განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001-91353
N2ბ/28-1-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი,სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - გუ-–----------–-----ნი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გუ-–------------–-----ნი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების ვალდებულება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით გუ-–----------–-----ნის სარჩელი მოპასუხე გუ-–------------–-----ნის მიმართ, ქმედების განხორციელების ვალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ვე--–--–ი N1-, I-----------–-, 4-------–--–-ს და 1---- კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ N0---------------) მესაკუთრედ აღრიცხულია გუ-–----------–-----ნი. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: 1. ჩუქების ხელშეკრულება N1----, დამოწმების თარიღი 1----–-–-----------ი 2. ჩუქების ხელშეკრულება N1--1-, დამოწმების თარიღი 1993 წლის 22 იანვარი 3. ნასყიდობის ხელშეკრულება N2-----, დამოწმების თარიღი 1990 წლის 05 აპრილი 4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მუხლი 1513) 5. ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საინენტარიზაციო გეგმა, გაცემის თარიღი 2004 წლის 05 ივლისი.
აღნიშნული უძრავი ქონების დარჩენილ ნაწილზე (I-----------–-, 4-------–--–----------- კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი) ირიცხება მოპასუხე გუ-–------------–----ნის თანასაკუთრების უფლება;
2.2. საქართველოს ი------–---------------------------------------------------–----------ოს მიერ 2----–-–------------ს მომზადებული ინფორმაციის თანახმად, გუ-–----------–---ანს ეცნობა, რომ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია ყველა მესაკუთრის/მოსარგებლის თანხმობით, ხოლო რეგისტრაციის მიზნებისათვის მესაკუთრედ ან მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში რეგისტრისრებული პირი. სხვა მესაკუთრეთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხსმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და აღნიშნული წესი ვრცელდება ბინთმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე;
2.3. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიერ მომზადებული 0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ქ. თბილისი, ვე--–--–ის ქუჩა N1--ში მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების დაზუსტებამდე შეუძლებელია, ვინაიდან ექპერტიზისათვის უცნობია, თუ რომელი მონაცემების შესაბამისად მოახდინოს გამიჯვნის გეგმის მომზადება. საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული 4------------ წილების შესაბამისად, თუ შესაბამისი პროპორციული წილების, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების ფართების 7------------------- კვ.მ გათვალისწინებით;
2.4. შპს ,,რ-----------ის“ მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების და მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით დადგინდა, რომ სარდაფის საერთო ფართი წარმოადგენს 1---- კვ.მ-ს, კიბის ქვეშ მდებარე ფართობი - 2--- კვ.მ-ს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნაში მითითებული N8 ფართი მთლიანი საცხოვრებელი ფართიდან (1----- კვ.მ) შეადგენს 4---- კვ.მ-ს;
2.5. ,,პრ-------------ის“ მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების და მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით დადგენილია, რომ სხვენის სართულის საერთო ფართი შეადგენს 8---- კვ.მ-ს;
2.6. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისში, ვე--–--–ის ქუჩა N1--ში წარმოადგენს თანასაკუთრებას და გარდა მოსარჩელისა და მოპასუხისა ამავე მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას ჰყავს კიდევ ერთი თანამესაკუთრე, თუმცა საჯარო რეესტრში მისი წილის ოდენობა და ვინაობა არა რეგისტრირებული და მასზე ვერც მხარეები მიუთითებენ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა გუ-–----------–-----ნს ნება დაერთოს, მოპასუხის თანხმობის გარეშე, განახორციელოს მის სარგებლობაში არსებული 8---- კვ.მ სხვენის, 10.6 კვ.მ სარდაფის, 2--- კვ.მ კიბის ქვეშ მდებარე ფართის, ეზოში მდებარე მარნის 15.24 კვ.მ და საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული N8 ფართების საკუთრებაში რეგისტრაცია. აღნიშნული მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვდა სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციას.
სასამართლომ მიუთითა, რომ პირის სადავოდ ქცეული უფლების შეფასება ითვალისწინებს როგორც პროცესუალურ, ისე - მატერიალურ სამართლებრივ ასპექტებს. საპროცესო წესრიგი, დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციით, უზრუნველყოფს კანონიერების რეჟიმის განხორციელებას სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. საპროცესო უფლებების რეალიზაციის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო სამართალწარმოების სუბიექტები თავისუფალნი არიან საპროცესო მოქმედებების არჩევანში მანამ, სანამ მათი თავისუფლება არ არღვევს კანონის ნორმებს ან არ ზღუდავს სხვა პირის ინტერესებს.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს ფაქტებზე მხარის საპროცესო ბატონობას, ამავდროულად ზღუდავს მას ვალდებულებით, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც წარმოადგენს სამართალწარმოების წესის მნიშვნელოვან ელემენტს.
სასამართლოს მითითებით, ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ „....ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე Nას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე'' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. “.....მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით....“
სასამართლოს განმარტებით, საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. “...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს კანონი არეგულებდა, შესაბამისად მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სახეზე უნდა ყოფილიყო მისი დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გუ-–----------–-----ნმა სასარჩელო განცხადებით განსაზღვრა დავის საგანი - თანამესაკუთრისაგან თანხმობის მიცემა, მას არ მოუთხოვია საკუთრების რეგისტრაცია, მითუმეტეს, თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე. გუ-–----------–-----ნის მოთხოვნა მდგომარეობდა შემდეგში: დაევალოს გუ-–------------–-----ნს მისცეს თანხმობა გუ-–----------–-----ნს მის სარგებლობაში არსებული 8----------------------------------------------- კვ.მ. კიბის ქვეშ მდებარე ფართის, ეზოში მდებარე 1---- კვ.მ. მარნისა და საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული №- ფართის გუ-–----------–-----ნის საკუთრებად აღრიცხვაზე. სასამართლომ კი სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა იმგვარად, რომ: გუ-–----------–-----ნს ნება დაერთოს მოპასუხის თანხმობის გარეშე განახორციელოს მის სარგებლობაში არსებული 8---- კვ.მ სხვენის, 1--- კვ.მ სარდაფის, 2-- კვ.მ კიბის ქვეშ მდებარე ფართის, ეზოში მდებარე 1---- კვ.მ მარნისა და საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული №- ფართების საკუთრებაში რეგისტრაცია. ამდენად, სასამართლომ განიხილა ის მოთხოვნა, რომელიც სარჩელში არ იყო დაყენებული და შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უთხრა იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
აპელანტის განმარტებით, მოთხოვნები: ,,დაევალოს მოპასუხეს მომცეს თანხმობა" და ,,ნება მომეცეს მოპასუხის გარეშე განვახორციელო", სხვადასხვა მოთხოვნებია. პირველი მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეს სჭირდება მოპასუხის თანხმობა, რომელსაც შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოიყენებს, როგორც რეგისტრაციისათვის საჭირო ერთ-ერთ პირობას. ამ სარჩელით მოსარჩელე არ ითხოვს უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციას. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნას: ,,ნება დამერთოს მოპასუხის თანხმობის გარეშე განვახორციელო უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაცია" არის პირდაპირ საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნა და, რა თქმა უნდა, სასამართლო ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა, რადგან კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციის წესს და ეს სასარჩელო მოთხოვნა ამ წესში ვერ ჩაჯდებოდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ უძრავი ნივთის საკუთრებაში რეგისტრაციაზე კანონის შესაბამისად მოითხოვა თანამესაკუთრის თანხმობა. იმ შემთხვევაში, როდესაც თანამესაკუთრე ბოროტად იყენებს თავის უფლებებს, მეორე მხარეს რჩება მხოლოდ ის, რომ თავისი უფლებები დაიცვას სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე და ასე მოიპოვოს მისი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში ზუსტად ეს ვითარებაა. სარჩელშივე მივუთითეთ უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზეც.
3.2. აპელანტის მითითებით, მის მიერ სარჩელში აღნიშნულია ფაქტობრივი გარემოებები, თუ რატომ იქნა აღძრული წინამდებარე სარჩელი და რა საფუძვლით ითხოვდა მოსარჩელე თანამესაკუთრისათვის რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემის დავალებას. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ორივე მხარის მოწმეები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მოხსენიებული მოწმეები და შესაბამისად, გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მათ მიერ მოცემულ ჩვენებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 26.07.2011 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ვე--–--–ის ქ. N4-- ს/კ 0---------------, თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გუ-–----------–-----ნის და გუ-–------------–-----ნის სახელზე. კერძოდ, 4-------–--–- (II სართულზე) და 1---- კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი - ლიტ ,,ა’’-დან აღრიცხულია გუ-–----------–-----ნის სახელზე, ხოლო, 4---- ნაწილი (II სართულზე) და 7---- კვ.მ. სასარგებლო ფართი - I სართულზე ლიტ ,,ა’’-დან - გუ-–------------–-----ნის სახელზე (ტომი 1; ს/ფ 16-17);
4.2. საქართველოს ი------–---------------------------------------------------–----------ოს 02.03.2016 წლის ინფორმაციით, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია ყველა მესაკუთრის/მოსარგებლის თანხმობით, ხოლო რეგისტრაციის მიზნებისათვის მესაკუთრედ ან მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში რეგისტრისრებული პირი. სხვა მესაკუთრეთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხსმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და აღნიშნული წესი ვრცელდება ბინთმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე (ტომი 1; ს/ფ 38-39);
4.3. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 0--------- წლის N0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვე--–--–ის ქუჩა N4--ში მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში დაფიქსირებული მონაცემების დაზუსტებამდე შეუძლებელია, ვინაიდან ექპერტიზისათვის უცნობია, თუ რომელი მონაცემების შესაბამისად მოახდინოს გამიჯვნის გეგმის მომზადება. საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული 4------------ წილების შესაბამისად, თუ შესაბამისი პროპორციული წილების, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების ფართების 7---- კვ.მ, 1---- 8 კვ.მ გათვალისწინებით (ტომი 1; ს/ფ 36-37);
4.4. შპს ,,რ-----------ის“ მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების და მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, სარდაფის საერთო ფართი წარმოადგენს 1---- კვ.მ-ს, კიბის ქვეშ მდებარე ფართობი - 2--- კვ.მ-ს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნაში მითითებული N8 ფართი მთლიანი საცხოვრებელი ფართიდან (1----- კვ.მ) შეადგენს 4---- კვ.მ-ს (ტომი 1; ს/ფ 33);
4.5. შპს ,,პრ-------------ის“ მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების და მომზადებული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, სხვენის სართულის საერთო ფართი შეადგენს 8---- კვ.მ-ს (ტომი 1; ს/ფ 35);
4.6. დადგენილია, რომ ამავე მისამართზე მდებარე უძრავ ქონებას ჰყავს კიდევ ერთი თანამესაკუთრე, თუმცა საჯარო რეესტრში მისი წილის ოდენობა და ვინაობა არაა რეგისტრირებული და მასზე ვერც მხარეები მიუთითებენ;
4.7. წინამდებარე სარჩელით, გუ-–----------–-----ნი მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, დაევალოს გუ-–------------–-----ნს მისცეს თანხმობა გუ-–----------–-----ნს მის სარგებლობაში არსებული 8---- კვ.მ სხვენის, 1--- კვ.მ სარდაფის, 2-- კვ.მ კიბის ქვეშ მდებარე ფართის, ეზოში მდებარე 1---- კვ.მ. მარნისა და საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული №- ფართის გუ-–----------–-----ნის საკუთრებად აღრიცხვაზე.
4.8. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1-43-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1. მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია).
პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, ემსახურება სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები და თუ ეს ასე არ ხდება, ამას შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია მიეცეს.
4.10. პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, სახეზე უნდა იყოს მოწინააღმდეგე ხარის (მოპასუხის) მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება.
პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს საკუთრების ბოროტად გამოყენებას, უნდა დადგეს შემდეგი კუმულატიური პირობები: ა. მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა მიუთითებდეს თავიანთი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდნენ უარს მის გაცემაზე; ბ. მეორე მხარეს, (მოსარჩელეს) უნდა გააჩნდეს მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) ამ უფლების შელახვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29/10/2012 წლის განჩინება საქმეზე Nას-1200-1129-2012).
4.11. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე მოითხოვს მის სარგებლობაში არსებული გარკვეული ფართების (8---- კვ.მ სხვენის, 1--- კვ.მ სარდაფის, 2-- კვ.მ კიბის ქვეშ მდებარე ფართის, ეზოში მდებარე 1---- კვ.მ. მარნისა და საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული №- ფართის) საკუთრებაში აღრიცხვის მიზნით, მოპასუხის მიერ თანხმობის მიცემას. თავის მხრივ, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს თავისი უფლების გამოყენების შედეგზე იმ მოტივაციით, რომ ყველა ის ფართი, რაზედაც მიუთითებს მოსარჩელე მხარე, მისი და აწ. გარდავლილი მისი მამის მიერ არის შექმნილი, რაშიც, მოსარჩელე მხარეს რაიმე სახის მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მხარე სხვა მისამართზე ცხოვრობდა, იყო ჯარში, იმყოფებოდა საზღვარგარეთ. რაც შეეხება სხვენს (8- კვ.მ.), 5 წელზე მეტია, რაც ამ ფართში ცხოვრობს მოპასუხის ოჯახი (უმცროსი შვილი) და იყენებს ამ ფართს საცხოვრებლად.
4.12. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
4.13. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც სხვენი, ასევე, სხვა დამხმარე ფართები იმყოფებოდა საერთო სარგებლობაში, მხარეთა შორის განაწილებული არ ყოფილა და თითოეული მხარე ამ ფართებით სარგებლობდა საჭიროების მიხედვით. აღნიშნულის დასტურად პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებზე, რომლის თანახმად ოჯახში, არსებული დაძაბული ვითარების გამო, გუ-–----------–-----ნი, ცოლთან ერთად მანსარდზე საცხოვრებლად გადავიდა მოკლე დროით, 2-3 წლით, რის შემდეგაც, საერთოდ წავიდა სახლიდან და ცხოვრობდა ქ. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე. სხვენის ფართში, გარკვეული პერიოდი მოდავე მხარეთა მშობლები ცხოვრობდნენ, დღეისათვის, კი მანსარდის ფართში მოპასუხის უმცროსი შვილი ცხოვრობს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად (იხ. მოწმეთა - დო--------–--–--–ის, ლი-------–-------ას, და მა------–---------–---–ის ჩვენებები, ტ.1, 10.07.2017წ. ოქმი, 12.31.4- – 12.57.36; ტ.1, 9.10.2017წ. ოქმი, 1-.1-.06 – 1-.26.03; 1-.30.34 – 1-.42.26).
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოთ დასახელებული ორივე პირობა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) მიუთითებს არგუმენტზე თავიანთი ინტერესების უპირატესობის დასადასტურებლად. ასეთი მოცემულობის პირობებში, სახეზე არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე მარტოოდენ იმ მიზნით იყენებს თავის უფლებას, უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, რომ ზიანი მიაყენოს მოსარჩელეს, მისი ამგვარი მოქმედება მიზნად ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად არ უთანაბრდება უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, იმ ფართის რეგისტრაციის ნებართვის გაცემაზე მოპასუხის უარი, რომელსაც, იგი თავის საკუთრებად მიიჩნევს, ვერ იქნება მიჩნეული უფლების ბოროტად გამოყენებად (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი და 115-ე მუხლი). ამ მოცემულობაში, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე არ იყენებს თავის უფლებას ბოროტად და მისი უარი მიზნად არ ისახავს მოსარჩელის უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის შელახვას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გუ-–----------–-----ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი