განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001425457
საქმე №2ბ/7417-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
I აპელანტი - შპს ,-------–------
წარმომადგენელი - რ----------------
II აპელანტი - შპს ,------------–--------
წარმომადგენლები- ა-–----------------–---–--–---–----–-–---------
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,----–-----
წარმომადგენლები - გ------------------------–---------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.11.2017 წლის გადაწყვეტილება.
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.11.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. შპს ,----–------- სარჩელი მოპასუხეების - შპს ,-------–-------- და შპს ,------------–---------ის მიმართ დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხეებს - შპს „------–------ და შპს „-----------–---------- მოსარჩელე შპს „---–------ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7735 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, უძრავი ქონებები, მდებარე ქ. თბილისი, გ----------------------------- (---------------- / ქალაქი თბილისი, გ----------------------------- (-------------- სავაჭრო ფართი, სართული 1, ფართი 1 228.20 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0---------------------- და ამავე მისამართზე არსებული სავაჭრო ფართი, სართული 2, ფართი 1 127.70 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0---------------------- საკუთრების უფლებით ირიცხება შპს „-----------–---------ის სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21, 22-23).
2015 წლის 27 მარტს ერთის მხრივ შპს „-----------–---------- და მეორეს მხრივ შპს „---–----- შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარე მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცემს 2 054.9 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (მათ შორის კომერციული ფართი I სართულზე 1 228.2 კვ.მ. (ს/კ№0----------------------) და ავტოფარეხი - 826.70 კვ.მ. (ს/კ №0----------------------), მდებარეს მ-------------------–-–------–-, მისამართზე: თბილისი, პ----------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 53-58);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21).
2015 წლის 06 მაისს ერთის მხრივ შპს „-----------–---------- და მეორეს მხრივ შპს „------–------ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გადაცემულ საიჯარო უძრავ საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გ------------------------, ფართი 1 127.70 კვ.მ., საკადასტრო კოდით: №0----------------------.
ხელშეკრულების 4.6. პუნქტის თანახმად, იჯარის საგნის გადაცემამდე, მეიჯარე ვალდებულია მოიჯარესთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის საფუძველზე, განახორციელოს მშენებლობა და ობიექტის ნაწილების გაუმჯობესება, უზრუნველყოს კაბელების გაყვანა და აღჭურვილობისა და სახსრების ინსტალაცია. ობიექტის ზონა, ზონაზე დანაყოფი კედლებისა და ღია შესასვლელების ინსტალირება ხდება მეიჯარის მიერ განსაზღვრული გეგმის მიხედვით. ამ რემონტის თანხას იხდის მოიჯარე, ხოლო რემონტს ახორციელებს მეიჯარე.
ხელშეკრულების 9.1.1. პუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეამოწმოს გადაცემული ფართის მდგომარეობა და მოიჯარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაცვა, რომელიც ფართის მოვლას შეეხება, იმ პირობით, რომ ამით ხელი არ შეეშლება მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.
9.1.11. პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მეიჯარე ვალდებულია ტექნიკური უზრუნველყოფა და წარმოქმნილი პრობლემა აღმოფხვრას დაუყოვნებლივ პირველივე შესაძლებლობისთანავე.
9.2.12. პუნქტის თანახმად, მოიჯარე პასუხს არ აგებს საიჯარო ქონების ისეთი ცვლილების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლზომიერი სარგებლობით.
10.1.4. პუნქტის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს კეთილსინდისიერებით სრულად გააცნო იჯარის საგნის მდგომარეობა გადაცემის მომენტისათვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 59-69);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 22-23).
2015 წლის 29 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, 06.05.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, შპს „-----------–---------ის მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა საიჯარო საგნის სარგებლობაში გადაცემა შპს „------–-------------
2015 წლის 29 ოქტომბერს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის, ასევე, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისადაც შპს „-----------–-------- და შპს „------–------ ადასტურებენ, რომ 06.05.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, შპს „-----------–---------მა სრულად შეასრულა და დაასრულა სარემონტო სამუშაოები (ცივი და ცხელი წყალი, კანალიზაცია და ვენტილაცია).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება ჩაბარების აქტები (ს.ფ. 70-71);
სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „---–------ საკუთრებაში არსებული სერვერები დაზიანდა, რომელთა შეკეთების ხარჯები შეადგენს 7 735 ლარს.
I-------------------------------- (ძირითადი ბარათი) სერვერის შეკეთების ხარჯი შეადგენს 4 240.00 ლარს. კერძოდ, დელტა კომმის მიერ მომზადებული სერვისული დასკვნების შესაბამისად, დედა დაფაზე დასხმულია გაურკვეველი წარმოშობის სითხე, რამაც გამოიწვია მასზე არსებულ ელექტრონულ კომპონენტებს შორის მოკლე ჩართვა და დაზიანება. ამავე მიზეზით მოხდა I------------------------------- (ძირითადი ბარათი) სერვერის დაზიანება, რომლის ღირებულებაც შეადგენს 3 495 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისი (ს.ფ. 24);
- სერვისული დასკვნები (ს.ფ. 25-26).
შპს „---–------ მიერ შეძენილ იქნა სერვერები, რისთვისაც 2016 წლის 07 აპრილს გადახდილ იქნა 8 760.32 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისი (ს.ფ. 27);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 28)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
შპს „---–------ მიერ იჯარით აღებულ ფართში მოხდა წყლის ჩადინება, რამაც გამოიწვია შპს „---–------ ფართში არსებული სერვერების - I------------------ და I------------------ დაზიანება.
საქმეში წარმოდგენილი რეაგირების ოქმით, ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისევე როგორც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წყლის ჩადინებას შპს „---–------ მიერ იჯარით აღებულ ფართში ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ ფაქტს შესაგებელშივე ადასტურებდა შპს „------–------. უფრო მეტიც, სწორედ მისი დაკვეთით მოხდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასკვნის მომზადება კითხვაზე, თუ რით იყო გამოწვეული წყლის გაჟონვა, არასწორი წყლის გაყვანილობის თუ არასწორი მოხმარების გამო. დასკვნის მომზადებისას ექსპერტმა გამოიკვლია, რომ გამოსაკვლევი ობიექტიდან (სავარჯიშო დარბაზის სველი წერტილებიდან) პირველ სართულზე ჩასულია წყალი, თუმცა 07.04.2016 წლის №0-------- დასკვნით საბოლოოდ დაადგინა, რომ წყლის ჩასვლის ზუსტი მიზეზის დადგენა წყლის მილგაყვანილობა-კანალიზაციის ექსპლუატაციის პირობებში კვლევის გარეშე შეუძლებელია, რა დროსაც შესაძლებელია პირველ სართულზე წყლის გაჟონვა შესაბამისი შედეგებით.
07.04.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ გამოსაკვლევი ობიექტიდან/სავარჯიშო დარბაზის სველი წერტილებიდან პირველ სართულზე ჩამოსულია წყალი.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შედგენილ 08.08.2016 წლის დასკვნაშიც მითითებულია, რომ მოხდა წყალსადენის და საკანალიზაციო ქსელის დატვირთვა, რომ აღნიშნულ პერიოდში, დაახლოებით 2 საათი, წყლის ჩამოდინება არ მომხდარა პირველ სართულზე. ობიექტის დატოვების შემდეგ დამკვეთის მიერ ეცნობა, რომ მოხდა წყლის ჩამოდინება ღამის პერიოდში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტის მიერ კიდევ მოხდა განმეორებით ობიექტის ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც შეინიშნებოდა წყლის ჩამოდინების ახალი კვალი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეაგირების ოქმი (ს.ფ. 18);
- შპს „------–------- შესაგებელი (ს.ფ. 77-86);
- №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 74-76, 93-97, 98-102).
სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „-----------–---------- და შპს „------–------ სოლიდარულად ეკისრებათ წყლის გაჟონვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შპს „---–------ სასარგებლოდ, 7 735 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შპს „---–----------- ზიანის მიყენების ფაქტს - წყლის გაჟონვას მეორე სართულიდან, სადაც მდებარეობს შპს „------–------ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და რომელი ფართიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს „-----------–----------. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ 2016 წლის 06 აპრილს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წერილობით მიმართა მოპასუხეებს, თუმცა, მათ მიერ არ მომხდარა თანხის გადახდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცალსახად დგინდება მოსარჩელისადმი ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა, ზიანის მიყენება გამოწვეულია შპს „-----------–---------ის მიერ წყლის არასწორი გაყვანილობის მონტაჟის თუ შპს „------–------- მიერ მისი არასწორი გამოყენებით, არ დგინდება წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით. შესაბამისად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრებები მათ არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
მტკიცებულებათა გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ შეძლო მისი დასამტკიცებელი გარემოების, ზიანის მიყენების ფაქტის, ისევე როგორც მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება. რაც შეეხება ზიანზე პასუხისმგებელ პირს, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან შპს „-----------–-------- წარმოადგენს ფართის მესაკუთრეს, რომელმაც ჩაატარა მეორე სართულზე არსებულ ფართში რემონტი, მათ შორის, ცივი და ცხელი წყლის, კანალიზაციის და ვენტილაციის მონტაჟი, ხოლო, შპს „------–------ სარგებლობდა ამ ფართით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თანაბრად არიან პასუხისმგებელნი მიყენებულ ზიანზე. აღნიშნული სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ვერ მოხერხდა ზუსტად დადგენა იმისა, თუ რამ გამოიწვია წყლის გაჟონვა, თუმცა, ფაქტს რომ ადგილი ჰქონდა, აღნიშნული დადგენილია. ამდენად, სასამართლოს მიხედულებით, მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, „1. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. 2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც ვინც შეგნებულად ისარგებლად სხვისთვის მიყენებული ზიანით.“
სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის მფლობელი ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი“.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „---–------ სერვერების ოთახში ზედა სართულიდან, „-----------–--------- ჩასულია წყალი. აღნიშნული გარემოება დასტურდება, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებითაც. რაც შეეხება ზიანის მიყენებაზე ბრალეულ პირს, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს სასამართლოსთვის დაედასტურებინათ, რომ არ არსებობდა მათ ქმედებაში ბრალი, მხოლოდ მათ ზეპირ განმარტებას კი სასამართლომ ვერ გაიზიარა. ამასთან, სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოპასუხეებს ეკისრებათ მოსარჩელის მიმართ სოლიდარული ვალდებულება, რამდენადაც ცალსახად ვერ დგინდება მხოლოდ თითოეული მათგანის ბრალეულობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „------–------- და შპს „-----------–---------ის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს გაებათილებინათ მოსარჩელის მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიყენებული ზიანი სწორედ მათიარასწორი ქმედებით არის გამოწვეული.
I. შპს ,-------–------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა ის გარემოება, რომ მას სოლიდარულად მიუძღვის ბრალი წყლის გაჟონვაში, მიუხედავად საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნისა, რომლის თანახმადაც ვერ დგინდება მიზეზი, რამაც გამოიწვია წყლის გაჟონვა. გარდა აღნიშნულისა, შპს ,-------–------- და შპს ,------------–---------- შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, შპს ,------------–---------- საკუთარი ხარჯით ეკისრება პასუხისმგებლობა აღმოფხვრას ყველა ნაკლი და ტექნიკური გაუმართავობა. ამასთან, შპს ,-------–------- მიერ აღებულ საიჯარო ფართზე რამოდენიმეჯერ მოხდა წყლის გაჟონვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შპს ,,ს----------–--------ის“ ბრალეულობას მოცემულ დავაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამომდინარეობს, რომ მოსარჩელემ კი არ უნდა ამტკიცოს ზიანის მიყენების ფაქტი და მოპასუხის ბრალეულობა, არამედ, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ზარალი არ იქნა გამოწვეული მხარის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ან უმოქმედებით.
II. შპს ,,ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ მოხდა წყლის გაჟონვა და წყლის გაჟონვის შედეგად დაზიანდა სერვერები. საქმეში წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის ოქმი, რომელშიც დაფიქსირებულია მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერის ნამდვილობა და არა წყლის გაჟონვის ფაქტი და მიზეზი. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია ექსპერტიზის ბიუროს 2 დასკვნა - პირველი 07.04.2016 წლის, რომლის თანახმადაც ექპერტი მიუთითებს რომ შეუძლებელია წყლის გაჟონვის ფაქტის დადგენა და მეორე 08.08.2016 წლის, რომელშიც ექპერტი მიუთითებს, რომ წყლის გაჟონვის მიზეზებზე ვერ იმსჯელებს. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია 28.05.2016 წლის კომპანია დელტა კომის დასკვნა, როემლშიც არ არის მითითებული კონკრეტულად რა სახის სითხემ გამოიწვია სერვერების დაზიანება, ანუ არ დგინდება რომ წყლის დასხმის შედეგად დაზიანდა სერვერები. აგრეთვე, შპს ,----–----- არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, უძრავი ქონებები, მდებარე ქ. თბილისი, გ----------------------------- (---------------- და მდებარე, ქალაქი თბილისი, გ----------------------------- (-------------- სავაჭრო ფართი, სართული 1, ფართი 1 228.20 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0---------------------- და ამავე მისამართზე არსებული სავაჭრო ფართი, სართული 2, ფართი 1 127.70 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0---------------------- საკუთრების უფლებით ირიცხება შპს „-----------–---------ის სახელზე.
2015 წლის 27 მარტს შპს „-----------–---------- და შპს „---–----- შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარე მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცემს 2 054.9 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს (მათ შორის კომერციული ფართი I სართულზე 1 228.2 კვ.მ. (ს/კ№0----------------------) და ავტოფარეხი - 826.70 კვ.მ. (ს/კ №0----------------------), მდებარეს მ-------------------–-–------–-, მისამართზე: თბილისი, პ----------
2015 წლის 06 მაისს შპს „-----------–---------- და შპს „------–------ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გადაცემულ საიჯარო უძრავ საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გ------------------------, ფართი 1 127.70 კვ.მ., საკადასტრო კოდით: №0----------------------.
აღნიშნული ხელშეკრულების 4.6. პუნქტის თანახმად, იჯარის საგნის გადაცემამდე, მეიჯარე ვალდებულია მოიჯარესთან წინასწარ შეთანხმებული გეგმის საფუძველზე, განახორციელოს მშენებლობა და ობიექტის ნაწილების გაუმჯობესება, უზრუნველყოს კაბელების გაყვანა და აღჭურვილობისა და სახსრების ინსტალაცია. ობიექტის ზონა, ზონაზე დანაყოფი კედლებისა და ღია შესასვლელების ინსტალირება ხდება მეიჯარის მიერ განსაზღვრული გეგმის მიხედვით. ამ რემონტის თანხას იხდის მოიჯარე, ხოლო რემონტს ახორციელებს მეიჯარე.
ხელშეკრულების 9.1.1. პუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეამოწმოს გადაცემული ფართის მდგომარეობა და მოიჯარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების დაცვა, რომელიც ფართის მოვლას შეეხება, იმ პირობით, რომ ამით ხელი არ შეეშლება მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.
9.1.11. პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, მეიჯარე ვალდებულია ტექნიკური უზრუნველყოფა და წარმოქმნილი პრობლემა აღმოფხვრას დაუყოვნებლივ პირველივე შესაძლებლობისთანავე.
9.2.12. პუნქტის თანახმად, მოიჯარე პასუხს არ აგებს საიჯარო ქონების ისეთი ცვლილების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლზომიერი სარგებლობით.
10.1.4. პუნქტის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს კეთილსინდისიერებით სრულად გააცნო იჯარის საგნის მდგომარეობა გადაცემის მომენტისათვის.
2015 წლის 29 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, 06.05.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, შპს „-----------–---------ის მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა საიჯარო საგნის სარგებლობაში გადაცემა შპს „------–-------------
2015 წლის 29 ოქტომბერს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის, ასევე, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისადაც შპს „-----------–-------- და შპს „------–------ ადასტურებენ, რომ 06.05.2015 წლის იჯარის ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, შპს „-----------–---------მა სრულად შეასრულა და დაასრულა სარემონტო სამუშაოები (ცივი და ცხელი წყალი, კანალიზაცია და ვენტილაცია).
14.03.2016 წელს წყლის გაჟონვის გამო დაზიანდა შპს „---–------ საკუთრებაში არსებული სერვერები, რომელთა შეკეთების ხარჯები შეადგენს 7735 ლარს.
I-------------------------------- (ძირითადი ბარათი) სერვერის შეკეთების ხარჯი შეადგენს 4 240.00 ლარს. კერძოდ, დელტა კომმის მიერ მომზადებული სერვისული დასკვნების შესაბამისად, დედა დაფაზე დასხმულია გაურკვეველი წარმოშობის სითხე, რამაც გამოიწვია მასზე არსებულ ელექტრონულ კომპონენტებს შორის მოკლე ჩართვა და დაზიანება. ამავე მიზეზით მოხდა I------------------------------- (ძირითადი ბარათი) სერვერის დაზიანება, რომლის ღირებულებაც შეადგენს 3 495 ლარს.
შპს „---–------ მიერ შეძენილ იქნა სერვერები, რისთვისაც 2016 წლის 07 აპრილს გადახდილ იქნა 8760.32 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი რეაგირების ოქმით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ წყლის ჩადინებას შპს „---–------ მიერ იჯარით აღებულ ფართში ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
საქმეში წარმოდგენილი 07.04.2016 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი ობიექტიდან/სავარჯიშო დარბაზის სველი წერტილებიდან პირველ სართულზე ჩამოსულია წყალი. ხოლო, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შედგენილ 08.08.2016 წლის დასკვნაშიც მითითებულია, რომ მოხდა წყალსადენის და საკანალიზაციო ქსელის დატვირთვა, რომ აღნიშნულ პერიოდში, დაახლოებით 2 საათი, წყლის ჩამოდინება არ მომხდარა პირველ სართულზე. ობიექტის დატოვების შემდეგ დამკვეთის მიერ ეცნობა, რომ მოხდა წყლის ჩამოდინება ღამის პერიოდში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტის მიერ კიდევ მოხდა განმეორებით ობიექტის ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც შეინიშნებოდა წყლის ჩამოდინების ახალი კვალი. ამასთან, ვინაიდან ვერ ვერ მოხდა კონკრეტული სისტემის დატვირთვის შედეგად წყლის ჩამოდინების დაფიქსირება, ექსერტიზამ დაზიანების ზუსტ გამომწვევ მიზეზებზე ვერ იმსჯელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა შპს „---–----------- ზიანის მიყენების ფაქტს - წყლის გაჟონვას მეორე სართულიდან, სადაც მდებარეობს შპს „------–------ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და რომელი ფართიც საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს „-----------–----------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.
დასახელებული ნორმა ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს და ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება _ ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი _ ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს (სუსგ. Nას-356-336-2011, 30.01.2012 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ შპს ,----–------ შეძლო მისი დასამტკიცებელი გარემოების, ზიანის მიყენების ფაქტის და ასევე, მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 07.04.2016 წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი ობიექტიდან/სავარჯიშო დარბაზის სველი წერტილებიდან პირველ სართულზე ჩამოსულია წყალი, რის გამოც, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - შპს ,,ს----------–--------ის“ მოსაზრებას მასზედ, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოხდა წყლის გაჟონვა, რამაც გამოიწვია სერვერების დაზიანება. რაც შეეხება ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს, პალატა განმარტავს, შემდეგს:
უდავოდ დადგენილია, რომ შპს „-----------–-------- წარმოადგენს ფართის მესაკუთრეს, რომელმაც ჩაატარა მეორე სართულზე შპს ,-------–------- მფლობელობაში არსებულ ფართში რემონტი, მათ შორის, ცივი და ცხელი წყლის, კანალიზაციის და ვენტილაციის მონტაჟი, რის გამოც ვერ გამოირიცხება შპს ,,ს----------–--------ის პასუხისმგებლობა წყლის გაჟონვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ფართში არსებული ტექნიკურ გაუმართავობაზე პასუხისმგებლობა, რამაც გამოიწვია წყლის გამოდინება, ეკისრება მეიჯარეს.
პალატა მიუთითებს, რომ მართალია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.04.2016 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ შეუძლებელია წყლის პირველ სართულზე ჩასვლის ზუსტი მიზეზის დადგენა წყლის მილგაყვანილობა-კანალიზაციის ექსპლუატაციის პირობებში კვლევის გარეშე, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს საკანალიზაციო სისტემის გაუმართავობას, რაზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება შპს ,------------–----------. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, რომლის თანახმადაც, შპს ,,ს----------–--------მა“ ვერ შეძლო გაებათილებინა შპს ,----–------ მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიყენებული ზიანი მათი არასწორი ქმედებითა და წყალგაყვანილობის გაუმართავი მუშაობის შედეგად არ არის გამოწვეული, შესაბამისად პალატა ვერ გაიზიარებს შპს ,,ს----------–--------ის“ მოსაზრებას მოცემულ დავაში მისი ბრალეულობის გამომრიცხავ გარემოებებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შპს ,-------–------- პასუხისმგებლობას მიყენებულ ზიანზე, პალატა მიუთითებს, რომ ვერ იქნება გაიზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ შპს ,------------–-------- და შპს ,-------–------ წარმოადგენენ სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში, შპს ,----–------ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ წყლის გაჟონვაში ბრალეულ პირს წარმოადგენდა შპს ,-------–------, რის საპირისპიროდაც, ამ უკანასკენლის მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ბრალეულობის დადგენა შეუძლებელია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართავობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მეიჯარე - შპს ,------------–--------, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,-------–------------- ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და მისი სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი მოცემულ დავაში.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, შპს ,-------–------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის - შპს ,,ს----------–--------ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს შპს ,----–------ უნდა დაეკისროს შპს ,-------–------- მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 154.7 ლარის გადახდა, ხოლო, რაც შეეხება ზედმეტად გადახდილი ბაჟს (159.50-154.7) 4.8 ლარის ოდენობით, ის უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს.
გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,-------–------------- სოლიდარულად გადასახდელად დაკისრებული ბაჟის 233 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შპს ,------------–----------.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,-------–------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.11.2017 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს ,----–------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. მოპასუხეს შპს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე შპს „---–------ სასარგებლოდ დაეკისროს 7735 ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხეს შპს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე შპს „---–------ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 233 ლარის ოდენობით.
7. შპს ,----–------ სარჩელი მოპასუხე შპს ,-------–------- მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
8. მოწინააღმდეგე მხარეს შპს ,----–------ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 154.7 ლარის ოდენობით გადახდა შპს ,-------–------- სასარგებლოდ.
9. საქმეზე 2--------- წელს, სს ,---------------- მეშვეობით, #- საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში ბანკის კოდით TRESGE22, სახაზინო კოდით 300773150, შპს ,-------–------- სასარგებლოდ რ----------------- მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 159.50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 4.8 ლარი დაუბრუნდეს შპს ,-------–-------
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა