განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
060100118002635028
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002635028 (№1/ბ-692-2018 წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ი ჰ---–---ის ძე პ-------–---–ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ვანის რაიონის სოფელ ი--–-----ში.

აღწერილობით ნაწილი:

ს------ პ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 2000 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ი--–-----ში არსებულ თავისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით საკითზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს------ი პ-------–---–მა ტელეფონის თავში ჩარტყმის გზით ძალადობა განახორციელა არასრულწლოვან გერზე ლ--ა ჩ-------ეზე, რა დროსაც ლ--ა ჩ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 2000 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ი--–-----ში არსებულ თავისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ს------ი პ-------–---–ი ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, არასრულწლოვან გერს ლ--ა ჩ-------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ლ--ა ჩ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვილიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით ს------ პ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ- ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ს------ი პ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ს------ი პ-------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ს------ი პ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

ს------ი პ-------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო - 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-----–ი შ---------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს------ი პ-------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ი პ-------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ლ--ა ჩ-------ის გამოკითხვის ოქმით, ბ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, ი-----–----ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ს------ი პ-------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ს------ი პ-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და რესოციალიზაციის ობიექტური შესაძლებლობა და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც მიაჩნია, რომ არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-----–ი შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი ს------ი პ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს------ი პ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ- ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ს------ი პ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ს------ი პ-------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე ს------ი პ-------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, ს------ი პ-------–---–ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს ს------ი პ-------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

ს------ი პ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

ს------ი პ-------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

ტელეფონის აპარატი, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შენდეგ დაუბრუნდეს მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე