მუხლი 2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები
თავი I — ზოგადი დებულებები
1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.
2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია.
3. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (21.07.2010).
წინა რედაქცია (05.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები 1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით. 2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია. 3. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-988(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2021
…და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კასატორი მიუთითებს ქვედა ინსტანციის…
…საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2, მე-3 მუხლებზე მითითებით, განმარტა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც…
…საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” მე-2 და მე-3 მუხლებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის…
…პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89 /ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს. აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი…
…განმარტებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, 2--- წლის 2- ნ--------- ცენტრის მიერ გამოცემული N1------ აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე, ეყრდნობა,,უმაღლესი განათლების შესახებ' ' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,უ1“ ქვეპუნქტსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 201- წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6…
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, მუხლი 2, №3531, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.004.163 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93064/muxli-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია