განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
050100118002350684
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-780-2018 წელი

№050100118002350684

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

17 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლების – ნიკა მახარაძის, შოთა ჩხაიძის,ადვოკატის – პ---–- კ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ე------ რ---–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ე------ რ---–---–ი (აწ გარდაცვლილი), დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართვე-ლოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყო-ფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ო------------------–----–----------------–----------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომ-ბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ე------ რ---–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფი-სა და დამცირებისათვის, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ე------ რ---–---–ი, რძალთან - ი---- თ-----ესთან, რომელთან ერთად ეწევა ერთიან სა-ოჯახო მეურნეობას, დედასთან მ---–--- რ---–---–თან, ძმასთან გ---- რ---–---–თან, ძმისშვილებთან ნ---, ა-- და ლ---- რ---–---–ებთან ერთად, ცხოვრობდა ო------------------–----–----------------–---------ში, სადაც 2----–-–------------ს თვიდან, პენიტენ-ციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად, ძმის მეუღლეს, ი---- თ-----ეს და არასრულწლოვან ძმისშვილებს ნ---, ა-- და ლ---- რ----–---–ებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ე------ რ---–---–ი ამცირებდა რძალს და ძმისშვილებს, მიმართავდა მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა დედისა და სხვა ნათესავების მისამართით, აიძულებდა ღამე გაეთიათ სიცივეში გარეთ ან მეზობელთან. ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ე------ რ---–---–ი აგრესიული ხდებოდა ი---- თ-----ის, ნ---, ა-- და ლ---- რ---–---–ების მიმართ, რის გამოც ისინი თავს დამცირე-ბულად გრძნობდნენ, განიცდიდნენ შიშს და ტანჯვას.

ე------ რ---–---–ი, რძალთან, ი---- თ-----ესთან, რომელთან ერთად ეწევა ერთიან საო-ჯახო მეურნეობას, დედასთან მ---–--- რ---–---–თან, ძმასთან გ---- რ---–---–თან, ძმისშვილებთან ნ---, ა-- და ლ---- რ---–---–ებთან ერთად, ცხოვრობდა ო------------------–----–----------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე------ რ---–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი---- თ-----ეს, ამასთან, შეპასუხების გა-მო განაწყენებულმა ე------ რ---–---–მა ხელში მოიმარჯვა ლითონის სკამი და სიცოცხ-ლის მოსპობის მუქარით გამოედევნა ი---- თ-----ეს, რომელსაც გაუჩნდა ე------ რ---–----–ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ო----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე------ რ---–---–მა და მისი ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა რ----- გ----------ემ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ე------ რ---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლოს მიერ, სრულ-ყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განაჩენს საფუძ-ვლად დაედო პირადი მოტივით განაწყენებულ პირთა მიერ წინასწარი განზრახვით მოგონილი ჩვენებები. კერძოდ, ე------ რ---–---–ის ძმამ გ---- რ---–---–მა, მისმა მეუღ-ლემ ი---- თ-----ემ, მათმა შვილებმა ნ---მ, ა--მ და ლ----მ, ი---- თ-----ის დედამ მ----–--- თ-----ემ, მამამ ჰ---–--- თ-----ემ და ძმამ პ----- თ-----ემ ე------ რ---–---–ს შეუ-თითხნეს ბრალდება, თითქოს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, დაურეკეს პო-ლიციას და მისი ოჯახიდან მოშორების მიზნით დააპატიმრებინეს იგი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვას პედაგოგისა და ფსიქოლოგის ნა-ცვლად დაასწრეს საქმის შედეგით დაინტერესებული პირი მ-----–- თ-----ე.

პროკურატურამ დასაკითხი მოწმეების სიიდან ამოიღო საქმის მთავარი მოწმე, კომლის უფროსი და ოჯახის დედა მ---–--- რ---–---–ი, ასევე არ იქნა დაკითხული კონფლიქ-ტის დღეს ოჯახში მყოფი რ-----–- რ---–---–ი, ასევე უარი განაცხადა ე------ რ---–----–ის დაკითხვაზეც, რომელიც წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, რაც მან საბოლოო სიტყვაში დააფიქსირა.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომე-ლიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრე-ბული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ე------ რ---–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----–- კ------ეს, რომელიც ითხოვს ე------ რ---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩე-ნის გამოტანას.

– პროკურორ ნიკა მახარაძეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოისმინა პრო-ცესის მონაწილეთა მოტივირებანი და მოთხოვნები და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივა-რი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ე------ რ---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვის წარმოთქ-მის დროს თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ დაზა-რალებულებისათვის არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფა და არც სიცოცხლის მოსპო-ბით დამუქრებია ი---- თ-----ეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ი---- თ-----ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაოჯახე-ბის შემდეგ, 16 წელი, ცხოვრობს ო------------------------------–---------ში და ოჯახის წევრებს წარმოადგენენ მეუღლე - გ---- რ---–---–ი, შვილები - ნ---, ა-- და ლ---- რ----–---–ები, დედამთილი - მ---–--- რ---–---–ი და მაზლი - ე------ რ---–---–ი, რომელიც უმთავრესად ციხეში იმყოფებოდა, თუმცა როდესაც სასჯელის მოხდას ასრულებდა, მათ-თან ცხოვრობდა. 2017 წლის 30 დეკემბერს, მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ე------ რ---–---–ის შვილი რ-----–- რ---–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. რ-----–ს არ ჰქონდა ურთიერთობა მამასთან და შერიგება სურდა. ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ე------ რ---–---–მა და რ-----–- რ---–---–მა დაიწყეს ჩხუბი, აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. იგი (ი---- თ-----ე) აშველებდა დაპი-რისპირებულ მხარეებს, რა დროსაც ე------ რ---–---–მა დაუწყო მას გინება, ხოლო ნ--- რ---–---–ს მუშტი მოუღერა და დაემუქრა ფიზიკური შეურაცხყოფით. რ-----–- რ----–---–ი გააცილა სახლიდან და ვიდრე სახლში შევიდოდა, გაიგონა როგორ ეუბნებოდა ე------ რ---–---–ი თავის ძმას, გ---- რ---–---–ს, რომ „კუდიანი შვილები“ ყავდა, აგინე-ბდა ბავშვებს და თხოვდა, რომ ისინი მოეშორებინა სახლიდან. შვილების მიმართ გინე-ბა ვეღარ მოითმინა და მოსთხოვა ე------ რ---–---–ს აეხსნა რატომ აყენებდა ბავშვებს შეურაცხყოფას. ე------ რ---–---–მა კი დაუწყო გინება იმ სიტყვებით, რაც გამოკითხვის ოქმში აქვს დაფიქსირებული, აიღო სკამი, წავიდა მისი მიმართულებით, იქნევდა სკამს და მოკვლით ემუქრებოდა. ე------ რ---–---–ის ქცევის გამო შეეშინდა, იფიქრა, რომ ნამდვილად დაარტყამდა და მოკლავდა ე------ი, რის გამოც შვილებთან ერთად გაიქცა სახლიდან. ე------ი კი განაგრძობდა მისი მიმართულებით გინებას და თან ემუქრებოდა, რომ პოლიცია არ გამოეძახებინა. ე------ რ---–---–ის მხრიდან აღნიშნული არ იყო პირ-ველი შეურაცხყოფის ფაქტი. იგი კვირაში სულ მცირე სამჯერ მაინც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც საკუთარი თავის რცხვენოდა, ასევე რცხვენოდა შვილების და ეშინოდა. ე------ რ---–----–მა, გარდა იმისა, რომ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მას უთხრა, რომ ისე არ წავიდოდა ციხეში, ვიდრე სამ სიურპრიზს არ გაუკეთებდა და შემდგომ „სამუდამოზე წავიდოდა“. ი---- თ-----ის განმარტებით სამ სიურპრიზში ე------ რ---–---–ი გულისხ-მობდა ბავშვებს და მისი შეფასებით, ამ სიტყვებით ე------ი, შვილების მოკვლით დაე-მუქრა. ე------ი რ---–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ბავშვებს ძალიან ეშინოდათ და როდესაც იძინებდნენ, საძინებელი ოთახის კარს კეტავდნენ. მისი შეფასებით ე------ რ---–---–ის ასევე ეშინოდა გ---- რ---–---–ს, რადგან მისი თანდას-წრებით აყენებდა ე------ი შეურაცხყოფას გ---- რ---–---–ის მეუღლეს და შვილებს, ხო-ლო გ---- რ---–---–ი ძმას ვერაფერს ეუბნებოდა. ე------ რ---–---–ის მხრიდან განხორ-ციელებული ძალადობის გამო იძულებული გახდა შვილებთან ერთად დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და მშობლების ოჯახში დაბრუნდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ--- რ---–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ო------------------–----–----------------–---------ში ცხოვრობდა მშობლებთან, დებ-თან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. ამჟამად კი ცხოვრობს დედის მშობლების სახლში. 2017 წლის 30 დეკემბერს, იმყოფებოდა მამის სახლში, სადაც სტუმრად მოვიდა ე------ რ---–---–ის შვილი, რ-----–- რ---–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. მოამზადეს სუ-ფრა და ალკოჰოლური სასმელი მიიღეს, მამამ - გ---- რ---–---–მა, ბიძამ - ე------ი რ----–---–მა და ბიძაშვილმა - რ-----–- რ---–---–მა. სუფრის მსვლელობის დროს ე------იმ და რ-----–-მ დაიწყეს ჩხუბი, ხოლო დედა აშველებდა მათ რა დროსაც ე------იმ დედას, ი----- თ-----ეს დაარტყა ხელი და აგინებდა მას. რ-----–- გაიყვანეს გარეთ, რომელიც წავიდა მეუღლესთან ერთად. დედა კი დაბრუნდა სახლში და გაიგონა როგორ აგინებდა ე------ რ---–---–ი ი---- თ-----ეს. ასევე დაინახა, რომ ე------ რ---–---–ი იდგა კართან, ხელში ეკავა სკამი და დედას მოკვლით ემუქრებოდა. მათ ოჯახში ყოველთვის ასეთი სიტუაცია იქმნებოდა, როდესაც ე------ი გამოდიოდა ციხიდან. ე------ი აგინებდა, როგორც მას, ასე-ვე, მის დებს და მშობლებს, რის გამოც განიცდიდა სულიერ ტანჯვას, კერძოდ, ეშინოდა და რცხვენოდა. ნ--- რ---–---–მა აღნიშნა, რომ ე------ის მიმართ არსებული შიშის გამო, დაძინებისას კეტავდნენ საძინებელი ოთახის კარს. მისივე ჩვენებით, ე------მა უთხრა მათ, რომ სამ სიურპრიზს ამზადებდა და შემდეგ „სამუდამოზე წავიდოდა“.

არასრულწლოვანი დაზარალებულის ა-- რ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ო------------------–----–----------------–---------ში ცხოვრობდა მშობლებთან, დებთან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. ამჟამად კი ცხოვრობს დედის მშობლების სახლში. 2017 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდა მამის სახლში. მათთან სტუმრად მივიდა ე------ის შვი-ლი რ-----–- რ---–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. სუფრის მსვლელობის დროს ე-------მა და რ-----–-მ დაიწყეს ჩხუბი. დედამ ი---- თ-----ემ გააშველა დაპირისპირებული მხარეები და რ-----–-, თავის მეუღლესთან ერთად გაიყვანა გარეთ. როდესაც დედა დაბრუნდა სახლში, ე------ი გამოეკიდა მას სკამით, სდია კარამდე, თან მოკვლით ემუქ-რებოდა და დაინახა, როგორ მორბოდა დედა სახლიდან. მისივე ჩვენებით, ე------ი რ----–---–ი, თითქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და მის დებს. ე-------ის ქცევის გამო ეშინოდა და რცხვენოდა. მას (ა-- რ---–---–ს) არ სურდა ე------ რ----–---–ს რაიმე შეღავათით ესარგებლა, რადგან ეშინოდა მისი. მისი ჩვენებით, ე------ რ---–---–ი დაემუქრა მათ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ სამ სიურპრიზს უმზადებდა, რის გამოც დაეუფლა შიში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ლ---- რ---–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ო------------------–----–----------------–---------ში ცხოვრობდა მშობლებთან, დებთან და ბებიასთან ერთად. მათთან ასევე ცხოვრობდა მამის ძმა, ე------ რ---–---–ი. ბიძა და მამა ხშირად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ე------ რ---–---–ი, დედას ი---- თ-----ეს ხშირად ეჩხუბებოდა და აგინებდა. ე------ი ასევე აგინებდა მას და მის დებს, რის გამოც რცხვენოდა, ეშინოდა და თავს დამცირებულად გრძნობდა. დღემდე ეშინია ე------ რ---–---–ის და არ სურს, რომ სახლში მათთან დაბრუნდეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ---- რ---–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ე------ რ---–---–ი არის მისი ძმა. 2017 წლის 30 დეკემბერს, მასთან, სახლში სტუმრად მივიდა ე------ის შვილი, რადე-ლი რ---–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. მეუღლემ, ი---- თ-----ემ მოამზადა სუფრა. ე------ი და რ-----–-, სუფრის მსვლელობის დროს შეკამათდნენ და შეეცადნენ ერთმანე-თისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა დაპირისპირებული მხარეები გააშველეს. ი---- თ-----ემ რ-----–- განარიდა სიტუაციას და მეუღლესთან ერთად გაიყვა-ნა გარეთ. თავად კი დარჩა სახლში ე------ რ---–---–თან ერთად. მცირე ხნის გასვლის შემდეგ სახლში დაბრუნდა ი---- თ-----ე და გაიგონა, როგორ იგინებოდა ე------ რ---–----–ი მისი და შვილების მიმართ. ი----ს კითხვაზე, თუ რატომ ილანძღებოდა, ე------ რ----–---–მა აიღო სკამი, გაეკიდა ი----ს ოთახის კარამდე და თან აგინებდა მას. ი---- თოხა-ძე იძულებული გახდა, ბავშვებთან ერთად, გაქცეულიყო სახლიდან და საცხოვრებლად თავის მშობლებთან გადავიდა. მისი ჩვენებით, ე------ რ---–---–ი ასევე აყენებდა შეუ-რაცხყოფას არასრულწლოვან ბავშვებს, თუმცა თავად არ რეაგირებდა, რადგან არ უნდო-და კონფლიქტი ე------თან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ-----–- თ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ახალწლამდე ორი დღით ადრე, მისი შვილი, ი---- თ-----ე და სამი შვილიშვილი, ნ---, ა-- და ლ---- რ---–---–ე-ბი, მივიდნენ მასთან ატირებულები და აკანკალებულები. დაოჯახების შემდეგ ი---- თ-----ე, თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში. მათთან ასევე ცხოვ-რობდა მეუღლის დედა და ძმა. 2017 წლის 30 დეკემბერს მომხდარი ძალადობის შესახებ გადმოცემით იცის და უშუალოდ არ არის ფაქტის თვითმხილველი. მისი ჩვენებით, 16 წელი არის რაც ი---- თ-----ე დაოჯახდა და ყოველდღე ნერვიულობდა თავისი შვილის და შვილიშვილების ბედზე, რადგან ი----ს ოჯახში, ალკოჰოლური სასმელის მიღებას ყოველდღიური ხასიათი ქონდა. გადმოცემით ასევე იცის, რომ ე------ რ---–---–ი არა-სრულწლოვან ბავშვებს აგინებდა. მ-----–- თ-----ემ აღნიშნა, რომ გაიგონა როგორ უთ-ხრა ე------ რ---–---–მა ი---- თ-----ეს, რომ სამ სიურპრიზს გაუკეთებდა და სამივე ბავშვს მოუკლავდა, ხოლო თავად სამუდამოზე წავიდოდა. ი---- თ-----ე იტანდა ე------ რ---–---–ის ძალადობას და შეურაცხყოფას, რადგან ოჯახის დანგრევა არ სურდა. თუმ-ცა მას შემდეგ რაც ე------ რ---–---–ი დაემუქრა მოკვლით, იძულებული გახდა მიემარ-თა პოლიციისათვის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჰ---–--- თ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ი---- თ-----ის ძმა. 2017 წლის 30 დეკემბერს მივიდა ი----, შვილებთან ერთად, მათთან სახლში. ი---- და ბავშვები იყვნენ შეშინებულები. თავად არ შესწრებია ე------ რ---–---–ის მხრიდან ი---- თ-----ის და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თუმცა გადმო-ცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები. მსგავს შემთხვევებს ი----ს ოჯახში ხშირად ქონ-და ადგილი, თუმცა არ ერეოდნენ კონფლიქტში, რადგან ი----ს ოჯახის დანგრევა არ სურდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე პ----- თ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ი---- თ-----ის ძმა. 2017 წლის 30 დეკემბერს მივიდა ი----, შვილებთან ერთად მშობლების სახლში. ი---- ტირო-და და იყო ანერვიულებული. თავად არ შესწრებია ე------ რ---–---–ის მხრიდან ი---- თ-----ის და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თუმ-ცა გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები. მსგავს შემთხვევებს ი----ს ოჯახში ხშირად ქონდა ადგილი, თუმცა არ ჩაერია კონფლიქტში, რადგან ი----ს ოჯახის დანგრე-ვა არ სურდა. ე------ რ---–---–ისგან მომდინარე საფრთხის გამო, მისი და შეშინებული იყო, რის გამოც ერჩივნა ი---- თ-----ე მასთან დარჩენილიყო საცხოვრებლად. მისივე ჩვენებით, გ---- რ---–---–მა პირადად უთხრა, რომ ეშინოდა ე------ რ---–---–ის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ------ ტ------–--–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 31 იანვარს მივიდნენ ე------ რ---–---–ის საცხოვრებელ სახლში და წარუდგინეს ო----------ის რაიონული სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ. ე------ რ---–---–ი კი გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა. პოლიციის თანამშრომლებთან, გ------- ჭ------სთან და გ--- ხ-----------ეს-თან ერთად, დაედევნა ე------ რ---–---–ს და წყლის საწრეტ არხში დააკავეს იგი. დ----- ტ------–--–--ემ აღნიშნა, რომ პირადად მოისმინა პოლიციის შენობაში, როგორ აგინებდა ე------ რ---–---–ი ი---- თ-----ეს და არასრულწლოვან ბავშვებს. 2017 წლის 30 დეკემ-ბერს, როდესაც ი---- თ-----ემ ითხოვა პოლიციის დახმარება, მივიდა ი---- თ-----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა ე------ რ---–---–ი. პოლიციის მისვლისას ი---- თ-----ე დაბრუნდა სახლში, ხოლო ე------ რ---–---–მა დაინახა რა ი---- თ-----ე და ბავ-შვები, დაიწყო მათ მიმართ გინება, რასაც ასევე ესწრებოდა ი----ს მეუღლე გ---- რ---–----–ი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომ-ძიებელმა გ------- ჭ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 31 იანვარს მი-ვიდნენ ე------ რ---–---–ის საცხოვრებელ სახლში და წარუდგინეს ოზურგეთის რაიო-ნული სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ. ე------ რ---–---–ს გადასცეს განჩინე-ბა და წაკითხვის მომენტში, ე------ რ---–---–მა დაკეტილი ფანჯარა გაამტვრია, გადახ-ტა ფანჯრიდან და გაიქცა. დ----- ტ------–--–--ესთან და გ--- ხ-----------ესთან ერთად დაედევნა ე------ რ---–---–ს და წყლის საწრეტ არხში დააკავეს იგი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მოწმემ, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- ხო----------ემ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა გ--- მ-------მა და მ--- თ----ემ დაადასტურეს, რომ ე------ რ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეო-ბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრუ-ლი დაცვით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 11 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ო------------------–----–----------------–---------ში მდებარე გ---- რ---–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არ-სებულ ერთ-ერთ ოთახში. აღნიშნულ ადგილამდე მივიდნენ უ----- ნ-------ის ცენტრა-ლური საავტომობილო გზით. ეზოში ჭიშკრიდან მარცხნივ დგას ქვის ორსართულიანი სახლი, რომელსაც პირველ სართულზე აქვს ორი ოთახი. სახლს აქვს ქვის ასასვლელი კიბე. გ---- რ---–---–ის მითითებით მივიდნენ, კიბის ქვემოთ არსებულ ღია აივანთან. აივანი მდებარეობს სახლის მარჯვენა მხარეს. აივნიდან შევიდნენ მცირე ზომის ოთახში, რომელიც არის სამზარეულო. სამზარეულოდან გავიდნენ მეორე ოთახში, რომელიც არის დაახლოებით 20-25 კვ.მ. ფართის. იატაკზე დალაგებულია ფილები, ოთახის კედლები შეღებილია მწვანედ. შესასვლელი კარიდან მარჯვნივ დგას საახალწლო ნაძვის ხე. ოთახს აქვს ორი ფანჯარა, რომელთა შორის კედელთან დგას ხის მაგიდა, ხოლო მაგიდის ირგვ-ლივ ოთხი ლითონის სკამი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ჩამოთვლი-ლია ის ნივთები, რომლებიც განთავსებულია ოთახში, რომელსაც მხოლოდ ერთი შესას-ვლელი აქვს. გ---- რ---–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, ის და მისი ძმა ე------ რ---–---–ი, სწორედ აღნიშნულ ოთახში განთავსებულ სკამებზე ისხდნენ, როდესაც მთვრალმა და აგრესიულმა ე------ რ---–---–მა შეაგინა გ---- რ---–---–ის ცოლ-შვილს. რაც გაიგონა ოთახში შესულმა ი---- თ-----ემ, რომელმაც კითხა ე------ რ---–---–ს გინების მიზეზი. გაბრაზებულმა ე------ რ---–---–მა ი---- თ-----ეს შეაგინა პირადად, ხელში აიღო ლითონის სკამი და გაემართა ი----სკენ ყვირილით, გინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი არ ამოღებულა. ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედე-ბაში მონაწილე პირები გ---- რ---–---–ი, გ--- ვ----–--ი და ოქმის შემდგენი მ--- თ----ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები.

ექსპერტმა გ--- ვ----–--მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაიღო ფო-ტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეში არსებული, №------- შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 30 დეკემბერს 21:05 საათზე, უ-----ს პოლიციის განყოფილებას ელსმენით 5---------- დაუკავშირდა სოფელ ნ-------ში მცხოვრები ი---- რ---–---–ი, რომელმაც ითხოვა პოლიციის დახმარება.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პა-ლატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ე------ რ---–---–ის გამართ-ლებისა და უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულებმა ი---- თ-----ემ, ნ---- რ---–---–მა, ა-- რ---–---–მა და ლ---- რ----–---–მა თავიანთ ჩვენებებში ცალსახად დაადასტურეს, რომ ე------ რ---–---–ი თი-თქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდათ მოკვლით, რის გამოც ძალიან ეშინოდათ მისი. ღამით საძინებლის კარსაც კი კეტავდნენ. 30 დეკემბერს, როდესაც ე------ი ი---- თ-----ეს მოკვლის მუქარით, სკამით გაეკიდა, იძულებული გახ-დნენ გაქცეულიყვნენ სახლიდან და შეატყობინეს პოლიციას.

მოწმის სახით დაკითხული გ---- რ---–---–ის ჩვენებითაც დასტურდება, რომ ე------ი რ---–---–ი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მის გ---- რ---–---–ის) ცოლს - ი----- თ-----ეს და შვილებს. არ უნდოდა ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია ყოფილიყო, ამი-ტომ ერიდებოდა ძმასთან ჩხუბს. 30 დეკემბერს ე------ რ---–---–მა წამოავლო სკამს ხე-ლი და მოკვლის მუქარით გაეკიდა ი----ს, რომელიც ბავშვებთან ერთად გაიქცა სახლი-დან.

მოწმის სახით დაკითხული დ----- ტ-----–--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ როდე-საც 30 დეკემბერს გამოძახებით მივიდნენ ე------ რ---–---–ის სახლში, იგი გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა, თუმცა დააკავეს. პოლიციის შენობაში მყოფიც კი აგინებდა ი---- თ-----ეს და მის შვილებს.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადა-სტურებენ ე------ რ---–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩა-დენას. რის გამოც სააპელაციო საჩივარი ე------ რ---–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება ე------ რ---–---–ისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოე-ბათა გამო:

საქმეში არსებული, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის რ---- დ--------ის 2018 წლის 30 ნოემბრის №--------------- წერილით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ე------ რ---–---–ი 2----–-–---------------- გარდაიცვალა №- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეექვსე ნაწი-ლის შესაბამისად გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად სასამართლო ად-გენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე------ რ---–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამ-ნაშავედ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-ორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სას-ჯელის დაუნიშნავად.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით და

d a a d g i n a :

ე------ რ---–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ე------ რ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად.

მსჯავრდებულ ე------ რ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პა-ტიმრობა გაუქმებულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili