გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
330310019002806785
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/280-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდი-ანი - გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - ი-------------ი

წარმომადგენელი - ზ---------------ა

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

მესამე პირი - სსიპ ს--------------–-–----------------------

წარმომადგენელი - მ----------------ა

დავის საგანი: ინდი-იდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდი-იდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 15.03.2019 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს გამოსცეს ახალი ინდი-იდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ის აქტი ი-------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ სსიპ ს--------------–-–----------------------ს წამრომადგენელს სარჩელთან დაკავშირებით პოციზია არ აქვს. წარმომადგენელმა განმარტა, რომ არქი-ის არ არსებობის გამო უნი-ერსიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს რაიმე ფაქტი.

 

4. ფაქტობრი-ი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 28 მაისს ი-------------ის წარმომადგენელმა - ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და განათლების მიღების ფაქტის დადასტურება მოითხოვა.

 

2018 წლის 15 დეკემბრის განცხადებით ი-------------ის წარმომადგენელმა - ზ---------------ამ მიმართა სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და სწავლებისა და დიპლომის მიღების ფაქტის დადასტურება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 88-90);

- 15.12.2018 წ. განცხადება (ს.ფ. 116-119);

 

4.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით ზ---------------ას 2018 წლის 14 დეკემბრის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, ვინაიდან წარდგენილი არ იყო ი------------–---–ისა და ი---- ს-------ს იგი-ეობის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 139-140);

 

4.3. 2018 წლის 21 დეკემბრის განცხადებით ზ---------------ამ სსიპ ხარისხის განვითარების ცენტრს წარუდგინა შემდეგი დოკუმენტები: 1. ა–– ქ. ნ-----------ს ნოტარიუსის მიერ შესრულებული თარგმანი ა–– იუსტიციის სამინისტროს ი------–-ისა და ნ---------–----–იის სამსახურის დოკუმენტზე; 2. ი-------------ის პ----------ს ასლის სანოტარო წესით დადასტურებული ასლი; 3. 2018 წლის 13 მარტს ს--------------–-–----------------------ს ცნობა; 4. მ--–---–--ას სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება; 5. ი----------იას სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება;

 

2018 წლის 24 დეკემბერს ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარუდგინა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 21.12.2018 წ. განცხადება თანდართული მასალით (ს.ფ. 142-154);

- 24.12.2018 წ. განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 156-167);

 

4.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის სამსახურებრი-ი ბარათით დგინდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 16 თებერვლის №1----- კორესპონდენციით წარდგენილი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის და საქართვეოს სსრ მ------------------ს 1979 წლის 27 მარტის №224 დადგენილებით, ქალაქ ს------–ი 1979/80 სასწავლო წლიდან, ს------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო პ---------------------------ის ბაზაზე შეიქმნა ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტი.

 

ამავე წერილით მიწოდებულია საქართველოს სსრ მ------------------ს 1989 წლის 20 ოქტომბრის №515 დადგენილების საფუძველზე ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმიწფო უნი-ერსიტეტისა და თბილისის ი-. ჯ-----–---–-ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის ს------ის ფილიალის ხელმძღვანელებს დაევალთ საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროსთან ერთად გაეგრძელებინათ მოლაპარაკება დაწესებულებების გაერთიანების ურთიერთმისაღები ვადის დასადგენად და წარედგინათ შესაბამისი წინადადებები საქართველოს სსრ მ------------------სთვის. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული დაწესებულებების გაერთიანება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ განსაზღვრულა ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის სამართალმემკვიდრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის სამსახურებრი-ი ბარათი (ს.ფ. 170-171);

 

4.5. სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით ზ---------------ას 2018 წლის 29 მაისისა და 2018 წლის 14 დეკემბრის განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ მოიპოვება ინფორმაცია ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის ლიკვიდაციის ან საგანმანათლებლო საწმიანობის შეწყვეტის შესახებ. ასევე კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საქართველოს ო------------–ი ტ----------იებიდან ი----–-----------------–-----–-----------------–-------------ს არმქონე პირის მიერ ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტში 1986 წლიდან 1990 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა და განეხილა ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტში 1986 წლიდან 1990 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხი.

 

გადაწყვეტილებით ასევე განმარტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1--- ბრძანებით დამტკიცებული ო------------– ტ----------იებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 172-173);

 

სამოტი-აციო ნაწილი

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1--- ბრძანებით დამტკიცებული ო------------– ტ----------იებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესი.

 

6. სამართლებრი-ი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩი-რებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება ინდი-იდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლება არის უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრი-ი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის თანახმად, ცენტრი ახდენს ო------------– ტ----------იაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ო------------–ი ტ----------იებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ო------------–ი ტ----------იებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1--- ბრძანებით დამტკიცებული ო------------– ტ----------იებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის პირველი მუხლის თანახმად, ო------------– ტ----------იაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესით განსაზღვრულია „ო------------–ი ტ----------იების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ო------------– ტ----------იებზე (შემდგომში – ო------------–ი ტ----------ია) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების პირობები და პროცედურები. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, 1. წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ო------------– ტ----------იაზე მიიღეს უმაღლესი განათლება – დაასრულეს უმაღლესი განათლების მიღება ან იღებენ უმაღლეს განათლებას. 2. წესის მოქმედება ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, ო------------– ტ----------იაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს ი-------------ის წარმომადგენელმა - ზ---------------ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და განათლების მიღების ფაქტის დადასტურება მოითხოვა. ასევე, 2018 წლის 15 დეკემბრის განცხადებით ი-------------ის წარმომადგენელმა - ზ---------------ამ მიმართა სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და სწავლებისა და დიპლომის მიღების ფაქტის დადასტურება მოითხოვა.

 

დადგენილია, ასევე ის გარემოება, რომ ზ---------------ას 2018 წლის 29 მაისისა და 2018 წლის 14 დეკემბრის განცხადებების პასუხად სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ვინაიდან მხარის წარმომადგენელმა დამატებითი წარდგენილი დოკუმენტაციით აღმოფხვრა ის ხარვეზი, რაც თავის დროზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. თუმცა, სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება დაეფუძნა როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესს“ ი-------------ის მიერ 1986-1990 წლებში მიღებული განათლების ნაწილში, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1--- ბრძანებით დამტკიცებული ო------------– ტ----------იებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესს 1991 წელს მიღებული განათლების ნაწილში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლი განხილულ უნდა იქნეს მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით. კერძოდ, ხსენებული ნორმაში ჩამოთვლილია ის პირობები, როდესაც კონკრეტული პირი ვერ ახერხებს თავისი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას. ამასათან, ნორმა მოიაზრებს სამ დამოუკიდებელ შემთხვევას: 1. ო------------– ტ----------იაზე მიღებული უმაღლესი განათლება; 2. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლება; 3. ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული განათლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ი-------------ი ითხოვს ო------------– ტ----------იაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას, ვინაიდან ვერ ახერხებს მის დადასტურებას სათანადო დოკუმენტით - დიპლომით.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი, მ----–---–--ას სახელზე გაცემული დიპლომით დგინდება, მაია ზულაია 1986 წელს ჩაირიცხა ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტში, ხოლო 1991 წელს დაასრულა ი-. ჯ-----–---–-ს სახელობის ს------ის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით, მ----–---–--ას განცხადება წარდგენილი იყო ადმინისტრაციულ ორგანოში, როგორც ი-------------ის მიერ მიღებული განათლების დადასტურების ერთ-ერთი დოკუმენტი და აღწერდა ი------------–---–ის მიერ განათლების მიღების ფაქტს.

 

როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას გაირკვა საქართველოს სსრ მ------------------ს 1989 წლის 20 ოქტომბრის №515 დადგენილების საფუძველზე ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმიწფო უნი-ერსიტეტისა და თბილისის ი-. ჯ-----–---–-ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის ს------ის ფილიალის ხელმძღვანელებს დაევალთ საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროსთან ერთად გაეგრძელებინათ მოლაპარაკება დაწესებულებების გაერთიანების ურთიერთმისაღები ვადის დასადგენად და წარედგინათ შესაბამისი წინადადებები საქართველოს სსრ მ------------------სთვის. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული დაწესებულებების გაერთიანება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ განსაზღვრულა ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის სამართალმემკვიდრე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრი-ი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრი-ი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

 

ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატი-ს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატი-ისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრი-, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრი-ი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით ი-------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, სასწავლო დაწესებულებების მიხედვით დაიყო 1986-1990 და 1990 წლის შემდეგ მიღებულ განათლებად. აღნიშნულმა გარემოებამ ი-------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცედურა მოაქცია სხვადასხვა ნორმატიული აქტის მოქმედების ფარგლებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით 1986-1990 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე უარი გამომდინარეობს ორი სხვადასხვა გარემოებისაგან, კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ განათლების აღიარების პროცედურის წარმართვის ხელშემშლელ გარემოებად მიიჩნია, როგორც მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის არქონა, ისე ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის სამართლებრი-ი სტატუსის გარკვევის შეუძლებლობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------ის მიერ ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა განათლების აღიარების მსურველი პირის სტატუსის გათვალისწინებით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირთა თანასწორობის პრინციპს. ის გარემოება, რომ სადღეისოდ, მოსარჩელეს - ი-------------ს საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს, რაც გამორიცხავს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, ხელს არ უშლის ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად წარმართვით, განიხილოს ი-------------ის მიერ წარდგენილი განცხადება ა---------ის ა.მ. გ------ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტში, როგორც ო------------– ტ----------იაზე მიღებული განათლების აღიარების მიზნით.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ი-------------ის განცხადებით, მან სწავლა დაასრულა თბილისის ი-. ჯ-----–---–-ს სახელობის სახელმწიფო უნი-ერსიტეტის ს------ის ფილიალში და დიპლომის მასზე გაიცა 1991 წელს. შესაბამისად, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ ი-------------ის მიერ მიღებული განათლების ამ ნაწილის აღიარების პროცედურა უნდა წარიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1--- ბრძანებით დამტკიცებული ო------------– ტ----------იებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის შესაბამისად. სწორედ ეს წესი ითვალისწინებს იმ პირთა განათლების აღიარების პროცედურას, რომელთაც ო------------– ტ----------იაზე მიიღეს უმაღლესი განათლება, ე.ი. დაასრულეს უმაღლესი განათლების მიღება. ამასთან, წესი ვრცელდება 1990 წლიდან მიღებულ უმაღლეს განათლებაზე.

 

6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრი-ი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდი-იდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდი-იდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრი-ი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდი-იდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრი-ი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. ამდენად მოპასუხემ - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ი-------------ის მიერ მითითებული ფაქტი განათლების მიღების თაობაზე, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განათლების აღიარებისათვის ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების, მოქმედი კანონმდებლობის სულისკვეთებით.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრი- და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების - ი-------------ის მიერ ოკუპრებულ ტ----------იაზე მიღებული განათლების აღიარებისათვის საჭირო აუცილებელი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდი-იდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდი-იდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრი-ი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრი-;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 31 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდი-იდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტი ი-------------ის მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

 

3. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ი-------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩი-რდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეი-ანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე