განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-5-2019 წელი
№010100118002648087
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
1 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი-----–- გ---–-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-----–- გ---–-------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ხ--–----------------–----–----------------–------–----ში, მსჯავრ-დებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- გ---–-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევ-რის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 21:40 საათზე, ქ. ბ------–---------------------------–---–-------ის მიმდებარედ, ავტომანქანით გადაადგილებისას ურთიერთშლაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- გ---–-------ემ ხელის სახეში რამდენიმეჯერ დარტყმით ე-–---- გ----–-------ეს (შვილს) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- რ---–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი-----–- გ---–-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვვლას საპატიმრო სასჯელით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი-----–- გ---–-------ისათვის და-ნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, პირი-ქით, მსჯავრდებულისათვის იქნება წამახალისებელი ხასიათის და ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელი. მსჯავრდებულს წარსულში არაერთხელ ჰქონია კანონთან კონ-ფლიქტი და მის მიმართ დანიშნული სასჯელი არაადეკვატურია ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმის და ხასიათის, მსჯარლებულის პიროვნულ მახასიათებლების და ვერ პასუხობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი-----–- გ---–-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- გ---–-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ ი-----–- გ---–-------ე აღია-რებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, შერიგებულია და-ზარალებულთან, ასევე ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს - დანაშაუ-ლის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეო-ბათა დარღვევის ხასიათსა და ზომსა, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსული ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის მიზანს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინ-ებით მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გა-საჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენი ი-----–- გ---–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-----–- გ---–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- გ---–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი-----–- გ---–-------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და ი-----–- გ---–-------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივლისის განჩინებით, ი-----–- გ---–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სა-ხით გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ზ------ მ-------ეს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili