განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002191833
საქმე №1/ბ-581-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ალექსანდრე ძირკვაძის
მსჯავრდებულის – უ----რ ე-------ს
ადვოკატის – პ----ა ბ---–----ის
თარჯიმნის – ლ---ნ ბ--------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ უ----რ ე-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----ა ბ---–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) უ----რ ე-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------რს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის (პასპორტის ნომერი R--------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თურქეთის რესპუბლიკა, ქალაქი ტრ-------ი, ი-–--–---------- დასახლება, სახლი №7-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით:
უ----რ ე------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით, რისი ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 06 ნოემბრიდან.
უ----რ ე------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ უ----რ ე-------ს მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ.
უ----რ ე-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით 0,63104 გრამი, დალუქული ერთ პაკეტად NF--------, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პირადი ნივთები _ ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, საზღვრის კვეთის ფურცელი, ერთი სანთებელა, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი „ნიკონის” ფირმის ფოტოაპარატი თავისი ჩანთით, ელექტრო წვერის საპარსი, ერთი ცალი თმის საშრობი ფენი და ერთი ცალი შამპუნი, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ----რ ე------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: უ----რ ე------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო წონით 0,63104 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ 80 ცალ მთელ ტაბლეტს, რაც 2017 წლის 06 ნოემბერს ამოღებული იქნა უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკისას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ უ----რ ე-------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----ა ბ---–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და უ----რ ე-------ს უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ეჭვის გამომრიცხველი და აღნიშნული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება უ----რ ე-------სათვის შერაცხული ბრალდება.
სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----ა ბ---–----ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, განაცხადა, რომ უ----რ ე------- თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული უ----რ ე-------ც. სახელმწიფო ბრალმდებელმა ალექსანდრე ძირკვაძემ კი ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენის უცვლელად ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ უღერ ე-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ---- ბ---–----ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის: მოწმეების _ მამუკა ფუტკარაძის, სულიკო დევაძის, ანზორ ძირკვაძის, ბექა თავართქილაძის, ავთანდილ გოგიაშვილის და მერაბ მგელაძის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №ქ/466 დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ უ----რ ე------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
დაცვის მხარე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას (უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 0,63104 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 80 ცალი ტაბლეტი) _ თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იყოს მსუბუქი და შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის დანიშნული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი უ----რ ე-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ უ----რ ე-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----ა ბ---–----ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ უ----რ ე-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----ა ბ---–----ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი უ----რ ე-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.უ----რ ე------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ უ----რ ე------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 06 ნოემბრიდან.
5.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უ----რ ე------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა უ----რ ე------ს დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ უ----რ ე-------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, 0,63104 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები, რაც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
· უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პირადი ნივთები _ ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, საზღვრის კვეთის ფურცელი, ერთი სანთებელა, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· უ----რ ე-------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი თავისი ჩანთით, ელექტრო წვერის საპარსი, ერთი ცალი თმის საშრობი ფენი და ერთი ცალი შამპუნი, დალუქული ერთ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/