განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2018
საქმის ნომერი
330310116001407133
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1574-16

330-10-1600-407133

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი 20-8 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი - ს-------–----–---–ი

წარმომადგენელი-ლ---------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი- ე---------------–--–-

 

მესამე პირი- სს,, ქ--------–-----------ი’’

წარმომადგენელი - თ----------------

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს-------–----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 20-6 წლის 9 თებერვალს სს „ქ--------–-----------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-5 წლის 28 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს მიერ 20-5 წლის 28 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N---------5. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: მოვალეების - თ--------------–---–ის, ლ------–----–---–-სა და ნ---------–---–--ათვის 1120 ლარის, 150 ლარის, 5310 აშშ დოლარის,1486.13 აშშ დოლარის და 24768.78 აშშ დოლარის გადახდევინება. (ს.ფ. 45-49);

 

2.2. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-5 წლის 28 დეკემბრის განჩინებისა და 20-5 წლის 28 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, რომელიც წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად, სს „ქ--------–-----------ის“ სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელებულიყო ს-------–----–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: რ-------------------------------------------- საერთ ფართი: 35.42 კვ.მ (ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად) იდეალურ წილთან ერთად. უძრავი ქონების ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა: რ-----------------------------------–--–------------------------------–---------------------------------------, დაუზუსტებელი ფართობი - 444.20 კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო- სამეურნეო; საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.2--.0-.0--- რ-------------------------------------------, საერთ ფართი 46.93 კვ.მ (ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპორციულად) იდეალურ წილთან ერთად. უძრავი ქონების ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა: რუსთავი, კოდი - 0-; სექტორი: ჟ. შარტავა; კოდი:0-, კვარტალი - 0-, ნაკვეთი - 2--; კოდი - 0-/0-1, დაუზუსტებელი ფართობი - 444.20 კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო- სამეურნეო; საკაასტრო კოდი: 0-.0-.0-.2--.0-.0-1. ასევე, გადახდევინება უნდა განხორციელებულიყო გ------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: გარდაბანი, ს------–-----–------ საერთო ფართით: 600 კვ.მ. მიწის ნავეთის შესაბამის (ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის პროპოციულად) იდეალურ წილთან ერთად. უძრავი ქონების ტექნიკური მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა: გ----------------------------------------–----------------------------–----------------------; დაზუსტებული ფართობი - 600 კვ.მ; ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო სამეურნეო; საადასტრო კოდი: 8-.04.---1--. (ს.ფ. 60-62);

 

2.3. 20-6 წლის 9 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სს „ქ--------–-----------ის“ (უზრუნველყოფილი მოთხოვნის) იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება, მოვალეების - თ--------------–---–ის, ლ------–----–---–-ს, ნ--------–---–ის და მესაკუთრეების - ს--------–----–---–-სა და გ------–-------–-–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------. (ს.ფ. 48-49);

 

2.4. დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მესაკუთრე ს----- ლ----–---–ს,„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა 20-6 წლის 12 თებერვლის №A---------005/00- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმადაც ეცნობა, რომ მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. მოვალე გაფრთხილებულ იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. აღნიშნული წინადადება ს-------–----–---–ს პირადად ჩაბარდა 20-6 წლის 16 თებერვალს. (ს.ფ. 73)

 

2.5. დადგენილია ასევე, რომ აღმასრულებლის 20-6 წლის 29 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებელ დავით კვინიკაძის მიერ შეფასებულ იქნა ს-------–----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდებით: N0-.0-.0-.2--.0-.0-- და N0-.0-.0-.2--.0-.0-1. (ს.ფ. 186-195);

 

2.6. 20-6 წლის 15 მარტს, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აღმასრულებელმა ლევან კობახიძემ მოახდინა სააუქციონი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდებით: N0-.0-.0-.2--.0-.0---ის და N0-.0-.0-.2--.0-.0-1-ის აღწერა-დაყადაღება. (ს.ფ. 221-224)

 

2.7. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი. (ს.ფ. 279-280);

 

2.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 14 ივნისის განკარგულების თანახმად, ს-------–----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. რუ------------------------------------------–------------------------, საკადასტრო კოდებით: N0-.0-.0-.2--.0-.0-- და N0-.0-.0-.2--.0-.0-1) შემძენი 20-6 წლის 9 ივნისს გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა სს „ქ--------–-----------ი“, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 53040 ლარად. (ს.ფ. 28-).

 

3.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 14 ივნისის №A---------0-5/00- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.2. სასამართლომ მიუთითა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 20-6 წლის 9 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „ქ--------–-----------ის“ წარმომადგენელმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-5 წლის 28 დეკემბრის განჩინება და 20-5 წლის 28 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორმა ითხოვა შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 1120 ლარის, 150 ლარის, 5310 აშშ დოლარის, 1486.13 აშშ დოლარის და 24768.78 აშშ დოლარის მოვალეების - თამარ ვარდიაშვილის, ლ-------–----–---–--ა და ნ---------–---–--ათვის გადახდევინება. აღნშნული განცხადება 20-6 წლის 9 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.

 

დადგენილია, რომ აღმასრულებელმა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მესაკუთრე - ს---------–----–---–ს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაუგზავნა 20-6 წლის 12 თებერვლის №A---------005/00- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე ასევე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.

 

დადგენილია ასევე, რომ 20-6 წლის 12 თებერვლის NA---------005/00- წინადადება ს-------–----–---–ს პირადად ჩაბარდა 20-6 წლის 16 თებერვალს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 14 ივნისის №A---------0-5/00- განკარგულებას იმ საფუძვლით, რომ ის აუქციონის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, ინტერნეტ ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ იყო სრულყოფილად განთავსებული და ვერ ხდებოდა ქონების მოძიება. ასევე, ვინაიდან არ ყოფილა მხარე სათანადოდ გაფრთხილებული, ქონების შეფასების შესახებ დასკვნების გასაჩივრების მიუხედავად სააღსრულებო ბიუროს პასუხით ეცნობათ, რომ წარმოება უკვე სრულდებოდა.

 

სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. ხოლო მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად კი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი წინადადება სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ მოიხმო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელ ელისაბედ გოგოლაძის მიერ მესაკუთრე ს-------–----–---–ს გაეგზავნა 20-6 წლის 12 თებერვლის NA---------005/00- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც პირადად ს-------–----–---–ს ჩაბარდა 20-6 წლის 16 თებერვალს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ს-------–----–---–ს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება მოხდა კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-1 წლის 31 იანვრის №21 „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ აუქციონის თაობაზე მხარეების ინფორმირების სპეციალური წესია დადგენილი ზემოაღნიშნული კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გულისხმობს მათთვის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაცნობის განსხვავებულ წესს. აღნიშნული წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად მხარეები არიან ვალდებულები, გაეცნონ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

 

ამდენად, სასამართლმ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტება, სააღსრულებო წარმოების დროს განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების არასათანადო ინფორმირების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სააღსრულებო წარმოების დროს, კანონდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ მხარისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების ვალდებულება, ხოლო იძულებითი აღსრულების მიზნით გასატარებელი შემდგომი მოქმედებების მხარისათვის ინფორმირების ვალდებულება სააღსრულებო ორგანოს აღარ აკისრია. რაც შეეხება მხარის განმარტებას, ინტერნეტ ვებ-გვერდზე არასრულყოფილი ინფორმაციის განთავების თაობაზე, რის გამო ვერ ხდებოდა ქონების მოძიება, ასევე ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ინტერნეტ გვერდის ამონაბეჭდით სრულად დგინდება კონკრეტული ქონების მახასიათებლები. ამასთან, არასრულყოფილი ინფორმაციის განთავსებას ასევე გამორიცხავს ის ფაქტიც, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობა აქვს მიღებული თავად კრედიტორს და აუქციონის შედეგად მის მიერ მოხდა ქონების შეძენა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი (ონლაინ) აუქციონი, რომლის თაობაზეც ინფორმაცია გამოქვეყნდა ელექტრონული წესით. აღნიშნულ ელექტრონულ (ონლაინ) აუციონზე უძრავი ქონების შემძენი გახდა სს „ქ--------–-----------ი“, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 20-6 წლის 14 ივნისის NA---------0-5/00- განკარგულების თანახმად, ს-------–----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ----------------------------------------------------–------------------------------------ კოდები: 0-.0-.0-.2--.0-.0-- და 0-.0-.0-.2--.0-.0-1 - შემძენი 20-6 წლის 09 ივნისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ქ--------–-----------ი“.

 

3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებლის ქმედებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული ასევე მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 14 ივნისის №A---------0-5/00- განკარგულება, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------–----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი არ ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმ საკანონმდებლო ბაზაზე, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს ჩატარებული აუქციონი, მაგრამ ყურადღებას არ ამახვილებს და საერთოდ არ მსჯელობს იმ დარღვევებზე , რომელიც მითითებული იყო სარჩელში.

 

აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია იმ გარემოებისთვის, რომ ქონება აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებული იყო კანონდარღვევით, რადგან მითითებული არ იყო საკადასტრო კოდები და შესაბამისად ვერ ხერხდებოდა საიტზე ქონების მოძიება, ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც ცნობილი იყო სააღსრულებლო ბიუროსთვის და მათგან პასუხი მიიღო მას შემდეგ, რაც აუქციონი უკვე ჩატარებული იყო და სადავო ქონების მესაკუთრე გახდა სს,,ქ--------–-----------ი’’.

 

აპელანტის მოსაზრებით, ზემოთ აღნიშნული ისეთი დარვევების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ზოგადი ადმინისტრაციული სამართალის კოდექსის 60 პრიმა მუხლის მიხედვით საფუძველზე იწვევს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს და დამატებით აღარ მიუთითებს მასზე.

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6.1. პალატა მუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-6 წლის 14 ივნისის №A---------0-5/00- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-1 წლის 31 იანვრის №21 „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

პალატა მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელ ელისაბედ გოგოლაძის მიერ მესაკუთრე ს-------–----–---–ს გაეგზავნა 20-6 წლის 12 თებერვლის NA---------005/00- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც პირადად ს-------–----–---–ს ჩაბარდა 20-6 წლის 16 თებერვალს. რასაც სადაოდ არ ხდის არც აპელანტი მხარე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ აუქციონის თაობაზე მხარეების ინფორმირების სპეციალური წესია დადგენილი ზემოაღნიშნული კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გულისხმობს მათთვის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაცნობის განსხვავებულ წესს. აღნიშნული წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად მხარეები არიან ვალდებულები, გაეცნონ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტება, სააღსრულებო წარმოების დროს განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების არასათანადო ინფორმირების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, სააღსრულებო წარმოების დროს, კანონდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ მხარისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების ვალდებულება, ხოლო, იძულებითი აღსრულების მიზნით გასატარებელი შემდგომი მოქმედებების მხარისათვის ინფორმირების ვალდებულება სააღსრულებო ორგანოს აღარ აკისრია. რაც შეეხება მხარის განმარტებას, ინტერნეტ ვებ-გვერდზე არასრულყოფილი ინფორმაციის განთავების თაობაზე, რის გამო ვერ ხდებოდა ქონების მოძიება, ასევე ვერ იქნება სასამართლოს მიერ გაზიარებული, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ინტერნეტ გვერდის ამონაბეჭდით სრულად დგინდება კონკრეტული ქონების მახასიათებლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 თებერვლის გაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების, პირველი მუხლის პირველი და მე-3 ქვეპუნქტი.

 

სააპელაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს-------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმისნიტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

მოსამართლე: მირანდა ერემაძე