განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002638323
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002638323 (№1/ბ-814-2018 წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვა--ძე

ზეპირი მოსმენის გარეშე გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----ა მ-------ის ძე ჯ----–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზ-------ები; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზ. N2--

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ბ----ა ჯ----–მა ჩაიდინა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი; ასევე ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 0600 საათზე, ქ. ბათუმში, შ. ი--------ის ქუჩა N11ა, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ----ა ჯ----–მა, ყელის არეში ხელის მოჭერითა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით, ა-- ჭ-------ს - პირს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის ივლისის თვეში, ქ. ბათუმში, შ. ი--------ის ქუჩა N11ა, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ----ა ჯ----–მა, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით, ა-- ჭ-------ს - პირს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 05 ივნისს, დაახლოებით, 0500 საათზე, ქ. ბათუმში, ა-–-----–---ის ქუჩა N134-ში მდებარე, ღამის კლუბ „ჯ------ის“ მიმდებარედ ყოფნისას, ბ----ა ჯ----–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის და მუცლის არეში ფეხის დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--- ვ------–--ეს, რამაც მ--- ვ------–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბ----ა ჯ----–მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ორ ცალ ქოთანში არსებულ მიწის მასაში უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუწია და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი ორი ძირი 132.12 გრამი მცენარე კანაფი, რაც 2018 წლის 05 აგვისტოს, ქ. ბათუმში, შ. ი--------ის ქუჩა N11ა, ბინა N1---ის აივნიდან იქნა ამოღებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ბ----ა ჯ----–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სსკ -ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სსკ-ის 126-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ბ----ა ჯ----–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ----ა ჯ----–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გ------ი რ---–---–ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა ერთობლიობით მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის და--შვნას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვენ.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ----ა ჯ----–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა-- ჭ-------ის და მ--- ვ------–--ის ჩვენებებით, მოწმეების - ლ-- გ--------–---–ის, ს--–---ე გ------–--ლის, გ---–ა ხ----–---–ის, მ-----– ხ----–---–ის, ს------ო კ-----–---–ის, ხ----ა ქ---–---ძის, ი-----–ი ძ---–--ის, პ----------------------–----------ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 05 აგვისტოს №0----- შემაკავებელი ორდერით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ნარგავების ამოღების ოქმით; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 06 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #ქ---- დასკვნით; ბ----ა ჯ----–ის მიმართ ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ბ----ა ჯ----–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს და--შნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ბ----ა ჯ----–ის მიმართ და--შნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლ----ა და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტა--სა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი რ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი ბ----ა ჯ----–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ბ----ა ჯ----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის თვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს

თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სსკ-ის 126-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ბ----ა ჯ----–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ----ა ჯ----–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.

 

მსჯავრდებულ ბ----ა ჯ----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულ-- და გირაოს სახით გადახდილი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ა---ი ჯ----–ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 14 აგვისტომდე.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცებები - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-დან მოპოვებული აუდიო ფაილები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ხოლო მცენარე კანაფის ნარგავები, რომელიც ასევე ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე