განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-167-2019 წელი
№050100118002759582
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
25 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ----- ვ------------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ----- ვ------------, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ლ-----------------–----–----------------–------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებუ-ლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
მ----- ვ------------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამ-ცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულ-წლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მი-მართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2009 წლიდან მ----- ვ------------ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ც------- გ-------სთან და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პე-რიოდებში, 2018 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 18 ნოემბრამდე, ლ-----------------–----–----------------–------ში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ----- ვ------------ ოჯახის წევრებს, მეუღლეს - ც------- გ-------ს და არასრულ-წლოვან შვილს, 2----–-–----------------ს დაბადებულ ე----- ვ------------ს, ღამით სახლში დაბუნებისას, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ, უმიზეზოდ აგინებდა მათ დედის მისამართით, უწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, არ აძლევდა საშუალებას, რომ მის მისვლამდე დაეძინათ, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ დამცირებას და ტანჯვას.
2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე ლ----------------–----–----------------–------ში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ----- ვ-------------მ იმ მოტივით, რომ მისმა მეუღლემ - ც------- გ-------მ მისცა შენიშვნა შეეწ-ყვიტა ალკოჰოლის სისტემატურად მიღება, მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა და დაუწ-ყო კამათი, კერძოდ კამათისას უმიზეზოდ შეაგინა დედის მისამართით და უწოდა სა-ლანძღავი სიტყვები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა დამცირება და ტანჯვა.
2018 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ლ----------------–----–----------------–------ში, მ----- ვ------------ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, სახლში მისვლის შემდეგ, იმ მოტივით, რომ ეჭვიანობდა ოჯახის წევრებზე, უმიზეზოდ დაუწყო მეუღლეს - ც------- გ-------ს და არასრულწლოვან შვილს, 2----–-–----------------ს დაბადებულ ე----- ვ------------ს კამათი, ლანძღვა-გინება და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ კამათისას უმიზეზოდ შეაგინა დედის მისამართით, უწოდა სალანძღავი სიტყვები, რა დროსაც დაზარალებულებმა განიცადეს დამცირება და ტან-ჯვა.
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლ----------------–----–----------------–--------ში, მ----- ვ------------ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, სახლში მისვლის შემდეგ, იმ მოტივით, რომ ეჭვიანობდა ოჯახის წევრებზე, უმიზეზოდ დაუწყო მეუღლეს - ც------- გ-------ს და არასრულწლოვან შვილს, 2----–-–----------------ს დაბადებულ ე----- ვ------------ს კამათი, ლანძღვა-გინება და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ უმიზეზოდ შეაგინა დედის მისამართით, უწოდა სალანძღავი სიტყვები, რა დროსაც დაზარალებულებმა განიცადეს დამცირება და ტანჯვა.
2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლ----------------–----–----------------–------ში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ----- ვ-------------მ ოჯახის წევრებს, მეუღლეს - ც------- გ-------ს და არასრულწლოვან შვილს, 2----–-–----------------ს დაბადებულ ე----- ვ------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხ-ყოფა, კერძოდ აგინა მათ დედის მისამართით, უწოდა სალანძღავი სიტყვები, არ აძლევ-და საშუალებას, რომ დაეძინათ, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ დამცირე-ბას და ტანჯვას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ----- ვ------------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სას-ჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. მ----- ვ------------ დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდა სისტემატიურად და არსებობს მის მიერ ახა-ლი დანაშაულის ჩადენის რისკი. დაზარალებულს მისი ქმედებით საკმაოდ მენიშვნე-ლოვანი ზიანი მიადგა.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ----- ვ------------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ----- ვ------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლ-საწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორ-ციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანა-შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის წარსულში ნასა-მართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამარ-თლო სხდომაზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარის-ხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შე-ფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი მ----- ვ------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
მ----- ვ------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ----- ვ------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ მ----- ვ------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
მსჯავრდებულ მ----- ვ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 17 იანვრამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და „არასაპატიმრო სას-ჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამი-სად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გ------ს პრობაციის ბიუროს.
ნივთმტკიცება – აუდიო ჩანაწერი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili