განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002225055
საქმე N3ბ/978-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი: თ----- ა-----
მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- კ-------ე
წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
ი-----–- კ-------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი-----–- კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-ს--------–------ი აქტი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-ს--------–------ი აქტის გამოცემა ი-----–- კ-------ის მიერ რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2--- წლის 0- ო----------- სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს წარედგინა ი-----–- კ-------ის №1------ განცხადება უცხოეთში, კერძოდ, რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე. განმცხადებელმა, ასევე, მოითხოვა აღნიშნული დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ფაქტის დადასტურება (დადგენა). განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის მოწმობის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული დიპლომი №1------------- (სარეგისტრაციო N1------), გადახდის ქვითარი.
სსიპ განათლების ხარისხის გ------------- ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- ადმინისტრაციულ-ს--------–------ი აქტით ი-----–- კ-------ეს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ი-----–- კ-------ის მიერ საქართველოს ს----–-–----- საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით ფიქსირდება მხოლოდ 2--- წელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა ს------------- საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ დასტურდება ი-----–- კ-------ის მიერ სწავლის პერიოდში სრულად (2----2--- წლებში) რ-------- ფ-------–--–- ცხოვრების ფაქტი, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მის მიერ მიღებული განათლება ეღიარებინა, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
„რ-------- ფ-------–--- ე-------------- გ------------- ს------------- რ-------- ს-------- ვ--------- ა---------“ 2-.1-.2--- წლის ცნობის საფუძველზე, ი-----–- კ-------ე 2--- წლის 0------------იდან 2--- წლის 2- თ-------–ამდე, სწავლების დასწრებული ფორმით, სწავლობდა „რ-------- ფ-------–--- ე-------------- გ------------- ს------------- რ-------- ს-------- ვ--------- ა---------“ ს-------–---------ს--------–------ ფაკულტეტზე.
„ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ის“ მიერ ი-----–- კ-------ის სახელზე შედგენილი №1------------- დიპლომის თანახმად, ი-----–- კ-------ე 2--- წლის 1- ნ--------- ბრძანება N--------- საფუძველზე ჩაირიცხა „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ და 2--- წელს დისტანციური, ელექტრონული სწავლებით დაამთავრა აღნიშნული უ--------------ს სრული კურსი სპეციალობით ს---------–---–----------. 2-.0-.2--- წლის „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ის“ ბრძანება N--------- ი-----–- კ-------ეს მიენიჭა ს---------–-–------- კვალიფიკაცია.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-ს--------–------ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან.შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
სასამართლომ განმარტა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობებია: 1) უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დოკუმენტის თვით ამ დოკუმენტში მითითებული პირის სახელზე გაცემას და დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებას, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და 2) მინიჭებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სადავო გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ პირთა მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ვერ იქნება აღიარებული, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება. ცენტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა ს------------- საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ი-----–- კ-------ის მიერ 2----2--- წლებში საზღვრის კვეთის შესახებ გამოთხოვილი ინფრომაციის თანახმად კი, ი-----–- კ-------ეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უფიქსირდება 2--- წელს 7-------ს, აღნშნული თარიღის შემდეგ საქართველოდან გასვლის ფაქტი არ ფიქსირდება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლება არის სწავლების ფორმატი, რომელიც ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლოა იყოს სწავლების ძირითადი ფორმა. დისტანციური სწავლება შექმნილია სპეციალურად სტუდენტებისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან. ამასთან, დისტანციური სწავლებისათვის სივრცის რაიმე სახით შეზღუდვა დაუშვებელია, ვინაიდან სწავლების ეს ფორმა სწორედ სწავლების ადგილისაგან მოშორებით სასწავლო კურსის გავლას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის „უ1“ ქვეპუნქტი განმარტავს ელექტრონული სწავლების შინაარსს, კერძოდ, ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. ამავე კანონის 474 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა მიზნებისთვის. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
ამდენად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იცნობს ელექტრონული სწავლების ფორმას, რომელიც სტუდენტისა და მასწავლებლის დისტანცირების პირობებში სასწავლო პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. უდავოა, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას სტუდენტი ღებულობს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ეს დაწესებულება არის ავტორიზებული და გავლილი აქვს პროგრამული აკრედიტაცია. სასამართლომ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ სასწავლო დაწესებულების ქვეყნის გარეთ მიღებული განათლება ვერ ჩაითვლება უცხოეთში (ამ ქვეყანაში) მიღებულ განათლებად, ვინაიდან განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც სასწავლო პროგრამის დაძლევის შედეგად კვალიფიკაციის მინიჭებას გულისხმობს. შესაბამისად, განათლება იმ ქვეყანაში მიღებულად ჩაითვლება, სადაც უშუალოდ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულება და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. განათლების მიღების ადგილს, ასევე, ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი (,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტი).
ამდენად, კანონი არ ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ პირობად განათლების მიღების პერიოდში სტუდენტის შესაბამის ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებლობას. ამასთან, მართალია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში“ 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით შეტანილი ცვლილების შედეგად განისაზღვრა, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში (მე-6 მუხლის პირველი პუნქტი), თუმცა ი-----–- კ-------ეს კვალიფიკაცია მიენიჭა 2--- წლის 2- ა-----–-, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი ნორმატიული აქტის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს. სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიულ აქტს არ აქვს უკუძალა, ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ ნორმატიულ აქტში. არ შეიძლება ნორმატიულ აქტს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არამარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვერ გავრცელდება ი-----–- კ-------ის მიერ რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საკითხზე.
სასამართლომ აღნიშნა, როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს ზემოაღნიშნული კანონი, ისე მინისტრის ბრძანება ერთხმად ადგენს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება უნდა განხორციელდეს ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.
ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით (ლისაბონი 1997წ) აღიარებულია, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყოველი ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას. კონვენციის მიზანია, რომ მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, თვლიან რა, რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსების, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ.
კონვენციის თანახმად, უმაღლესი განათლება არის სწავლების კურსების ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამავე კონვენციის VI.1 კარის თანახმად, რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
ლისაბონის აღიარების კონვენციის კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე მიღებული უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ რეკომენდაციებით განიმარტა თუ როგორ უნდა იქნეს გამოვლენილი შესადარისი კვალიფიკაცია, ასევე როგორ უნდა დადგინდეს საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის. ხსენებული რეკომენდაციების თანახმად, უცხოური კვალიფიკაციების აღიარებისას იმ ქვეყნის განათლების სისტემაში, სადაც ხდება აღიარების ძიება უნდა მოხდეს ისეთი კვალიფიკაციის იდენტიფიცირება, რომლიც არის უცხოური კვალიფიკაციის შესადარისი და იმ მიზნის გათვალისწინებით რისთვისაც ხდება აღიარების ძიება. განათლების უცხოურ სისტემას მიკუთვნებულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში კი შეფასებამ უნდა გაითვალისწინოს მისი ადგილი და ფუნქცია იმავე სისტემის კვალიფიკაციებს შორის. იქ სადაც შესაძლებელია, აღიარების უფლებამოსილი ორგანომ, როგორც შეფასების პროცესის ნაწილი, ასევე უნდა დაიმოწმოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოები და სხვა მსგავსი კვალიფიკაციების ჩარჩოები. დაახლოებით თანაბარი დონის კვალიფიკაციებმა შეიძლება დაგვანახოს განსხვავებები შინაარსთან, პროფილთან, ხარისხთან და სწავლის შედეგებთან მიმართებაში. უცხოური კვალიფიკაციების შეფასებისას ეს განსხვავებები უნდა განვიხილოთ მოქნილი მიდგომით და მხოლოდ აღიარების მიზნებისათვის არსებულმა საფუძვლიანმა განსხვავებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწილობრივ აღიარებამდე (მაგ., აკადემიური ან დეფაქტო პროფესიული აღიარება) ან უცხოური კვალიფიკაციის არ-აღიარებამდე. უცხოური კვალიფიკაციების აღიარება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების ჩვენება აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის სადაც ხდება აღიარების ძიება. ამ პრინციპების გამოყენებით შეფასებამ უნდა დაადგინოს: ა) არის თუ არა აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტურ კვალიფიკაციის სწავლის შედეგებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების შესაძლებლობას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (ბ) არის თუ არა აღიარების მაძიებელი უცხოური კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის შემდგომ საქმიანობაზე დაშვების (როგორიცაა, შემდგომი სწავლა, კვლევითი საქმიანობა და ხელსაყრელი დასაქმება) პირობებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (გ) არის თუ არა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. პროგრამის ელემენტების შესადარობა უნდა გაანალიზდეს მხოლოდ სწავლის შედეგების შესადარობისა და განათლების შემდგომი საქმიანობაზე დაშვების თვალსაზრისით და არა როგორც აუცილებელი პირობა მისი საკუთარი უფლებებით აღიარებისათვის. (დ) უფლებამოსილმა ორგანომ შეძლო თუ არა იმის დოკუმენტირება, რომ კვალიფიკაციის გამცემი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ინსტიტუციის ხარისხი იმდენად საფუძვლიანად განსხვავდება მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) მსგავსი კვალიფიკაციის გამცემი პროგრამისა ან/და ინსტიტუციის ხარისხიგან, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით. გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც. სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე მიეღო სათანადო გადაწყვეტილება და არ შემოფარგულიყო მხოლოდ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები - მიღებული განათლების შესაბამისად დასაქმდეს, გააგრძელოს სწავლა და მოახდინოს შესაძლებლობების რეალიზება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სადავო გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის ''საფუძვლიანი განსხვავება'', როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, მოპასუხეს არ შეუფასებია. საკითხისადმი ფორმალური მიდგომით ხელყოფილია პირის უფლება უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. საქმეში დაცულია რ-------- ფ-------–--–- „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ის“ მიერ ი-----–- კ-------ის სახელზე შედგენილი №1------------- დიპლომი და დანართი, რომლის თანახმად ი-----–- კ-------ე 2--- წლის 1- ნ--------- ბრძანება N 5-------- საფუძველზე ჩაირიცხა „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ და 2--- წელს დისტანციური, ელექტრონული სწავლებით დაამთავრა აღნიშნული უ--------------ს სრული კურსი სპეციალობით ს---------–---–----------. 2-.0-.2--- წლის „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ის“ ბრძანება N--------- ი-----–- კ-------ეს მიენიჭა ს---------–-–------- კვალიფიკაცია. ამდენად, მასში ასახული კვალიფიკაცია, გავლილი საგნები და სწავლების შედეგი შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201- წლის 1- დ--------- №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მე-4 დანართით დადგენილ სპეციალობას - სამართალმცოდნეობა. ამასთან, ი-----–- კ-------ის მიერ სწავლის პერიოდში გავლილი პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგის მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-ს--------–------ი აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
4.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ მოსარჩელისთვის სამართალმცოდნის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტის დადგენისას მხედველობაში არ მიიღო თავად მოსარჩელის განცხადება, რომ მას განათლება მიღებული აქვს დისტანციურად, რ-------- ფ-------–--–-, რაც დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოთხოვილი მასალებითაც. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საგანმანათლებლო დოკუმენტზე დატანილი ინფორმაცია არ შეაფასა იმ შინაარსით, რაც რელევანტურია უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისთვის. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ცენტრმა კი დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება მიღებული იყო მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღნიშნული უფლება მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, 26-ე, 50-ე მუხლებზე, რადგან სადავო შემთხვევა არ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ სწავლების ფორმასთან დაკავშირებით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლო ზოგადად მიუთითებს დისტანციური სწავლების არსზე, მაგრამ არ ასაბუთებს, რა მიმართებაშია იგი მოსარჩელის მიერ მიღებულ განათლებასთან, როდესაც სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა საქართველოს ფარგლებში ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ნაწილობრივ მაინც დასწრებული ფორმით.
სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც საქართველოს ფარგლებში ელექტრონულად მიღებული განათლების შემთხვევაში, განათლების მიღების ადგილად ჩაითვლება სასწავლო დაწესებულების ფუნქციონირების ადგილი, იგივე რეგულაცია უნდა გავრცელდეს უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებაზეც. აპელანტი თვლის, რომ ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, ირღვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც კი, რამდენადაც კანონმდებლის ნება თუ იქნებოდა, რომ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება დაქვემდებარებოდა უცხოეთში მიღებულ განათლებად აღიარებას, ამგვარის თაობაზე ჩანაწერი იარსებებდა საკითხის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტში. სფეროს მარეგულირებელი მთავარი ნორმატიული აქტი კი ადგენს, რომ ელექტრონული სწავლება, როგორც კონკრეტული კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობა, მიემართება მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მიღებულ განათლებას, ხოლო დისტანციური სწავლება ელექტრონული სწავლების იდენტური მნიშვნელობის მქონეა, ამდენად, უცხოეთში ელექტრონული, დისტანციური ფორმით მიღებული განათლება ვერ აღიარდება, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
სასამართლოს მიერ კანონის უკუძალასთან მიმართებით გაკეთებულ განმარტებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, 2--- წლის 2- ნ--------- ცენტრის მიერ გამოცემული N1------ აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე, ეყრდნობა ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,უ1“ ქვეპუნქტსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 201- წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პ------– პუნქტს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,უ1“ ქვეპუნქტი არსებობდა მოსარჩელის სწავლის პერიოდსა და კვალიფიკაციის მინიჭებისას. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული მუხლიც საკმარის ს--------–------ საფუძველს წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. ბრძანების მე-6 მუხლის პ------–- პუნქტი კი დამატებულია 2016 წლის 3 ნ---------, შესაბამისად, ამ პერიოდიდან დისტანციურად მიღებული განათლება შესაძლებელია აღიარდეს როგორც უცხოეთში მიღებული განათლება, თუ სასწავლო პროცესი ნაწილობრივ მაინც ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული პუნქტის დამატება ერთგვარად დადებითი ფაქტორია უცხოეთში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებასთან მიმართებით. ამდენად, ცენტრს არ დაურღვევია კანონის უკუძალის პრინციპი.
აპელანტი დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა აქტის გამოცემა ი-----–- კ-------ის მიერ მიღებული მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების მოძიებისა და შეფასების შემდგომ, წარმოადგენს აქტის გამომცემი ორგანოს კომპეტენციას. იმ მოცემულობით, როდესაც ცენტრმა სადავოდ გახადა სწავლების ფორმა და არც კი უმსჯელია საკითხის შინაარსობრივ მხარეზე, სასამართლოს არ უნდა გადაეწყვიტა მითითებული საკითხი. აღსანიშნავია, რომ უცხო სახელმწიფოში განათლების სრულად დისტანციურად მიღება (ანუ განათლების მიღების კანონმდებლობით არაღიარებული ფორმა) ცენტრს უზღუდავს შესაძლებლობას, იმსჯელოს კვალიფიკაციებზე და მათ შორის საფუძვლიან განსხვავებაზე.
ლისაბონის კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ როდესაც განათლება მიღებულია იმ ფორმით, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა, შეუძლებელია კონვენციაზე ან სხვა აქტზე დაყრდნობით შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილოს კვალიფიკაციათა შორის შესაბამისობა.
აპელანტი თვლის, რომ სადავო შემთხვევაში დაცულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, რადგან კანონმდებლობა არ აძლევს ცენტრს უფლებას, დაარღვიოს კანონის მოთხოვნა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია უმაღლესი განათლების ქონის კერძო ინტერესი. ამასთანავე, ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინსიტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელოს მიერ მიღწეული სწავლის შედეგები, არამედ მოახდინა მათი მხოლოდ ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სასამართლო უთითებს გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის ზოგად კომენტარებზე, რომლის მიხედვითაც, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას -პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. სასამართლოს მითითებით, ცენტრს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც. სასამართლო მხოლოდ ზოგადად მიუთითებს ხსენებულ რეგულაციაზე და არ განმარტავს, კონკრეტულად რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ ან მის ზოგად კომენტარში განსაზღვრული დებულებების დარღვევა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
„რ-------- ფ-------–--- ე-------------- გ------------- ს------------- რ-------- ს-------- ვ--------- ა---------“ 2--- წლის 2- ნ--------- ცნობის მიხედვით, ი-----–- კ-------ე 2--- წლის 0------------იდან 2--- წლის 2- თ-------–ამდე, სწავლების დასწრებული ფორმით, სწავლობდა ს-------–---------ს--------–------ ფაკულტეტზე. (ს.ფ. 21-22).
რ-------- ფ-------–--- განათლებისა და მეცნიერების ს------------- უმაღლესი განათლების ფ--------–----- ს----–-–----- საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება - „გ.ვ.პ-–--------- სახელობის რ-------- ე-------------- უ--------------“ 2--- წლის 1- ნ--------- ცნობით ადასტურებს, რომ ი-----–- კ-------ე სწავლობდა „------------, ს------------- და ი--------------- მ--------- ს----–-–----- უ-------------–- (მ---)“, სპეციალობით - ი---------------–--, სწავლების ფორმა - ე------------, ჩარიცხვის ბრძანება - 1-.1-.2--- წ. N4---------, დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ - 2-.0-.2--- წ. N5--------- ბრძანება. (ს.ფ. 16-17).
დადგენილია, რომ ი-----–- კ-------ე „------------, ს------------- და ი--------------- მ--------- ს----–-–----- უ-------------–- (მ---)“ მიღებულ იქნა მე-2 კურსზე, რადგან ჩაეთვალა „ს-------- ვ--------- ა--------–-“ გავლილი საგნები.
„ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ის“ მიერ ი-----–- კ-------ის სახელზე 2--- წლის 29 ა-----–- გაცემულია №1------------- სპეციალისტის დიპლომი, რომლის თანახმად, დიპლომი ადასტურებს, რომ ი-----–- კ-------ემ აითვისა სპეციალისტის პროგრამა სპეციალობით - ი---------------–-- და წარმატებით გაიარა ს----–-–----- შემაჯამებელი ატესტაცია. ს----–-–----- საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა კვალიფიკაცია „----------“ ( 2--- წლის 2- დ--------- ოქმი N--). (ს.ფ. 2--24).
სპეციალისტის დიპლომის დანართში მითითებულია ინფორმაცია დიპლომის მფლობელის - ი-----–- კ-------ის შესახებ. დანართში მითითებულია სწავლების პერიოდიც. კერძოდ, „с-------------------------------------------------------------------------------“ აღნიშნული დანართი ასევე შეიცავს ინფორმაციას ბაკალავრიატის/სპეციალისტის პროგრამის შინაარსისა და ათვისების შედეგების შესახებ. (ს.ფ. 25-30).
ი-----–- კ-------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა დიპლომის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ფაქტის დადასტურება (დადგენა). განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის მოწმობის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული დიპლომი №1------------- (სარეგისტრაციო N1------), გადახდის ქვითარი.
სსიპ განათლების ხარისხის გ------------- ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- ადმინისტრაციულ-ს--------–------ი აქტით ი-----–- კ-------ეს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ი-----–- კ-------ის მიერ საქართველოს ს----–-–----- საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით ფიქსირდება მხოლოდ 2--- წელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა ს------------- საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ დასტურდება ი-----–- კ-------ის მიერ სწავლის პერიოდში სრულად (2----2--- წლებში) რ-------- ფ-------–--–- ცხოვრების ფაქტი, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მის მიერ მიღებული განათლება ეღიარებინა, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება. (ს.ფ. 51-53; 91-98).
2--- წლის პ------–- ი---------- 2--- წლის პ------– ი---------- პერიოდში ი-----–- კ-------ის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ 2--- წლის 7-------ს ი-----–- კ-------ე საქართველოში შემოვიდა, რის შემდეგად მითითებულ პერიოდში საქართველოს საზღვრის კვეთა აღარ ფიქსირდება. (ს.ფ. 1-3-1--).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღებას და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ი-----–- კ-------ის მიერ რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული განათლების, როგორც უცხოეთში მიღებული განათლების, აღიარება. ამასთანავე, მოსარჩელე ითხოვს მაგისტრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 35-ე მუხლის პირველი პუნქტით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება. ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით, უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, პალატა თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორე მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს შესაბამის პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის გ------------- ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- ადმინისტრაციულ-ს--------–------ი აქტით ი-----–- კ-------ეს უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ დასტურდება ი-----–- კ-------ის მიერ სწავლის პერიოდში სრულად (2----2--- წლებში) რ-------- ფ-------–--–- ცხოვრების ფაქტი. აპელანტი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მეორე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, ლისაბონის კონვენციის VI.1 კარზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურად უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის. იმ პირთა მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლება კი, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ არ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ვერ აღიარდება როგორც უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი განმარტავს ელექტრონული სწავლების შინაარსს, კერძოდ, ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
ამავე კანონის 474 მუხლის თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სპეციალურ რეგულაციებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე, დღეს მოქმედი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
პალატა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სწავლის დასრულების მომენტში, მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა, აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას ადგენდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას, განსხვავებით დღეს მოქმედისაგან. თუმცა, როგორც აღინიშნა, კანონმდებლის მიერ ამავე საკითხზე მოგვიანებით დადგენილი შეზღუდვები უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. ამასთანავე, დამატებით საყურადღებოა, რომ „------------, ს------------- და ი--------------- მ--------- ს----–-–----- უ-------------–- (მ---)“ გადასვლამდე მოსარჩელე სწავლობდა „რ-------- ფ-------–--- ე-------------- გ------------- ს------------- რ-------- ს-------- ვ--------- ა--------–-“ სწავლების დასწრებული ფორმით და ვინაიდან ჩაეთვალა ა--------–- გავლილი საგნები, „------------, ს------------- და ი--------------- მ--------- ს----–-–----- უ-------------–- (მ---)“ მიღებულ იქნა მე-2 კურსზე.
პალატა ასევე განმარტავს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება უნდა განხორციელდეს ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. კერძოდ, ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით (ლისაბონი 1997წ) აღიარებულია, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყოველი ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას. კონვენციის მიზანია, რომ მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, თვლიან რა, რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსების, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ.
კონვენციის თანახმად, უმაღლესი განათლება არის სწავლების კურსების ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამავე კონვენციის VI.1 კარის თანახმად, რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
ლისაბონის აღიარების კონვენციის კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე მიღებული უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ რეკომენდაციებით განიმარტა თუ როგორ უნდა იქნეს გამოვლენილი შესადარისი კვალიფიკაცია, ასევე როგორ უნდა დადგინდეს საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის. ხსენებული რეკომენდაციების თანახმად, უცხოური კვალიფიკაციების აღიარებისას იმ ქვეყნის განათლების სისტემაში, სადაც ხდება აღიარების ძიება უნდა მოხდეს ისეთი კვალიფიკაციის იდენტიფიცირება, რომლიც არის უცხოური კვალიფიკაციის შესადარისი და იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც ხდება აღიარების ძიება. განათლების უცხოურ სისტემას მიკუთვნებულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში კი შეფასებამ უნდა გაითვალისწინოს მისი ადგილი და ფუნქცია იმავე სისტემის კვალიფიკაციებს შორის. იქ სადაც შესაძლებელია, აღიარების უფლებამოსილი ორგანომ, როგორც შეფასების პროცესის ნაწილი, ასევე უნდა დაიმოწმოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოები და სხვა მსგავსი კვალიფიკაციების ჩარჩოები. დაახლოებით თანაბარი დონის კვალიფიკაციებმა შეიძლება დაგვანახოს განსხვავებები შინაარსთან, პროფილთან, ხარისხთან და სწავლის შედეგებთან მიმართებაში. უცხოური კვალიფიკაციების შეფასებისას ეს განსხვავებები უნდა განვიხილოთ მოქნილი მიდგომით და მხოლოდ აღიარების მიზნებისათვის არსებულმა საფუძვლიანმა განსხვავებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწილობრივ აღიარებამდე (მაგ., აკადემიური ან დეფაქტო პროფესიული აღიარება) ან უცხოური კვალიფიკაციის არ-აღიარებამდე. უცხოური კვალიფიკაციების აღიარება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების ჩვენება აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის სადაც ხდება აღიარების ძიება. ამ პრინციპების გამოყენებით შეფასებამ უნდა დაადგინოს: ა) არის თუ არა აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტურ კვალიფიკაციის სწავლის შედეგებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების შესაძლებლობას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (ბ) არის თუ არა აღიარების მაძიებელი უცხოური კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის შემდგომ საქმიანობაზე დაშვების (როგორიცაა, შემდგომი სწავლა, კვლევითი საქმიანობა და ხელსაყრელი დასაქმება) პირობებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (გ) არის თუ არა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. პროგრამის ელემენტების შესადარობა უნდა გაანალიზდეს მხოლოდ სწავლის შედეგების შესადარობისა და განათლების შემდგომი საქმიანობაზე დაშვების თვალსაზრისით და არა როგორც აუცილებელი პირობა მისი საკუთარი უფლებებით აღიარებისათვის. (დ) უფლებამოსილმა ორგანომ შეძლო თუ არა იმის დოკუმენტირება, რომ კვალიფიკაციის გამცემი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ინსტიტუციის ხარისხი იმდენად საფუძვლიანად განსხვავდება მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) მსგავსი კვალიფიკაციის გამცემი პროგრამისა ან/და ინსტიტუციის ხარისხიგან, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმებითა და პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებს დიპლომის აღიარების კუთხით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, ი-----–- კ-------ე 2--- წლის 0------------იდან 2--- წლის 2- თ-------–ამდე, სწავლების დასწრებული ფორმით, სწავლობდა ს-------–---------ს--------–------ ფაკულტეტზე, რის შემდეგად, 2--- წლის 1- ნ--------- ბრძანების საფუძველზე სწავლა გააგრძელა „------------ ს------------- და ი--------------- მ--------- ს----–-–----- უ-------------–- (მ---)“, სპეციალობით - ი---------------–--, დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ 2--- წლის 2- ა-----–- გამოიცა N5--------- ბრძანება და „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ის“ მიერ ი-----–- კ-------ის სახელზე 2--- წლის 29 ა-----–- გაცემულია №1------------- სპეციალისტის დიპლომი. ამდენად, უ-------------–- გადასვლამდე მოსარჩელე სწავლობდა ა--------–-, დასწრებული ფორმით, როდესაც იმყოფებოდა რ------–- და ამ პერიოდში მიღებული განათლება უ-------------–- გადასვლისას გათვალისწინებულ იქნა, რადგან მან სწავლა გააგრძელა მეორე კურსიდან. შესაბამისად, სწავლების გარკვეული პერიოდი ი-----–- კ-------ე იმყოფებოდა უცხოეთში და ესწრებოდა ლექციებს, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო სხვა სასწავლებელში, დისტანციურად. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უცხოეთში მიღებული ცოდნის აღიარების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელისთვის ზემოაღნიშნული დიპლომით მინიჭებულ ხარისხს, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სპეციალისტის დიპლომის დანართში მითითებულია ინფორმაცია დიპლომის მფლობელის - ი-----–- კ-------ის შესახებ. დანართში მითითებულია სწავლების პერიოდიც. კერძოდ, „с-------------------------------------------------------------------------------“ მართალია, მითითებული დანართის სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანში წერია: „დ--–-------–-----------------------------------------------------–--–-“, მაგრამ განმსაზღვრელია დოკუმენტის დედანში მითითებული ინფორმაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს „ბაკალავრიატის“ დასრულებაზე, გარდა ამისა, დანართი ასევე შეიცავს ინფორმაციას პროგრამის შინაარსისა და ათვისების შედეგების შესახებ, რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ ეს არის ბაკალავრიატის/სპეციალისტის პროგრამა. ამდენად, გაცემული დიპლომით ი-----–- კ-------ეს მიენიჭა ბაკალავრის და არა მაგისტრის ხარისხი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მიღებული განათლება სრულად აკმაყოფილებს უცხოეთში მიღებული განათლების წინაპირობებს, მაგრამ მინიჭებული არის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არა მაგისტრის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი-----–- კ-------ის მიერ რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე, მაგრამ როგორც ბაკალავრის საფეხურთან გათანაბრებული განათლებისა.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან ნახევარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარიდან ნახევარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 75 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეს; შესაბამისად, ერთმანეთის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გაქვითვის შემდეგ, ი-----–- კ-------ეს უნდა დაეკისროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადახდილი 25 ლარის - სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება ცენტრის სასარგებლოდ.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ი-----–- კ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2--- წლის 2- ნ--------- M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი-----–- კ-------ის მიერ რ-------- ფ-------–--–-, „ე------------------------------------------------------------------–-–---------------------ში“ მიღებული ბაკალავრის საფეხურთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე.
6. ი-----–- კ-------ეს დაეკისროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადახდილი 25 ლარის - სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, ანაზღაურება მის სასარგებლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი