განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
330210016001293561
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001293561

საქმე №2ბ/6111-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - სს ,,ს--------------------------–-----“

წარმომადგენელი - ე-–----------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------–-–---–-

წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2016 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2017 წლის N2/7111-16 გადაწყვეტილებით:

 

1. სს „ს--------------------------–-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. გ------- მ-----–-–---–ს დაეკისრა სს „ს--------------------------–-----ს“ სასარგებლოდ 3924,59 ლარის გადახდა: (რენჯ როვერის ნაწილში - 2137, 24 ლარი, Hondas ნაწილში - 1787,35 ლარი).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

შპს „M------------ სა“ და სს „ს--------------------------–---გს“ შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 12 ივნისის 24 საათიდან 2015 წლის 12 ივნისის 24 საათამდე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა HONDA FIT (სარეგისტრაციო #C-----). სადაზღვევო რისკებად განისაზღვრა ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა).

 

სს „ს----------------------------–---გის“ მიერ გაცემულ იქნა დაზღვევის პოლისი M---------------, რომლის მიხედვითაც, დაზღვეულ იქნა ავტომანქანა - LLAND ROVER, სახელმწიფო ნომრით R-----.

 

2014 წლის 7 ნოემბერს, ქ.თბილისში, მ.გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა „მერსედესი“ სახ.ნომრით V-------, რომელსაც მართავდა გ------- მ-----–-–---–ი, შეეჯახა ავტომანქანა „ჰონდას“, სახ.ნომრით C------ და ავტომანქანა „რენჯროვერს“ სახელმწიფო ნომრით R------.

 

2014 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის #0----- ოქმით დამრღვევად მითითებულია გ------- მ-----–-–---–ი, რომელმაც ქ.თბილისში, გელოვანის გამზირზე დაახლოებით 12:00 საათზე არ დაიცვა დისტანცია ავტომანქანებს შორის და მოახდინა შეჯახება მის წინ გაჩერებულ ავტომანქანაზე“. გ--------------–-–---–- დაჯარიმდა 250 ლარით.

 

გ--------------–-–---–-ს ახსნა-განმარტებით ირკვევა - „ვმოძრაობდი ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მერსედესი სახ.ნომრით: V------- ... ჩემს წინ გაჩერდა ავტომანქანების ნაკადი, დაბრკოლების გამო ვერ შევძელი დროული დამუხრუჭება და შევეჯახე ჩემს წინ მდგომ ავტომანქანა მერსედესს S------, რომელიც შემდგომ შეეჯახა მის წინ მდგომ ავტომანქანა ჰონდას სახ.ნორმით C------, ხოლო, ამის შემდგომ როდესაც შევეჯახე ჩემს წინ მდგომ ავტომანქანას უკნიდან შემეჯახა ავტომანქანა რენო“.

 

ე--------------ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ „ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „რენო კლიო“ სახ.ნომრით V----- ვმოძრაობდი გელოვანის გამზირზე ... რა დროსაც ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანა მერსედესი სახ.ნომრით V------ შეეჯახა მის წინ გაჩერებულ ავტომანქანას, ხოლო ამის შემდგომ მე შევეჯახე უკანა მხარეს აღნიშნულ მერსედესს.

 

გ------- კობაიძის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ „ვმოძრაობდი ჩემი მართვის ქვეშ მყოფი HONDAHსახელმწიფო ნომერი: C------ გელოვანის გამზირზე ... დაფიქსირდა წითელი ფერი, რის გამოც, ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი გაჩერდა ამის გამო გავჩერდი მე. ამის შემდეგ ვიგრძენი უკნიდან შეჯახება, როგორც გავარკვიე შემეჯახა ავტომანქანა მერსედესი, რომელიც, ჩემი აზრით, სხვა ავტომანქანის შეჯახების გამო ინერციით შეეჯახა ჩემს ავტომანქანას, რის გამოც, ჩემი მანქანა უმნიშვნელოდ შეეხო ჩემს წინ მდგომ ავტომანქანა რენჯროვერს...“

 

ბ---------------ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ „გელოვანის გამზირზე ვმოძრაობდი ჩემი კუთვნილი ავტომანქანა მერსედესით... როდესაც მიუახლოვდი ვაშლიჯვრის ასახვევს სადაც შუქნიშანზე დაფიქსირდა წითელი ფერი, ამის გამო ჩემს წინ მიმავალი მანქანების ნაკადი გაჩერდა, რის გამოც, გავჩერდი მე... უკანა მხრიდან შემეჯახა მერსედესი V-------, რომლსაც ჩემთან შეჯახებამდე არავინ შეჯახებია...“

 

ლ-–--------–---–ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ „ვმოძრაობდი ჩემი მართის ქვეშ მყოფი ავტომანქანა რენჯროვერით... როდესაც ვუახლოვდებოდი გელოვანი და ვაშლიჯვრის ასახვევის კვეთას შუქნიშანზე აინთო წითელი ფერი, რის გამოც, ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი გაჩერდა ამის გამო გავჩერდი მეც. ამ დროს, ჩემს უკან მომავალ ავტომანქანა ჰონდას შეეჯახა მის უკან მომავალი ავტომანქანა, რის შემდგომაც, ჩემს უკან მდგომ ავტომანქანა ჰონდას შეეჯახა მის უკან მომავალი ავტომანქანა...“

 

LSG - ის მანქანის დათვალიერების აქტი #1-----ით განხორციელდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ა/მანქანის HONDA FIT სახელმწიფო ნომ. C----- შეფასება და დადგინდა, რომ მანქანის კონსტრუქციული დაზიანების გამო, იგი უვარგისია ექსპლუატაციისათვის და აღდგენას არ ექვემდებარება.

2014 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა ავტომანქანა H HONDA FIT - ის რეალიზაცია 1890,4 ლარად.

 

2014 წლის 14 ნოემბერს, სს „ა-–----------აიმ“ შპს ,,---------------------- - ის საშუალებით“ განახორციელა ავტომანქანა RANGE ROVER - ის შეკეთება, რომლის საფასურმაც შეადგინა 2137.24 ლარი (უკანა ბამპერი/მოხსნა, დაშლა 27 ლარი; უკანა ბამპერის აღდგენა 97,21 ლარი, შეღებვა 135,01 ლარი; უკანა ბამპერის მიყენება/აწყობა 27 ლარი; პოლირება 27 ლარი. უკანა ბამპერი ახალი/ორიგინალი 1498 ლარი, დღგ: 326,02 ლარი). 2014 წლის 25 ნოემბერს, სს „ს--------------------------–---გმა“ შპს „კ----------------------სს“ ჩაურიცხა 2137.24 ლარი.

 

2014 წლის 25 ნოემბერს, სს „ს--------------------------–---გმა“ შპს ,,M----------- - ს“ 5465.10 ლარი ჩაურიცხა.

 

2016 წლის 17 მარტის სს „ს--------------------------–-----ს“ ცნობით, გ--------------–-–---–-ს დავალიანება 5711,94 ლარი გ--------------–-–---–-ს მიერ არ ანაზღაურებულა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

სადაზღვევო შემთხვევა სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგია. დაზღვევის ხელშეკრულება, ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, მზღვეველი მოვალეა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

 

შპს „M------------სა“ და სს „ს--------------------------–-----“-ს შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 12 ივნისის 24 საათიდან 2015 წლის 12 ივნისის 24 საათამდე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა HONDA HIT (სარეგისტრაციო #C------). სადაზღვევო რისკებად განისაზღვრა ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა). ამასთან, სს „ს--------------------------–-----ს“ მიერ გაცემულ იქნა დაზღვევის პოლისი M-------------, რომლის მიხედვითაც, დაზღვეულ იქნა ავტომანქანა - LAND ROVER სახელმწიფო ნომრით R------.

 

2014 წლის 7 ნოემბერს, ქ.თბილისში, მ.გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა „მერსედესი“ სახ.ნომრით V------, რომელსაც მართავდა გ--------------–-–---–- შეეჯახა ავტომანქანა „ჰონდას“ სახ.ნომრით C------ და ავტომანქანა „რენჯროვერს“ სახელმწიფო ნომრით R------. 2014 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის #0----- ოქმით დამრღვევად მითითებულია გ------- მ-----–-–---–ი, რომელმაც ქ.თბილისში, გელოვანის გამზირზე დაახლოებით 12:00 საათზე არ დაიცვა დისტანცია ავტომანქანებს შორის და მოახდინა შეჯახება მის წინ გაჩერებულ ავტომანქანაზე. გ--------------–-–---–- დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზედადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

გ--------------–-–---–-ს ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს, აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, სასამართლომ წინამდებარე დავაში დადგენილად მიიჩნია მოპასუხის ბრალეულობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს (ზიანი) შორის, რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღსანიშნავია შემდეგი: 2014 წლის 25 ნოემბერს, სს „ს--------------------------–---გმა“ შპს „M------------ ს“ 5465.10 ლარი ჩაურიცხა, საიდანაც, 2137.24 ლარი წარმოადგენდა ავტომანქანა Range Rover-ის შეკეთების საფასურს, ხოლო 3327,86 ლარი ავტომანქანა ჰონდასი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს რომ, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული დანაწესისგან გამონაკლისს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომლის მიხედვითაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

დასახელებული მუხლი ადგენს ე.წ შერეული ბრალის პრინციპს, რაც გულისხმობს, არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე დაკისრებას. პირს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის. მოცემული ფაქტობრივი სინამდვილიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------- მ-----–-–---–ს არ შეიძლება სრულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება იმ ნაწილში, რომლის დადგომაც გამოწვეული იყო ავტომანქანა Honda-ს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის დარღვევით, რომლითაც დადგენილია, რომ იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისტანცირების წესი დარღვეულ იქნა არამხოლოდ მოპასუხის, არამედ დაზარალებული Honda-ს მძღოლის მიერაც. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი იცავდა საგზაო მოძრაობისათვის დადგენილ წესებს, ე.ი. სათანადო დისტანციას, იგი მის წინ მდგომ ავტომანქანა Range rover-ს არ შეეჯახებოდა და არ დაზიანდებოდა ავტომობილის წინა ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ დისტანციის დაცვა საჭიროა ავტომანქანის მოძრაობისას და არა გაჩერების, მაგალითად, პარკირების დროს. ავტომობილის მძღოლზე, თუნდაც შუქნიშანთან გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნისას ვრცელდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან, მოხსენიებული კანონის მიზნიდან გამომდინარე საგზაო მოძრაობა გულისხმობს, როგორც ავტომანქანის მძღოლის პასიურ (წითელ მაშუქ სიგნალთან გაჩერება, ქვეითის გატარების მიზნით გაჩერება და ა.შ), ასევე, აქტიურ (მოძრაობა) მოქმედებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის (Honda-ს მძღოლი) თანამონაწილეობა ზიანის დადგომაში გამოიხატა ისეთი მოვლენის დადგომაში, რომლის მიმართაც თვითონაა რისკის მატარებელი, კერძოდ, მას რომ დაეცვა დისტანცირების წესი, სხვა მანქანის უკნიდან დაჯახებისას შესაბამისი დისტანცია უზრუნველყოფდა წინა მანქანის დაცვას. ამდენად, დაზარალებულიცა და ზიანის მიმყენებელიც უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდნენ, რაც მიუთითებს მათ თანაბრალეულობაზე, თანაბარ წვლილზე ზიანის დადგომაში, რის გამოც, გ--------------–-–---–-სათვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა მითითებულ ნაწილში სასამართლომ განსაზღვრა 1787,35 ლარით (3574,7/2).

 

რაც შეეხება, სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნის წარდგენას გ--------------–-–---–-ს მიმართ, აღნიშნული განპირობებულია დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებით, სახელდობრ: სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, იმისათვის რომ დამზღვევს მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სახეზე უნდა იყოს, შემდეგი წინაპირობები: ა. დამზღვევსა და მზღვეველს შორის ხელშეკრულება ნამდვილია; ბ. დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა; გ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მესამე პირის ბრალეულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და დ. დასახელებული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ანაზღაურებული უნდა იყოს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე #№ას-581-549-2011, 5 სექტემბერი, 2012 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობის კანონისმიერი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით არის გათვალისწინებული, რა დროსაც, დამზღვევი მზღვევლის ადგილს იკავებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლით ირკვევა, რომ წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის თაობაზე, რა დროსაც მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის გამოვლენა ხდება, ვრცელდება იმ მოთხოვნებთან მიმართებითაც, რომელთა დათმობაც კანონის საფუძველზე ხორციელდება, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც ასკვნის, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2017 წლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის გარემოებები, რომ გ------- მ-----–-–---–ს არ შეიძლება სრულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება იმ ნაწილში, რომლის დადგომაც გამოწვეული იყო ავტომანქანა Honda-ს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის დარღვევით.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გააკეთა სწორი შეფასება იმ გარემოებაზე რომ ავტომანქანა Honda-ს მძღოლი უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. პირის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას“ (იხ. საქმე №ას745-713-2014 30.04.2015). ხოლო, საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული დისტანციის დაცვა, ემსახურება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შედეგად შეჯახების თავიდან აცილებას. ზემოხსენებულიდან გამომდიანარე, უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს უპატიებელ შეცდომას, შესაბამისად Honda-ს მძღოლის შუქნიშანზე მჭიდრო მოძრაობის დროს მანქანის გაჩერება არ წარმოადგენს უპატიებელ შეცდომას და ასევე, მან ნორმის ფარგლებში დაიცვა დისტანცია, ვინაიდან მის წინ მიმავალი მანქანის გაჩერების დროს ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებებს, რომ დისტანცირების წესი დარღვეულ იქნა არამხოლოდ მოპასუხის, არამედ დაზარალებული Honda-ს მძღოლის მიერაც და მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი იცავდა საგზაო მოძრაობისათვის დადგენილ წესებს, ე.ი სათანადო დისტანციას, იგი მის წინ მდგომ ავტომანქანა Range rover-ს არ შეეჯახებოდა და არ დაზიანდებოდა ავტომობილის წინა ნაწილი. ხოლო რომ დაეცვა დისტანცირების წესი, სხვა მანქანის უკნიდან დაჯახებისას შესაბამისი დისტანცია უზრუნველყოფდა წინა მანქანის დაცვას. ამდენად, დაზარალებულიცა და ზიანის მიმყენებელიც უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდნენ, რაც მიუთითებს მათ თანაბრალეულობაზე, თანაბარ წვლილზე ზიანის დადგომაში, რის გამოც, გ--------------–-–---–-სათვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა მითითებულ ნაწილში უნდა განისაზღვროს 1787.35 ლარით.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა არანაირი სახის მტკიცებულება, რომლიც მიუთითებდა შერეულ ბრალზე, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სქემა ნახაზი, რომელიც შედგენილი იყო 5 მანქანის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეული იქნა მხოლოდ გ--------------–-–---–-.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის არასაკმარისად დასაბუთებული.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,შპს „M------------ სა“ და სს „ს--------------------------–---გს“ შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 12 ივნისის 24 საათიდან 2015 წლის 12 ივნისის 24 საათამდე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა HONDA FIT (სარეგისტრაციო #C-----). სადაზღვევო რისკებად განისაზღვრა ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა).

 

სს „ს----------------------------–---გის“ მიერ გაცემულ იქნა დაზღვევის პოლისი M---------------, რომლის მიხედვითაც, დაზღვეულ იქნა ავტომანქანა - LLAND ROVER, სახელმწიფო ნომრით R-----.

 

2014 წლის 7 ნოემბერს, ქ.თბილისში, მ.გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა „მერსედესი“ სახ.ნომრით V-------, რომელსაც მართავდა გ------- მ-----–-–---–ი, შეეჯახა ავტომანქანა „ჰონდას“, სახ.ნომრით C------ და ავტომანქანა „რენჯროვერს“ სახელმწიფო ნომრით R------.

 

2014 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის #0----- ოქმით დამრღვევად მითითებულია გ------- მ-----–-–---–ი, რომელმაც ქ.თბილისში, გელოვანის გამზირზე დაახლოებით 12:00 საათზე არ დაიცვა დისტანცია ავტომანქანებს შორის და მოახდინა შეჯახება მის წინ გაჩერებულ ავტომანქანაზე“. გ--------------–-–---–- დაჯარიმდა 250 ლარით.

 

გ--------------–-–---–-ს ახსნა-განმარტების შესაბამისად: „ვმოძრაობდი ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მერსედესი სახ.ნომრით: V------- ... ჩემს წინ გაჩერდა ავტომანქანების ნაკადი, დაბრკოლების გამო ვერ შევძელი დროული დამუხრუჭება და შევეჯახე ჩემს წინ მდგომ ავტომანქანა მერსედესს S------, რომელიც შემდგომ შეეჯახა მის წინ მდგომ ავტომანქანა ჰონდას სახ.ნორმით C------, ხოლო, ამის შემდგომ როდესაც შევეჯახე ჩემს წინ მდგომ ავტომანქანას უკნიდან შემეჯახა ავტომანქანა რენო“.

 

ე--------------ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია: „ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით „რენო კლიო“ სახ.ნომრით V----- ვმოძრაობდი გელოვანის გამზირზე ... რა დროსაც ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანა მერსედესი სახ.ნომრით V------ შეეჯახა მის წინ გაჩერებულ ავტომანქანას, ხოლო ამის შემდგომ მე შევეჯახე უკანა მხარეს აღნიშნულ მერსედესს.

 

გ------- კობაიძის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია: „ვმოძრაობდი ჩემი მართვის ქვეშ მყოფი HONDAH სახელმწიფო ნომერი: C------ გელოვანის გამზირზე ... დაფიქსირდა წითელი ფერი, რის გამოც, ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი გაჩერდა ამის გამო გავჩერდი მე. ამის შემდეგ ვიგრძენი უკნიდან შეჯახება, როგორც გავარკვიე შემეჯახა ავტომანქანა მერსედესი, რომელიც, ჩემი აზრით, სხვა ავტომანქანის შეჯახების გამო ინერციით შეეჯახა ჩემს ავტომანქანას, რის გამოც, ჩემი მანქანა უმნიშვნელოდ შეეხო ჩემს წინ მდგომ ავტომანქანა რენჯროვერს...“

ბ---------------ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია: „გელოვანის გამზირზე ვმოძრაობდი ჩემი კუთვნილი ავტომანქანა მერსედესით... როდესაც მიუახლოვდი ვაშლიჯვრის ასახვევს სადაც შუქნიშანზე დაფიქსირდა წითელი ფერი, ამის გამო ჩემს წინ მიმავალი მანქანების ნაკადი გაჩერდა, რის გამოც, გავჩერდი მე... უკანა მხრიდან შემეჯახა მერსედესი V-------, რომლსაც ჩემთან შეჯახებამდე არავინ შეჯახებია...“

 

ლ-–--------–---–ის ახსნა-განმარტების მიხედვით: „ვმოძრაობდი ჩემი მართის ქვეშ მყოფი ავტომანქანა რენჯროვერით... როდესაც ვუახლოვდებოდი გელოვანი და ვაშლიჯვრის ასახვევის კვეთას შუქნიშანზე აინთო წითელი ფერი, რის გამოც, ჩემს წინ მიმავალი ავტომანქანების ნაკადი გაჩერდა ამის გამო გავჩერდი მეც. ამ დროს, ჩემს უკან მომავალ ავტომანქანა ჰონდას შეეჯახა მის უკან მომავალი ავტომანქანა, რის შემდგომაც, ჩემს უკან მდგომ ავტომანქანა ჰონდას შეეჯახა მის უკან მომავალი ავტომანქანა...“

 

LSG - ის მანქანის დათვალიერების აქტი #1-----ით განხორციელდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ა/მანქანის HONDA FIT სახელმწიფო ნომ. C----- შეფასება და დადგინდა, რომ მანქანის კონსტრუქციული დაზიანების გამო, იგი უვარგისია ექსპლუატაციისათვის და აღდგენას არ ექვემდებარება.

 

2014 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა ავტომანქანა H HONDA FIT - ის რეალიზაცია 1890,4 ლარად.

 

2014 წლის 14 ნოემბერს, სს „ა-–----------აიმ“ შპს ,,---------------------- - ის საშუალებით“ განახორციელა ავტომანქანა RANGE ROVER - ის შეკეთება, რომლის საფასურმაც შეადგინა 2137.24 ლარი (უკანა ბამპერი/მოხსნა, დაშლა 27 ლარი; უკანა ბამპერის აღდგენა 97,21 ლარი, შეღებვა 135,01 ლარი; უკანა ბამპერის მიყენება/აწყობა 27 ლარი; პოლირება 27 ლარი. უკანა ბამპერი ახალი/ორიგინალი 1498 ლარი, დღგ: 326,02 ლარი). 2014 წლის 25 ნოემბერს, სს „ს--------------------------–---გმა“ შპს „კ----------------------სს“ ჩაურიცხა 2137.24 ლარი.

 

2014 წლის 25 ნოემბერს, სს „ს--------------------------–---გმა“ შპს ,,M----------- - ს“ 5465.10 ლარი ჩაურიცხა.

 

2016 წლის 17 მარტის სს „ს--------------------------–-----ს“ ცნობით, გ--------------–-–---–-ს დავალიანება 5711,94 ლარი გ--------------–-–---–-ს მიერ არ ანაზღაურებულა.

 

რაც შეეხება სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

სადაზღვევო შემთხვევა სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგია. დაზღვევის ხელშეკრულება, ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. კერძოდ, მზღვეველი მოვალეა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „M------------სა“ და სს „ს--------------------------–-----“-ს შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 12 ივნისის 24 საათიდან 2015 წლის 12 ივნისის 24 საათამდე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა HONDA HIT (სარეგისტრაციო #C------). სადაზღვევო რისკებად განისაზღვრა ავტოტრანსპორტისათვის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, გატაცება (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა). ამასთან, სს „ს--------------------------–-----ს“ მიერ გაცემულ იქნა დაზღვევის პოლისი M-------------, რომლის მიხედვითაც, დაზღვეულ იქნა ავტომანქანა - LAND ROVER სახელმწიფო ნომრით R------.

 

2014 წლის 7 ნოემბერს, ქ.თბილისში, მ.გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანა „მერსედესი“ სახ.ნომრით V------, რომელსაც მართავდა გ--------------–-–---–- შეეჯახა ავტომანქანა „ჰონდას“ სახ.ნომრით C------ და ავტომანქანა „რენჯროვერს“ სახელმწიფო ნომრით R------. 2014 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის #0----- ოქმით დამრღვევად მითითებულია გ------- მ-----–-–---–ი, რომელმაც ქ.თბილისში, გელოვანის გამზირზე დაახლოებით 12:00 საათზე არ დაიცვა დისტანცია ავტომანქანებს შორის და მოახდინა შეჯახება მის წინ გაჩერებულ ავტომანქანაზე. გ--------------–-–---–- დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუ ქციას.ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ--------------–-–---–-ს ბრალეულობა დადასტურებულია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმით, დასახელებული ოქმი არ ყოფილა გასაჩივრებული კანონით დადგენილი წესით და იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გ--------------–-–---–-ს ბრალეულობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილია, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს (ზიანი) შორის, რაც შეეხება ზიანის ოდენობას, პალატა განმარტავს შემდეგს: 2014 წლის 25 ნოემბერს, სს „ს--------------------------–---გმა“ შპს „M------------ ს“ 5465.10 ლარი ჩაურიცხა, საიდანაც, 2137.24 ლარი წარმოადგენდა ავტომანქანა Range Rover-ის შეკეთების საფასურს, ხოლო 3327,86 ლარი ავტომანქანა ჰონდასი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს რომ, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული დანაწესისგან გამონაკლისს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომლის მიხედვითაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

დასახელებული მუხლი ადგენს ე.წ შერეული ბრალის პრინციპს, რაც გულისხმობს, არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე დაკისრებას. პირს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის. არსებული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, გ------- მ-----–-–---–ს არ შეიძლება სრულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება იმ ნაწილში, რომლის დადგომაც გამოწვეული იყო ავტომანქანა Honda-ს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის დარღვევით, რომლითაც დადგენილია, რომ იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ შეფასებაში, რომ დისტანცირების წესი დარღვეულ იქნა არა მხოლოდ მოპასუხის, არამედ დაზარალებული Honda-ს მძღოლის მიერაც და რომ ავტომობილის მძღოლზე, თუნდაც შუქნიშანთან გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნისას ვრცელდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულის (Honda-ს მძღოლი) თანამონაწილეობა ზიანის დადგომაში გამოიხატა ისეთი მოვლენის დადგომაში, რომლის მიმართაც თვითონაა რისკის მატარებელი, კერძოდ, მას რომ დაეცვა დისტანცირების წესი, სხვა მანქანის უკნიდან დაჯახებისას შესაბამისი დისტანცია უზრუნველყოფდა წინა მანქანის დაცვას. ამდენად, დაზარალებულიცა და ზიანის მიმყენებელიც უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდნენ, რაც მიუთითებს მათ თანაბრალეულობაზე, თანაბარ წვლილზე ზიანის დადგომაში.

 

რაც შეეხება, სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნის წარდგენას გ--------------–-–---–-ს მიმართ, აღნიშნული განპირობებულია დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებით, სახელდობრ: სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, იმისათვის რომ დამზღვევს მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სახეზე უნდა იყოს, შემდეგი წინაპირობები: ა. დამზღვევსა და მზღვეველს შორის ხელშეკრულება ნამდვილია; ბ. დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა; გ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მესამე პირის ბრალეულმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს და დ. დასახელებული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანი დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ანაზღაურებული უნდა იყოს.

 

სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობის კანონისმიერი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით არის გათვალისწინებული, რა დროსაც, დამზღვევი მზღვევლის ადგილს იკავებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლით ირკვევა, რომ წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის თაობაზე, რა დროსაც მხარეთა კერძო ავტონომიის პრინციპის გამოვლენა ხდება, ვრცელდება იმ მოთხოვნებთან მიმართებითაც, რომელთა დათმობაც კანონის საფუძველზე ხორციელდება, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც ასკვნის, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია სასამართლოს მიერ დადგენილია ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულობა აპელანტისთვის მიყენებული ზიანის მიმართ, თუმცა, სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს რომ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად დაზარალებული მხარის ქმედებამაც, რაც გამოიხატა მხარის მიერ ,,საგზაო მოძრაობს შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის დარღვევაში. ამასთან, უდავოა, რომ კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა თუკი, დაზარალებული ავტომანქანა honda - ს მძღოლი გამოიჩენდა გონივრულ წინდახედულებას, დაემორჩილებოდა საგზაო მოძრაობის წესებს და დაიცავდა შესაბამის დისტანციას ავტომობილებს შორის.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეული იქნა მხოლოდ გ--------------–-–---–-. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული, საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასებისას, არ გამორიცხავს დაზარალებული ავტომანქანა honda - ს მძღოლის ბრალეულობას და მის წილ პასუხისმგებლობას დამდგარი შედეგისადმი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ს--------------------------–-----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.09.2016 წლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი