განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2ბ/325-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - შპს „მ–---ე კ---------ი“;
წარმომადგენელი - ვ-–-----------------–-–---–ი, კ---------------ი;
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ--------- მ-------–- გ------ი“;
წარმომადგენელი - მ----------–--ა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს გადახდევინება, ზიანის ანაზღაურება;
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა - პირგასამატეხლოს დაკისრება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მ–---ე კ---------ის“ სარჩელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ შეგებებული სარჩელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მ–---ე კ---------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 9 ოქტომბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება ა-–-------------------------------ი სამუშაოების შესახებ. ,,მ–---ე კ---------მა“ სამუშაოების შეასრულა და გადასახდელი თანხის ოდენობა იყო 74 070 აშშ დოლარი, საიდანაც ,,კ--------- მ-------–- გ------მა“ ნაწილი - 60 000 აშშ დოლარი გადაიხადა და გადასახდელი აქვს 14 070 დოლარი.
2.2. ანალოგიური ხელშეკრულება დაიდო მხარეებს შორის 2016 წლის 20 ივლისს. სამუშაოების ღირებულების ნაწილი - 35 910 აშშ დოლარი ,,კ--------- მ-------–- გ------მა“ ავანსად გადაიხადა.
2.3. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ს---------------–--------------, საიდანაც უნდა ამოღებულიყო კ----- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. კ----- არის მ---------, რაც ამოდის ჭ----------–-------------------------–-------------, რომლის შემადგენლობასაც, შემდეგ, იკვლევენ მასში სასარგებლო ნივთიერებების არსებობის მიზნით, კ-----ს პროცენტული გამოსავალი არის მისი ს---------–-----------------------–------------თან.
2.4. საქმეში წარმოდგენილი ორი, 2015 წლის 5 ოქტომბრით და 2015 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული, იდენტური შინაარსის ხელშეკრულება ერთი და იგივე, მხარეებს შორის დადებული ა-–-------------------------------ი სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებაა. მხარეები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება 2015 წლის 9 ოქტომბრისაა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. პირვანდელ სარჩელზე ,,კ--------- მ-------–- გ------ი“ სადავოდ ხდის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ს---------------–იდან ერთ-ერთიდან - N---დან ამოღებული კ-----ს გამოსავალს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მისი ოდენობა იყო 81%, რაც ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე, ამიტომ ამ ჭ----------–თან დაკავშირებით სამუშაოს საზღაური არ უნდა გადაიხადოს, როგორც ხელშეკრულებით შეთანხმდნენ.
2.6. 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებისას, ,,მ–---ე კ---------ის“ მიერ გაცდენილია 24 დღე, მაშინ, როდესაც, სამუშაოები დათქმულ დროს უნდა დაწყებულიყო და უწყვეტად წარმოებულიყო, რისთვისაც უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
2.7. შპს ,,კ--------- მ-------–- გ------მა“ კ-----ს შესასწავლად მოიწვია ექსპერტი, რომელსაც წარუდგინა მხოლოდ ორი ჭ----------–იდან ამოღებული კ-----, N-- ჭ----------–იდან ამოღებული კი არ წარუდგინა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის არ იყო. სამივე კ-----ს შესასწავლად ექსპერტს გადაუხადა 18 211,76 აშშ დოლარი, რადგან ერთი, არასაკმარისი ოდენობის კ----- არ წარუდგინა, განიცადა ზიანი, - გადახდილი თანხის მესამედი - 6 106 დოლარი, რაც ,,მ–---ე კ---------მა“ უნდა აუნაზღაუროს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული იყო ორი ხელშეკრულება - 2015 წლის 9 ოქტომბერს და 2016 წლის 20 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ წარმომადგენლის მიერ, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მისი ნამდვილობა (შინაარსი);
ორივე ხელშეკრულებით (2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების 4.6 პუნქტი, ს.ფ. 219) და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების 4.8. პუნქტი, ს.ფ. 234), იმისათვის, რომ სამუშაოების ანაზღაურება მომხდარიყო, გათვალისწინებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერის გარდა, შესაბამისი ინვოისის წარდგენა.
პირვანდელმა მოსარჩელემ განმარტა, რომ ინვოისი შემკვეთისათვის არ წარუდგენია რადგან ვალდებული არ იყო (სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 14:54:00-14:54:35), ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ განმარტებით, კი მან ხელშეკრულების მეორე მხარესთან ინვოისის წარდგენის აუცილებლობა იმ მიზნით შეათანხმა, რომ ამ დოკუმენტის გარეშე, ინვესტორი მას ფულს არ გადაუხდის. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, პირვანდელ სარჩელზე მოპასუხემ აღიარა გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება, სასამართლო იზიარებს მის განმარტებას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 14 070 აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს ინვოისის წარდგენის შემდეგ სამი თვის განმავლობაში, რადგან ამ პირობაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული.
2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ საზღაურის გადახდისათვის ასევე გათვალისწინებული იყო მიღება-ჩაბარების აქტის ორივე მხარის მიერ ხელმოწერა და ინვოისის წარდგენა. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტებს შემკვეთის წარმომადგენელი ხელს არ აწერს, არც ინვოისი წარდგენილა. გარდა ამისა, 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების 2.7. და 2.15. პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს კ-----ს მინიმუმ 90%-ის ამოღება. იმ შემთხვევაში, როცა გ----–-----------------–-ა უარყოფით გავლენას ახდენს კ-----ს გამოსავალზე და ეს გარემოება დადასტურებულია შემსრულებლის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით და წარმოდგენილი დასკვნა აღიარებულია შემკვეთის წარმომადგენლის მიერ, დასაშვებია კ-----ს გამოსავალი იყოს 90%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 85%-ისა. აღნიშნული გარემოება დაფიქსირებული და ხელმოწერილი უნდა იყოს ბ-------ის ჟურნალში ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ და გაფორმდეს შესაბამისი აქტით. ყველა სხვა შემთხვევაში გ-----------–---------–ი არ მიიღება და დამკვეთის მიერ არ ანაზღაურდება. ამავე ხელშეკრულების 4.11. პუნქტის თანახმად, ,,მ–---ე კ---------ი“ დაეთანხმა პირობას - თუ კ-----ს გამოსავალი არ იქნებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობის მინიმუმი მაინც (85%), ,,კ--------- მ-------–- გ------ი“ უფლებამოსილი იყო არ გადაეხადა ასეთი სამუშაოს ღირებულება. პირვანდელი მოსარჩელე აღნიშნავს, რომ N-- ჭ----------–იდან კ-----ს გამოსავალი იყო 86,05% რასაც წარმოდგენილი ბ-------ის ჟურნალით ადასტურებს და მას ხელს აწერს ბ-------ის სამუშაოს მწარმოებელი (სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 13:59:15-14:00:00).
ბ-------ის ჟურნალს ხელს არ აწერს ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ წარმომადგენელი. არაფრით არის დადასტურებული, რომ ბ-------ის ჟურნალის ამ ჩანაწერს კ-----ს ოდენობის შესახებ მისი წარმომადგენელიც დაეთანხმა, - ხელშეკრულების თანახმად, ის გარემოება, რომ გ----–---იურმა სიტუაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა კ-----ს გამოსავალზე და ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობაზე ნაკლები არ იყო ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი.
ამდენად, ბ-------ის ჟურნალში მხოლოდ ,,მ–---ე კ---------ის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ჩანაწერი არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ კ-----ს გამოსავალი შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ოდენობას, რადგან ეს გარემოება არც შემკვეთის მიერ აღიარებული, ,,მ–---ე კ---------ის“ მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით არის დადასტურებული და ბ-------ის ჟურნალში ჩანაწერსაც შემკვეთის წარმომადგენელი ხელს არ აწერს - როგორც მხარეები შეთანხმდნენ.
,,მ–---ე კ---------ის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბ-------ის ჟურნალს მხოლოდ მათი თანამშრომლები აწერენ ხელს, მასზე შემკვეთის წარმომადგენლის ხელმოწერა არ არის, მაგრამ იქ იყო და თუ ჩანაწერს კ-----ს გამოსავლის შესახებ არ ეთანხმებოდა, შენიშვნა უნდა გაეკეთებინა (სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 15:17:20-15:18:50). მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით, არ დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა ჟურნალში კ-----ს გამოსავლის შესახებ ჩანაწერს, მით უმეტეს, მოპასუხე ამ გარემოებას უარყოფს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემკვეთის წარმომადგენლის ხელმოწერა ბ-------ის ჟურნალში - მისი ჩანაწერების დასადასტურებლად. მხარეთა შეთანხმებით, კ-----ს გამოსავალი 90%-ზე ნაკლები შეიძლება ყოფილიყო, თუ მასზე უარყოფით გავლენას ახდენდა გ----–-----------------–-ა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი არ წარმოდგენილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად კი ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ კ-----ს გამოსავალი უნდა ყოფილყო 90%. იმ შემთხვევაში კი თუ გ----–-----------------–-ა უარყოფით გავლენას ახდენს კ-----ს გამოსავალზე, დასაშვებია კ-----ს გამოსავალი იყოს 90%-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 85%-სა. მხოლოდ, ამისათვის აუცილებელია, რომ გ----–-----------------–-ის უარყოფითი გავლენა დადასტურებული ყოფილიყო ,,მ–---ე კ---------ის“ მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით და აღიარებული - ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ მიერ. მხარეთა მიერ აღნიშნულ პირობებზე შეთანხმებისას, შესრულებული სამუშაოს ნივთობრივი ნაკლის გამომრიცხავ მტკიცებულებად არ გამოდგება პირვანდელი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა (ს.ფ.52), რომელიც შედგენილია, როგორც აღნიშნულია, გამოცდილების მქონე გ----–---ის მიერ და რომელსაც მიაჩნია, რომ ,,86%-81%-იანი კ-----ს გამოსავალი მისაღებია“. მით უმეტეს ის, როგორც ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, მეორე მხარის მიერ აღიარებული და ბ-------ის ჟურნალში ასახული არ არის. პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არ გამოდგება მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მათ შორის ფინანსური ანგარისშწორების საფუძველია შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და ამ აქტიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მასში მითითებული თანხა. წარმოდგენილია 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.I.ს.ფ.243-244, 251-252, 253-254) ერთი მათგანი შეეხება მხოლოდ N-- ჭ----------–ს, ერთი - სამ და ერთი - ორ ჭ----------–ს. მათ ხელს აწერს მხოლოდ ,,მ–---ე კ---------ის“ წარმომადგენელი და აღნიშნულია, რომ ისინი ხელმომწერ მხარეთა შორის ფინანსური ანგარიშსწორების საფუძველია ხელმოწერის შემდეგ, ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ წარმომადგენლის ხელმოწერა არცერთ აქტზე არ არის. შესაბამისად, მათში აღნიშნული სამუშაოების შემკვეთის მიერ მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები ისინი არ არიან და ,,კ--------- მ-------–- გ------ისათვის“ მათში აღნიშნული საზღაურის გადახდის ვალდებულებას არ წარმოშობენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,მ–---ე კ---------მა“ N-- ჭ----------–თან დაკავშირებით, არ შეასრულა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა - ამოღებული კ-----ს გამოსავალი არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის, შესაბამისად, "კ--------- მ-------–- გ------ს“, არც 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელით მოთხოვნილი საზღაურის გადახდის ვალდებულება არ აქვს. შეგებებული სარჩელის ავტორი, აღიარებს, რომ 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელი აქვს ,,მ–---ე კ---------ის“ მიერ მოთხოვნილი 14 070 აშშ დოლარი, ამასთან, აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხემ 24 დღით გააცდინა, მაშინ, როდესაც, ხელშეკრულებით, მათი დაუყოვნებლივ დაწყება და უწყვეტად შესრულება ევალებოდა და ითხოვს პირგასამტეხლოს - შეუსრულებელი სამუშაოების 74 070 დოლარის 1,44 % (0,06%X24 დღეზე) 1 065,61 დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე (სხდომის ოქმი: 14:19:20-14:19:50) ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ,,მ–---ე კ---------მა“ 2015 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 74 070 აშშ დოლარის სამუშაოები შეასრულა. სადავოდ არ გამხდარა, რომ შპს ,,კ--------- მ-------–- გ------მა“ ამ თანხიდან 60 000 აშშ დოლარი გადაიხადა და გადასახდელი აქვს 14 070 დოლარი, ასეთ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნისას, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებად იმავე 74 070 აშშ დოლარის მითითება შეუსაბამობაშია ფაქტობრივ გარემოებასათან, რაც თვითონ მოსარჩელემ აღიარა. ხელშეკრულებით სამუშაოების დამთავრების თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა, სამუშაოების გაცდენა, რასაც მოპასუხე უარყოფს, მხოლოდ ,,კ--------- მ-------–- გ------ის“ მიერ შედგენილი ცნობით (ტ.I.ს.ფ. 229), რასაც მეორე მხარე არ აწერს ხელს, არ დასტურდება. შპს ,,კ--------- მ-------–- გ------ი“ აღნიშნავს, რომ ს---------------–იდან ამოღებული კ-----ს შესასწავლად ექსპერტს გადაუხადა ფული. N-- ჭ----------–იდან ამოღებული კ-----, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის არ იყო, ექსპერტს არ წარუდგინა. შესაბამისად, განიცადა ზიანი - გადახდილი 18 211, 76 აშშ დოლარის მესამედი - 6 106 დოლარი. ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ ინვოისი და ამონაწერი მის ანგარიშზე ფულის მოძრაობის შესახებ (ტ.I. ს.ფ.261, 263), რომლებშიც აღნიშნულია თანხის მოძრაობის შესახებ - გაწეული პროფესიული მომსახურებისათვის. შესაბამისად, ამ დოკუმენტებით არ დგინდება შპს ,,მ–---ე კ---------თან“ დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩასატარებლად ხარჯის გაწევა - მისთვის კ-----ს წარდგენა ან - წარუდგენლობა. ამდენად, მხარეებმა ვერ დაამტკიცეს გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებდნენ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ინვოისი არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მკაცრი აღრიცხვის და საანგარიშსწორებოდ სავალდებულო დოკუმენტს. 2015 წლის 9 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მეშვიდე პუნქტში მითითებულია, რომ სწორედ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მხარეთა შორის ფინანსური ანგარიშსწორების საფუძველს. შესაბამისად, კრედიტორის მხრიდან რაიმე დამატებითი მოქმედების განხორციელება სავალდებულო არ ყოფილა. სასამართლო მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ანგარიშსწორება მოხდებოდა ამ აქტის საფუძველზე. მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე, იურიდიული პირი და ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი სწორედ ის იყო. 2016 წლის 20 ივლისს, შპს „მ–---ე კ---------ს“ და შპს „კ--------- მ-------–- გ------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ა-–-------------------------------ი სამუშაოების შესახებ. შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა ა-–---ით, ს------------------ით ბ-------ითი სამუშაოები, ასევე, ი---–----------ია. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანამხად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შემდეგი წესით: გ-------------ის ბ-------ის ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი N1-ით. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდის ავანსის სახით 35910 აშშ დოლარს. საბოლოო ანგარიშსწორება იწარმოებს სამუშაოების დასრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის ორმხრივად ხელმოწერის და შესაბამისი ინვოისის მიღებიდან სამი კალენდარული თვის განმავლობაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შემრულებელმა განახორციელა 767 გ-------------ის ბ-------ა ღირებულებით 102011 აშშ დოლარი, მობილიზაციის ხარჯებმა შეადგინა 1426.90 აშშ დოლარი. ჯამში, გადასახდელმა თანხამ შეადგინა 103437,9 აშშ დოლარი. 2016 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელემ წარუდგინა მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ხელმოწერაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა. მოპასუხემ ნაწილობრივ აანაზღაურა მომსახურების ღირებულება, ნაწილობრივ აღიარა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. თანხის გადახდაზე უარის თქმის მოტივად მოპასუხემ დაასახელა ის გარემოება, რომ 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების 2.7 მუხლის თანახმად, ბ-------ის შედეგად ამოღებული კ-----ს გამოსავალი უნდა ყოფილიყო 90%, ხოლო თუ გამოსავალი იქნებოდა 85%-ზე ნაკლები, დამკვეთს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის ბ-------ის შედეგად კ-----ს გამოსავალი შეადგენს 81%-ს, რის გამოც, ის უარს აცხადებს თანხის გადახდაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიზანს წარმოადგენდა ბ-------ითი მეთოდით ნ-------დან კ-----ს ამოღება, საბოლოოდ მასში სასარგებლო ნივთიერების დადგენის მიზნით. ამოღებული კ----- იდება სპეციალურად განკუთვნილ, დანაყოფიან ყუთებში და ვიზუალურად ჩანს რა მოცულობის კ-----ა მასში. სასამართლო პროცესზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარემოება, რომ მათ კ----- წაიღეს. იმ შემთხვევაში თუ მასალა არ იყო შეთანხმებული ოდენობის შემკვეთს უარი უნდა განეხორციელებინა მის მიღებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განმარტოს აღნიშნული ხელშეკრულების სახე და მიუთითებს, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ იგი შეესაბამება ნარდობის ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციას, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს სწორედ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაგვიანებით წარდგენილი პრეტენზია ამა თუ იმ გარემოების შესახებ მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ინვოისი, რომლითაც შეიძლებოდა სამუშაოების შესრულების ფაქტი დადასტურებულიყო, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ ინვოისის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდაზე მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერისა და შესაბამისი ინვოისის წარდგენის შემთხვევაში (იხ. 5.10.2015 წლის ხელშეკრულების 4.6 პუნქტი), თუმცა, ინვოისის წარუდგენლობა თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ 2015 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული, ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო შესრულებულია. რაც შეეხება თანხის გადახდას, პალატა განმარტავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგნის გადაცემა მოპასუხისათვის, მოპასუხემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დაადასტუროს მის მიერ შემხვედრი ვალდებულების - თანხის გადაცემა შესრულება, უკეთუ, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება მოვალის მტკიცების ტვირთია. მოვალის მიერ მითითებული ფაქტის დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევაა მოცემული სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის _ დასტურის გაცემა. ამ დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა _ მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და ისინი ფასდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს უკავშირდება. შპს ,,კ--------- მ-------–- გ------ს“ არ წარმოუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები) და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, არც აღნიშნული ვალდებულების არარსებობის ან/და გათავისუფლების შესახებ მიუთითებია.
4.2. 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მხარეებს შორის ინვოისისა და არც მიღება-ჩაბარების აქტების შეუდგენლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მენარდემ და შემკვეთმა ვერ მიაღწიეს შეთანმებას. პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ბ-------ის ჟურნალი ადასტურებს სამუშაოს შესრულების ფაქტს. დადგენილია, რომ ჟურნალი ხელმოწერილია მხოლოდ მენარდის წარმომადგენლის მიერ. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ჟურნალზე ხელმომწერი პირის სტატუსზე და მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს შპს „მ–---ე კ---------თან“ დაკავშირებულ პირს, რაც სადავოობის პირობებში ეჭქვეშ აყენებს მასში მითითებული მონაცემის უტყუარობასა და დოკუმენტის მიუკერძოებელ ხასიათს. ამგვარი ქმედება, არ გამომდინარეობს ობიექტურობის პოზიციიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ბონიში ავსტრიის წინააღმდეგ,” (Boenisch v. Austria, 1985) მიუთითა, რომ საქმეში არანეიტრალური ექსპერტის მიერ მნიშვნელოვანი როლის შესრულებამ განაპირობა მე-6 (1) მუხლის დარღვევა. ანალოგიური მსჯელობაა განვითარებული საქმეში “სარა ლინდ ეგერტსდოტირი ისლანდიის წინააღმდეგ, 2007 (Sara Lind Eggertsdottir v. Iceland, 2007), რომელშიც სასამართლომ დაასკვნა, რომ დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი იმ ექსპერტების დანიშვნის გამო, რომლებიც ბრალდებულის თანამშრომლები იყვნენ. იმისათვის, რომ სადავო არ გამხდარიყო შესრულდა თუ არა შეთანხმებული სამუშაო და ეჭქვეშ არ დამდგარიყო ჟურნალში ასახული მონაცემის სისწორე და ობიექტურობა, დაცული უნდა ყოფილიყო ბრუნვაში გონივრულობისა და წინდახედულების სტანდარტი და მენარდეს უნდა უზრუნველეყო მასზე ორმხრივი ხელმოწერების დაფიქსირება ან საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება (მაგ. შემკვეთის უარის ხელმოწერაზე და ა.შ). ამდენად, მოცემულ ნაწილში, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად სამუშაოს შესრულების ფაქტს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.
4.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამ–---ოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოდასახელებული დასაბუთების გათვალისწინებით, დადგენილია რა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, აღნიშნული უფლებას ანიჭებს მოსარჩელეს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ შპს „კ--------- მ-------–- გ------ს“ 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ–---ე კ---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 14 070 აშშ დოლარის 0.06%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე (2019 წლის 10 აპრილი).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი (მათ შორის, პირგასამტეხლოს ნაწილშიც), შპს „კ--------- მ-------–- გ------ს“ შპს „მ–---ე კ---------ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოსა (862 ლარი) და სააპელაციო სასამართლოში 2040 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში, 2902 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „მ–---ე კ---------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „მ–---ე კ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „კ--------- მ-------–- გ------ს“ 2015 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ–---ე კ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 14 070 აშშ დოლარის გადახდა;
5. შპს „კ--------- მ-------–- გ------ს“ 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ–---ე კ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 14 070 აშშ დოლარის 0.06%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე (2019 წლის 10 აპრილი);
6. შპს „მ–---ე კ---------ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება სხვა ნაწილებში დარჩეს უცვლელი;
8. შპს „კ--------- მ-------–- გ------ს“ შპს „მ–---ე კ---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებყლი ნაწილის პროპორციულად: პირველ ინსტანციაში გადასახდელი ბაჟი 862 ლარის, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 2040 ლარის ოდენობით;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
10. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ეკატერინე ცისკარიძე
ხათუნა არევაძე