განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100117002177927
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-17-2019 წელი

№010100117002177927

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

13 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- ჭ------ის,ადვოკატის – პ---–- კ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ო----– მ---------–--ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ო----– მ---------–--, დაბადებული 1----–-–----------------–ს, თ--------------------–--ის მოქა-ლაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამარ-თლობის არ მქონე, რეგისტრირებული თ--------------------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–----–----------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვე-პუნქტებით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამორთმეული აქვს კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავე-ბის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ო----– მ---------–--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, როცა ის იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსა-ხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ო----– მ---------–--მ, რომელიც 2017 წლის მარტიდან მუშაობდა შპს „ი--–----------------------------“-ის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, 2017 წლის 27 ივლისს სამსახურეობრი-ვი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „ი--–--------------------------“ -ის კუთვნილი 5000 ლა-რი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასა-ჩივრა პროკურორმა დ----- ჭ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ო----– მ----------–--ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ო----– მ---------–--ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო----– მ---------–--მ ბოროტად გამოიყენა კომპანიის მიერ მისთვის გამოცხა-დებული ნდობა და მინდობილი ფულადი თანხა მიითვისა. სასამართლომ ასევე არ გაითვა-ლისწინა ქმედების განხორციელების ხერხი და მართლსაწინაღმდეგო შედეგი. ო----– მანავოღ-ლუს მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ მოხდება დანაშაულის პრევენცია, პირიქით შეიძლე-ბა მოხდეს მსჯავრდებულის და სხვა პირების წახალისება მსგავსი დანაშაულის ჩასადენად, რაც ზიანს მიაყენებს პატიოსან მეწარმე სუბიექტებს და კერძო კომპანიებს.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ დ----- ჭ------ეს, რომელიც ითხოვს ო----– მ---------–--ს მიმართ შე-ფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ ო----– მ---------–--ს ინტერესების დამცველ ადვოკატს პ---–- კ------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსებული მტკი-ცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრე-ბული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ო----– მ---------–--ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული, მხა-რეთა შეთანხმების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ: შპს „ი--–---მარკეტ YALCIN-MARKET“-ის დირექტორის ს--–---- ი--–---ის განცხადებით და გამოკითხვის ოქმით, შპს „ა-------------ის“ მენეჯერის ა------–------- ა------–-------ის გამოკითხვის ოქმით, აბდულ-ქადირ ი----ის განცხადებით, თანდართული დოკუმენტებით სალაროს გასავალის ორდერით, საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკებით, ო----– მ---------–--ს პირადობის მოწმობით (ასლე-ბი) და დათვალიერების ოქმით, ს--–---- ი--–---ის 2017 წლის 5 ოქტომბრის განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით, დათვალიერების ოქმით, შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, გამოკითხვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიო-ბით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ო----– მ---------–--ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართვე-ლოს სისიხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტე-ბით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ო----– მ---------–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ო----– მ---------–--ს მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინა-ნიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღა-ურა ზიანი და მზადაა გარკვეულ პერიოდში სრულად აანაზღაუროს, დაზარალებულს ო. მ---------–--ს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია. სასამართლოს მიერ გათვალისწინე-ბული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ო----– მ---------–--ს სასჯელად შეუფარდა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლა-რის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესა-ბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებული-სათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბ-რის განაჩენი ო----– მ---------–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩი-ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ო----– მ---------–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ო----– მ---------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ.

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფ-ლება.

მსჯავრდებულ ო----– მ---------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება – შპს „პ----–-----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – შპს „ლ-----------“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – შპს „ა-------------ის“ ფინანსური მენეჯერის ა------–------- ი----ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურეობრივი ბაზის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებული ინფორმაცია, რომელიც ერთვის სისხლის სამარ-თლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამარ-თლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili