განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
100100118002680230
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002680230 (№1/ბ-792-2018 წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------- ვ-–-ს ძე შ----–--ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჭიათურა, ი.გ------–---–ის ქ.N18;

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ე------- შ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 სექტემბერს, დაახლოებით 2200 საათზე, ჭიათურა, გ------–---–ის ქ. N18-ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა ე------- შ----–--ემ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ--- დ-------ას მოსთხოვა სიგარეტის საყიდელი თანხა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილება, ვინაიდან, სახლიდან გასვლამდე მას თანხა მისცა და შეეძლო ეყიდა სიგარეტი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ე------- შ----–--ემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხოლო, შემდეგ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც ნ--- დ-------ას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა ე------- შ----–--ემ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ--- დ-------ას მოსთხოვა სიგარეტის საყიდელი თანხა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უსაყვედურა, ვინაიდან, სახლიდან გასვლამდე მას თანხა მისცა, შეეძლო ეყიდა სიგარეტი და არ ეყიდა ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ე------- შ----–--ემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხოლო, შემდეგ გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, რამაც ნ--- დ-------ას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ე------- შ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 2 ეპიზოდი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე------- შ----–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

შ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–---იანის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------- შ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულ ნ--- დ-------ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: მ------ ც------ის, კ----- კ--------ის და ქ--------- შ----–--ის გამოკითხვებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, თავად ბრალდებულ ე------- შ----–--ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ე------- შ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ე------- შ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–---იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ე------- შ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ე------- შ----–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ე------- შ----–--ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ს 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

მსჯავრდებულ ე------- შ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 სექტემბრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე;

მსჯავრდებულ ე------- შ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ლ---- შ----–--ეს (პ/ნ 5----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ ე------- შ----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე