განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
820100118002360327
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002360327

საქმე №1/ბ-650-2018 წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დავით ხარძეიშვილის

მსჯავრდებულის _ ს-----–--ა ბ--------ას

ადვოკატის _ ს---–--- კ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ს---–--- კ------ის და გ--- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ს-----–--ა ბ--------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2------------ ქ.სოხუმში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის, სოხუმში, სოფელ ი-–-----–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ.თბილისში, ვ---------–-- მ--- მასივი, ქ.№1, ბინა №1-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:

 

ს-----–--ა ბ--------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ს-----–--ა ბ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალება _ 6,862 გრამი ჰეროინი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----–--ა ბ--------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ს-----–--ა ბ--------ამ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 6,862 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 04 მარტს, ქ.ბათუმში, აე-----------ის გზატკეცილი სახლი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან (უკანა ტანიდან) იქნა ამოღებული.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ს---–--- კ------ემ და გ--- ს-----ემ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ იგი არის აშკარად მკაცრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ს-----–--ა ბ--------ასთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს-----–--ა ბ--------ამ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–--- კ------ემ ითხოვეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა დავით ხარძეიშვილმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ს---–--- კ------ის და გ--- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების _ ა---------– თ---------ის, ი----- გ--------ის, მ--- თ----------ის, ა----–--- ბ--------ის და თ-- მ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს-----–--ა ბ--------ამ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

აპელანტები პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ს-----–--ა ბ--------ასთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამდენად, დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ბრალდებული (მსჯავრდებული) წასწრებული არ უნდა იყოს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. საქმის მასალების მიხედვით კი, ს-----–--ა ბ--------ას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, 2018 წლის 04 მარტს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6,862 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც მას უკანა ტანში ჰქონდა მოთავსებული. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ იძლევა მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტების არგუმენტებზე, რომ ს-----–--ა ბ--------ა წარსულში ნასამართლევი არ არის, მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის გამოც ითხოვენ მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ამ გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრა სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ს---–--- კ------ის და გ--- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ს-----–--ა ბ--------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს---–--- კ------ის და გ--- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ს-----–--ა ბ--------ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ს-----–--ა ბ--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

4.“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ს-----–--ა ბ--------ა 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

5.ს-----–--ა ბ--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 04 მარტიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ს-----–--ა ბ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება _ 6,862 გრამი ჰეროინი, რომელიც ინახება შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/