განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-221-2019 წელი
№820100119002823814
ganaCeni
saqarTvelos saxeliT
19 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ჯ------– მ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ჯ------– მ-------ე, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ-----------–----–----------------–-----------ში, მსჯავრდე-ბულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ჯ------– მ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჯ------– მ-------ემ, 2018 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ------------–---–----------------–-----------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კომფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილის დ----- მ-------ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმაში, ფიზიკური ტკივი-ლი მიაყენა, თავის მეუღლეს, ი---–-- კ-----------ს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელა-ციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ჯ------– მ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ჯ------– მ-------ეს წარსულში ჰქონდა უთანხმოება მეუღლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გა-მო. ამ გარემოების გათვალისწინებით ჩანს ის, რომ ის არის აგრესიული პიროვნება, რო-მელსაც უჭირს საკუთარი თავისა და ემოციების მართვა, რითაც საფრთხეს წარმოადგენს როგორც დაზარალებულისათვის, ისე გარშემომყოფებისათვის. ჯ------– მ-------ის მი-მართ დანიშნული სასჯელი არ არის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური და აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შე-სრულებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ჯ------– მ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ------– მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელე-ბის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯავრ-დებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხა-რისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასი-ათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი ჯ------– მ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
ჯ------– მ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ------– მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ჯ------– მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებუ-ლია.
ჯ------– მ-------ეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, სასჯელის ვა-დაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2019 წლის 06 თებერვლის ჩათვლით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili