განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-198-2019 წელი
№110100119002824209
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ---- ღ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ---- ღ------ე, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ზ----------–-------–--------–--------------------ში, ფაქტობ-რივად მცხოვრები ქ. ზ----------–-------–------------------ში, მსჯავრდებულია ზეს-ტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამა-ტებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდე-ნობით.
aRwerilobiTi nawili:
ბ---- ღ------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 01:20 სთ-ზე, ქ.ზ----------–--------------------------ში მდებარე შპს „დ----–------ის“ კუთვნილ კაზინო „ვ---ში“, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ---- ღ------ემ, აპარატზე თამაშის პროცესში, წაგებით განაწყენებულმა, ხელის დარტყ-მით დააზიანა სათამაშო აპარატის 2 ცალი მონიტორი, ეკრანის დამცავი 2 ცალი ორგანუ-ლი მინა, სარეკლამო სანათის მინა და ასევე, ხელის დარტყმით დააზიანა შესასვლელი კარის მინა. აღნიშნული ქმედებებით, დაზარალებულს მთლიანობაში მიაყენა 270,26 ლა-რის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ---- ღ------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ ბ---- ღ------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმო-ბიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მი-ზნების განხორციელებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დაზრალებულისათვის ზიანი არ აუნაზღაურებია, მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახა-ლისებელი აღმოჩნდეს მისთვის შემდგომი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ბ---- ღ------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ---- ღ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინს-ტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სა-ხე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცე-ვა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გან-საზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავი-დან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრებუ-ლი არ არის წარსულში ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, არის სოცია-ლურად დაუცველი. ბ---- ღ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშა-ულისათვის დაუნიშნა ძირითადი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრობა 100 (ასი) საათის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაუნიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი ბ---- ღ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ---- ღ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სა-სამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ---- ღ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრობა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, ბ---- ღ-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ბ---- ღ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაე-ვალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნატე-ხი, ხელის ერთი კვალი და მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტა-ფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო-მასალა, ჩაწერილი დისკზე და სამორინე „ვ---ს“ -ში და სამეთვალყურეო კამერის ჩანაწე-რი დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili