განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
080100118002556793
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-210-2019 წელი

№080100118002556793

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

15 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ----- ბ----–--–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

დ----- ბ----–--–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ----------------------–----------ში, ქუთაისის საქალაქო სა-სამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

დ----- ბ----–--–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 30 სექტემბერს ქ-------–---------------–----------------ში მდებარე საცხოვ-რებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დ----- ბ----–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ-----–- მ---------–ს. კერძოდ ხელი დაარ-ტყა რამოდენიმეჯერ სახის და თავის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შე-დეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 21 ივნისს საღამოს 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ--------–---------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვი-ლის თანდასწრებით დ----- ბ----–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღ-ლეს მ-----–- მ---------–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის და თავის არე-ში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დ----- ბ-----–--–---–- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდ-გენილ ბრალდებებში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელიც ითხოვს დ----- ბ----–---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით (2 ეპიზოდი) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმეებმა ა-- კ-----–--ემ და მ---- შ--–--------ემ თავიანთ ჩვენე-ბებში განაცხადეს, რომ 2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მაღაზიაში შე-ვიდა ახალგაზრდა ქალბატონი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ქალბატონიც და ხ---- წლამდე ბავშვიც ტიროდნენ და იყვნენ შეშინებული.

მოწმე ხ------- გ--------ემ აჩვენა, რომ 2019 წლის 21 ივნისს, დახლოებით 22:30 საათზე მისმა მეუღლემ სახლში მოიყვანა მ-----–- მ---------–ი და მისი ორი მცირეწლოვანი შვი-ლი, რომელმაც უთხრა, რომ დღეს მისმა მეუღლემ დ----- ბ----–--–---–მა ხელი დაარ-ტყა სახისა და თავის არეში ბავშვების თანდასწრებით. მ-----–- იყო ძალიან აღელვე-ბული და თან ტიროდა და მან თხოვა, რომ დაერეკა 112-ის სამსახურში, რის შემდეგ მან დარეკა და გააკეთა შეტყობინება.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ დ----- ბ----–--–----–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა, რომელიც შესაგებ-ლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე ხ------- გ--------ის ჩვენების თანახმად, ბრალდებული დ----- ბ----–--–---–ი და დაზარალებული მ-----–- მ---------–ი არიან მისი ნათესავები მეუღლის მხრიდან. მათ იცნობს კარგად და აქვთ კარგი ურთიერთობა. შემთხვევის დღეს დ----- ბ----–--–---–ის დის ქმარმა ვ--–---- ბ----–--–---–მა დაურეკა მის მეუღლეს - გ------- ბ------ეს, რის შემდეგადაც მისი მეუღლე გავიდა სახლიდან და მარკეტიდან მოიყვანა მ-----–- და მისი ორი შვილი. მიახლოებით იქნებოდა 21 ივნისი 22:00-22:30 საათი. მ--- (მ-----–-) იყო აღელვებული, რაც გამოწვეული იყო ცოლ-ქმარს შორის მომხდარი შეკამათებით. სახ-ლში მასთან ამ დროს ასევე იმყოფებოდა მისი დედამთილი თ----- გ-----–--ე, ხოლო მეუღლე გავიდა. შეკამათების დეტალებზე არ უსაუბრიათ. ცოტა ხანში კარებზე კაკუნის ხმა გაიგონეს - დ----- ბ----–--–---–ი იყო მოსული. ამ დროს მ---მ შიდა კარები გადა-კეტა, რის მიზეზადაც დაასახელა ახალი კონფლიქტის თავიდან არიდება, ვინაიდან დ------ იყო ნასვამ მდგომარეობაში და სთხოვდა სოფელში წაყვანას. როგორც მ---მ მოუყვა, იმ მიზეზით რომ უარს ეუბნებოდა წაყოლოდა სოფელში მთვრალ მეუღლეს, მან იმ დღეს ერთხელ უკვე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გააჩერებინა მანქანა და ჩამოვიდა მარკეტთან. მ---მ მას დაჟინებით სთხოვა დაერეკა 112-ში და დარეკა კიდეც ნომრიდან 5---------. მ---ს რაიმე სახის დაზიანება გარეგნულად არ ეტყობოდა. რაც მან გაიგო, ამ სიტუაციაში კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ დ-----ს არ უჯდებოდა მანქანაში მ--- ბავშვებთან ერთად.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- ბ------ის ჩვენების თანახმად, ბრალდებული დ----- ბ----–--–---–ი და დაზარალებული მ-----–- მ---------–ი არიან მისი ნათესავები, კერძოდ დ----- არის მისი მამიდაშვილი და მათ ოჯახებით აქვთ ხშირი ურთიერთობა. 2018 წლის 21 ივნისს, საღა-მოს საათებში, დაურეკა მისმა სიძემ ვ--–---- რ-----------მ და უთხრა, რომ დ-----სა და მ---ს შორის იყო კონფლიქტი და თუ ეცალა გასულიყო მარკეტთან, ვინაიდან მ--- იქ იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად. ისიც გავიდა, ჩაიჯინა მ--- და ბავშვები მანქანაში და მიიყვანა თავისთან სახლში. დაახლოებით 20 წუთში ჩვეულებრივი კაკუნის ხმა იყო კა-რებზე - კარებთან იყო დ----- და როდესაც ჰკითხა თუ რა ხდებოდა, მან უპასუხა, რომ მ---ს და ბავშვების წასაყვანად მოვიდა. მან შეიპატიჟა დ----- სახლში, მაგრამ კარი დაკე-ტილი დახვდა. შემდეგ შეუტრიალდა დ-----ს და ურჩია, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და აჯობებდა სახლში გაბრუნებულიყო. მისი შეტყობით კონფლიქტის მიზეზი იყო დ-----ს სურვილი, წასულიყო მანქანით ვ--ში, რაზედაც მ--- წინააღმდეგი იყო მისი სიმ-თვრალის გამო. დ----- მიტრიალდა და წავიდა, ზედმეტი არაფერი უთქვამს. როდესაც შებრუნდა სახლში, მოიკითხა კარების დაკეტვის მიზეზი, რაზედაც მიიღო იგივე პასუ-ხი, რომ ნასვამ მგომარეობაში მყოფ დ-----ს ვერ გაყვებოდა ვ--ში მანქანით და კონფ-ლიქტის თავიდან არიდების მიზნით მიკეტა კარი, რათა დ----- არ შესულიყო შინ. მოწ-მის განმარტებით, თავდაპირველად, როდესაც მ---ს მანქანით მიაკითხა, მ---მ უთხრა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდებოდა, ნასვამი იყო დ----- და უნდოდა ვ--ში წასვლა. დ-----ს და მ-----–-ს ჰქონდათ ძალიან კარგი ცოლქმრული ურთიერთობა და მათ შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენია. მ---ს რაიმე სახის დაზიანება გარეგნულად არ ეტყობოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ---- შ--–--------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 ივნის მუშაობდა მარკეტ ფ----–-ში, ქ. ქ-------–--------------------- ში. დაახლოებით 22:30 საათზე ასრულებდა რა თავის მოვალეობას, შემოვიდა ქალბატონი ორ ბავშვთან ერთად, ერთი ხელში ეჭირა პატარა და მეორე 5-- წლის იქნებოდა. იყო განერვიულებული და ცრემლიანი ხმით ით-ხოვდა შველას - მეუღლისაგან დამალვას. ისინი შეეცადნენ მის დაწყნარებას. 3-5 წუთის ინტერვალში მოვიდა ვიღაც კაცი, რომელიც იყო მისი ნათესავი და წაიყვანა. მასთან ერთად ღამის სმენაში იყო ასევე მისი თანამშრომელი ა-- კ-----–--ე. ასე მალე რომ არ მოსულიყო ის ადამიანი და არ წაეყვანა აპირებდნენ პოლიციაში დარეკვას. მას გარეთ არ გაუხედავს და არ იცის გარეთ რა ხდებოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ---- შ--–--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მოწმე ა-- კ-----–--ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ--–------- რ-----------ს ჩვენების თანახმად, დ----- ბ----–--–---–ი არის მისი ცოლის ძმა, ხოლო მ-----–- მ---------–ი - რძალი. 2018 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა მ----–- მ---------–მა და უთხრა, რომ დ-----ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და ვ--ში აპირებდა მის წაყვანას ბავშვებთან ერთად, რის გამოც მათ მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება ერთმანეთთან. ამასთან, სთხოვა მას მისულიყო და როგორმე შეეშალათ ხელი დ-----სთვის, რომ არ დამჯდარიყო მანქანაზე. აღნიშნულის შემდეგ მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა დ-----ი, რო-მელმაც განუმარტა, რომ მ-----–- და ბავშვები მეზობელთან იყვნენ ჩასულები. მან ჰკითხა დ-----ს თუ რა მოხდა, რაზედაც დ-----მა უპასუხა, რომ ვ--ში უნდოდა წასვლა და ცოლშვილის წაყვანა, რაზეც შეეწინააღმდეგა მ-----–- და აღნიშნულზე მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამ დროს შემოვიდა მეზობელი მ---------, რომელიც ასევე ურჩევდა დ-----ს, რომ იმ ღამეს დარჩე-ნილიყო და დილას წასულიყო ვ--ში. მ--- და ბავშვები იყვნენ ამ მეზობელთან და მან სთხოვა ენახებინა ისინი, რათა ამოეყვანა, ვინაიდან დ-----ს სურდა ვ--ში წასვლა. მ---ს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. ჰკითხა კიდეც აღნიშნულის შესახებ და მ---სგანაც მიიღო პასუხი, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მ---ს ამოყვანის შემდეგ, მან ჩაალაგა ბარგი და ყველანი ჩავიდნენ და ჩასხდნენ მანქანაში. ნასვამმა დ-----მა ცოტა ჩქარა დაძრა ავტომანქანა, რაზედაც მ--- შეშინდა, შემდეგ ნ----- შესახვევთან ისევ მკვეთრად დაამუხრუჭა დ-----მა, რის გამოც მ-----–- კიდევ უფრო შეშინდა, ჩამოიყვანა ბავშვები და შევიდა იქვე არსებულ სასურსათო მაღაზიაში. ამის შემდეგ მანაც უთხრა დ-----ს, რომ ისიც წინააღმდეგი იყო ბავშვები და მ--- წაეყვანა ასეთ მდგომარეობაში ვ--ში და ურჩევდა შინ წასულიყო. დ-----ის წასვლის შემდეგ მან დაუ-რეკა დ-----ის ბიძაშვილს გ--ს, რომ მოსულიყო და მ-----–- და ბავშვები წაეყვანა. მცირე ხნის შემდეგ მან შეიტყო, რომ დ-----ი დაკავებული იყო პოლიციაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ---- ც----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახ-მად, ის როგორც შემთხვევის დღეს, ასევე ამჟამადაც მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამ-მართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თა-ნამდებობაზე. 2018 წლის 21 ივნისს განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძ-ველზე დაიწყეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო ხ------- გ--------ე, რომელიც მიუთითებდა, რომ მ-----–- მ---------–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ დ----- ბ----–--–---–მა. ამ საქმეზე მან გამო-კითხა დაზარალებული, ასევე სხვა მოწმეები. განყოფილებაში გამოცხადდა ბრალდებუ-ლიც, რომელიც გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. დაზარალებული გამოცხადდა ხ------- გ--------ესთან ერთად, იგი იყო ანერვიულებული და აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო მათ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, რასაც ასევე ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილები. დაზარალებულმა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერ-ტიზის ჩატარებაზე, ვინაიდან მისი განმარტებით, არ გააჩნდა დაზიანებები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული №------- 22/06/2018 00:38 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უფროსმა გ. ბ-–----–---–მა აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს ლ---- ც-----ს, რომ ქ----------–------------------–------------ ხ------- გ--------ე ატყობინებდა ტელე-ფონის ნომრით 5--------, რომ მასთან მყოფ ბიძაშვილს, რომელიც შეფარებული ჰყავს, უვარდება სახლში მისი მეუღლე და კონფლიქტი აქვთ.

(ს.ფ.2).

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული N------ 22/06/2018 01:30 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის „115“ საპატრულო ეკი-პაჟიდან ა. ხ-------–---–მა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფი-ლების მორიგეს აცნობა, რომ ქ. ქ-------–------------------–-------- მ--- მ---------–ს სიტ-ყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა მე-უღლემ დ----- ბ----–--–---–მა.

(ს.ფ. 3)

საქმეში არსებული, 2018 წლის 22 ივნისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკა-ვებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემო-ება, რომ მ--- მ---------–ის და ხ------- გ--------ის ახსნა-განმარტებების თანახმად დ------ ბ----–--–---–მა მ--- მ---------–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - რაც გამოიხატა თავში ხელის ჩარტყმით. შემაკავებელი ორდერის თანახმად დ----- ბიბი-ლეიშვილს აეკრძალა თ----- წ------–---–თან მიახლოება.

(ს.ფ. 110-115)

დ----- ბ----–--–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენე-ბის თანახმად მ-----–- მ---------–ი არის მისი მეუღლე. 2018 წლის 21 ივნისს მათ შორის მოხდა კონფლიქტი იმის გამო, რომ მეუღლეს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სთხოვ-და წაყოლოდა ვ--ის რაიონში ბავშვებთან ერთად. მეუღლე კი უარს ეუბნებოდა იმ მი-ზეზით, რომ სიმთვრალის გამო ავტომანქანის საჭის მართვას ვერ ანდობდა, მით უმეტეს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ამ საკითხზე ჰქონდათ კამათი, რომელიც მისი ნათე-სავების ჩარევის შედეგად განიმუხტა. კონფლიქტის დროს მეუღლეზე ფიზიკურად არ უძალადია არ იმ დღეს და არც სხვა დროს, მათ შორის 2017 წლის 30 სექტემბერს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა მ-----–- მ---------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოი-ყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის) წინააღმდეგ.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ დ----- ბ----–--–---–ის ბრალეუ-ლობა შერაცხულ დანაშაულებში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბა-მისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ ძალადობის კვალს, ასევე ვერ წარმოადგინა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადას-ტურებელი რაიმე პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა დ----- ბ----–--–---–ის მიერ მ-----–- მ---------–ის მიმართ ძალადობის ფაქ-ტის ჩადენაში და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დ----- ბ----–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერე-ბელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ----- ბ----–--–---–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსე-ბობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი დ------ ბ----–--–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გამამართლებელი განა-ჩენი დ----- ბ----–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

დ----- ბ----–--–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 სექტემბერის და 2018 წლის 21 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს დ----- ბ----–--–---–ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით დ----- ბ----–---–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად ვ--–------- რ-----------ს (პ/ნ 1----------) სა-კუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თ---–--–---------------–---–----------------------------------–------------ (საკადასტრო კოდი 0----------------------) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრუ-ლებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულ დ----- ბ----–--–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili