განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002270915 (N3ბ/3178-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - გი------------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის და კუთვნილი შვებულების ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გი------------–----–---–ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 14 ივნისის №1------ ბრძანებით, გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) მართვისა და ტექნოლოგიების მთავარ სპეციალისტად (უფროსი
ტექნიკოსი), უფროსი სპეციალური წოდების - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის“ მინიჭებით (შსს ყოფილი თანამშრომელი).
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2014 წლის 14 ივნისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 43).
გი------------–----–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) უფროსს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა 2017 წლის 1 ივლისიდან.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- გი------------–----–---–ის პატაკი (ს.ფ. 98).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1------ ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 46).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 31 ივლისის №1------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) დაინიშნა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორის) უფროსად და გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) მართვისა და ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (უფროსი ტექნიკოსი) თანამდებობიდან.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 31 ივლისის №1------ ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 44).
2017 წლის 11 ოქტომბერს, გი------------–----–---–მა წარადგინა პატაკი საქართველოს შსს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში და მის მიერ დაკავებულ ბოლო თანამდებობაზე აღდგენა ითხოვა, ვინაიდან სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოში არანაირი რეორგანიზაცია არ მომხდარა და გაურკვევლობის გამო აღმოჩნდა სამსახურის გარეშე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გი------------–----–---–ის 2017 წლის 11 ოქტომბრის პატაკი (ს.ფ. 57-58).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 53).
2017 წლის 14 დეკემბერს, გი------------–----–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა 2017 წლის 6 ნოემბრის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის №2------ ბრძანების გაუქმება - მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ და აღდგენა მის ბოლო ან შესაბამის თანამდებობაზე, ვინაიდან სასაზღვრო პოლიციის №3-ე სამმართველოში არანაირი რეორგანიზაცია არ მომხდარა და გაურკვევლობისა და უსამართლობის გამო აღმოჩნდა სამსახურის გარეშე.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- 2017 წლის 14 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 54).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 26 დეკემბრის MIA 0------------ წერილით გი------------–----–---–ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1------ ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, გი------------–----–---–ი აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბერს, მის მიმართ გამოიცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის №2------ ბრძანება, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ“. ასევე ეცნობა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2------ ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების (ბათილად ცნობის) კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობა. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მოკლებული იყო შესაძლებლობას იმ ეტაპზე მისი დასაქმების თაობაზე, თუმცა პერიოდულად განხილული იქნებოდა მისი დასაქმების საკითხი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 26 დეკემბრის MIA 0------------ წერილი (ს.ფ. 55).
ალ------ მ-----–---–ის 2018 წლის 9 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №11 სასაზღვრო სექტორის (ჯანდარა) უფროსის თანამდებობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 29 ივნისს, №3 სამმართველოს ახალად დანიშნულმა უფროსმა - თ. გო----–---–მა ჩაატარა პირველი სამსახურებრივი თათბირი სექტორის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან, რომ ტარდებოდა რეორგანიზაცია და მოითხოვა, რომ სექტორის უფროსებსა და მოადგილეებს დაეწერათ პატაკები შსს კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით. ყოველივე იყო უბრალო ფორმალობა და თითოეული მათგანს გაეგრძელებინა სამსახური. პატაკის შინაარსი შედგენილი იქნა სამმართველოს უფროსის მიერ და თარიღად მიუთითეს 2017 წლის 1 ივლისი. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 2017 წლის 5 ივლისს, ალ------ მ-----–---–ი აიყვანეს კადრების განკარგულებაში. აღნიშნულის შემდგომ ნაწილი თანამშრომლები დატოვეს სამსახურში, ხოლო ნაწილი არა.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- ალ------ მ-----–---–ის განცხადება (ს.ფ. 49).
გი---------მ---------–---–ის 2018 წლის 13 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოს (წითელი ხიდის) მე-9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) უფროსის თანამადებობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 29 ივნისს, მე-3 სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა - თ.გო----–---–მა ჩაატარა პირველი სამსახურებრივი თათბირი სექტორის უფროსებთან და მათ მოადგილეებთან, რომ ტარდებოდა რეორგანიზაცია, რის გამოც მოითხოვა სექტორის უფროსებს, მოადგილეებს, ასევე სამმართველოს ოფიცრებს დაეწერათ პატაკები შსს-ს კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით. ასევე, მოითხოვა, რომ ჩაებარებინათ შსს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. ყოველივე იყო უბრალოდ ფორმალობა და თითოეულ მათგანს გაეგრძელებინა სამსახური ჩვეულ რიტმში. პატაკის შინაარსი შედგენილი იქნა სამმართველოს უფროსის მიერ და თარიღად მითითებულ იქნა 2017 წლის 1 ივლისი. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 2017 წლის 5 ივლისს აღნიშნული პატაკის საფუძველზე, იგი აიყვანეს კადრების განკარგულებაში, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბერს დაითხოვეს შსს-ს ორგანოებიდან.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- გი---------მ---------–---–ის განცხადება (ს.ფ. 48).
ლე--------–-------–---–ის 2017 წლის 16 იანვრის განცხადებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 ივლისამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოში (წითელი ხიდი) საზღვრის დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. განცხადებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 29 ივნისს, №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ახლად დანიშნულმა უფროსმა - თ. გო----–---–მა ჩაატარა პირველი სამსახურებრივი თათბირი სექტორის უფროსებთან, მათ მოადგილეებთან, ასევე სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად, რომ ტარდებოდა რეორგანიზაცია და მოითხოვა, რომ სამმართველოს ოფიცრებს, ასევე სექტორის უფროსებს და მათ მოადგილეებს დაეწერათ პატაკები შსს-ს კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით. ასევე მოითხოვა, რომ ჩაებარებინათ შსს-ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. ამასთან აღნიშნა, რომ ყოველივე იყო უბრალო ფორმალობა და თითოეულ მათგანს გაეგრძელებინა სამსახური ჩვეულ რიტმში. თარიღად მითითებულ იქნა 2017 წლის 1 ივლისი. 2017 წლის 5 ივლისს, აღნიშნული პატაკის საფუძველზე იგი, ასევე ნაწილი სექტორის უფროსებისა და მოადგილეებისა აიყვანეს კადრების განკარგულებაში, ხოლო დანარჩენებმა გააგრძელეს ჩვეულებრივ მუშაობა. განცხადებაში მიუთითა, რომ პატაკების დაწერა არ მომხდარა არც მისი და არც ზემოხსენებული ოფიცრების ნება-სურვილით.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- ლე--------–-------–---–ის განცხადება (ს.ფ. 47).
დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე, იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ასევე მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე - მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ამასთან, 2017- 2018 წლების გამოუყენებელი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ოდენობით საკითხზე.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე და იმავე დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე და დაადგინა, რომ რომ გი------------–----–---–ს გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) უფროსის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების ” პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტზე, იმავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად; სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნოს, გადააადგილოს და გათავისუფლოს, შვებულებაში გაუშვას და შვებულებიდან გამოიძახოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გი------------–----–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) უფროსს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა 2017 წლის 1 ივლისიდან.
ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 36-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელისა დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრებში აყვანის თაობაზე მიღებული აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლო ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზოგადი პრონციპის - შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რომლის შესაბამისადაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მისი სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულების თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ იძულება არ არის ფაქტი, იძულება არის სამართლებრივი შეფასება ფაქტებისა, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე და წარადგენს მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არათუ არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, სამართლებრივი შეფასებისათვის შესაბამის ფაქტებსა და მტკიცებულებებზეც არ ჰქონია მითითება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ლე--------–-------–---–ის, გი---------მ---------–---–ისა და ალ------ მ-----–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, რომლებმაც ასევე 2018 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მათი მხრიდან იყო მოწოდება მხოლოდ, რომ დაეწერათ პატაკები კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების დაწერა/არდაწერის საკითხი თავად მოხელის გადასაწყვეტი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა გამოთხოვილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსგან მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება. ასევე არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოსათვის, როგორიცაა გენერალური ინსპექცია და არ უცნობებია, რომ იძულებით მოხდა განცხადების დაწერა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე და არ მისცემოდა მსვლელობა აღნიშნული განცხადების განხილვას. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიერ დაწერილი განცხადების (პატაკი) საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 5 ივლისის №1------ ბრძანება - გი------------–----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და 2017 წლის 6 ნოემბრის №2------ ბრძანება მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია კანონის შესაბამისად და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127- ე მუხლის მე-5 პუნქტზე და დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა, საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე - გი------------–----–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული აქტები და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლომ განმარტა, რომ შვებულებით სარგებლობა წარმოადგენს მოხელის უფლებას ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებით. შვებულების მიღება მოქალაქის უფლებას წარმოადგენს და მისი გამოყენება დამოკიდებულია ამ უფლების რეალიზაციაზე. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ არ მომხდარა აღნიშნული უფლების რეალიზაცია, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
გი------------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ "პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრებში აყვანის თაობაზე მიღებული აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლო ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზოგადი პრინციპის - შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რომლის შესაბამისადაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები".
აპელანტის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ "მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მისი სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ იძულება არ არის ფაქტი, იძულება არის სამართლებრივი შეფასება ფაქტებისა, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე და წარადგენს მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არათუ არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, სამართლებრივი შეფასებისათვის შესაბამის ფაქტებსა და მტკიცებულებებზეც არ ჰქონია მითითება". არსაწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს "ასევე არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოსათვის, როგორიცაა გენერალური ინსპექცია და არ უცნობებია, რომ იძულებით მოხდა განცხადების დაწერა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე და არ მისცემოდა მსვლელობა აღნიშნული განცხადების განხილვას. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიერ დაწერილი განცხადების (პატაკი) საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნასთან დაკავშირებით".
აპელანტის მითითებით, შსს კადრების განკარგულებაში აყვანის მოთხოვნით პატაკები სექტორის უფროსებმა და მოადგილეებმა დაწერეს 29 ივნისს, თუმცა სამმართველოს უფროსის მითითებით თარიღად მიუთითეს 01 ივლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეებმა ლე--------–-------–---–მა, გი---------მ---------–---–მა და ალ------ მ-----–---–მა 2018 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან მართალია იძულების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მათი მხრიდან იყო დავალება, რომ აუცილებლად დაეწერათ პატაკები კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე, რითაც ხელმძღვანელმა მათ მოატყუა და მასიურად დაწერილი პატაკებიდან დააკმაყოფილა მხოლოდ ის პატაკები, რომელიც ეხებოდა მისთვის არასასურველ პირებს.
გი------------–----–---–ს არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ მის მიმართ განხორციელდა იძულება და/ან მუქარა. მოსარჩელე მხარე იმთავითვე მიუთითებდა რომ ხელმძღვანელმა ის და მისი კოლეგები შეიყვანა შეცდომაში, მოატყუა რომ ტარდებოდა რეორგანიზაცია და აუცილებელი იყო პატაკების დაწერა, ხოლო რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ყველა დაუბრუნდებოდა თავის პოზიციას.
სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე რომელიც მოცემულ საქმეში არის სადავო, კერძოდ იმ გარემოებაზე, რომ გი------------–----–---–ის მიერ დაწერილი პატაკი კადრების განკარგულებაში აყვანის (სამსახურიდან გათავისუფლების) თაობაზე, არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას, მაშინ, როცა დადგენილია, რომ პატაკის დაწერა მას მოუწოდა (დაავალა) ახლად დანიშნულმა უშუალო ხელმძღვანელმა, რომელმაც უთხრა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ხელახლა დაინიშნებოდა იმავე თანამდებობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 29 ივნისს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს ახლად დანიშნულმა უფროსმა, თე----- გო----–---–მა სექტორების უფროსებთან ჩაატარა პირველი თათბირი და სექტორების უფროსებს და მათ მოადგილეებს, მასიურად დაავალა შსს კადრების განკარგულებაში აყვანის მოთხოვნით დაეწერათ პატაკები.
სასამართლოს ყურადღების და შეფასების მიღმა დარჩა გი------------–----–---–ის სარჩელის მოტივი, საჯარო შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში საჯარო მოხელის მიერ ნების გამოვლენის ნამდვილობის სამართლებრივი შეფასება.
საქმის განხილვისას სასამართლოს მხრიდან სამართლებრივი შეფასების მიღმა დარჩა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემის სამართლებრივი წესის, მისი მიღების სტანდარტის რელევანტურობა სადავო საკითხთან მიმართებაში და რაც ყველაზე მთავარია სამართლებრივი შეფასება არ მისცა საჯარო მოხელის ნების გამოვლენის ნამდვილობას.
აპელანტის განმარტებით, განსახილველ დავაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა სამსახურიდან ისე გაათავისუფლა გი------------–----–---–ი, რომ არც დაინტერესებულა რამ განაპირობა ქვეყანაში, გამეფებული საყოველთაო უმუშევრობის ფონზე, მის მიერ პატაკის (განცხადების) დაწერა გათავისუფლების თაობაზე. გი------------–----–---–მა პატაკი დაწერა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად. იმ ფონზე, როცა გი------------–----–---–ი გრძელვადიან სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაშია კომერციულ ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულებაში მოვალის სტატუსით, რომლის დადგენილ ვადებში შესრულება საჭიროებს კანონიერი სახსრების მოძიებას, ასევე მის კმაყოფაზე არიან მეუღლე, სამი შვილი და პენსიონერი მშობლები. მოპასუხე მხარეს არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მოპასუხის ამგვარი ქცევისა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მიზეზების, საფუძვლის შესწავლას მივყავართ შეფასებამდე, რომელიც თანაბარწილად მოიცავს, როგორც მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების საჯარო დაწესებულების მართვის სტანდარტებში გათვითცნობიერებულობის, ასევე, ხელმძღვანელისათვის აუცილებელი ისეთი ადამიანური თვისებების, როგორიცაა - გულისხმიერება, ყურადღება, თანაგრძნობა, სრულიად დაუშვებელ დეფიციტს. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს იმგვარი საჯარო ინტერესი, საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევად გამართლებული იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, იგნორირება. საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობისათვის ხორციელდება. ხოლო საზოგადოების ინტერესების განხორციელება საზოგადოების წევრების (თუნდაც ერთი წევრის) უფლებების შელახვის ხარჯზე სრული ნონსენსი და თანამედროვე ეპოქისათვის შეუფერებელი, დრომოჭმული შეხედულება და მიდგომაა.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
განსახილველ შემთხვევაში, არც მოპასუხე საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევიათ და არ შეუფასებიათ გი------------–----–---–ის განცხადება შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს.
აპელანტის განმარტებით, არავისთვის უცხო არ არის და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საჯარო მოსამსახურეთა პირადი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებათა დაწერის მასშტაბური ტენდენცია. საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ცვლილებას საქართველოს პირობებში, თან სდევს დაწესებულების საჯარო მოსამსახურის მხრიდან მასიურად გამოვლენილი ნება განთავისუფლების შესახებ, ასევე, უიშვიათესია შემთხვევა, როცა დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას თუნდაც რამდენიმე საჯარო მოხელემ უარი თქვა ნებაყოფლობით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართვაზე. სასამართლოებში დავების განხილვისას საჯარო მოხელეები აცხადებდნენ, რომ განცხადებები მოტყუებით, იძულებით, მუქარით, სამსახურში ხელახლა დანიშვნის დაპირებით დაწერეს. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე სამი შვილის მამაა, რომელმაც საბანკო ვალდებულებების მდგომარეობაში მყოფმა დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ფორსირებული წესით დაკმაყოფილდა.
სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: ა) კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; ბ) სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
აპელანტმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ, იურიდიულად დაუსაბუთებელი და უკანონოა, არამედ ვერ პასუხობს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ამოცანას. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას.
აპელანტის განმარტებით, საქმის მასალების თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა პირადი პატაკის საფუძველზე მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია ის გარემოება, თუ რატომ გადაწყვიტა მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის დაწერა, აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით, ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგოა.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალ---------ე ვ---–----ი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009).
ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით უდავოა, რომ პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა, საამისოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით, უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გ ა რ ე ზ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს ა გ ა ნ.
აპელანტის განმარტებით, სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და უნდა დაკმაყოფილდეს გი------------–----–---–ის სარჩელი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, მის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს და მოვალეობებს, სადაც თავისი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია საჯარო მოსამსახურის ნების გამოვლენას, საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება ემყარება პირის ნებას - გახდეს საჯარო მოსამსახურე, კანონისმიერი კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობებში. ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის ნება, განთავისუფლდეს სამსახურიდან. კერძოდ, ამავე კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების” მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ - მინისტრი. ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის №1014 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, გი------------–----–---–მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) უფროსს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა 2017 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 6 ნოემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - გი------------–----–---–ი (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტი მხარის იმ განმარტებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი არ შეესაბამება მის ნამდვილ ნებას და იგი დაიწერა მოტყუების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების სამმართველოს განკარგულებაში გადაყვანის ფაქტი გი------------–----–---–ის კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლო ლოგიკურად ერთმანეთთან ვერ აკავშირებს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს: ერთის მხრივ უწყების რეორგანიზაციის და მეორე მხრივ, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერის ფაქტთან მიმართებით, ვინაიდან რეორგანიზაცია გარკვეული თანამდებობების გაუქმებას, ახალი შტატების დაშვებას და უწყების სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობს და იგი არ წარმოადგენს მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს, თუ მას არ მოჰყვა შტატების შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) №5 სასაზღვრო სექტორის უფროსის გი------------–----–---–ის მიერ საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) უფროსის თე----- გო----–---–ის სახელზე დაწერილ პატაკის შინაარსზე და აღნიშნული პატაკის საფუძველზე გამოცემულ 2017 წლის 05 ივლისის №1------ გი------------–----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების თაობაზე, რომელშიც აპელანტის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია არა რეორგანიზაცია, არამედ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქართველოს შსს საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურში გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (გათავისუფლება პირადი განცხადებით პატაკის საფუძველზე) სადაც მითითებულია, რომ აპელანტისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არა სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის, არამედ პატაკის საფუძველზე.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება პატაკის დაწერისას გი------------–----–---–ის მოტყუების ან მასზე სხვა რაიმე ზემოქმედების ფაქტი, ვერ დგინდება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის სამოხელეო სამართლის კანონმდებლობით, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სტანდარტს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, მის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს და მოვალეობებს, სადაც თავისი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია საჯარო მოსამსახურის ნების გამოვლენას, საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება ემყარება პირის ნებას - გახდეს საჯარო მოსამსახურე, კანონისმიერი კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობებში. ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის ნება, განთავისუფლდეს სამსახურიდან (მუხლი 108-ე).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მიუხედავად, სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს მოხელის ნების გამოხატვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება, მათ შორის, სპეციფიკის გათვალისწინებით. მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. პირის სურვილი აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე) წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას და არავის აქვს უფლება და სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ითვლებოდეს საჯარო მოსამსახურედ და ასრულებდეს საჯარო მოვალეობებს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ როგორც "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი მოსარჩელე გი------------–----–---–ს ანიჭებდა უფლებას გამოეხატა ნება სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალდებულებდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელე გი------------–----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, სამსახურში დარჩენასთან დაკავშირებით, აპელანტის ნების გამოვლენას დაადასტურებდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, დამატებით გამოიკვლიოს მოსამსახურის ნება, უსაფუძვლოა, რადგან მას უკვე გამოხატული აქვს წერილობით სურვილი სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, თავისი ნების უარყოფის ვალდებულებაც, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მას უნდა დაეკისროს, რამდენადაც თითოეული პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი უფლების განკარგვაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------------–----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები არ ეწინააღმდეგება მოცემული ურთიერთობების მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისად ცნობის პირობებში, პალატა ეთანხმება ამავე სასამართლოს დასკვნას, რომ გი------------–----–---–ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე თანმდევი სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს წინა სასარჩელო მოთხოვნებიდან და ამდენად, პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილშიც, მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული სარჩელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანებები ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და სწორედ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით წყდება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოხელეებსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის. თითოეული აქტის გამოცემას კი საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერისას, პირის ნება ფორმირებულია მისი განწყობებით, დამოკიდებულებებით, პერსპექტიული გეგმებით, თვითშეფასების ხარისხით და სხვა. ამდენად, სხვა მოხელეთა მიერ გამოვლენილი ნება, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანებები არის ინდივიდუალური ხასიათის და ისინი ვერ გამოდგება გი------------–----–---–ის მიმართ გამოცემული, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის უკანონობის მტკიცების საფუძვლად, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ გი------------–----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის, მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები ფორმალურად თავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება საჯარო მოსამსახურის ნების ფორმირებაზე ვინმეს, განსაკუთრებით უშუალო დაქვემდებარების ვერტიკალის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
პროცესის ხარჯები
აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გი------------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი