განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
050100118002423437
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002423437

საქმე №1/ბ-113-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შოთა ჩხაიძის

ადვოკატის _ მ-------- გ---------ის

მსჯავრდებულის _ ზ---- ა----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ზ---- ა----–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0--------, საქართველოს მოქალაქის (პირად №3----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----–-, მცხოვრების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–ი, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ---- ა----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---- ა----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2001 წლიდან ზ---- ა----–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----–ი მ---–---სთან. დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში ცოლ-ქმარს შორის დაიძაბა ურთიერთობა ზ---- ა----–--ის მიერ ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღებისა და მეუღლის _ მ-----–ი მ---–--ის მიმართ უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო. თანაცხოვრების პერიოდში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ---- ა----–--ე ოზურგეთის რაიონის ტერიტორიაზე, საკუთარ სახლში, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის მეუღლეს _ მ-----–ი მ---–---ს, რაც გამოიხატებოდა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე მიმართვით, ღალატის დაბრალებით, აგინებდა დედის და სხვა ნათესავების მისამართით, უკრძალავდა სოციალური ქსელითა და მობილური ტელეფონით სარგებლობას, დაუმტვრია მობილური ტელეფონი, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა. 2017 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ზ---- ა----–--ემ, თავისი არასრუწლოვანი შვილების _ 2003 წელს დაბადებული ა--- ა----–--ის და 2009 წელს დაბადებული ლ--- ა----–--ის თანდასწრებით, ყოველგვარი საბაბის გარეშე, სიმთვრალით აკვიატებული ეჭვიანობის საფუძველზე წამოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, უსაფუძვლოდ დასდო ღალატში ბრალი და სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს _ მ-----–ი მ---–---ს და თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით სცემა იგი, რამაც მ-----–ი მ---–---ს ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულ ზ---- ა----–--ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ზ---- ა----–--ეს ბრალდება წარდგენილი აქვს ოჯახში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა როგორც მორალური ასევე ფიზიკური ტკივილი. მეუღლის განმარტებით, ის არის ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელი, რომლის მიღების შემდეგ ხდება აგრესიული და ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. ასეთი პიროვნების მიმართ კი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ზ---- ა----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------- გ---------ემ ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ-----–ი მ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ ა--- ა----–--ის, ლ--- ა----–--ის და ფ---- ც--–--ის გამოკითხვის ოქმებით, ზ---- ა----–--ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ---- ა----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ზ---- ა----–--ისთვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის ნაცვლად მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ---- ა----–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ზ---- ა----–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრებულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს დაევალა მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება, რაც არის ტექნიკური შეცდომა, ამიტომ უნდა დაზუსტდეს და გურიის პრობაციის ბიუროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაევალოს პირობით მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება, ხოლო მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ეს უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ზ---- ა----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ---- ა----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4.ზ---- ა----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლების შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს, ხოლო მსჯავრდებულ ზ---- ა----–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/