გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002600428
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3/5351-18

 

28 თებერვალი, 201- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

 

მოსარჩელე - ირ---–-----------–ია

წარმომადგენლები - შო----–-–-–---–ი, გი-------------–ია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რუ-------------–-----ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება.

 

1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში ირ---–-----------–იას მიერ მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 201- წლის 01 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი)-

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ

 

არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №-- ბრძანების მიხედვით, ირ---–-----------–ია ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დასწრებული სწავლების პირველი კურსის კურსანტად, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 14 მარტის №3- ბრძანების მიხედვით, ირ---–-----------–ია გადაყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 18 მარტის №- ბრძანების მიხედვით, ირ---–-----------–ია აკადემიური მოუსწრებლობის გამო, გარიცხული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსიდან.

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2004 წლის 14 დეკემბერს გაცემული ცნობის №4------- საფუძველზე (რომლითაც დასტურდება, რომ ირ---–-----------–იამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიარა შვიდი სემესტრი), ირ---–-----------–ია ჩაირიცხა ”სა---------–--------–------------–ი” სამართალმცოდნეობის (საბაჟო სამართალი) სპეციალობის მე-4 კურსზე (ბრძანება №2---- 20.12.2004)- სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №1- 11.07.2005) მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (ბრძანება №2---, 15.07.2005 წ. დიპლომი SSA №0----- სარეგისტრაციო №1--, გაცემის თარიღი 09.12.2005 წ)-

 

3.1.3. 2005 წლის 09 დეკემბერს საქართველოს საბაჟო აკადემიის მიერ ირ---–-----------–იას მიმართ, გაიცა დიპლომი SSA №0----- (სარეგისტრაციო №1--) მასზედ, რომ ირ---–-----------–ია 2003 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა სა---------–--------–------------------–-----------------–------ს სრული კურსი სამართალმცოდნეობის (საბაჟო სამართალი) სპეციალობით. კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ირ---–-----------–იას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 

აღნიშნულ დიპლომში გადაკეთებული იქნა ირ---–-----------–იას საბაჟო აკადემიაში ჩარიცხვის თარიღი, რის გამოც მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა 2014 წლის 21 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება იმ საფუძვლით, რომ გამოცემული იყო ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ირ---–-----------–იას სახელზე გაცემული SSA №0----- დიპლომის დანართის მიხედვით, ირ---–-----------–ია 2003 წელს შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე და 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემია სამართალმცოდნეობის (საბაჟო სამართალი) სპეციალობით.

 

3.1.4. მოწმე ფრ--------------ის ჩვენების თანახმად, იგი კითხულობდა ლექციებს სა---------–--------–------------–ი, პარალელურად ასრულებდა ჯგუფის ხელმძღვანელის მოვალეობას. 2005 წელს მას მიმართა ყოფილმა სტუდენტმა ირ---–-----------–იამ და განუმარტა, რომ მის დიპლომში ჩარიცხვის თარიღი შევსებული იყო არასწორად - 2003 წლის ნაცვლად დაბეჭდილი იყო 2001 წელი. ფრ--------------ემ აღნიშნა, რომ ირ---–-----------–იას დიპლომი შეუტანა საქართველოს საბაჟო აკადემიის პრორექტორს - ვა---------------ას, რომელმაც დაიტოვა აღნიშნული დიპლომი და განუმარტა, რომ ერთ კვირაში დაუბრუნებდა. მოგვიანებით ვა---------------ამ განუმარტა, რომ გაპარული იყო ტექნიკური შეცდომა და მომდევნო ჯგუფთან ერთად დაიბეჭდებოდა სწორი ვარიანტი. ფრ--------------ემ დიპლომი, დანართთან ერთად, დაუბრუნა ირ---–-----------–იას და გადასცა პირობა. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის ვინ და როდის გადააკეთა აღნიშნული თარიღი.

 

3.1.5. 2017 წლის 15 თებერვალს ირ---–-----------–იამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სა---------–--------–------------–ი 2003-2005 წელს მიღებული განათლების აღიარება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით, ირ---–-----------–იას უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სა---------–--------–------------–ი ირ---–-----------–იას სწავლის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის ირ---–-----------–იას კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №-- ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 87);

-2017 წლის 15 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 76-77);

- SSA №0----- დიპლომის ასლი (ს.ფ. 84);

- დიპლომის დანართი (ს.ფ. 80-81);

- ფრ--------------ის განცხადება (ს.ფ. 91-94);

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 95-99);

- საგამოცდო უწყისები (ს.ფ. 100-111);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 123-124);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №3--------) (ს.ფ. 15-26)-

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3--------) ირ---–-----------–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის M---------------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ირ---–-----------–იასთან მიმართებაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს და შეაფასოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ის საკითხი, რომ დადგენილია ირ---–-----------–იას საბაჟო აკადემიაში სწავლის ფაქტი, ასევე ირ---–-----------–იას სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №1- 11.07.2005) მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ანუ სახეზეა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულის გამოკვლევა უნდა მოხდეს გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ დაუმსახურებელი ზიანი არ მიადგეს ირ---–-----------–იას ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №3--------) (ს.ფ. 15-26)-

 

3.1.7. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №M------- 0------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სს სა---------–--------–------------–ი ირ---–-----------–იას სწავლის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ირ---–-----------–იას სს საბაჟო აკადემიაში სწავლის ფაქტი, ასევე ის, რომ სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2005 წლის 11 ივლისის №1- გადაწყვეტილებით (ოქმი), ირ---–-----------–იას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ცენტრმა მიუთითა, რომ მათთან არსებული ინფორმაციით დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა აღნიშნული ფაქტის დადგენა ინახებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, ვინაიდან დეპარტამენტში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ირ---–-----------–იას მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული

 

წარმოების ვადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3-------- გადაწყვეტილების აღსრულებაზე გაიზარდა 3 თვემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №M------- 0------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 221-222)-

 

3.1.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მარტის №M---------------- წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3-------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ირ---–-----------–იას მიერ 2003-2005 წლებში, შპს სა---------–--------–------------–ი მიღებული განათლების აღიარების თაობაზე ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული იქნა დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს სავარაუდო სიყალბის ელემენტებს, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2004 წლის 14 დეკემბერს გაცემული აკადემიური ცნობა სარეგისტრაციო ნორმით 4-------. ცენტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ცნობის შესაბამისად, ირ---–-----------–ია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სწავლობდა 27.07.2002-14.12.2004 წლებში. ამასთან, ირ---–-----------–იამ აღნიშნულ პერიოდში გაიარა 7 (შვიდი) სემესტრი. ცენტრმა მიუთითა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულ ჩარიცხვის თარიღთან დაკავშირებით შეინიშნებოდა დაუმოწმებელი შესწორება. აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე ცნობაში მითითებული სწავლის დაწყების თარიღი (27.07.2002 წელი) შეუსაბამობაში იყო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ №7---- (№1----) წერილით მიწოდებულ ინფორმაციასთან, აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებულ ირ---–-----------–იას სტუდენტის სასწავლო ბარათთან.

 

ცენტრმა მიუთითა ასევე 2004 წლის 13 სექტემბრის №253 ბრძანებაზე, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო გეგმაში და დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო განყოფილებების კურსანტთა, სტუდენტთა და მსმენელთა სწავლება წარიმართა შეზღუდული პროგრამით, რაც თავისთავად გამორიცხავდა ირ---–-----------–იას მიერ ერთ ან ორ წელიწადში შვიდი სემესტრის გავლის შესაძლებლობას.

 

ცენტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, ცენტრის მიერ 2018 წლის 20 მარტის №3----- წერილით მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მანამდე კი ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება ირ---–-----------–იას მიერ 2003-2005 წლებში, შპს სა---------–--------–------------–ი მიღებული განათლების აღიარების საკითხის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 მარტის №M---------------- წერილი (ს.ფ. 29-3-);

 

3.1.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- წერილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ირ---–-----------–იას მიერ უმაღლესი განათლების დოკუმენტაცია (მათ შორის ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლის საკითხი და ყველა ბრძანება თუ აქტი) სრულად იქნა შესწავლილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში წარმოებულ №1011000038 საქმეში, რომელიც 21.08.2014 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, შეწყვეტილი იქნა პროკურორ გ---------------–--ის მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,ამნისტიის შესახებ‘’ კანონის მე-3 და 21-ე მუხლების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- წერილი (ს.ფ. 31)-

 

3.1.10. 2018 წლის 11 ივლისს ირ---–-----------–იამ კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მიღებული განათლების აღიარების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 ივლისის განცხადება (ს.ფ. 33-36)-

 

3.1.11. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №M---------------- წერილით დგინდება, რომ ირ---–-----------–იას სახელზე შედგენილი 2004 წლის 14 დეკემბრის სარეგისტრაციო ნომრით 4------- აკადემიური ცნობა შსს აკადემიის ადმინისტრაციის კანცელარიის გასული წერილების ჟურნალში რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით დგინდება, რომ სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ადმინისტრაციის (სამმართველო) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში დაცული დოკუმენტაციის (ბრძანებები) შესაბამისად, ირ---–-----------–ია საქართველოს შსს აკადემიის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე (ჯერ დასწრებულ, შემდეგ დაუსწრებელ სწავლებაზე) სწავლობდა 2003-2006 წლებში, კერძოდ: საქართველოს შსს აკადემიის 2003 წლის 26 ივლისის №-- ბრძანების შესაბამისად ირ---–-----------–ია ჩარიცხულ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე, 2005 წლის 14 მარტის №3- ბრძანებით იგი დასწრებული სწავლებიდან გადაყვანილი იქნა დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსზე,2005 წლის 29 სექტემბრის №1-- ბრძანებით დატოვებულ იქნა მე-4 კურსზე განმეორებითი სწავლებისათვის, ხოლო 2006 წლის 18 იანვრის №- ბრძანებით გარიცხულ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების მე-4 კურსიდან აკადემიური მოუსწრებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 318)-

 

3.1.12. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ცენტრის დირექტორის 2016 წლის 07 ოქტომბრის №9-- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის (ოქმი №7) გადაწყვეტილებისა და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის, წესის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა ირ---–-----------–იას, 2003-2005 წლებში, შპს სა---------–--------–------------–ი მიღებული განათლების აღიარებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებული იქნა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული ურთიერთშეუსაბამო გარემოებები ეჭვს იწვევს დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და შეუძლებელს ხდის ირ---–-----------–იას მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 31--323)-

 

3.1.13. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსის 2014 წლის 03 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1-99 წლის 13 დეკემბერს სს საქართველოს საბაჟო აკადემიაზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01------------ ლიცენზია. ,,უმაღლესი განათლების შესახებ‘’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ,,უმაღლესი განათლების შესახებ‘’ საქართველოს კანონის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სს საქართველოს საბაჟო აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა სახელმწიფოს მიერ აღიარებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის წარმოების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის უფროსის 2014 წლის 03 ნოემბრის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 116)-

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის

 

პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით, ირ---–-----------–იას უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სა---------–--------–------------–ი ირ---–-----------–იას სწავლის ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია, მათ შორის ირ---–-----------–იას კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3--------) ირ---–-----------–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 14 მარტის M---------------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ირ---–-----------–იასთან მიმართებაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და შეეფასებინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის ის საკითხი, რომ დადგენილი იყო ირ---–-----------–იას საბაჟო აკადემიაში სწავლის ფაქტი, ასევე ირ---–-----------–იას სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი №1- 11.07.2005) მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ანუ სახეზე იყო კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის გამოკვლევა უნდა მომხდარიყო გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ დაუმსახურებელი ზიანი არ მიდგომოდა ირ---–-----------–იას ინტერესებს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხე მხარის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი კვლავ სადავოდ იქნა მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (ირ---–-----------–იას საბაჟო აკადემიაში სწავლის ფაქტი, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი) და უარი ეთქვა ირ---–-----------–იას 2003-2005 წლებში შპს სა---------–--------–------------–ი მიღებული განათლების აღიარებაზე. ცენტრმა სადავო გადაწვეტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი ურთიერთშეუსაბამო გარემოებები ეჭვს იწვევს დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით და შეუძლებელს ხდის ირ---–-----------–იას მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დოკუმენტაციის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოთქმული მოსაზრება არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის რაიმე სახის უფლების შემზღუდავი მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის V განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის №M---------------- წერილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ირ---–-----------–იას მიერ უმაღლესი განათლების დოკუმენტაცია (მათ შორის ერთი სასწავლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლის საკითხი და ყველა ბრძანება თუ აქტი) სრულად იქნა შესწავლილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში წარმოებულ №1011000038 საქმეში, რომელიც 21.08.2014 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, შეწყვეტილი იქნა პროკურორ გ---------------–--ის მიერ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,ამნისტიის შესახებ‘’ კანონის მე-3 და 21-ე მუხლების საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი.

 

6.4. სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება,რომელიც სასამართლომ დადგენილად, გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად გამოიკვლიოს და შეაფასოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, დაევალა ადმინისტრტაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ისე, რომ დაუმსახურებელი ზიანი არ მიდგომოდა მოსარჩელის ინტერესებს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-

 

სამართლებრივი აქტი საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში (სა---------–--------–------------–ი) ირ---–-----------–იას მიერ 2003-2005 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - ირ---–-----------–იას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ---–-----------–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება.

 

3. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში (სა---------–--------–------------–ი) ირ---–-----------–იას მიერ 2003-2005 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.

 

4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური