განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002186404
საქმე №3ბ/1686-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ---- ე--------–---–ი
მესამე პირი - შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოწინააღმდეგე მხარე ზ---- ე--------–---–ი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
2.2. მესამე პირს - შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ზ---- ე--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- გადაწყვეტილება ზ---- ე--------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ---- ე--------–---–ის სასარგებლოდ შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ის“ მიერ 2009 წელს გაცემული ბაკალავრის L--------- დიპლომის (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურების შესახებ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 1992 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით ზ---- ე--------–---–ი ჩაირიცხა ო------------------------------–---------–---–---------------ის ა-------------–------------------ ფაკულტეტზე.
ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 1997 წლის 10 თებერვლის №-- ბრძანებით სტუდენტები, რომლებმაც უზრუნველყვეს გასული საანგარიშო სასწავლო წლის მიმდინარე და დარჩენილი გამოცდების ჩაბარება და ჩათვლები, გადაყვანილ იქნენ შესაბამისი სპეციალობის შესაბამის კურსებზე, მათ შორის, ზ---- ე--------–---–ი გადავიდა ო--------------------------ის სპეციალობის მე-4 კურსზე.
დადგენილია, რომ ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 1998 წლის 10 მარტის №-- ბრძანებით, ზ---- ე--------–---–ი ამოირიცხა სტუდენტთა სიიდან, ოჯახური პირობების გამო.
ო------------------------------–---------–---–---------------ის მიერ 2002 წლის 03 მაისს გაიცა №-- ცნობა, რომლითაც დადასტურდა მითითებულ ინსტიტუტში ზ---- ე--------–---–ის სწავლის ფაქტი. კერძოდ, ცნობის თანახმად, ზ---- ე--------–---–ი 2000 წლის ივნისის თვის მდგომარეობით ირიცხებოდა ო------------------------------–---------–---–---------------ის ა------------ის სპეციალობის მეხუთე კურსზე. მან დახურა აღნიშნული სპეციალობის სრული კურსი და ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ უზრუნველყო სადიპლომო ნაშრომის დაცვა. ამასთან, ზ---- ე--------–---–ის პირადი განცხადების საფუძველზე სადიპლომო ნაშრომის დაცვა დაინიშნებოდა 2002 წლის ივნისის თვეში.
ზ---- ე--------–---–ის 2008 წლის 20 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 2008 წლის 22 ოქტომბრის №-- ბრძანებით, ზ---- ე--------–---–ი - ა------------ის სპეციალობის ყოფილი მეხუთე კურსის სტუდენტი აღდგენილ იქნა ს-------–----------------------------------- სპეციალობის მეოთხე კურსზე. მისთვის დადგინდა ადრე არსებული სასწავლო პროგრამით ათვისებული კრედიტ-საათების შესაბამისობა ს-------–----------------------------------- სპეციალობის სასწავლო პროგრამებით, კურუკულუმებით და სილაბუსებით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობასთან; განისაზღვრა მის მიერ ასათვისებელი კრედიტ-საათების რაოდენობა და შესაბამისად, ჩასაბარებელი სასწავლო დისციპლინების ნუსხა და მათი ჩაბარების გეგმა-გრაფიკი.
ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 2009 წლის 16 ივლისის №- ბრძანებით 2005-2009 წლების კურსდამთავრებულები, მათ შორის, ზ---- ე--------–---–ი, რომლებმაც უზრუნველყვეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ყველა საგანში გამოცდის ჩაბარება და ჩათვლების მიღება, დაშვებულ იქნენ საატესტაციო გამოცდებზე.
ო------------------------------–---------–---–---------------ში 2009 წლის 22 ივლისს საატესტაციო-საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა დისციპლინაში - ს-------–---------------------–-----. გამოცდაზე გამოიცადა ს-------–-----------------------------------------–-------------------–---იის სპეციალობის სტუდენტი ზ---- ე--------–---–ი, რომელმაც გამოცდა ჩააბარა შეფასებით - 75 ქულა (კარგი).
კერძო სამართლის იურიდიულმა პირის „ო------------------------------–---------–---–---------------ის“ მიერ ამავე ინსტიტუტის ს-------–----------------------------------- ფაკულტეტის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ზ---- ე--------–---–ს მიენიჭა ს-----–---------------- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალიზაციით - ა----------–---ია. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცა L--------- ბაკალავრის დიპლომი.
ზ---- ე--------–---–მა 2017 წლის 25 სექტემბერს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა L--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსს, 2017 წლის 02 ოქტომბრის №M---------------- სამსახურებრივი ბარათის პასუხად, ამავე ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 18 ოქტომბრის №M---------------- სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ ზ---- ე--------–---–ის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრსა და ლიცენზირებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა რეესტრში.
ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 1-------------ს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---), რომლითაც ნება დართო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს პროფ. ი----------ეს რეგისტრაციაში გაეტარებინა ო------------------------------–---------–---–---------------ი.
ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3------------ დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ი“ (რეგისტრაციის №-------).
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით, შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 17 ოქტომბრის №---- ბრძანებით (ბრძანება ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან) შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს „ო------------------------------–---------–---–---------------მა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ რეჟიმში.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებით ზ---- ე--------–---–ს უარი ეთქვა L--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას მისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის კანონიერების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ შპს „ო------------------------------–----------–---–---------------ში“ 2009 წლის ჩათვლით ზ---- ე--------–---–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული L--------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
პ---–-–------------- ზ---- ე--------–---–ი შ-------------ში ირიცხება 2001 წლის 29 იანვრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე, 2011 წლის 07 მარტიდან და 2017 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით მუშაობს შ-------------–--------–-–-------------------------------–------------------------------–---------–--------–-–----------------–----------------–--------–-–--------------–---------------------–------------------------------–-------------------------------------------–----------------ის თანამდებობაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება უნდა შემოწმდეს განსახილველ შემთხვევაში.
სასამართლომ მიუთითა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, 25-ე მუხლებზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველ, მე-2, მე-3 მუხლებზე და მიიჩნია, რომ ცენტრს ჰქონდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები მოპასუხეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7 მუხლებზე, 35-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. სასამართლომ დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად) სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ პუნქტი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.
მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 1992 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით ზ---- ე--------–---–ი ჩაირიცხა მითითებული ინსტიტუტის ა-------------–------------------ ფაკულტეტზე. ასევე, სადავო არ არის, რომ ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 1998 წლის 10 მარტის №-- ბრძანებით ზ---- ე--------–---–ი ამოირიცხა სტუდენტთა სიიდან, ოჯახური პირობების გამო სწავლის ქირის გადაუხდელობის საფუძვლით. ზ---- ე--------–---–ი 2000 წლის ივნისის თვის მდგომარეობით ირიცხებოდა ო------------------------------–---------–---–---------------ის ა------------ის სპეციალობის მეხუთე კურსზე, მაგრამ მან ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ უზრუნველყო სადიპლომო ნაშრომის დაცვა.
ზ---- ე--------–---–ის 2008 წლის 20 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 2008 წლის 22 ოქტომბრის №-- ბრძანებით, ზ---- ე--------–---–ი - ა------------ის სპეციალობის ყოფილი მეხუთე კურსის სტუდენტი აღდგენილ იქნა ს-------–----------------------------------- სპეციალობის მეოთხე კურსზე. ამასთან, ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 2009 წლის 16 ივლისის №- ბრძანებით 2005-2009 წლების კურსდამთავრებულები, მათ შორის, ზ---- ე--------–---–ი, რომლებმაც უზრუნველყვეს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ყველა საგანში გამოცდის ჩაბარება და ჩათვლების მიღება, დაშვებულ იქნენ საატესტაციო გამოცდებზე. დისციპლინაში - ს-------–---------------------–----- საატესტაციო-საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა ო------------------------------–---------–---–---------------ში 2009 წლის 22 ივლისს. გამოცდაზე გამოიცადა ს-------–-----------------------------------------–-------------------–---იის სპეციალობის სტუდენტი ზ---- ე--------–---–ი, რომელმაც გამოცდა ჩააბარა შეფასებით 75 ქულა (კარგი). აღნიშნულის საფუძველზე, ო------------------------------–---------–---–---------------მა ს-------–----------------------------------- ფაკულტეტის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ზ---- ე--------–---–ს მიენიჭა ს-----–---------------- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალიზაციით - ა----------–---ია და გასცა L--------- ბაკალავრის დიპლომი.
ზ---- ე--------–---–მა 2017 წლის 25 სექტემბერს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, წარადგინა L--------- ბაკალავრის დიპლომი და მოითხოვა მისი ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებით ზ---- ე--------–---–ს უარი ეთქვა ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლებით, რომ ცენტრი არ ფლობდა ინფორმაციას მისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის (აღდგენის) კანონიერების თაობაზე; ასევე, შპს „ო------------------------------–----------–---–---------------ში“ 2009 წლის ჩათვლით ზ---- ე--------–---–ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
ამდენად, მოპასუხე დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს შემდეგ გარემოებებს: 1. შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ის“ მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფოს მიერ აღიარებულია მხოლოდ 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე, ხოლო დიპლომი გაცემულია 2009 წელს და 2. ზ---- ე--------–---–ისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეროვნული გამოცდების შეფასების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1991 წლის 1-------------ს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №---), რომლითაც ნება დართო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს პროფ. ი----------ეს რეგისტრაციაში გაეტარებინა ო------------------------------–---------–---–---------------ი; ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3------------ დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ი“ (რეგისტრაციის №-------); საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით, შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე; სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 17 ოქტომბრის №---- ბრძანებით (ბრძანება ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან) შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს „ო------------------------------–---------–---–---------------მა“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ რეჟიმში. ამდენად, ის ფაქტი, რომ შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ი იყო ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადავო არ არის.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაპყრო ო------------------------------–---------–---–---------------ის მიერ 2002 წლის 03 მაისს გაცემულ №-- ცნობაზე, სტუდენტთა სასწავლო ბარათსა და ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 2008 წლის 22 ოქტომბრის №-- ბრძანებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ზ---- ე--------–---–ი 2000 წლის ივნისის თვის მდგომარეობით ირიცხებოდა ო------------------------------–---------–---–---------------ის ა------------ის სპეციალობის მეხუთე კურსზე. მან დახურა აღნიშნული სპეციალობის სრული კურსი და ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ გადაიხადა სწავლის ქირა და ვერ უზრუნველყო სადიპლომო ნაშრომის დაცვა. ამის შემდეგ, ო------------------------------–---------–---–---------------ის რექტორის 2008 წლის 22 ოქტომბრის №-- ბრძანებით, ზ---- ე--------–---–ი - ა------------ის სპეციალობის ყოფილი მეხუთე კურსის სტუდენტი აღდგა ს-------–----------------------------------- სპეციალობის მეოთხე კურსზე, გაიარა მისთვის განსაზღვრული ასათვისებელი სასწავლო დისციპლინები, რომელთა სრულად გავლის შემდეგ, დაშვებულ იქნა საატესტაციო გამოცდებზე. დადგენილია, რომ ო------------------------------–---------–---–---------------ში 2009 წლის 22 ივლისს საატესტაციო-საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა დისციპლინაში - ს-------–---------------------–-----. გამოცდაზე გამოიცადა ს-------–-----------------------------------------–-------------------–---იის სპეციალობის სტუდენტი ზ---- ე--------–---–ი, რომელმაც გამოცდა ჩააბარა 75 ქულა (კარგი) შეფასებით. აქედან გამომდინარე, ზ---- ე--------–---–ს მიენიჭა ს-----–---------------- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალიზაციით - ა----------–---ია. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცა L--------- ბაკალავრის დიპლომი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ უნდა განხორციელდეს შპს „ბ----------------–---------–---–---------------ის“ მიერ ზ---- ე--------–---–ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - L--------- ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი; მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ, პ---–-–------------- ზ---- ე--------–---–ი შ-------------ში ირიცხება 2001 წლის 29 იანვრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე, 2011 წლის 07 მარტიდან და 2017 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით მუშაობს შ-------------–--------–-–-------------------------------–------------------------------–---------–--------–-–----------------–----------------–--------–-–--------------–---------------------–------------------------------–-------------------------------------------–----------------ის თანამდებობაზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე აღედგინა სტუდენტის სტატუსი, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. მით უფრო, როდესაც საქმეში არსებული მასალების თანახმად, ზ---- ე--------–---–ი სტუდენტთა კონტიგენტის სიობრივი შემადგენლობიდან ამოღებული იქნა სწავლის საფასური გადაუხდელობის გამო და ამავე დროს, ზ---- ე--------–---–ისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის დროს მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 23-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების ანალიზი იძლევა ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე და იგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველად რეგისტრაციამდე არა უმეტეს 10 წლის წინ გაირიცხა ამ დაწესებულებიდან შემდეგი მიზეზით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თანხის გადაუხდელობის გამო; გ) უცხო ქვეყნაში წასვლასთან დაკავშირებით; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ---- ე--------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის წინაპირობები არ არსებობს.
სასამართლომ განმარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ზ---- ე--------–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ არის უკვე არსებული ფაქტის სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული ი-----------–------------ის უფლება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. იმავე კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომლის ნამდვილობის დადასტურებაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული იმ დროს მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და მისი ნამდვილობის აღიარებაზე ასევე სახელმწიფოს მიერ იქნა უარი ნათქვამი, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.
ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, 601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ის“ მიერ გაცემული დიპლომისა სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით, როდესაც იგი მუშაობდა ს----------–----–--------------- ორგანოებში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. (საქმე ბს-1153-1142(კ-11).
ამდენად, ზ---- ე--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, 2011 წლიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საფუძველზე დაწყებული მუშაობა ს-------------------ში - ს----------–----–--------------- ორგანოებში ადასტურებს, რომ მან, დიპლომისა და შესაბამისი ცოდნის საფუძველზე, ნამდვილად განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. დამსაქმებლის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომი მიჩნეული იქნა საგანმანათლებლო, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტად, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მოსარჩელის კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შედეგად ზ---- ე--------–---–ი მოკლებულია შესაძლებლობას ს-------------------ში დაიკავოს ის თანამდებობა, რომლისთვისაც კანონმდებლობის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულო მოთხოვნად განსაზღვრულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელე დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება). გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 27 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---- ე--------–---–ის სასარგებლოდ L--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ის“ რექტორის 1997 წლის 10 თებერვლის N-- ბრძანებით ზ---- ე--------–---–ი გადავიდა ო--------------------------ის სპეციალობის მე-4 კურსზე, რეალურად კი მოსარჩელე გადაყვანილ იქნა არა ო--------------------------ის სპეციალობის მე-4, არამედ ა------------ის სპეციალობის მე-5 კურსზე. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ო------------------------------–---------–---–---------------ის“ რექტორის 1998 წლის 10 მარტის N-- ბრძანებით ზ---- ე--------–---–ი ამოირიცხა სტუდენტთა სიიდან ოჯახური პირობების გამო. აღნიშნულის პარალელურად, გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ეთითება შპს ,,ო------------------------------–---------–---–---------------ის“ მიერ 2002 წლის 3 მაისს გაცემული N-- ცნობა, რომლის მიხედვითაც, ზ---- ე--------–---–ი 2000 წლის ივნისის თვის მდგომარეობით ირიცხებოდა ხსენებული ინსტიტუტის ა------------ის სპეციალობის მეხუთე კურსზე. მის მიერ დახურული იყო აღნიშნული სპეციალობის სრული კურსი, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ უზრუნველყო სადიპლომო ნაშრომის დაცვა, რომელიც უნდა დანიშნულიყო ივნისის თვეში. ცენტრი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 1997 წლის შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც გადაყვანილ იქნა მე-5 კურსზე, ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება, შესაბამისად, მოვლენათა ლოგიკური გაგრძელებაა 1998 წელს მისი ინსტიტუტიდან ამორიცხვა. გადაწყვეტილებით არ არის სათანადოდ განხილული და ურთიერთშეჯერებული 1998 წლის 10 მარტის ბრძანების და 2002 წლის 3 მაისის ცნობათა შინაარსი. ამასთან, მოსარჩელის ინსტიტუტიდან ამორიცხვის კონკრეტული თარიღის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ თარიღს უკავშირდება ზ---- ე--------–---–ის 2008 წელს სტუდენტად აღდგენის კანონიერების საკითხი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ჯეროვნად რომ შეეფასებინა სტუდენტთა სასწავლო ბარათის მონაცემები, ანუ მოსარჩელის ამორიცხვის ფაქტი 1998 წლის 10 მარტს, აღნიშნული სასამართლოს მიიყვანდა იმ ჭეშმარიტებამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, 2008 წელს ზ---- ე--------–---–ს ევალებოდა სტუდენტის სტატუსი მოეპოვებინა (აღედგინა) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის მეშვეობით, 2008 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულების“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან და მე-4 მუხლიდან გამომდინარე.
ცენტრი მიუთითებს, რომ ზოგადად კვალიფიკაციის მინიჭება გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტის უდავო გარემოებად დადგენისას გადაწყვეტილებაში ყურადღება უნდა გამახვილებელულიყო და შეფასებულიყო ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსი აღდგენილი არ იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და თავად დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი არ იყო კანონმდებლობის შესაბამისი (არ ჰქონდა აკრედიტაცია). საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით ო------------------------------–---------–---–---------------ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, ხოლო სსიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 17 ოქტომბრის №---- ბრძანებით იმავე ინსტიტუტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამდენად, ამ დაწესებულებას აღარ ჰქონდა ახალი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება, ის ვეღარ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დაწესებულ, აკრედიტაციის სტანდარტებს, რაც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სახეზე არაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი. ამასთან, 2008 წელს სტუდენტის სტატუსის მოპოვება უკვე ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით, ხსენებული დაწესებულება კი ვერ მოხვდებოდა იმ დაწესებულებათა ჩამონათვალში, რომელთაც შეეძლოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მიეღოთ სტუდენტები. ამგვარ ჩამონათვალში შედიოდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოსარჩელე კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით აღდგენილ იქნა მაშინ, როდესაც აღნიშნულ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება მიეღო ახალი სტუდენტები. შესაბამისად, მოსარჩელისათვის შპს ,,ო------------------------------–---------–---–---------------ში“ 2008 წლის 22 ოქტომბრიდან 2009 წლის 22 ივლისის ჩათვლით (კვალიფიკაციის მინიჭება) სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, როდესაც კანონის დაცვით მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად ცნო.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რითიც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის უფლებას, მიიღოს განათლება. განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია. აპელანტი თვლის, რომ ჩარჩონორმებზე მითითებით რეალურად სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის არსებობასა და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს.
აპელანტი აღნიშნავს, სასამართლო მოიხმობს, თუმცა ფაქტობრივ გარემოებებს არ უსადაგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის რიგ დებულებებს. უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც. აპელანტი მიუთითებს აღნიშნული წესის მე-3 მუხლზე და თვლის, რომ წესის მოქმედების პირობებში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით. აპელანტი ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლზე, აღნიშნავს, რომ 2005 წელს მოცემული კანონის ამოქმედებით განათლების სისტემაში განხორციელდა რიგი ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით, ამასთან, შემოღებულ იქნა ინსტიტუციური აკრედიტაცია, რომელსაც მოჰყვებოდა პროგრამული აკრედიტაცია. შესაბამისად, 2005 წლიდან ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ევალებოდა, მიემართა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რათა მინიჭებოდა ინსტიტუციური აკრედიტაცია. ცენტრი არ დავობს იმაზე, რომ მოსარჩელე თავის დროზე იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩარიცხული, არამედ სადავოა უშუალოდ სტუდენტად აღდგენის ფაქტი და შემდგომში მიღებული განათლება.
სასამართლო უთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამინაის განათლების უფლებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნებს, რომ ასეთ სასწვალებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მნიშვნელობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ზ---- ე--------–---–ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე კი მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნია მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით. ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ზ---- ე--------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის და იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც განმტკიცებულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა.
სასამართლო უთითებს კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობაზე, თუმცა აპელანტი აღნიშნავს, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით, რასაც საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ნორმატიული აქტი ცალსახად უთითებს, რომ თუ განათლება მიღებული და კვალიფიკაცია მინიჭებულია აკრედიტაციის არქონის პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ რეჟიმში, ცენტრს გააჩნია ერთადერთი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება - არ დაადასტუროს წარდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულს ცენტრს მხოლოდ კონკრეტული პირის კერძო ინტერესის არსებობის გამო უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით, ყოველივე ეს კი თვითნებურად, საჯარო და კერძო ინტერესების დისბალანსირების პრევენციით გაამართლოს. ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელეთა მიერ მიღწეული სწავლის შედეგები, არამედ მოახდინა მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
ცენტრი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მოხმობილ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება ამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან.
ცენტრი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მისთვის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ადკოვატისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებასთან მიმართებით საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი შემთხვევის ინდივიდუალური განხილვით, საქმის არსისა და სირთულის გათვალისწინებით. ცენტრს მიაჩნია, რომ დავა არ მიეკუთვნებოდა რთულ კატეგორიას, აქტისა და წარდგენილი შესაგებლის გათვალისწინებით მხარისთვის სრულიად ნათელი იყო, თუ რა გახდა მისი კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, პირს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება, შეეძლო თავად წარმოეჩინა საკუთარი ინტერესები სამართალწარმოებისას. მხარის თავისუფალ ნებაზე დამყარებულ არჩევანზე კი (ესარგებლა საადვოკატო მომსახურებით) ცენტრი არ უნდა გამხდარიყო პასუხიმგებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დაცვით.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს და დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ო------------------------------–---------–---–---------------ის“ რექტორის 1997 წლის 10 თებერვლის N-- ბრძანებით ზ---- ე--------–---–ი გადაყვანილი იქნა ა------------ის სპეციალობის მე-5 კურსზე. (ტ. 1, ს.ფ. 25-31).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ზ---- ე--------–---–ის სახელზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 2009 წელს გაცემული ბაკალავრის L--------- დიპლომის (სარეგისტრაციო N--) ნამდვილობის დადასტურება.
პალატა მიუთითებს, რომ ,,განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.
ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წესის იმავე მუხლის მე-4 პუნქტი განსხვავებულ წესს ადგენს 2005 წლიდან უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის, რაც, ცხადია, უკავშირდება ამ პერიოდიდან განათლების მარეგულირებელი ახალი წესრიგის შემოღებას, კერძოდ, მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.
იმავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს და მიუთითებს, რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.
საგულისხმოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სწავლა დაიწყო სწორედ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც იმ პერიოდისთვის აკმაყოფილებდა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, რაც სადავოდ არ არის ქცეული აპელანტის მიერ, თუმცაღა მოსარჩელის მიერ სწავლის დამთავრებისას სასწავლო დაწესებულება არ იყო აკრედიტირებული, რასაც 2005 წლიდან მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულების აკრედიტაცია სწორედ სასწავლებლის მიერ შესაბამისი განცხადების და მოთხოვნის წარდგენას უკავშირდება, რაზეც, ერთი მხრივ, სტუდენტი გავლენას ვერ მოახდენს, მეორე მხრივ კი, სტუდენტისთვის შესაძლებელია არც იყოს ცნობილი, რომ მის მიერ სწავლის დაწყების შემდეგ ამოქმედებული კანონმდებლობით სასწავლებელი სწავლის დაწყებისა და სწავლის დასრულების პერიოდში სხვადასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე აღედგინა სტუდენტის სტატუსი, საგულისხმოა, რომ ზ---- ე--------–---–ი სტუდენტთა კონტიგენტის სიობრივი შემადგენლობიდან ამოღებული იქნა სწავლის საფასური გადაუხდელობის გამო და ამავე დროს, ზ---- ე--------–---–ისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის დროს მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 23-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები იძლევა ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე და იგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველად რეგისტრაციამდე არა უმეტეს 10 წლის წინ გაირიცხა ამ დაწესებულებიდან შემდეგი მიზეზით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თანხის გადაუხდელობის გამო; გ) უცხო ქვეყნაში წასვლასთან დაკავშირებით; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ---- ე--------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის წინაპირობები არ არსებობს. მით უფრო, როდესაც არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - ზ---- ე--------–---–მა მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ამასთანავე, პ---–-–------------- ზ---- ე--------–---–ი შ-------------ში ირიცხება 2001 წლის 29 იანვრიდან 2004 წლის 12 ნოემბრამდე, 2011 წლის 07 მარტიდან და 2017 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით მუშაობს შ-------------–--------–-–-------------------------------–------------------------------–---------–--------–-–----------------–----------------–--------–-–--------------–---------------------–------------------------------–-------------------------------------------–----------------ის თანამდებობაზე. პალატის მოსაზრებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი) იმ გარემოებების დასადგენად, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 24 ნოემბრის საგადახდო დავალება N--- და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება ზ---- ე--------–---–ის მიერ შპს „ი-----------–------------------------ის“ სასარგებლოდ, რომლის ერთ-ერთ დირექტორს წარმოადგენს ჯ-------------ე, საადვოკატო მომსახურების საფასურის - 500 ლარის გადახდის ფაქტი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ხარჯის ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ხარჯის გაწევის რეალურობა, მიზნობრიობა და კავშირი კონკრეტულ საქმესთან. მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატის მომსახურების მიღების საჭიროება წარმოშვა მიმდინარე საქმეზე მოსარჩელის უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის ინტერესმა, დადგენილია ასეთი ხარჯის რეალურად გაწევა, ხოლო სარჩელი სრულად იქნა დაკმაყოფილებული. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა კი წარმოქმნის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი. მით უფრო, როდესაც მოპასუხისთვის საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დაკისრებისას სასამართლომ გაითვალისწინა წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გაწეული სამუშაოს მოცულობა და საქმის სირთულე.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი