადი; სამოქალაქოს საპროცესო სამართალი - ფრიადი; ადმინისტრაციული სამართალი ფრიადი; შრომის სამართალი - ფრიადი; სისხლის სამართალი - კარგი; სისხლის სამართლებრივი პროცესი - ფრიადე; კრიმინალისტიკა - ჩაეთვალა; საერთაშორისო სამართალი - ფრიადი; ეკოლოგიური სამართალი - ფრიადი; მიწის სამართალი - ჩაეთვალა; რომის სამართალი - ფრიადი; საერთაშორისო კერძო სამართალი - ფრიადი; საფინანსო სამართალი - ფრიადი; რუსეთის მუნიციპალური სამართალი - ფრიადი; საოჯახო სამართალი - ჩაეთვალა; კრიმინოლოგია - ჩაეთვალა; სამართალდამცავი ორგანოები - ჩაეთვალა; იურიდიული ფსიქოლოგია - ჩაეთვალა; სისხლის სააღსრულებლო სამართალი - დამაკმაყოფილებელი; საპროკურორო ზედამხედველობა - ფრიადი; რუსეთის სამეწარმეო სანართალი - ფრიადი; კომერციული სამართალი - ფრიადი; ნოტარიატის საფუძვლები - ფრიადი; საიურისდიქციო საბუთები - ფრიადი; საგადასახადო სამართალი - ფრიადი; საარბიტრაჟოს პროცესი - ფრიადი; ევროპული გაერთიანებბეის სამართალი - ფრიადი; სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის აქტუალური საკითხები - დამაკმაყოფილებელი; ინტელექტუალური საკუთრება და სუახლეები - ფრიადი; საარჩევნო სამართალი - დამაკმაყოფილებელი; საბანკო საქმე - კარგი; ადვოკატურის საფუძვლები - ფრიადი; სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები - ჩაეთვალა; საერთაშორის ურთიერთოებები - ჩაეთვალა; საერთო რიტორიკა - ჩაეთვალა; სულ -10370 საათი, მათ შორის სააუდიტორო გათვალისწინებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დიპლომი K-------, რეგისტრაციის №--------, 20 დეკემბერი 2012 წელი (ს.ფ. 16-18).;
- დიპლომის დანართი (ს.ფ. 19-24).;
3.2. 2013 წლის 20 სექტემბერს რ---------------–----ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის მიერ ეკ-----------------------------------------------------------------–-–---------------------–ი მიღებული განათლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა რ---------------–----ას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2012 წლის 20 დეკემბერს მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მ----) მიერ რ---------------–----ას სახელზე გაცემული K----- დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რ---------------–----ას 2013 წლის 20 სექტემბრის №------ განცხადება (ს.ფ. 82-83).
3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2013 წლის 4 ოქტომბერს №------ წერილით მიმართა რ---------------–----ასაც და სთხოვა ინფორმაციის მოწოდება იმის თაობაზე, თუ სად იღებდა განათლებას, ასევე სთხოვა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და დიპლომის დანართის წარდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით რ---------------–----ამ განმარტა, რომ არ შეეძლო წარედგინა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იგი 1994-2004 წლებში სწავლობდა ვ---–---------------–----–ო სკოლაში, 2004 წელს ჩაირიცხა ვ---–-----------ს პედაგოგიურ კოლეჯში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 2006 წელს მასზე გაიცა დიპლომი. 2007 წელს რ---------------–----ა ჩაირიცხა მ-------------------------------------------------------------------------–- იურიდიულ ფაკულტეტზე და იმავე წელს მოხდა მისი დეპორტაცია საქართველოში. რ---------------–----ას მითითებით, მას დაწესებულებასთან შეთანხმებით გავლილი საგნები ავტომატურად ჩაბარებულად ჩაეთვალა, ხოლო დარჩენილი გამოცდები კი, რუსეთიდან დეპორტაციის გამო მან ჩააბარა დისტანციურ რეჟიმში. სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მან აიღო დიპლომი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 4 ოქტომბრის №------ წერილი (ს.ფ. 85);
- მხარეთა ახსნა- განმარტებები.
3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რ---------------–----ას უარი ეთქვა ე-------------------------------------------------------–-–---------------------–------–-- მიღებული განათლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონულად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის და მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის, რომლებიც ელექტრონულად იღებდნენ განათლებას საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. საქართველოს კანონმდებლობით არ იყო დაშვებული საქართველოში მყოფი პირებისათვის დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღება სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
რ---------------–----ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით რ---------------–----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ---------------–----ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ---------------–----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ--------- ს----–----ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა და კანონიერ ძალაშია შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.25-38);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება (ს.ფ. 39-40).
3.5. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლის 3 ნოემბერს წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და რ---------------–----ას მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. აღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დანართის სახით წარედგინა რ---------------–----ას მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემები 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე, საიდანაც დგინდება საზღვრის კვეთის ფაქტები მხოლოდ 2007 და 2012 წლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 3 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 86);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 ნოემბრის წერილი დანართით (ს.ფ. 98-101).
3.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წლის 07 დეკემბერს მიღებულ იქნა №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---------------–----ას კვლავ უარი ეთქვა მის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სწავლის პერიოდში არ დასტურდებოდა მისი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების ფაქტი, ხოლო ცენტრი უფლებამოსილი იყო უცხოეთში მიღებული განათლება ეღიარებინა მხოლოდ უცხოეთის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.
რ---------------–----ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 07 დეკემბრის №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით რ---------------–----ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ. 87-89).
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ.41-52);
3.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს მიღებულ იქნა №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---------------–----ას უკვე მესამედ უარი ეთქვა მის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სწავლის პერიოდში არ დასტურდებოდა მისი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების ფაქტი, ხოლო ცენტრი უფლებამოსილი იყო უცხოეთში მიღებული განათლება ეღიარებინა მხოლოდ უცხოეთის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. შესაბამისად, იმ პირთა მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ვერ აღიარებდა როგორც უცხოეთში მიღებულ უმაღლეს განათლებას.
ამასთან, ცენტრმა მიუთითა, რომ 2016 წლის 08 აპრილს N------ წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის შუამდგომლობით მოსთხოვა ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებელია თუ არა ექსტერნატის ფორმოთ უმაღლესი განათლების მიღების დროს სტუდენტი ესწრებოდეს სესიებს და აბარებდეს გამოცდებს უშუალოდ უნივერსიტეტში.
პასუხად, 2016 წლის 13 ივნისს ცენტრში შემოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს N------ წერილი, რომლის თანახმად ,,რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, ექსტერნატი გულისხმობს დამოუკიდებელ სწავლებას დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. იგი არ ითავლისწინებს საგამოცდო სესიებზე სტუდენტის დასწრების ვალდებულებას და სტუდენტი თავად განსაზღვრავს განათლების მიღების პერიოდს.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 08 ნოემბერს მიღებულ იქნა №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი (ს.ფ. 13-15).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
3.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 08 ნოემბერს მიღებულ იქნა №M---------------- გადაწყვეტილება რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
3.9. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე მუხლის მე-4-6 პუნქტების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა; შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
სასამართლომ, მითითებული სამართლებრივი ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, განმარტა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობებია: 1) უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დოკუმენტის თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე გაცემას და დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და 2) მინიჭებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სადავო გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. შესაბამისად, იმ პირთა მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ვერ იქნება აღიარებული როგორც უცხოეთში მიღებული განათლება. რ---------------–----ა კი განათლებას იღებდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებს ქვეყნის გარეთ. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით, იგი არ იყო ვალდებული დასწრებოდა საგამოცდო სესიებს და საგანამანათლებლო პროგრამა აითვისა დამოუკიდებლად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სმინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ რ---------------–----ას წავლის პერიოდში არ იმყოფებდოა რუსეთის ფედერაციაში.
სასამართლომ აღნიშნა, მართალია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით შეტანილი ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში (მე-6 მუხლის პირველი პუნქტი), თუმცა სასამართლომ სადავო აქტის კანონიერების შეფასებისას ყურადღება გაამახვილა იმ გარემეობაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობა, მისი საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ცენტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---------------–----ას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სწავლის პერიოდში არ დასტურდებოდა მისი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების ფაქტი, ხოლო ცენტრი უფლებამოსილი იყო უცხოეთში მიღებული განათლება ეღიარებინა მხოლოდ უცხოეთის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.
სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეფასებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თავის მხრივ, გამოცემული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებულ აქტშიც ცენტრი განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სწავლის პერიოდში არ დასტურდებოდა მისი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების ფაქტი, ხოლო ცენტრი უფლებამოსილი იყო უცხოეთში მიღებული განათლება ეღიარებინა მხოლოდ უცხოეთის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დასახელებული ნორმატიული აქტების (,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”) დანაწესები არ შეიცავენ რაიმე შემზღუდავ ნორმას საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ელექტრონული (დისტანციური) წესით შეუძლებლობის თაობაზე, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დიპლომის აღიარებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასახელებული საფუძვლით უარი, ეწინააღმდეგება მითითებული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რეგლეციებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვალდებულება - გადაწყვეტილების მიღებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემთხვევაში, სასამართლო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ აქტს და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს არა კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს უთითებს საკითხებს, რომელიც მის მიერ დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების უზურნველყოფა, მართალია, არ გულისხმობს მოსარჩელის სასარგებლო ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემას, თუმცა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოპასუხის მიერ უნდა მოხდეს სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნათლად და გარკვევით მიუთითა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ელექტრონული (დისტანციური) ფორმა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ცენტრს ვალდებულს ხდიდა ხელხალა ემსჯელა რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხზე და თუ არ არსებობდა განათლების აღიარების სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, მიეღო გადაწყვეტილება განათლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ცენტრს მიეთითა, რომ მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, სადავო აქტში ძირითადად მოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტებებისა და მითითებების გაქარწყლების მცდელობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია მოსარჩელის საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობა/შეუსაბამობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რ---------------–----ას მიმართ მხოლოდ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტის გამოკვლევა და ის გარემოება, რომ მოსარჩელე სწავლის პერიოდში არ იმყოფებოდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ვერ ჩაითვლება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.
ამდენად, სახეზეა სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრს უთითებს, რომ რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიერ განათლების მიღება დისტანციურად, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორაგნო, მხოლოდ ფორმალურად გამოსცემს ახალ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და ჯიუტად აპელირებს იმ გარემებაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შუძლებელია აღიარებულ იქნეს უცხოეთში დისტანციური ფრომით მიღებული განათლება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. მოსკოვის უმაღლესო პროფესიული განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების ,,-------------------------------------------------------------------–-–------------------------------ მიერ რ---------------–----ას სახელზე შედგენილი K------- დიპლომის დანართის თანახმად, რ---------------–----ამ 2012 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის სრული კურსი (ექსტერნად) იურისპრუდენციის სპეციალობით. რ---------------–----ას სახელმწიფო საატესტაციო კომისიის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
დადგენილია, რომ რ---------------–----ამ ,,ეკ-----------------------------------------------------------------–-–---------------------–ი სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩათვლები, შუალედური და საბოლოო გამოცდები შემდეგ დისციპლინებში: უცხო ენა (ინგლისური) - ფრიადი; ფიზიკური კულტურა - ჩაეთვალა; მამულის ისტორია - დამაკმაყოფილებელი; კულტუროლოგია - ჩაეთვალა; პოლიტლოგია - ჩაეთვალა; ლოგიკა - ჩაეთვალა; რუსული ენა და მეტყველების კულტურა - ჩაეთვალა; სოციოლოგია - ჩაეთვალა; ფილოსოფია - ფრიადი; ეკონომიკა - კარგი; საბუღალტრო აღრიცხვის თეორია - ფრიადი; ფინანსები და კრედიტი - დამაკმაყოფილებელი; ლათინური ენა - კარგი; სტატისტიკა - ფრიადი; კონფლიქტოლოგია - ფრიადი; თანამედროვე ბუნებისმეტყველების კონცეფცია - ჩაეთვალა; ინფორმატიკა და მათემატიკა - კარგი; სიცოცხლის უსაფრთხოება - ჩაეთვალა; სტატისტიკის თეორია - ფრიადი; სახელმწიფოსა და სამართლის თეორია - ფრიადი; პოლიტიკური და სამართლებრივი სწავლების ისტორია - ჩაეთვალა; სამამულო სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია - ფრიადი; საზღავარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია - ფრიადი; რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სამართალი - ფრიადი; საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სამართალი - ფრიადი; სამოქალაქო სამართალი - ფრიადი; სამოქალაქოს საპროცესო სამართალი - ფრიადი; ადმინისტრაციული სამართალი ფრიადი; შრომის სამართალი - ფრიადი; სისხლის სამართალი - კარგი; სისხლის სამართლებრივი პროცესი - ფრიადე; კრიმინალისტიკა - ჩაეთვალა; საერთაშორისო სამართალი - ფრიადი; ეკოლოგიური სამართალი - ფრიადი; მიწის სამართალი - ჩაეთვალა; რომის სამართალი - ფრიადი; საერთაშორისო კერძო სამართალი - ფრიადი; საფინანსო სამართალი - ფრიადი; რუსეთის მუნიციპალური სამართალი - ფრიადი; საოჯახო სამართალი - ჩაეთვალა; კრიმინოლოგია - ჩაეთვალა; სამართალდამცავი ორგანოები - ჩაეთვალა; იურიდიული ფსიქოლოგია - ჩაეთვალა; სისხლის სააღსრულებლო სამართალი - დამაკმაყოფილებელი; საპროკურორო ზედამხედველობა - ფრიადი; რუსეთის სამეწარმეო სანართალი - ფრიადი; კომერციული სამართალი - ფრიადი; ნოტარიატის საფუძვლები - ფრიადი; საიურისდიქციო საბუთები - ფრიადი; საგადასახადო სამართალი - ფრიადი; საარბიტრაჟოს პროცესი - ფრიადი; ევროპული გაერთიანებბეის სამართალი - ფრიადი; სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის აქტუალური საკითხები - დამაკმაყოფილებელი; ინტელექტუალური საკუთრება და სუახლეები - ფრიადი; საარჩევნო სამართალი - დამაკმაყოფილებელი; საბანკო საქმე - კარგი; ადვოკატურის საფუძვლები - ფრიადი; სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები - ჩაეთვალა; საერთაშორის ურთიერთოებები - ჩაეთვალა; საერთო რიტორიკა - ჩაეთვალა; სულ - 10370 საათი, მათ შორის სააუდიტორო გათვალისწინებული არ არის.
ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და იგი ვალდებულია გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რ--------- ს----–----ას მიერ ,,ეკ-----------------------------------------------------------------–-–---------------------–ი’’ მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 08 ნოემბრის M------------------ გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---------------–----ას მიერ ,,ეკ-----------------------------------------------------------------–-–---------------------–ი’’ მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1. პუნქტით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ---------------–----ამ 2012 წელს დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი (ექსტერნად), „იურისპრუდენციის“ სპეციალობით. ხოლო 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რ---------------–----ას მიერ უცხოეთში, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად, განხორციელებული სასწავლო საქმიანობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარებისას, იკვეთება ლისაბონის კონვენციით გათვალისწინებული არსებითი განსხვავება. კერძოდ, რ---------------–----ა განათლებას იღებდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ადგილსამყოფელი ქვეყნის გარეთ. მან საგანმანათლებლო პროგრამა აითვისა დამოუკიდებლად. სწავლის პერიოდში იგი არ იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანების 1 პრიმა მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სტუდენტის სასწავლო დატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს როგორც დამოუკიდებელ, ისე საკონტაქტო საათებსაც. შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას ცენტრმა დაადგინა რ---------------–----ას მიერ მიღებული განათლების კვალიფიკაციის საფუძვლიანი განსხვავება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემით აღიარებულ კვალიფიკაციასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ "წესში" განხორციელებული ცვლილებების თანახმად, წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს დათქმას, რომლის მიხედვითაც: "უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში."
სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებად მიიჩნია მხოლოდ ის გარემოება, რომ ცენტრს უნდა დაედგინა არსებობდა თუ არა რ---------------–----ას მიერ მიღებული განათლების კვალიფიკაციის საფუძვლიანი განსხვავება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემით აღიარებულ კვალიფიკაციასთან და მიიჩნია, რომ მხოლოდ ამგვარი განსხვავება უნდა დადებოდა საფუძვლად საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას.
სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი"-ს (შემდგომში - წესი) არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირებას. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია ზემოაღნიშნულ ნორმათა იმპერატიულად დადგენილ შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა.
რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე, ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ცენტრში 2015 წლის 06 ნოემბერს შემოსული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კორესპოდენციით რ---------------–----ას მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტები დადგინდა მხოლოდ 2007 და 2012 წლებში. აღნიშნული გარემოება კი არ წარმოადგენდა საკმარის სამართლებრივ საფუძველს, რ---------------–----ას მიერ მიღებული განათლების, როგორც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის, ვინაიდან მას უნდა წარმოედგინა სწავლების პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა რ---------------–----ას მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტს. ხოლო ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელეს ცენტრში არ წარმოუდგენია, შეუძლებელი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა" და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მის მიერ ,,მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში" მიღებული განათლების, როგორც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.
ამასთან, როგორც ზევით აღინიშნა, "ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ" ლისაბონის 1997 წლის კონვენციის VI.1 კარის თანახმად, "ყოველი მხარე ცნობს კვალიფიკაციებს, გაცემულს სხვა მონაწილე მხარის მიერ მათი ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად და მის მფლობელს აძლევს თავისი უმაღლესი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამებში დაშვების ნებას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნების წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება." ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა უმაღლესი განათლების სწავლების ექსტერნატის ფორმით მიღებას, რაც აღნიშნული კონვენციის თანახმად, არსებით განსხვავებას წარმოადგენდა კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ქვეყნისა და კვალიფიკაციის ცნობაზე უფლებამოსილი ქვეყნის წესებს შორის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ეღიარებინა, რ---------------–----ას მიერ მიღებული განათლება, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ცენტრმა სრულად დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითიტებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება), ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენ).
ამასთან, სასამართლო ამ ნორმის განმარტებისას უგულებელყოფს, რომ გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).
საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს.
აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში.
აპელანტის განმარტებით სასამართლო ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება, არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ და ცენტრს იგი სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრმა იმოქმედა მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,უმაღლესი განათლების შესახებ", საქართველოს კანონით, რომლის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკიაციის, ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებისას ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ცნობის შესახებ“ ლისაბონის 1997 წლის კონვენციით (ლისაბონის კონვენცია). კონვენციის IV.I კარის შესაბამისად, ყოველი მხარე ცნობს კვალიფიკაციებს გაცემულს სხვა მონაწილე მხარის მიერ მათი ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად და მის მფლობელს აძლევს თავისი უმაღლესი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამაში დაშვების ნებას, იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნების წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის (შემდგომში - წესი), რომელიც წარმოადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სპეციალურ მარეგულირებელ ნორმატიული აქტს, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულებების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის, ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურებისას, ცენტრი ადგენს გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობებია: 1. უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რაც გულისხმობს: ა) საგანმანათლებლო დოკუმენტის თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე გაცემას და ბ) დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და 2. მინიჭებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა.
სწორედ ზემოაღნიშნული ნორმები არეგულირებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესს, რომლითაც იხელმძღვანელა ცენტრმა და მატერიალური კანონიერების დაცვით გამოსცა აქტი.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვაზე, აღნიშნულის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას და სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,დიპლომები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელეთა მიერ პოფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლოსა და ეკონომიკის ინსტიტუტში განათლების მიღების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული მოქმედი უმაღლესი საგანმანალებლო დაწესებულების მიერ რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოადგენს” .
საგულისხმოა, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბმისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერები პრინციპთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. ამ ნორმების თანახმად, განათლების აღიარებისათვის აუცილებელ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს პირის მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენა.
შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა ეს სავალდებულო ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს.
საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უშუალოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან. შესაბამიასად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ამ ნორმის გამოყენებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო ცენტრის მიერ ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს მიანიჭა რაიმე უფლება ან სარგებელი.
ამდენად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ემსახურება რაიმე კონკრეტულ მიზანს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცუიული კოდექსის 60 პრიმა მუხლით, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის, ან სარჩელის შემთხვევაში, სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო აქტის ბათილად ცნობის დროს აფასებს მის მატერიალურ და ფორმალურ კანონირებას და თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო ან დარღვეულია მისი გამოცემის პროცედურები, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს მოსარჩელის სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.
ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ცენტრმა უკვე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გიორგი მაჩაიძის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხვს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულვებელყოფის ტოლფასია.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
5.2. სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ დავის საგანია ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლის 08 ნოემბრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
პალატა მიუთითებს, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). ამავე მუხლის მე-4-6 პუნქტების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა; შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
სასამართლომ, მითითებული სამართლებრივი ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე სწორად განმარტა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობებია: 1) უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დოკუმენტის თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე გაცემას და დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და 2) მინიჭებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ სადავო აქტის კანონიერების შეფასებისას ყურადღება სწორად გაამახვილა იმ გარემეობაზე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 7 დეკემბრის №----------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობა, მისი საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ცენტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ---------------–----ას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სწავლის პერიოდში არ დასტურდებოდა მისი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების ფაქტი, ხოლო ცენტრი უფლებამოსილი იყო უცხოეთში მიღებული განათლება ეღიარებინა მხოლოდ უცხოეთის ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეფასებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თავის მხრივ, გამოცემული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნათლად და გარკვევით მიუთითა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ელექტრონული (დისტანციური) ფორმა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ცენტრს ვალდებულს ხდიდა ხელხალა ემსჯელა რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხზე და თუ არ არსებობდა განათლების აღიარების სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, მიეღო გადაწყვეტილება განათლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ცენტრს მიეთითა, რომ მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, სადავო აქტში ძირითადად მოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი განმარტებებისა და მითითებების გაქარწყლების მცდელობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე მხარეს არ დაუდგენია მოსარჩელის საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობა/შეუსაბამობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რ---------------–----ას მიმართ მხოლოდ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტის გამოკვლევა და ის გარემოება, რომ მოსარჩელე სწავლის პერიოდში არ იმყოფებოდა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ვერ ჩაითვლება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სათანადო აღსრულებად.
საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ სახეზეა სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრს უთითებს, რომ რ---------------–----ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიერ განათლების მიღება დისტანციურად.
ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და იგი ვალდებულია გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რ--------- ს----–----ას მიერ ,,ეკ-----------------------------------------------------------------–-–---------------------–ი’’ მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე მირანდა ერემაძე
მოსამართლეები მერაბ ლომიძე
თეა ძიმისტარაშვილი